Jump to content

NVIDIA Volta/Ampere - ზოგადი თემა


Recommended Posts

NVIDIA-ს ახალი Volta არქიტექტურიდან ტოპ ვიდეო ბარათი უკვე იყიდება, კაი ხანია, Titan V, 3000$-ად.

მოუთმენლად ველოდებით შედარებით ეკონომ ვერსიების გამოსვლას, რადგან Titan V-ს ტესტების მიხედვით, საკმაოდ დიდი მატებაა როგორც გეიმინგის, ასევე განსაკუთრებით მაინინგის კუთხით.

დღეს პირველი ჭორები დაიყარა ინტერნეტში, რომ GTX 2080/2070-ის ანონსი 12 აპრილისთვისაა დაგეგმილი:

https://wccftech.com/nvidia-ampere-ga104-gpu-geforce-gtc-2070-gtx-2080-launching-april/

http://www.guru3d.com/news-story/rumor-nvidia-ampere-might-launch-as-geforce-gtx-2070-and-2080-on-april-12th.html

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჭორებია, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ჭორები მთლად უსაფუძვლოდ არ ვრცელდება ხოლმე.

უცხოური საიტები ასევე ამბობენ, რომ სამომხმარებლო/გეიმინგ ვიდეო დაფების ვარიანტს NVIDIA-მ შეიძლება სახელი შეუცვალოს და Volta-ს ნაცვლად Ampere არქიტექტურის სახელით გამოუშვას, სადაც აღარ იქნება ტენზორული ბირთვები, HBM2-ის ნაცვლად გამოიყენებენ GDDR6-ს და ბირთვის ფიზიკური ზომაც უფრო პატარა იქნება.

ასევე, NVIDIA-ს არაფერი უშლის ხელს, რომ აპრილში მხოლოდ არქიტექტურისა და ვიდეო ბარათების მოდელების ანონსი გააკეთოს, ხოლო გაყიდვა უფრო გვიან, მაგალითად Computex/Cebit-ის ჩატარების თარიღებიდან დაიწყოს, ივნისში.

თუმცა, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია.

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ვნახე მეც ეგ ინფო დღეს, აპრილში თუ არა მაისში რომ მაინც გამოსულიყო ეგ სერია კარგი იქნებოდა ნამდვილათ, მაქამდე კი მოვაგროვებდი საწირო თანხას და პირდაპირ ამაზონიდანაც შეიძლებოდა შეკვეთა საწყისი ფასით 350-450$ თუ ეღირება იგივე GTX2070 რომელიც ეხლანდელი GTX1080 დონის მაინც უნდა იყოს წესით და იმედია მაინინგში კარგ ფორმაში იქნება, ნუ 800-850$ GTX1070Ti გადახდა მაინც მემანება და უფრო იაფათ ჯერ არ ჩანს 

Link to comment
Share on other sites

ნუ რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა, მთავარია გამოვიდეს და პასკალის რეფრეში არ იყოს, თუმცა ესლა ისეთი სიტუაციაა რომ ეგეთიც წავა ყიდვას თუ მოასწრებ თავის ფასში სანამ ამოყიდიან პირველ პარტიას, vram საკმაო დეფიციტია ეხლა და + დიდი სპროსი მაინინგის გამო ვიდეოკარტებზე, გეიმინგისთვისაც არავის დაუნებებია თავი მსოფლიო მაშტაბით და საშინლათ გაძვირებულია მაგ ყველაფრის გამო კარტები, ერთ გამოშვებულ კარტაზე ლამის 10 მსურველია 250% ნაცენკა ადევს ზოგ მოდელზე

Link to comment
Share on other sites

2070 იქნებაო 1080 Ti სიმძლავრის

2060 კი 1080 დონის

 

ცოტაც მოიცადეთ და კაპიკებში დაითრევთ მაინინგში გასაზიზღრებულ 10XX სერიას

Link to comment
Share on other sites

ერთი და იგივე ტექნოლოგია ანუ რეფრეშ პასკალი მასეთი მოშნი არ იქნება გამორიცხულია 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Razer said:

ერთი და იგივე ტექნოლოგია ანუ რეფრეშ პასკალი მასეთი მოშნი არ იქნება გამორიცხულია 

ერთიდაიგივე თუა მაშინ რატო დაარქვეს ამპერი ?

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, MILANISTA said:

ერთიდაიგივე თუა მაშინ რატო დაარქვეს ამპერი ?

