Magdalena Posted August 30, 2018 Share Posted August 30, 2018 Qualcomm-ი შესაძლოა ისწრაფვოდეს ბაზარზე Intel-ის ადგილის დაკავებისაკენ, თუმცა „დიდი ლურჯი“ კორპორაცია ბრძოლის გარეშე დათმობას არ აპირებს. Intel-მა წარადგინა უახლესი მე-8 თაობის პროცესორები თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის. ახალი ჩიპები Intel-ის Core U-სა (i7-8565U, i5-8265U, i3-8145U) და Core Y-სერიისაა (i7-8500, i5-8200Y, m3-8100Y) და განკუთვნილია ლეპტოპებისთვის, რომლებსაც უფრო დაბალი ენერგომოხმარება გააჩნიათ, ვიდრე მათ დესკტოპ ანალოგებს. უმნიშვნელოვანეს ფაქტს ამ შემთხვევაში წარმოადგენს ორივე სერიის ინტეგრირება Gigabit WiFi-სთან, რაც იძლევა მოლოდინს, რომ უახლოეს თვეებში ვიხილავთ დაუჯერებლად თხელ და მსუბუქ ლეპტოპებს უსწრაფესი WiFi სიჩქარით. Wi-Fi-ის უპირატესობის პარალელურად, Intel-ი ასევე გვპირდება U-სერიის გაორმაგებულ მწარმოებლურობას წინა თაობასთან შედარებით. კომპანია ამტკიცებს, რომ U-სერიაზე აგებული ლეპტოპები საშუალებას მოგვცემს იმუშაონ 16 საათი უწყვეტ რეჟიმში, ერთი სრული დამუხტვის შემდეგ. „ოპტიმიზებული სიმძლავრის სისტემები კი უფრო დიდხანს იმუშავებს, დაახლოებით 19 საათამდე“- აცხადებს წარმომადგენლობა. U-სერიას გააჩნია 15 ვატიანი ენერგომოხმარება, იმ დროს, როდესაც Y-სერიისას მხოლოდ 5 ვატიანი აქვს. Intel-ის i7-8565U ჩიპს შეუძლია 4,6 გჰც სიჩქარის მიღწევა ტურბო რეჟიმში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვერ შეძლებს ამ დონის შენარჩუნებას დიდიხნის განმვალობაში. Intel-ის წარმომადგენლობის განცხადების მიხედვით, ახალი ჩიპებით აღჭურვილი ლეპტოპების ხილვას მიმდინარე საშემოდგომო სეზონზე შევძლებთ. windowscentral.com 2 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MILANISTA Posted August 30, 2018 Share Posted August 30, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.