Jump to content

Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018: მაინინგი, კრიპტობიზნესი და რეგულირება საქართველოში


Recommended Posts

Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018: მაინინგი, კრიპტობიზნესი და რეგულირება საქართველოში

20 ივნისს, თბილისი უმასპინძლებს საქართველოს მთავარ კრიპტოღონისძიებას - Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018. ღონისძიების მონაწილეები და პარტნიორები - ქვეყნის ბლოკჩეინ - ინდუსტრიის დამფუძნებლები და პოპულარიზატორებია.

პროგრამა და პარტნიორები 
კონფერენციას დაესწრება ქართველი და უცხოელი კრიპტოექსპერტები: მეწარმეები, ინვესტორები, ბლოკჩეინ - ორგანიზაციების დამფუძნებლები, დეველოპერები, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და ეკონომისტები.
 
ღონისძიების პარტნიორები არიან ბლოკჩეინ - ინდუსტრიის დამფუძნებლები საქართველოში: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia და Blockchain Systems Institute. აღნიშნული  ორგანიზაციები გახდნენ ქვეყანაში ბლოკჩეინის და ციფრული აქტივების ყველაზე აქტიური პროპაგანდისტები. 
 
სტუმრებს მიეცემათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში აქტუალური საკითხების მიხედვით: საქართველოში მაინინგის თავისებურების შესახებ, სახელმწიფო რეგულაციისა და სახელმწიფო მართვის შესახებ, ქვეყანაში ICO- ს ჩატარების პერსპექტივების შესახებ.
 
დემოზონაში იქნება განლაგებული ცნობილი ბლოკჩეინ - ინდუსტრიის წარმდგენი კომპანიები: ისინი არიან სამაინინგო აღჭურვილობისა და ფერმების მიმწოდებლები, ICO - პროექტები, ბლოკ-პლატფორმები, ინტეგრატორები, დეველოპერები და ორგანიზაციები, რომლებიც არიან ტექნოლოგიური და ფინანსური მომსახურების მომწოდებლები.

ჩატარების ადგილი 
ღონისძიება გაიმართება ფეშენებელურ სასტუმროში Radisson Blu Iveria Hotel თბილისის ცენტრში. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი, 1.
 
ორგანიზატორი 
ღონისძიება ტარდება საერთაშორისო კომპანია Smile-Expo- ს მიერ, რომელმაც ბლოკჩეინ-ღონისძიებების ქსელი შექმნა მსოფლიოს 20 ქვეყანაში. მუშაობის 12 წლის განმავლობაში მან მოიპოვა აღიარება როგორც ფართომასშტაბიანი დარგობრივი ინვენტების ორგანიზატორი ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაშიც კი. 
 
ადევნეთ თვალყური ღონისძიების სიახლეებს  Blockchain & Bitcoin Conference Georgia ოფიციალურ საიტზე.

1200x628.jpg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

-30% ბილეთებზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის

20 ივნისს, თბილისი უმასპინძლებს საქართველოს მთავარ კრიპტოღონისძიებას -Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018. კონფერენციის თემები: მაინინგი, ICO- კამპანიები, სახელმწიფო რეგულირება და GovTech.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კონფერენციის ბილეთების ღირებულება 30%-ით ნაკლებია! 

სტანდარტული ბილეთის ღირებულება, პრომოკოდი freedom  - 60 აშშ დოლარი, 85 აშშ დოლარის ნაცვლად.
VIP ბილეთის ღირებულება, პრომოკოდი freedom2  - 150 აშშ დოლარი, 210 აშშ დოლარის ნაცვლად.

Blockchain & Bitcoin Conference Georgia ამოცანა - თითოეულ მონაწილეს მისცეს კომპლექსური წარმოდგენა კრიპტობიზნესის შესახებ საქართველოში: მაინინგ-ფერმების გახსნიდან ICO-კამპანიის პროექტის წარმატებით ჩატარებამდე.