 

http://www.guru3d.com/news-story/new-nvidia-gpu-is-named-at-reuterscalled-turing.html

Link to comment
Share on other sites

On 2/16/2018 at 11:27 AM, MILANISTA said:

ცოტაც მოიცადეთ და კაპიკებში დაითრევთ მაინინგში გასაზიზღრებულ 10XX სერიას

სისტემა მოამზადე, ლარში 3 ცალი 1080Ti მოგივა 2 თვეში და გაუშვი ესელაიში :givi: 

Link to comment
Share on other sites

:D  ჩვეულებრივად გაგრძელდება ისევ ისეთი სიტუაცია, დეფიციტი და საშინელი ფასები თუ პირველ მაქსიმუმ მეორე პარტიას ვერ მიუსწარი 

Link to comment
Share on other sites

On 2/16/2018 at 9:04 AM, George said:

ნუ რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევა, მთავარია გამოვიდეს და პასკალის რეფრეში არ იყოს, თუმცა ესლა ისეთი სიტუაციაა რომ ეგეთიც წავა ყიდვას თუ მოასწრებ თავის ფასში სანამ ამოყიდიან პირველ პარტიას, vram საკმაო დეფიციტია ეხლა და + დიდი სპროსი მაინინგის გამო ვიდეოკარტებზე, გეიმინგისთვისაც არავის დაუნებებია თავი მსოფლიო მაშტაბით და საშინლათ გაძვირებულია მაგ ყველაფრის გამო კარტები, ერთ გამოშვებულ კარტაზე ლამის 10 მსურველია 250% ნაცენკა ადევს ზოგ მოდელზე

https://www.tweaktown.com/news/60839/nvidia-unveil-mining-specific-geforce-gtx-2080-cards/index.html

Link to comment
Share on other sites

VRAM დეფიციტი სანამ გაგრძელდება ფასები არა მგონია დაეცეს ვიდეოკარტებზე, ამიტომ მაგ 2000 სერიაზეც ეგრევე უნდა შეუკვეთო ან საერთოდ პრეორდერი გააკეთო ვისაც აქვს უკვე მაგ საქმისთვის ფული მომზადებული, რახან რამდენიმე დღეში შეიძლება მთლიანათ ამოყიდონ კრუპნი საიტებმა ეგ კარტები და მერე ისევ ავარდება ფასები, GTX1070Ti-ზეც მაქსიმუმ 15-20 დღე იყო მგონი 600$-ზე იაფათ ამაზონზე და მერე ავარდა საკმაოთ მალე, ეგეთივე რაოდენობით თუ გამოუშვეს ეგ ახალიც მანდაც ცუდი სიტუაცია იქნება, თუმცა VRAM დეფიციტი როცა აღარ იქნება და მოგვარდება ეგ პრობლემა 200-250% ძვირი უკვე აღარ ედება მაგ კარტებზე, ეხლა თუ დააკვირდით სულ რამდენიმე მოდელი აქვთ ხოლმე გაყიდვაში კრუპნი საიტებზე, რამე კონკრეტული შეიძლება ვერც კი იყიდო რომც გინდოდეს, სპეციფიალური მოდელები კი ეხლაც გამოსულია მაინინგისთვის, იგივე P104-100, P106-100, შემდეგი სერიისთვისაც გამოუშვებენ ეგეთი ტიპის კარტებს, მე მაინც სტანდარტული ვარიანტი მირჩევნია, უფრო ადვილათ გაყიდი ეგეთს და შეგიძლია ერთი ცალი შენთვისაც დაიტოვო მერე თუ დაგჭირდება, მოკლეთ ველოდებით ახალ ინფოებს, რატომღაც მგონია რომ 2070-2080 არ გამოვა აპრილში გაყიდვაში, თუმცა მაგ დროისთვის შეიძლება უფრო მეტი დეტალები დაიდოს მაგ სერიაზე უკვე, ზაფხულში უნდა გამოვიდეს უფრო წესით, ვოლტა კი წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისში მარტო, ეგ მართლა პასკალ რეფრეში იქნება თუ ეხლა უშვებენ 2000 სერიას, თითქოს პირდაპირ ვოლტას გამოშვება უნდოდათ, ამპერე ეხლა გამოჩნდა მარტო, როადმაპში არც იყო შეტანილი მანამდე რა ჩარტებიც იდებოდა ნვიდიას მომავალი ვიდეოკარტების, ეს ვნახე კიდე:

https://noobminer.xyz/nvidia-volta-predicting-eth-hash-rate/

ეგრე რომ იყოს მართლა და ადამიანურ ფასებში დაიდოს პირველი 2-3 კვირა მაინც გაასწორებდა მაგრამ შეიძლება ეგეთი დიდი ბუსტი არც ქონდეს მაინინგ პერფორმანსში და ყიდვაც საკმაოთ გართულდეს, მაგრამ ფაქტია რომ 1000 სერიის ფასებს არაფერი შველის დიდათ და დეფიციტიც გრძელდება vram

 

Link to comment
Share on other sites

Volta-ს მართლა დიდი მატება აქვს მაინინგში. აი ამ ვიდეოში ნახეთ:

ქვემოთ კომენტარში დროებიცაა მითითებული და გადახვევა შეგიძლიათ.

Link to comment
Share on other sites

მასე თუა გამოსვლამდე გაიყიდება :lol: მე კარტას აღარ ამოვიღებ კომპიდან გასაყიდად მთლა სლაიდშოუ რომ მქონდეს მაინც :vis:

ამაზონზე რაც მეორადი კარტები იყიდება იაფად ყველას შენაკეთები აწერია, ადრე კიდე მარტო ყუთდაზიანებულებს ყიდდნენ მეორადების პონტში, მაინინგში გაბრდღვნილ კარტებს აბრუნებენ ალბათ და მერე თუ შეკეთდა ყიდიან ისებ.

