Magdalena Posted August 31, 2018 Share Posted August 31, 2018 მიმდინარე კვირაში, IFA 2018-ზე Samsung-მა დააანონსა თავისი პირველი კომერციული 8K ტელევიზორი, Q900R. QLED პანელის ზომები იქნება 65, 75, 82 და 85 დუიმი, მაქსიმალურმა სიმკვეთრემ შესაძლოა მიაღწიოს 4 000 ნიტს. ახალ ტელევიზორს აქვს HDR10 + ფორმატის მხარდაჭერა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე 8K-ს ნულოვანი კონტენტი არსებობდა, Samsung-ი მოცემულ მომენტში მიმართულია ტექნოლოგიის მასშტაბების ზრდაზე. კომპანია ამტკიცებს, რომ Q900R-ის ფუნქციაში -„8K AI Upscaling“ - გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი და კონკრეტულად მისთვის განკუთვნილი პროცესორი, რომელიც განაპირობებს 8K-ის დონისთვის შესაბამისი გამოსახულების შექმნას, მიუხედავად მიწოდებული ორიგინალი გამოსახულების ხარისხისა, რაც მეტად ოპტიმისტურად და მიმზიდველად ჟღერს. Q900R-ი გაყიდვაში გაეშვება სექტემბრის ბოლოს, თავდაპირველად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის რამოდენიმე წამყვან ბაზარზე, ბაზრების დაკონკრეტებას Samsung-ის მხრიდან ადგილი ჯერჯერობით არ ჰქონია. მასშტაბების, მაღალი FPS-ის მხარდაჭერისა და სათამაშო კონტენტის - Quantum Processor 8K-ის გამოყენების წყალობით, Samsung-ი ნამდვილად მოიგებს გეიმერების გულს. იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლები მიდრეკილნი არიან რაც შეიძლება დიდი პანელების ყიდვისა და მაქსიმუალურად ეფექტური ტექნოლოგიებისკენ, 8K-თი დიდ დაინტერესებას წინ არაფერი ეღობება. Theverge.com techradar.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.