Magdalena Posted August 28, 2018 Share Posted August 28, 2018 კომპანია Thermalright-მა გამოუშვა ქულერი AXP-100-Full Copper, რომელიც განკუთვნილია შეზღუდული შიდა სივრცის მქონე სისტემებისთვის. კონსტრუქცია შედგება სპილენძის ექვსი სითბური მილისგან, რომელთა დიამეტრი 6 მმ-ია, სპილენძისვე ფუძისა და რადიატორისგან. შემადგენლობაში შედის ვენტილატორი 108 x 101 x 14 გაბარიტებით, მისი ბრუნვის სიჩქარეა 900-დან 2500-მდე ბრუნი წუთში. ხმაურის დონე - 22-30 დბ. ქულერის სიმაღლე სულ რაღაც 58 მმ-ია ( 62 მმ-ია სამაგრის ჩათვლით). ამგვარად, ნაკეთობა გამოსადეგია დაბალპროფილიანი კომპიუტერებისათვის. ქულერის გამოყენება შესაძლებელია Intel-ის LGA 775/115/1366/2011/-3/2066-თან, აგრეთვე AMD-ის შემთხვევაში - AM4-თან. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ამ ქულერს შეუძლია გაუმკლავდეს პროცესორებს 180 ვატამდე ენერგომოხმარებით. Thermalright AXP-100-Full Copper-ის ღირებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის. 3dnews.ru 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.