Jump to content

Core i7 OC FAQ


westsider

Recommended Posts

ჩვენს ფორუმზე უკვე არის თემა , სადაც განხილულ იქნა ამ სისტემის შიდა აგებულება და სქემატური შემადგენლობა

ამიტომ დიდად თავს არ შეგაწყენტ და გადვაალ მხოლოდ მის რაზგონზე და მაქსიმალური წარმადობის მისაღებ ხერხებზე

როგორც ცნობილია ბაზარზე ამ წუთას არის:

920

920 D0 - W3520

940

950

965

975

სამაგიეროდ არსებობს უკვე უამრავი დედაპლატა X58 ჩიპსეტზე

X58ის სპეციფიკაციების გამო, ეს დედაპლატები ვერ იქნება ვერასოდეს ლოუ ენდი

ამიტომ ფასი სადღაც 200 დოლარიდან იწყება და კარგი X58 დედადაფა სადღაც 260 დოლარი ჯდება

თუმცა კარგი დედაპლატა არ ნიშნავს იმას რომ 300 დოლარიანი ბევრად აჯობებს 200 დოლარიანს

აქ დამარხულია ძაღლის თავი

ანუ ტყუილად ნუ დაიბნევიტ მიღწეული შედეგებით

არ აყვეთ რომელიმე მაზერბორდზე ლეგენდებს

ამ წუთისთვის ყველა X58 პლატა კარგია

თუ რომელიმეს პრობლემა აქვს,მხოლოდ ბიოსის ბაგებითაა გამოწვეული და გასწორებადია

მაგალითად ბლადრეიჯს პრობლემა აქვს პისიაი ექსპრესთან ისევე როგორც გიგაბაიტის პლატებს

230 ბეიზ ქლოქს ვერ აცდებით თუ პისიაი ექსპრესი 106 მაინც არ აცდა

ბლადრეიჯი და გიგაბაიტები 103.6ზე ყინავენ

ამისთვისაა ჰარდ მოდი და მერე უკვე იდება კარგი შედეგი

ძირითადი კრიტერიუმები X58 მაზერბორდისთვის რა თქმა უნდა არის მისი რაზგონის პოტენციალი

ანუ აქ უკვე ფსბ ვერ ვიტყვით

გვაქვს ბეიზ ქლოქი

შესაბამისად მაზერბორდი რომელიც მაქსიმალურ ბეიზ ქლოქს აწევს,უნდა ჩაითვალოს საუკეთესოდ ამ კლასში

ეს ასე არაა!

და რატომ

ნეჰალემი+X58 დაკავშირებულია QPI ინტერფეისით

აქ ფსბ უმეტესობა კანონები მთავრდება და იწყება ცოტა განსხვავებული სისტემის ერა

როგორც ვიცით 920 და 940 გამოდის 4.8 გტ/წმ ინტერფეისით და 965 აქვს 6.4გტ/წმ

ნუ თეორიულად არის სხვაობა მაგრამ რეალურად 4.8 გტ/წმ საკმარისზე მეტია სამივე პროცესორისთვის

ეს ყველაფერი გათვლილია ქარხნულ სეთინგებზე

ისე კი ყველა დედაპლატას შეუძლია QPI გამტარიანობა ათამაშოს სურვილის მიხედვით ბიოსიდან

ხერხი ასე მოქმედებს

4.8 გტ/წმ QPი ლინკი არის რეალურად 133X18=~2400მჰც ლინკი

6.4 გტ/წმ QPI ლინკი არის 133X22=~2930

ნუ ახლა რაშია რაზგონის პრობლემა და რატომ არიან X58 დაფების 99% ერთნაირი პოტენციალის მქონე რაზგონში

გავითვალისწინოთ ის რომ საქმე ეხება 920 და 940

ეს ორი პროცესორი უდნა დარაზგონდეს ბეიზ ქლოქის აწევით

რადგან 965-ს ღია მამრავლი აქვს და სულ არაა საჭირო დაფამ მაღალი ბეიზ ქლოქი შეასრულოს

მაგალითისთვის 920-ს აქვს მამრავლი 20 (ცალკე განვიხილავ ტურბო რეჟიმს)

ანუ 133X20 შეადგენს პროცესორის ბირთვების ტაქტს

რომ დავარაზგონოთ ეს პროცესორი 4 გიგაჰერცზე ,საჭიროა ბეიზ ქლოქი ავწიოთ 200 ზე

გამოვა 200X20=4გჰც

დავაკვირდეთ რა ხდება ამ დროს QPI ლინკის სქემაში

200მდე აწევა გვაიძულებს QPI ლინკი დავაგდოთ 4.8ზე

ეს ნიშნავს 18 მამრავლის გამოყენებას

ხომ გახსოვთ 133X18 შეადგენდ 4.8გტ/წმ ლინკის ტაქტს

აქ კი გვექნება 200X18=3600მჰც

სამწუხაროდ QPი ლინკის ტაქტი ლიმიტირდება 4 გიგაჰერცზე

ეს წესი მოქმედებს 99% შემთხვევაში

იშვიათად ახერხებენ ექსტრემალები არანორმალური ძაბვებით გადაცელას

ეს კი კავშირში არაა მაზერბორდთან

უბრალოდ იმ მომენტში QPI ძაბვა იყო სასწაულზე დაყენებული

არსებობს ასევე QPი ლინკის შენელებული რეჟიმი თროტლინგში

ნორმალურ შემთხვევაში ნებისმიერ X58 დაფას აქვს QPI 18 მამრავლი მინიმუმი თვიტ პროცს არა აქვს ასევე 18ზე დაბალი მულტის პაძერჟკა

