Jump to content

Tinder U – Tinder-ის ახალი სერვისი მხოლოდ სტუდენტებისთვის


Recommended Posts

Tinder-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უშვებს ახალ ვერსიას სახელწოდებით Tinder U, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სტუდენტებისთვის. ამ ფუნქციით სარგებლობისთვის მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი .edu სუფიქსით და გეოგრაფიულად დაკავშირებული უნდა იყვნენ საუნივერსიტეტო ქალაქის მდებარეობასთან. ფუნქციები ჩვეულებრივი Tinder -ის ანალოგიურია, თუმცა სამომხმარებლო ინტერფეისი შედარებით სხვაგვარად გამოიყურება: მომხმარებლის პროფილის მთავარ გამოსახულებაზე აღნიშნული იქნება  უნივერსიტეტის სიმბოლური გამოსახულება.

tinderu.0.jpg

სერვისი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ის ოთხწლიან, აკრედიტებულ, არაკომერციულ სასწავლებლებში - აცხადებს Tinder-. Match Group-მა (რომლის შვილობილიცაა Tinder-), ეს სიახლე დააანონსა თავისი კვარტალური შემოსავლების ანგარიშში რამოდენიმე კვირის წინ, ასევე განაცხადა, რომ კომპანიის შემოსავლების დიდი წილი Tinder-ზე მოდის. 

ადვილად მისახვედრია, რატომ გადაწყვიტა Tinder-მა კონკრეტულად სტუდენტებზე გაემახვილებინა ყურადღება. ცნობილია, რომ სტუდენტები რეგულარულად იყენებენ აპლიკაციას ხალხის გასანობად და შეხვედრებისთვის, ასე რომ მომხმარებლების სეგმენტებად დაყოფა და მეტად ცენტრალიზებული ყურადღების მიპყრობა კამპუსის ცხოვრებაზე მეტ მნიშვნელობას შეიძენს. Tinder-ის მარკეტინგი იდეალურ სერვისს ქმნის მეგობრის/თანამოაზრის საპოვნელად, როგორც სწავლის, ასევე გართობის მიზნით. გარდა ამისა, თუკი Tinder- შეძლებს ახალი 18-წლიანი სამომხმარებლო ბაზის შექმნას, შეძლებს ისინი მალევე აქციოს კომერციულ მომხმარებლებად.   ანალოგიური სტრატეგია გამოიყენა Facebook-მა პირველად გაშვებისას - მათ მოითხოვეს ელ.ფოსტის მისამართი .edu სუფიქსით, რათა შეეგროვებინათ ლოიალური ფოლოუერები კოლეჯებიდან იქამდე, სანამ პლატფორმა საჯაროდ გაეშვებოდა რამდენიმე წლის შემდეგ. 

Tinder U- გამოყენება გააერთიანებს სტუდენტებს, მიუხედავად იმისა, სწავლობენ თუ არა ერთსა და იმავე სასწავლებელში. ასე რომ, ნიუ-იორკში მცხოვრებ პირსაც ექნება დაკავშირების შესაძლებლობა ფორდჰემის ან კოლუმბიის უნივერსიტეტთან და .. theverge-მასს დამატებითი ცნობებისთვის კითხვებით მიმართა Tinder-, და გვაცნობებს, როგორც კი პასუხი იქნება მიღებული.

Theverge.com

  • Like 1
  • Thanks 1
  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.