Magdalena Posted August 28, 2018 Share Posted August 28, 2018 საიტ hexus.net-ის მიხედვით, AMD-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ფეიფერმასტერმა (Mark Papermaster) მისცა ვრცელი ინტერვიუ კომპანიის გეგმების შესახებ. იგი შეეხო საკითხსაც, რომლის თანახმადაც კომპანია აპირებს 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლას. ფეიფერმასტერის განცხადების მიხედვით, კომპანია AMD-ს პრაქტიკულად მთელი ძალები ამ დროისათვის მიმართულია ახალი ტექპროცესორების დანერგვის დაჩქარებისკენ, ასევე პროცესორებისა და ვიდეო ბარათების მიმართ. თავდაპირველად, AMD გეგმავდა გამოეშვა ახალი ვიდეო ბარათი VEGA 7 ნანომეტრიანი ტექპროცესორის ბაზაზე 2019 წლის პირველ ნახევარში, თუმცა, ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, კომპანიამ გადაწყვიტა ახალი ვიდეობარათების გამოშვების ვადა ამა წლის ბოლოსაკენ გადმოეწია. ჯერჯერობით საუბარი მიდის პროფესიონალური ამაჩქარებლის შესახებ 32 გბ-იანი ვიდეომეხსიერებით და მისი სახელწოდება იქნება “Radeon Vega Instinct GPU”. საერთო ჯამში, AMD დაპირებას იძლევა, რომ ყველა ახალი 7 ნანომეტრიანი პროდუქტი ორმაგად ენერგოეფექტური და 35%-ით უფრო მაღალპროდუქტიული იქნება წინა თაობის ნიმუშებთან შედარებით. რაც შეეხება პროცესორების სეგმენტს, 2019 წლისთვის იგეგმება გადასვლა 7 ნანომეტრიან სერვერულ პროცესორზე - EPYC, რასაც შემდეგ უკვე მიჰყვება Ryzen-ის პროცესორების ახალი ლაინაფი განახლებული ტექპროცესით. კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადების თანახმად, 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლის დაჩქარებით კორპორაცია AMD კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს ბაზარზე ამ მიმართულებით. overclockers.ru 4 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MILANISTA Posted August 28, 2018 Share Posted August 28, 2018 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 28, 2018 Share Posted August 28, 2018 GlobalFoundries halts develoment 7nm, 5nm and 3nm https://www.guru3d.com/news-story/globalfoundries-halts-develoment-7nm5nm-and-3nm.html AMD to fab all 7nm chips at TSMC https://www.guru3d.com/news-story/amd-to-fab-all-7nm-chips-at-tsmc.html Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.