საჭიროა მაზერის ბიოსიდან SLOW MODE ან Disable Fast Mode გამოვიყენოთ

იგივეა ორივე მარა ზოგი ასე წერს და ზოგი ისე

ეს მოიცემა დათროტლინგებას QPI ლინკის და 4 გიგაჰერციანი ლიმიტი თავიდან შეიძლება ავიცილოტ ასე

რაც მოიცემა დამატებით შედეგს ბეიზ ქლოქში და რაზგონში

სამაგიეროდ ასეთი შედეგები ივარგებს მხოლოდ 2D ბენჩებში

3D ბენჩებს უკვე QPი გამტარობა აკლდება და შედეგი ძაან ბანძდება

ესაა შესავალი და პასუხი ზოგად კითხვებზე ამ სისტემის რაზგონის პოტენციალის შესახებ

გადავიდეთ თვითონ პროცესორზე

მაქსიმალური შედეგისთვის:

I7 ის სარაზგონოდ როგორც ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროცესორის ძაბვას

1.6 ვოლტს ნუ აცდებით ისედაც გაუჭირდება დაბუტვა და 99% არ იმუშავებს

საერთოდ ძაბვა პროცესორზე ყოველთვის თვითონ უნდა იპოვნოს იუზერმა

ჰაიპერ თრედინგი გავლენას არ ახდენს რაზგონის პოტენციალზე ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო

ანუ 4630მჰცმდე ყველა მიდის 920ით

მაღლა კი QPI ტაქტი ალიმიტებს და არა ის რომ პროცესორი კვადია ,ან ვერ რაზგონდება და ა.შ.

ნუ 5გჰც+ ზე უკვე ჰაიპერ თრედინგიც შეგიძლიატ გამორტათ

იმიტომ რომ როცა სლოუ რეჟიმშია მაინც QPI,ბარემ ჰაიპერიც გამოირთას და განიტვირთება პროცესორი

მაგალითად მაქსიმალურ ტაქტზე სუპერპის გასატარებლად ნამდვილად არაა საჭირო ჰაიპერ თრედინგი

რა თქმა უნდა არის ისეთი ნაგავი 920ებიც რომ 4.4 ვერ ააცელ ,მაგრამ გამოცდილი ოვერქლოქერი აუცილებლად მიიყვანს ნებისმიერ 920-ს 4.6გჰც ზე

როგორც ვიცით I7 პროცესორებში დაემატა მემორი კონტროლერი

რომელიც პროცესორს საშინლად ცხელს ხდის

ასევე უჭირს პროცესორს დაბალი ტაიმინგების ატანა

სავარაუდოდ კას6 დდრ3 არ იარსებებს ამ სისტემაზე

კას7 უსაფრთხო ძაბვებში ძნელი ასატანია I7სთვის

ამიტომ როდესაც დაარაზგონებთ I7 სისტემას ტყუილად Vდიმმ ზაბვას ნუ მიაკლავთ,პროცესორს არ უყვარს სასწაული ტაიმინგები ასევე საწაულ ტაქტებზე

არასტაბილურობა და პრობლემები თავს იცენს 1800მჰც რამის მერე

მაქამდე ყველაფერი შესაძლებელია

ეს არაა დაკავშირებული რამის პოტენციალთან იმმიტომ რომ შედეგი გატესტილი მაქვს ოპერებზე რომლებიც 2100 ზე მიდიან 7-7-7-20 ით

ინტელის სპეციფიკაციით პროცესორის ძაბვა 1.35 ვოლტს არ უდნა აცდეს,თუმცა 1.42მდეს მწვანე ზონაა

ვტტ იგივე QPი ძაბვა ასევე 1.35 მაX,აქ ნამდვილად სიფრთხილეა საჭირო

ვტტ რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს 24/7ზე

და ოპერატიული მეხსიერების ძაბვა არ უნდა აჭარბებდეს 1.65 ვოლტს

მცირეხნიანი რაზგონის და ოდნავი ძაბვის მატებისას ოპერებზე,არაა რამის შეცვლა აუცილებელი

1.8 ვოლტამდე შეგიძლიათ აწიოტ Vდიმმ

VDIმმ 1.8+ზე უკვე უნდა აწიოთ ვტტ ძაბვაც

იმიტომ რომ ვტტ ძაბვა კვებავს QPი-ს , L3-ს და მემორი კონტროლერს

და 0.5 ვოლტზე მეტი სხვაობა მომაკვდინებელი იქნება მემორი კონტროლერისთვის!!!!!!

