Jump to content

დახურული გაგრილების სისტემა


Recommended Posts

მოგესალმებით თანაოვერქლოქერებო

 პაწია ამბავს მოგიყვებით რომელიც ვფიქრობ საინტერესო და ამავე დროს საჭიროა
მაქვს ბებერი Corsair H105 რომელიც დაახლოებით 4 წელია მემსახურება, ისეთი კარგი გაგრილება გამოდგა რომ შეცვლაზე არც მიფიქრია, ეგ კი არა მეორეც ვიყიდე ასე 2 წლის წინ სარეზერვოდ :D

ეხლა რაშია საქმე: ბოლო რამდენიმე თვე როდესაც ცოტა შეთბებოდა წყალი პომპამ დაიწყო ხმაური, თითქოს კაკუნის ხმა მოდიოდა, ვიფიქრე წყალი დააკლდათქო, კარგა ხანია ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვაბი თავი, ბოლოს როგორც იქნა მიდგა ჯერი დაშლის და ხმაურის მიზეზის დადგენის

დავშალე და ასეთი სიტუაცია დამხვდა:

Untitled.png

IMG_20180820_193934.jpg

 

კენჭები ეყარა ფაქტიურად :D 
უმეტესი ნაწილი პომპაში იყო შეგროვილი და გაქონდა რაკა-რუკი

ერთადერთი ახსნა რაც მოვუძებნე ისაა, რომ სითხე რაც შიგ ასხია შეიცავს მინერალებს რომლებიც დროთა განმავლობაში კრისტალებად იქცა ალუმინთან და სპილენძთან ურთიერთქმედებისას(დიდად არ უყვართ ერთმანეთი ხსენებულებს და არც მათი ერთად მოქცევაა კარგი იდეა ერთ სისტემაში, მაგრამ ასე გადაწყვიტა მწარმოებელმა, ალუმინი იაფია, სპილენძი უკეთესი გამტარი და პომპაზე აუცილებელი :) )
მე ის გამიკვირდა როგორ მუშაობდა პომპა, თან ისე რომ გაგრილების მხრივ არ ქონია პრობლემა გარდა უმნიშვნელოდ გაზრდილი ტემპერატურისა და ხმაურისა თავისთავად.

გამოვაქციე აღნიშნული სითხე, გავფილტრე, დავამატე გამოხდილი წყალი და ცოტა ანტიფრიზი და შეძლებისდაგვარად ვეცადე მაქსიმალური რაოდენობა ჩამეშვა შიგნით
მგონი გამომივიდა კიდევაც, სატესტო სისტემაზე ვამუშავე ცოტა ხანს და კარგად ეჭირა თავი, ძირითად სისტემაზე არ გავრისკე დაყენება რათქმაუნდა და სარეზერვო H105 ჩავსვი

ერთი დღე კიდევ მოვიცლი სამაგისოდ და კარგად გავტესტავ აწ უკვე "გარემონტებულ" გაგრილებას და დავწერ როგორ შეიცვალა სიტუაცია

ვინც ამ ტიპის გაგრილებებს ხმარობთ ვფიქრობ საინტერესო ფაქტი მოგახსენეთ
პირადად მე საფიქრალში ჩამაგდო ამ ფაქტმა, შეიძლებოდა პომპა გაჭედილიყო კიდევაც, რაც კარგს არაფერს მოუტანდა არც თვითონ პომპას და არც სისტემას :wacko:

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ვერდიქტი მაგ ყველაფრისგან მემგონი ისაა რომ 4 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეცვალო ხოლმე ეგეთი გაგრილების სისტემები, ეგაა ალბათ მაგათი სტაბილურათ მუშაობის საშვალო სროკი

Link to comment
Share on other sites

21 hours ago, George said:

ვერდიქტი მაგ ყველაფრისგან მემგონი ისაა რომ 4 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეცვალო ხოლმე ეგეთი გაგრილების სისტემები

უფრო სწორედ 2-3 წლის ხმარების შემდეგ სითხე გამოუცვალო, არაა ძნელი საქმე, პომპას გახსნი, გამოაქცევ სითხეს და აავსებ ახალით

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ანტიფრიზი სარისკოა მაინც გოგლა:))))) 

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, mechanic said:

ანტიფრიზი სარისკოა მაინც გოგლა:))))) 

რა მხრივ?

Link to comment
Share on other sites

1.დენს ატარებს 2.დანადგარების ანტიფრიზი და ავტომობილის ანტიფრიზი განსხვავდება ძალიან ბევრი თავისებურებით მითუმეტეს მაგის რეზინები და ავტომობილის ძრავის რეზინები არამგონია იდენტური თვისებების მქონე იყოს  (შეჭამს) მალე  მნიშვნელობა აქვს რათქმაუნდა კონცეტრაციას მაგრამ მე მაინც არ ვენდობოდი  ვნახავ მაქვს მგონი დანადგარების ანტიფრიზი და მოგცემ 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

იმდენად მცირე დოზით შევუშვი რომ არამგონია რამე დააშავოს

Link to comment
Share on other sites

შენს ადგილზე სულ დავშლიდი + პომპასაც მასში არსებულ რეზინებს (სალნიკებს ) შევცვლიდი კონდიციონერის რეზინებით აქვს თითქმის ყველა ზომა  რომელიც უძლებს წნევასაც +ზეთსაც და ჩავასხვადი ატფს ავტომატური ტრანსმისიის ზეთს რომელზეც არც დენი გადადის და ტემპერატურასაც 200 გრადუსამდეც უძლებს ჰო მართლა ანტიფრიზი ყველა სხვასდასხვა თვისებებით განსხვავდება კიდევ ერთი თვისებით რომელსაც ძალიან ცოტა თუ აქცევს ყურადღებას  ალუმინის დურალუმინის  სხვა არის თუჯის და რკინის სხვა :))))))) ბრენდირებული ანტიფრიზის ინსტრუქციაში მითითებულია თუჯის არის თუ დურალუმინის :))))) კოროზიის მხრივ :)))))))  

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ATF შედარებით ბლანტია, ამათი პომპა კი არცთუ დიდი წარმადობის, ვფიქრობ ვერ იმეგობრებენ  :) 

+ მაგდენ წვალებად არც მიღირს რეალურად :D 

Link to comment
Share on other sites

დავითრევ ეხლა რამე 120 რადიატორით მივაგდებ სამსახურში და ვნახავ რამდენს იმუშავებს არ დაადგება ძალა არც ისეთი ბლანტია ატეეფი  დღეს ვცადე სპეციალურად  80 მმ ქულერი ვიპოვე სამსახურში ქვისხანაში გამოსული  ჩავძირე და დავტოვე მუშაობდა ხვალ ვნახავ რა დღეში იქნება არადა მაგ 80 მ ქულერის ძრავი ძალიან სუსტია პომპის ძრავთან შედარებით  რო დავაწვინე ფსკერზე გაჩერდა ვერ დაძალა მაგრამ ფეხზე რომ დავაყენე ამუშავდა ( რო დავაწვინე ფრთები ქვემოდ რომ ქაჩავდა სითხეს სავარაუდოთ მაგიტო გაჩერდა) მოტულის ატეეფი გამოვიყენე დექსტრონ 3

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.