Jump to content

Amazon-ის ექაუნთის მქონე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ერთობლივი სურვილების სიის შედგენა


Recommended Posts

როგორც იქნა,  Amazon-მა გახადა ერთობლივი სურვილებისა და საყიდლების სია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ ახლა უკვე შეგიძლიათ გააერთიანოთ თქვენი საჭიროებები თუნდაც დასასვენებლად ერთად წასვლისთვის ან წვეულების სასაჩუქრე სია, რომლის რედაქტირებაც რამოდენიმე ადამიანს შეეძლება.  

amazon.jpg

ივლისის ბოლოს  Amazon-მა განაცხადა, რომ ფუნქცია ნელ-ნელა მზადდება, თუმცა კომპანიას არ გაუმხელია როდის მიიღებდა მასზე წვდომას ყველა მომხმარებელი. ადრე მომხმარებლებს უწევდათ სიები გაეზიარებინათ ხალხისთვის, რომ სცოდნოდათ მათი სურვილების შესახებ. ახლა კი სიის თანამონაწილეებს შეუძლიათ დაამატონ ან წაშალონ სიიდან პროდუქტები, გააკეთონ შეთავაზებები ან შეიძინონ პროდუქტი დამოუკიდებლად. მათ ასევე შეეძლებათ საუბარი და მოლაპარაკება ჩამონათვალთან დაკავშირებით, მიიღებენ შეტყობინებებს და შეძლებენ ჩამონათვალის ისტორიის ნახვას. Amazon-ის განცხადების თანახმად, ეს სერვისი დაეხმარება მომხმარებლებს თავი აარიდონ ერთსა და იმავე პროდუქტზე განაცხადის გაკეთებას და ჯამში იდენტური საჩუქრების შეძენა/მიღებას.  

ფუნქცია უკვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, მისი მიგნება შეგიძლიათ განყოფილებაში „Accounts  and  Lists” კომპიუტერით სარგებლობისას, სმარტფონის გამოყენების შემთხვევაში კი ფუნქციით - “Your  Lists”. როდესაც სიას შექმნით, შეგიძლიათ სხვა პირების მოწვევა ერთობლივი საქმიანობისთვის, თუ მათ აქვთ Amazon-ის ექაუნთი. მოწვევა შესაძლებელია ლინკით ან ელ.ფოსტით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.