Magdalena Posted August 16, 2018 Share Posted August 16, 2018 აშშ-ის რამოდენიმე ქალაქში უკვე დაიწყო Magic Leap One Creator Edition-ის - დამატებითი, პარალელური რეალობის სათვალეების გაყიდვა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რონი აბოვიცმა (Rony Abovitz) მოწყობილობას უწოდა „სამომხმარებლო კლასისთვის განკუთვნილი სრულფასოვნად მოქმედი პროდუქტი“. ჯერჯერობით კი, სათვალეები განკუთვნილია ძირითადად მხატვრებისა და სხვა შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებულ პირთათვის. Magic Leap One-ს ღირებულება $ 2295-ია. კომპანია უზრუნველყოფს მის უფასო მიწოდება-აწყობას. დამატებით $ 495-ის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია პროფესიონალური ნაკრების შეკვეთა, ასევე, შეგეძლებათ უფასოდ გამოცვალოთ სათვალეები 24 საათის განმავლობაში, თუკი დაზიანდა. Magic Leap One შდგება სამი ნაწილისგან: 1) სათვალე Lightwear, 2) პორტატული კომპი Lightpack და 3) კონტროლერი. Lightwear იყენებს კამერების ნაკრებსა და სპეციალურ ლინზას გამოსახულების პროექტირებისთვის რეალურ გარემოში, Lightpack აღჭურვილია მობილური სისტემით NVIDIA Tegra x2 ჩიპზე, 8გბ ოპერატიული მეხსიერებით, 128 გბ სივრცით მონაცემების შესანახად, USB პორტით და ელემენტით, რომელიც საშუალებას იძლევა სამი საათის განმავლობაში უწყვეტად ისარგებლოთ მოწყობილობით. Magic Leap One-ს სჭირდება Bluetooth-ისა და Wi-Fi-ს მხარდაჭერა, ამიტომ მისი გამოყენება ძირითადად სახლის პირობებშია შესაძლებელი, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, მისი გამოყენება სახლს გარეთაც შეიძლება „გარკვეულ პირობებში“. უკვე ხელმისაწვდომი პროგრამებია - ბრაუზერი, ვირტუალური ჩატი, სისტემა რომელიც აერთიანებს ვირტუალურ ობიექტებს რეალურ გარემოსთან (მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ როგორ დახტის პატარა დინოზავრი (ვირტუალური ობიექტი) თქვენს საკუთარ დივანზე (რეალურ ობიექტზე). ასევე ხელმისაწვდომია თამაშის - Dr. Grordbort’s Invaders-ის დემოვერსია. ასევე, ციფრულ მარკეტში მოიძებნება მხატვართათვის საჭირო ინსტრუმენტი - Create, და მუსიკალური პროექტი Tonandi, რომელიც შექმნილია პოსტ-როკ ჯგუფ Sigur Ros-თან თანამშრომლობით. 3dnews.ru 3 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted August 16, 2018 Share Posted August 16, 2018 Ready Player One Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Magdalena Posted August 16, 2018 Author Share Posted August 16, 2018 1 minute ago, Fatal Fighter said: Ready Player One იგზექთლი :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted August 16, 2018 Share Posted August 16, 2018 სამომხმარებლო კლასისთვის განკუთვნილი $2.2K? დღეს ვრ აღარ არის ის მოწყობილობა რომელსაც ამხელა ფასი უნდა ჰქონდეს და ცუდია რო ჯერ ვერ ხვდებიან მაგას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Harmony Lines Posted August 16, 2018 Share Posted August 16, 2018 ^^ სერიოზული პროექტია, ერთადერთი ღირებულება ტეხავს მაინც, ჯერ-ჯერობით ბევრია, მაგრამ ნელ-ნელა რაც მეტი გამოჩნდება ბაზარზე კონკურენტები ამ დივაისის ფასიც დაიწევს ავტომატურად... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted August 17, 2018 Share Posted August 17, 2018 VR არ არის ეს, MR/AR-ია, Microsoft Hololens-ის ძმაა და ამ დონის ასეთ დევაისები ჯერ კიდევ ძვირი ჯდება საკმაოდ, ჰარდვეარის გამოც და R&D-ს გამოც. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.