ღონისძიების პარტნიორებია - ბლოკჩეინ-ინდუსტრიის დამაარსებლები საქართველოში: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia და Blockchain Systems Institute. 

კონფერენციაზე დასწრებას გეგმავს 300-მდე მონაწილე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, აშშ -დან.

შემოგვიერთდით ! https://goo.gl/EzWNP3


800x600discount_op5.5(d)_ge.jpg

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

 

 

 

Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018-ის სრული ჩანაწერი YouTube-ზე: https://goo.gl/HmX53x

 

ვისაც პოდკასტები გირჩევნიათ, Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018-ის სრული ჩანაწერი პოდკასტების დიდ პლატფორმებზე უკვე ხელმისაწვდომია:
Apple Podcasts (iTunes): https://goo.gl/ywPcXa
Anchor.fm: https://goo.gl/UYNVq3
Overcast: https://goo.gl/z5ZbB6

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Blockchain Conference Georgia 2018 - ს შედეგები

თბილისში 20 ივნისს პირველად გაიმართა Blockchain & Bitcoin Conference Georgia - საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ბლოკჩეინს, კრიპტოვალუტებსა და ICO-ს. მან გააერთიანა მეწარმეები, ბლოკჩეინ-დეველოპერები, ინვესტორები, იურისტები, ბანკირები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები. მისი მთავარი თემებია - მაინინგისა და ბლოკჩეინის პერსპექტივები საქართველოს ციფრულ ეკონომიკაში.

ღონისძიების შედეგები

კონფერენციას დაესწრო 357 ადამიანი საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინადან, ბელარუსიიდან, გერმანიიდან, აშშდან, იაპონიიდან, ჰიბრალტარიდან, საუდის არაბეთიდან და მალტიდან.

გაფორმდა მემორანდუმი ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო Association Blockchain Georgia-სა და Blockchain Ukraine-ს შორის.

სპიკერები წარმოადგენდნენ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: IBM, ZenCash, Aleinikov & Partners, Kuna Exchange, PwC.

კონფერენციამ მიიღო საქართველოს ისეთი სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა, როგორებიცაა: იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროები, ასევე საჯარო რეესტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

პროექტებმა და სტარტაპებმა მიიღეს დაფინანსება ინვესტორებისგან ჯამში $10 მლნ.

კონფერენცია

Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს საკვანძო თემები:

1. მაინინგის თავისებურებები საქართველოში
სპიკერები:
Alex Sudadze (Bitcoin Embassy - Georgia)
Vakhtang Gogokhia (Golden Fleece)
შოთა სირაძე
Tornike Darjania
Bitforx-ის, საქართველოში სიდიდით მეორე დატა-ცენტრის მუშაობის პრინციპებზე მოგვითხრო მისმა პროექტ-მენეჯერმა, Giorgi Avaliani-მა.

2. ბლოკჩეინის მომავალი სახელმწიფო მმართველობაში

ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო Association Blockchain Georgia-ს თანადამფუძნებელმა, Vano Narimanidze-მ, ისაუბრა საქართველო სახელმწიფო რეგულაციებზე კრიპტოვალუტების ინდურსტრიაში.

პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეძღვნებოდა ბლოკჩეინის პერსპექტივებს სახელმწიფო მმართველოში, მონაწილეობდნენ:
• პროფესორი David Kiziria (Blockchain Systems Institute)
Mariam Turashvili (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის-მენეჯმენტის დეპარტამენტი)
Nodar Kakriashvili (საქართველოს შემოსავლების სამსახური)
Davit Sivsivadze (საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტი)
Avtandil Kasradze (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტო, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი)

როგორ გავუზარდოთ ცნობადობა ქვეყანას IT-ბაზარზე, მოგვითხრო რევოლუციური დეკრეტის „ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე“-ს ავტორმა, Denis Aleinikov-მა (Aleinikov & Partners). მან მონაწილეებს გაუზიარა დოკუმენტის შემუშავების დეტალები, რომლის წყალობითაც, ბელარუსია იქცა პირველ ქვეყანად მსოფლიოში, რომელმაც თავის სამართლებრივ სისტემაში დაამატა ისეთი მცნება, როგორიცაა სმარტ-კონტრაქტი.

