Recommended Posts

პროდუქტის დაანონსებიდან ორი თვის შემდეგ ფეისბუკი ტესტავს  გასაცნობ აპლიკაციას საკუთარ თანამშრომლებს შორის. აპლიკაციების დამოუკიდებლმა მკვლევარმა Jane Manchun Wong-მა, რომელიც რეგულარულად ახდენს ფეისბუკის ახალი ფუნქციების აღმოჩენას, იპოვა ფუნქციის არსებობის მტკიცებულება და მის შესახებ თვითერზე განაცხადა. 

dating.jpg

ფეიბუკმა თანამშრომლებს მოსთხოვა გამოეყენებინათ ყალბი მონაცემები თავიანთი გასაცნობი ანკეტის შესაქმნელად და იგეგმება ყველა მონაცემის წაშლა მანამდე, სანამ აპლიკაცია სახალხო მოხმარებაში ჩაეშვება. „ამ პროდუქტით სარგებლობა ნებაყოფლობითია და გავლენას არ მოახდენს თქვენს სამსახურეობრივ მდგომარეობაზე“ - ნათქვამი თანამშრომელთა მიმართ გაკეთებულ განცხადებაში.  

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი იტესტება, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ საყოველთაოდ ხელმისწვდომი გახდება. ზოგიერთი პროდუქტი მანამდევე ნადგურდება, სანამ სახახო მოხმარებაში გაუშვებენ, იმის მიხედვით, თუ რა იქნება აღმოჩენილი გატესტვის პროცესში. 

ფეისბუკის დეითინგ აპლიკაცია გაშვებისთანავე აქცევს მას ონლაინ რომანებისა და გაცნობის ცენტრად და ძირითად წყაროდ. Match Group-ის ფასი, რომელიც ფლობს პოპულარულ გასაცნობ აპლიკაციებს, მათ შორის OKCupid და Tinder, 17%-ით დაეცა იმ დღეს, როცა ფეისბუკმა დეითინგ აპლიკაციის გამოშვება დააანონსა. 

ფეისბუკის დეითინგ აპი საშუალებას მოგცემთ შექმნათ დამოუკიდებლი პროფილი ნაცნობობისთვის. როდესაც თქვენ და სხვა პიროვნება იყენებთ ერთმანეთის მსგავს პროფილებს და იკვეთება საერთო ინტერესები, თქვენ შგეძლებათ ერთმანეთთან დაკავშირება. ასევე, აპლიკაციას ექნება ფუნქცია, რომლის მიხედვითაც ვენი პროფიი ხილვადი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც იმყოფებოდნენ იმავე ივენთზე, სადაც თქვენ. „ეს იქნება რეალური გრძელვადიანი ურთიერთობების საწყისი, და არა მხოლოდ დროებითი კონტაქტი“, - თქვა მარკ ცუკერბერგმა თავის განაცხადში. 

  • Like 2

Share this post


Link to post
Share on other sites

RIP Tinder, როცა ეს ფროდაქშენში გაეშვება :) 

Share this post


Link to post
Share on other sites

ტინდერის in app purchase-ს ფასების კლებას ვხედავ

  • Haha 1

Share this post


Link to post
Share on other sites
12 hours ago, OpTiMeR said:

ტინდერის in app purchase-ს ფასების კლებას ვხედავ

ფბ-მ თუ ეს გააფაბლიქა, ძალიან ბევრი იუზერი მოაკლდება თინდერს და პოტენციურად მოკვდება ალბათ.

+ სხვა დეითინგ საიტებიც, რომლებიც დეითინგის გარდა კიდევ "შავბნელი" რაღაცებისთვის არ გამოიყენება :D 

Share this post


Link to post
Share on other sites
On 8/16/2018 at 9:18 AM, Power_VANO said:

 

+ სხვა დეითინგ საიტებიც, რომლებიც დეითინგის გარდა კიდევ "შავბნელი" რაღაცებისთვის არ გამოიყენება :D 

415.png

  • Haha 1

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now