Magdalena Posted August 24, 2018 Share Posted August 24, 2018 Acer და Dell არ არიან ერთადერთნი, ვინც მზადაა გამოიყენოს NVIDIA RTX 20-ის უპირატესობები. HP ასევე ახდენს ძალის დემონსტრირებას ახალი OMEN Obelisk-ით, რომელიც აერთიანებს NVIDIA-ს ახალ ბარათსა და HyperX-ის სწრაფ ოპერატიულ მეხსიერებას. Obelisk-ი ზუსტად შეესაბამება სახელწოდებას ვიზუალური თვალსაზრისით, მისი მძლავრი შემადგენელი ელემენტები მოთავსებულია მყარ, შავ ჩარჩოებში. დატანილია ლოგო OMEN და ფართო გვერდითი ფანჯარა, რომელიც გიჩვენებთ თქვენი თამაშების ყველა სასარგებლო თავისებურებას. კომპიუტერი დაპროექტებულია სპეციალურად თამაშების მოყვარულებისა და ენთუზიასტებისთვის, რომლებსაც იზიდავთ სისტემის აფგრეიდი. კომპლექტაციისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Intel Core-ის მერვე თაობის პროცესორები ან AMD Ryzen-ის მეორე თაობის ჩიპები. სისტემას ასევე აქვს [VN2] Intel Optane-ის მეხსიერების მხარდაჭერა. HyperX Fury DDR4-2666-ის ოპერატიული მეხსიერების მოცულობამ შესაძლოა მიაღწიოს 32 გბ-ს. დაშვებულია გაგრილება ჰაერით ან თხევადი სისტემით. HP რეკლამირებას უკეთებს იმას, თუ როგორ ეწყობა ობელისკი, რამდენადაც იგი ისწრაფვის მიიზიდოს DIY კატეგორიის მომხმარებელი. დეტალების დამატება ან მოცილება მარტივად შეიძლება ინსტრუმენტების გარეშეც, კორპუსის შიგნით სამუშაოდ საკმად დიდი სივრცეა. როგორც HP-ში აცხადებენ, Obelisk-ი ხელმისაწვდომი სექტემბრიდან გახდება. Windowscententral.com 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted August 25, 2018 Share Posted August 25, 2018 ისე თემის სათაურში მონიტორი უნდა ეწეროს თუ უფრო დესკტოპზეა საუბარი, დესკტოპის მაგივრათ კომპიუტერის მიწერაც შეიძლებოდა, ნუ ეგეთი სბორკები ჩვენთან სიძვირის და მაღალი ნაცენკის გამო ისეთი პოპულარული არაა, იგივე ფასში უფრო კარგი სბორკა მოგდის და მაგიტომ, პირველ რიგში დიზაინით და ბრენდით იზიდავენ მომხმარებლებს + ყველა ვერ ერკვევა კარგათ და კომპონენტების შერჩევა უჭირს, მაგ შემთხვევაში ეგეთ უკვე მზა ვარიანტს ირჩევენ ხოლმე, მაგრამ ნაცეკა საკმაოთ მაღალია 1000$+ ხშირათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.