აშშ-ში ფასიანი ქაღალდების ბაზრის სისტემის რეგულირებაზე ისაუბრა CKR LAW LLP-ის პარტნიორმა, Gordon Einstein-მა.

3. ICO-კამპანიების წარმატება: ინვესტიციები, მარკეტინგი, ტრენდები. მესამე ბლოკი შედგებოდა ორი ნაწილისგან: თემისგან - ICO-პროექტების წარმატებული პიარი და Shelf.Network-ის დამფუძნებლის, Lasha Antadze-ის, გამოსვლისგან.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ:

Robert D. Viglione, ZenCash-ის თანადამფუძნებელი;
Mike Chobanyan, Blockchain Association of Ukraine-ს პრეზიდენტი;
Наталия Дрик, Blockchain Association of Ukraine-ს უფროსი;
Igor Porokh, iTuber-ის ანალიტიკოსი;
Andrew Tiorn-hill, Spotcoin-ის თანადამფუძნებელი;

ღონისძიება გახსნეს Association Blockchain Georgia-ს პრეზიდენტმა, Mikheil Sandadze-მ და Bixtrim-ის დამფუძნებელმა, Artur Arabyan-მა.

ღონისძიების წამყვანი იყო Niniko Epkhoshvili, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა emis-ის პროექტ-მენეჯერი.

დემოზონა

დემოზონაში თამაშდებოდა მაინერები და სხვადასხვა სუვენირები. პროექტების პრეზენტაციები გამართა 12-მა კომპანიამ:

Bixtrim - პლატფორმა კრიპტოვალუტების გაცვლისთვის;
Bitforx - მსხვილი მაინერი, მოწყობილობების ექსპორტიორი;
Glorymine - კონსულტანტი მაინინგის სფეროში;
ZenCash - დეცენტრალიზაციის ანონიმური პლატფორმა, რომელიც დაკავებულია კონტენტის მართვით;
Bitferma - მაინინგისთვის მობილური ფერმების შემქმნელი და დეველოპერი;
Coinmania.ge - ქართული ინტერფეისის მქონე სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იყიდოს და გაცვალოს კრიპტოვალუტები (იღებს ლარსაც);
Keepcoin - დეცენტრალიზებული მარკეტინგული პლატფორმა;
POWERSHARE - პლატფორმა ქრაუდფანდინგისთვის;
Empleos Net – ბლოკჩეინზე აწყობილი „დასაქმების პლატფორმა“, ვაკანსიების ინტელექტუალური ძიების შესაძლებლობით;
Safecoin - ანონიმური და დაცული კრიპტოვალუტა;
RPCM - ელექტროწყაროების დისტანციური მართვის სისტემები;
Gminer.ge – asic-მაინერების მწარმოებელი;

ორანიზატორები და სპონსორები

ღონისძიება ჩატარდა შემდეგი სპონსორების მხარდაჭერით: Bixtrim, Bitforx, ZenCash, Glorymine და Cointraffic. ორგანიზატორი - კომპანია Smile Expo, რომელიც ჩაატარებს საერთაშორისო B2B და B2C ღონისძიებებს.

კონფერენციის პარტნიორები - ორგანიზაციები, რომლებიც დგანან საქართველოს ბლოკჩეინ-ინდუსტრიის სათავეში: ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy - Georgia და ISM - Blockchain Systems Institute.

Blockchain & Bitcoin Conference Georgia შედის იმ ღონისძიებათა რიცხვში, რომლებსაც Smile-Expo ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2018 წელს დაგეგმბილია 26 ბლოკჩეინ-ღონისძიება, მათ შორის კიევში - 19 სექტემბერს, ბაქოში - 27 სექტემბერს, ასტანაში - 17 ოქტომბერს.
#BBConfGeorgia Blockchain World Events

 

800x600_ka.jpg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.