Jump to content

HP OMEN Obelisk-ის მონიტორი აუმჯობესებს სიმძლავრეს GeForce RTX 20-ის მეშვეობით


Recommended Posts

                    Acer და Dell არ არიან ერთადერთნი, ვინც მზადაა გამოიყენოს NVIDIA RTX 20-ის უპირატესობები. HP ასევე ახდენს ძალის დემონსტრირებას ახალი OMEN Obelisk-ით, რომელიც აერთიანებს NVIDIA-ს ახალ ბარათსა და HyperX-ის სწრაფ ოპერატიულ მეხსიერებას.

omen.jpg

                    Obelisk-ი ზუსტად შეესაბამება სახელწოდებას ვიზუალური თვალსაზრისით, მისი მძლავრი შემადგენელი ელემენტები მოთავსებულია მყარ, შავ ჩარჩოებში. დატანილია ლოგო OMEN და ფართო გვერდითი ფანჯარა,  რომელიც გიჩვენებთ თქვენი თამაშების ყველა სასარგებლო თავისებურებას. კომპიუტერი დაპროექტებულია სპეციალურად თამაშების მოყვარულებისა და ენთუზიასტებისთვის, რომლებსაც იზიდავთ სისტემის აფგრეიდი.

obelisk.jpg

                     კომპლექტაციისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Intel Core-ის მერვე თაობის პროცესორები ან AMD Ryzen-ის მეორე თაობის ჩიპები. სისტემას ასევე აქვს [VN2] Intel Optane-ის მეხსიერების მხარდაჭერა. HyperX Fury DDR4-2666-ის ოპერატიული მეხსიერების მოცულობამ შესაძლოა მიაღწიოს 32 გბ-ს. დაშვებულია გაგრილება ჰაერით ან თხევადი სისტემით.

omm.jpg

                    HP რეკლამირებას უკეთებს იმას, თუ როგორ ეწყობა ობელისკი, რამდენადაც იგი ისწრაფვის მიიზიდოს DIY კატეგორიის მომხმარებელი. დეტალების დამატება ან მოცილება მარტივად შეიძლება ინსტრუმენტების გარეშეც, კორპუსის შიგნით სამუშაოდ საკმად დიდი სივრცეა.

                    როგორც HP-ში აცხადებენ, Obelisk-ი ხელმისაწვდომი სექტემბრიდან გახდება.

 

Windowscententral.com

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ისე თემის სათაურში მონიტორი უნდა ეწეროს თუ უფრო დესკტოპზეა საუბარი, დესკტოპის მაგივრათ კომპიუტერის მიწერაც შეიძლებოდა, ნუ ეგეთი სბორკები ჩვენთან სიძვირის და მაღალი ნაცენკის გამო ისეთი პოპულარული არაა, იგივე ფასში უფრო კარგი სბორკა მოგდის და მაგიტომ, პირველ რიგში დიზაინით და ბრენდით იზიდავენ მომხმარებლებს + ყველა ვერ ერკვევა კარგათ და კომპონენტების შერჩევა უჭირს, მაგ შემთხვევაში ეგეთ უკვე მზა ვარიანტს ირჩევენ ხოლმე, მაგრამ ნაცეკა საკმაოთ მაღალია 1000$+ ხშირათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.