ანუ მოხდება ისე რომ სისტემა დაბუტავს ბიოსს,პროცს დაინახავს ბიოსი მაგრამ სისტემის ცატვირთვის დაწყება ყოველთვის ბლუ სკრინით დასრულდება

ეგაა მემორი კონტროლერის სიკვდილის ნიშანი

განლაგების მაგალითები ძაბვაზე

1.85VDიმმ--ვტტ/ქპი ძაბვა 1.35-1.40

1.90----1.4-1.43

1.95----1.45-1.47

2.00----1.52-1.55

2.05----1.57-1.60

2.10----1.62-1.65

2.20----1.7 ვტტ

ამის ზემოთ ასვლა სასწრაფდ მოკლავს მემორი კონტროლერს

ვტტ როგოც მოგახსენეთ კვებას L3-ს ასევე

L3 ცნობილია აქ ანქორეს სახელით

ანუ ტაქტი რომელიც ბირთვს გარეთაა

და აქვს ოპერებთან ყველაზე დაბალი მამრავლი 1:2

ეს ნიშნავს რომ L3 ტაქტი უდრის სულ ცოტა ორმაგ ოპერების ტაქტს

ეს კიდევ ხსნის თუ რატომ არ რაზგონდება ოპერატიული მეხსიერება ნეჰალემზე კარგად

რომ დავუკვირდეთ სავალიდაციოდ 2.2 ვოლტი არაფერს აშავებს

2.2 კი დდრ3 ისთვის და თან 55ნმ ზე თუა დამზადებული იგივეა რაც დდრ2 3 ვოლტზე

აქ მთავარ როლს თამაშობს რამ:L3 რატიო

L3 ლიმიტირებულია 4.6გჰც-ზე

აქედან გამომდინარე 2300მჰც ზე მეტ რამს იუზერების 99% ვერ გამოიყენებს,რამეთუ 2300რამX2=4600მჰც L3

2282მჰც ოპერების ტაქტი მსოფლიო რეკორდია ნეჰალემზე ამ წუთას

L3 აქვს სხვა დივაიდერებიც მაგრამ 1:2 ყველაზე დაბალია

სხვა დივადერების ხმარება გამოვა მხოლოდ თუ სისტემას სუსტი ოპერები აქვს და L3 აჩქარება გვინდა

თუმცა 2300მდე უპრობლემოდ იმუშავებს ლუბოი რამი

არსებობს კიდევაც 2133იანი 1.65ვოლტიანი დდრ3

ყველანაირად მწვანე ზონაში ჯდება

ნეჰალემების უმეტესობა უპრობლემოდ მუშაობს 3.6-4.2 გიგაჰერცზე 24/7 სახმარად და საკმაოდ დაბალი ძაბვით

მაგრამ საკმარისია 4.3 გიგაჰერცს გადაცდეთ და მაშინვე არაპროპორციულად ხდება ზაბვის მოთხოვნა სტაბილურობისთვის

თუ პროცესორს 3.8 24/7 სტაბილურზე 1.21 ვოლტი უნდოდა ,215X20ზე უკვე შეიძლება 1.55 არ ეყოს სტაბილურობა რომ გაიაროს

და 200X21ზე რომელიც ტურბო მამრავლია სულაც 1.3 ვოლტი D0-ს

თუმცა ეს კონკრეტულად პროცესორზეა დამოკიდებულიდა კანონზომიერებას არ წარმოადგენს

ესეც FAQ

როგორც ყოველთვის გამომრჩა რამერუმეები და ნელნელა დავამატებ

ან იკიტხეთ და დავწერ

ექსპრომტად დავწერე ძილის წინ და თუ რამე გაუგებრადაა ან შეცდომაა,მითხარიტ და გავასწორებ

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

ეს ახლა რატომ წავიკითხე? :facepalm:

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

ძალიან კარგი თემაა და აუცილებელიც, ამ საიტზე მითუმეტეს. მაგრამ ახალ სისტემებზე ნაკლებადაა ინფორმაცია. მე არ ვიცი მაგრამ ალბათ ძნელია გარისკო და მაქსიმალური გააკეთებინო ახალ სისტემას :rolleyes:  მაგრამ მაინც უნდა იყოს სიახლეები, მართლა კარგი იქნება ასეთი თემა თუ განახლდება სისტემატიურად ;)

Link to comment
Share on other sites

ძალიან საინტერესო პოსტია იმედია ახლო მომავალში მექნება i7 სისტემა და დავტესტავ აუცილებლად მაგრამ კიდევ უფრო დეტალურად რომ განიხილოს და დაემატოს და დაემატოს ინფორმაცია პირადად მე მივესალმებოდი, მადლობა ავტორს

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.