Jump to content

►►► როგორ შევარჩიოთ და განვასხვაოთ ქეისის/ რადიატორის ქულერები ერთმანეთისაგან (რეკომენდაციები) ◄◄◄


Recommended Posts

ალბათ ბევრს გქონიათ შეკითხვა თუ რა განსხვავებაა რადიატორის ქულერსა და ქეისის ქულერს შორი, ქულერები იყოფიან 2 კატეგორიად, Air Folow (ჰაერის შემწოვი და გამტანი) Static Presure (წნევითი დაბერვით) რა განსხვავებაა ამ ფანებს შორის ? სწორედ ეს ბევრმა არიცის და ეშლებათ ხოლმე ერთმანეთში და ამიტომაც გადავწყვიტე ამ თემის გახსნა. დავიწყებ Air Folow ფანით.

1. Air Folow Fan, ეს გახლავთ ჰაერის ნაკადის შემწოვი და კარგად გამტანი ქეისიდან, სწორედ ასეთ ქულერებს იყენებენ ქეისისთვის რადგან შიდა ტემპერატურის აწევის დროს ჰაერი გაიტანოს გარეთ, აგრეთვე შეტანის დროსაც. Air Folow ფანებს მარტივად გავარჩევთ რადგან ააქვთ საკმაოდ ბევრი წვრილი ფრთა დაახლოებით 9 დან ზემოთ. აგრეთვე ააქვს უფრო მაღალი CMF (ჰაერის შეწოვა) ვიდრე სხვა ფანებს. Air Folow ფანები გამოიყურება ასე:

0e1458375ad4.jpg


2. Static Presure Fan, ეს გახლავთ ჰაერის ნაკადის წნევით დამბერავი ფანი, ჰაერის ნაკადს უშვებს 1 კონკრეტული მიმართულებით და შესაბამისად წნევაც მაღალია დაბერვის, ასეთ ფანებს იყენებენ რადიატორებისთვის, მნიშვნელობა არააქვს ეს იქნება ჰაერის გაგრილება, ჰიდრო გაგრილება თუ სრული წყლის სისტემა, AF ფანისგან განსხვავებით ააქვს ნაკლები და სქელი ფრთა 6-7. Static Presure ფანი გამოიყურება ასე:

aef8c7b643e8.jpg
აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია 1 ფაქტორი, სწორად დაყენება ბევრი არასწორად აყენებს ფანებს ქეისზეც და რადიატორზეც, შესაბამისად ააქვთ ნაკლები Perfromance რაც უნდა ჰქონდეთ რეალურად. ქეისის შემთხვევაში უნდა დავაყენოთ ქულერები ისეთი წყობით როგორიც სურათზეა, ლურჯი ისრით აღნიშნულია ცივი ჰაერის შეტანა, ხოლო წითლით ცხელი ჰაერის გამოტანა.

b47eda2a6e39.png

აგრეთვეა რადიატორის შემხვევაშიც, უნდა დავაყენოთ რადიატორზე ისე რომ უბერავდეს და არა პირიქით იწოვდეს.

რა მოხდება თუ Air Folow დავაყენებთ რადიატორზე და Static Presure გატანაზე ? ესეთი კითხვაც ბევრჯერ მსმენია და ამას პირადა გავცემ პასუხს, რათქმაუნდა perfromance არ გექნებათ ისეთი რაც რეალურად უნდა გქონდეთ მაგრამ მოხდენით არაფერი მცირე რაოდენობით AF ფანიც დაუბერავს რადიატორს და მცირე რაოდენობით SP-ც შეიტანს ჰაერს, მაგრამ ეს ისეთია ჯიგულს მოთხოვო ლამბორჯინივით სიარული და ლამბორჯინს ჯიგულივით (სიარულით ორივე ივლის მაგრამ ვაი ამ სიარულს :D )

რაც შეეხება ფანების ბრენდების სწორად შერჩევას და უპირატესობას ფანების არჩევის დროს:
არსებობს ბევრი კომპანია და ააქვთ სხვადასხვა სახეობის ფანები, მნიშვნელობა არააქვს ეს ლედით იქნება ულედოდ. მთავარია მივაქციოთ სპეციპიკაციებში მათ სიმძლავრეს კონკრეტულ მუშაობაზე. აგრეთვე ბრუნებს და DBA-ს (ხმას), AF ფანებს აავთ დაახოლებით 1500 ბრუნამდე, ხოლო SP ფანებს 1500-დან ზემოთ. აგრეთვე ყურადღება მივაქციოთ მწარმოებლებს და ნურავინ ნუ დაიჯერებს რომ იაფია და თავის საქმეს მაინც გააკეთებს, უხარისხო ფანები მალევე იკიდებენ ხმას და მალევეც ფუჭდებიან. ჩემი დიდი რეკომენდაცია ექნება შემდეგ ქულერებს:

1. Corsair
2. Noctua
3. Be quiet
4. Enermax
5. NZXT
6. Cooler master
7. Thermaltake და კიდევ რამოდენიმე  კომპანია (ყველა აღარ მახსოვს :D )

მოკლედ სულ ეს იყო, შეიძლება რაღაცები გამომრჩა მაგრამ ძირითადი რაც სათქმელი იყო (გლეხურად) ვთქვი. იმედია მოგეწონებათ პოსტი და გაითვალისწინებთ რეკომენდაციებს.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.