Magdalena Posted August 20, 2018 Share Posted August 20, 2018 ტექნიკური ბაზარი მეხსიერების მწვავე ნაკლებობის წინაშე დადგა. აღმოჩნდა, რომ ფასებმა დაუჯერებელ სიმაღლეს მიაღწია. მაგრამ შემდეგი RAM (ოპერატიული მეხსიერება) ან ვიდეო ბარათი ბევრად იაფი იქნება - დაახლოებით 25%-ით ნაკლები. ბაზრის ანალიტიკოსის - DRAMeXchange-ის თქმით, ფასები შემცირდება 15-25$-ით, მომწოდებლებთან საკონტრაქტო მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ დროს, როდესაც ფასები PC RAM-ზე უცვლელი დარჩა, გრაფიკული მეხსიერების ფასებმა დაწევა დაიწყო DRAM-ის მოთხოვნების შემსუბუქების შესაბამისად. წარმოება სწრაფად გადადის ახალ, 1X / 1Y უფრო მეტი სიმჭიდროვის მქონე ოპერატიული მეხსიერების ტექნოპროცესზე, აგრეთვე გაჩნდა დამატებითი მოცულობის გამოშვების შესაძლებლობა, SK Hynix-ის ახალი ქარხანა 2019 წლიდან დაიწყებს აქტიურად ამაზე მუშაობას. ეს კი ქმნის ფასების დაცემის წინაპირობას. აგრეთვე, ჩინელი მარეგულირებლები მცირე ხნის წინ შეხვდნენ მეხსიერების მომწოდებლებს, როგორებიცაა Micron და Samsung, რათა გამოეხატათ შეშფოთება მეხსიერების დეფიციტსა და ფასებთან დაკავშირებით, თუმცა რა გავლენა იქონია ამ მოლაპარაკებებმა, ჯერჯერობით უცნობია. ვიდეო მეხსიერების მაღალი ფასები იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ვიდეო ბარათების რაოდენობის ბოლოდროინდელი შემცირებისა, თუმცა კრიპტომაინერებმაც ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი. კრიზისი მინელდა, რადგანაც კრიპტოვალუტების ფასი დაეცა და მოთხოვნის უეცარმა კლებამ გამოიწვია ფასების დაწევა გრაფიკულ მეხსიერებაზე. როგორც ჩანს, მეხსიერების მწარმოებლებმა ხელი მოითბეს“ დეფიციტის პერიოდში და შესაძლოა იგი გახდეს ისტორიაში პირველი მიკროსქემების მწარმოებელი, რომლის შემოსავალიც გადააჭარბებს 100 მლრდ-ს წელიწადში. https://www.tomshardware.com 1 1 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted August 21, 2018 Share Posted August 21, 2018 მახსოვს ჩემი ოპერატიულები 250 ლარად ვიყიდე და კიდე ნაკლებად ვჩალიჩობდი შოვნას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted August 22, 2018 Share Posted August 22, 2018 On 8/21/2018 at 11:15 AM, Fatal Fighter said: მახსოვს ჩემი ოპერატიულები 250 ლარად ვიყიდე და კიდე ნაკლებად ვჩალიჩობდი შოვნას 2 წლის წინანდელ ფასებს ჯერაც ვერ გაუტოლდა ნაცვლად იმისა რომ გაიაფებულიყო, მაგარი ფული ჭრეს მწარმოებლებმა ვითომ მეხსიერების დეფიციტის დროს თითქმის 2 წელიწადი სსდ-ებზე საკმაოდ სწრაფი ტემპით იკლებს ფასი, სავარაუდოდ შემდეგ წელს საერთოდ დავემშვიდობები ჰდდ-ს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted August 24, 2018 Share Posted August 24, 2018 კი, მაინინგის ბუმმაც თავისი ქნა, მიზეზი მიეცათ მწარმოებლებს და უმატეს და უმატეს ფასებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
lasha1616 Posted September 21, 2018 Share Posted September 21, 2018 https://amp.tomshardware.com/news/samsung-slows-memory-chip-production,37824.html სამსუნგი როგორც მსოფლიოს უდიდესი წამყვანი NAND-ის და DRAM-ის მწარმოებელი, ჩიპების წარმოების პროცესს ანელებს და ამით ხელოვნურად ქმნის დეფიციტს, რითაც ზრდის ბაზარზე მოთხოვნას და ფასების აწევას 2019 წელშიც ვარაუდობენ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.