Link to comment
Share on other sites

On 2/24/2018 at 11:01 AM, Power_VANO said:

Volta-ს მართლა დიდი მატება აქვს მაინინგში. აი ამ ვიდეოში ნახეთ

როგორც ჩანს ჭენვიდიამ გეიმერები დაიკიდა და მაინერებზე გადავიდა

ეტყობა მაინინგში ბევრად მეტი მოგება აქვთ და ბევრად მეტი კარტა ეყიდებათ ვიდრე გეიმინგში და სადაც ნახეს დოლარები მაგას გამაზავს ჭენვიდია :D

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ჩინეთმა 30 მილიარდი დოლარი ჩადო VRAM დეფიციტის შესამცირებლათ და თუ GDRR6-ზე გამოვიდა შეიძლება თავიდან ისეთი დიდი დეფიციტი არ იყოს და მოასწროს ყველამ ყიდვა პირველ დღეებში, მაგრამ იმხელა მოთხოვნაა რომ ადრე თუ გვიან მაინც დაიწყება ისევ დეფიციტი ალბათ, თუ 50%-მდე ექნება მაინინგში მატება 500$ მაგივრათ 800$ რომც დაადონ GTX2080 მაინც ღირს აღება, ან 650$ 2070 თუ რასაც დაარქმევენ, იმიტომ რომ ზუსტათ მგონი დღემდე არაა ცნობილი 1100 სერია იქნება თუ 2000, ვოლტას რაც შეეხება მგონი ამ ეტაპზე გადაიფიქრეს სტანდარტული კარტების მაგ არქიტექტურაზე გამოშვება, მარტო სხვერძვირიანი კარტები დარჩება ამ ეტაპზე ვოლტაზე, მე რასაც ვუყურებ მგონი გეიმერები ისევ დაჩაგრულები რჩებიან, მაგრამ მე რატომღაც მგონია რომ ფასებს არ გააორმაგებს ნვიდია დაჟე 50% მატების შემთხვევაშიც კი, თუმცა 250-300$ 1080P კარგი კარტა თუ მოგივიდა იგივე 2060 სახით რატომაც არა, ჯერ მარტო ჭორის დონეზე იდება ინფოები ეს დღეებია, ანუ მაისისთვის ან გამოვა 2070-2080 მაინც ან არა და არც ზუსტი ფასია ჯერ ცნობილი და მითუმეტეს პერფორმანსი

Link to comment
Share on other sites

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ვიდეო კარტებმა კაი ხანია უკვე ფუნქცია და დანიშნულება შეიცვალა, უკვე ის აღარ გამოიყენება სათამაშოდ, იშვიათ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით...

აი მაინინგისთვის იდეალური ვარიანტია

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

GeForce GTX 2070 and 2080 Could Launch Summer 2018 http://www.guru3d.com/news-story/geforce-gtx-2070-and-2080-could-launch-summer-2018.html ახალი ინფო დაიდო, ვითომ ზაფხულში GTX2070 და 2080 გამოვა და დაჟე 2070 კი GTX1080Ti სიმძლავრის იქნებაო მინიმუმ, GTX2060 შემოდგომისთვის უნდა გამოვიდეს და დაახლოებით GTX1080 სიმძლავრის იქნებაო ეგ კარტა, ფასი კი წესი 300$-მდე ედება, მეტი არა მგონია რაღაც, მაინინგზე სპროსი რა თქმა უნდა ისევ იმოქმედებს ამ ახალ სერიაზეც, თუ ეგრევე ამოყიდიან ავარდება მალევე ფასები და გაორმაგდება ისევ მინიმუმ, იმედია ამჯერათ უფრო დიდი აბიომებით გამოუშვებს ნვიდია და დეფიციტი თავიდან მაინც არ იქნება რამდნეიმე კვირა, GTX1060 წესით უპრობლემოთ უნდა მოერიოს 2K გაფართოვებას და 300$ ფარგლებში თუ ეღირება მართლა ვაბშე გაასწორებდა, მაგრამ ამჯერათ ვისაც აღება სურს გაიაფებას აღარ უნდა ელოდოს და ეგრევე დაითრიოს როგორც კი გამოვა

Link to comment
Share on other sites

თუ 20** სერია ზაფხულში გამოვა ალბათ ლოგიკურად დაუვარდება 10** სერიასაც ფასები, 1050ტი ყიდვა რო მინდოდა არ მქონდა ფული და ეხლა კიდე არარეალურად ავარდნილია ფასები ამ მაინინგის და უბედურების გამო, ჩემ ონლაინ იგრებს და კიდე ფასი რო დავურდება 1060 ყელში გადაუვა რასაც ქვია :D მაგრამ იმედია 2050ტი-საც გამოუშვებს ნვიდია და ის ხო კაი 4 წელი მაინც მეყოფა :D

Link to comment
Share on other sites

On 3/31/2018 at 6:12 PM, George said:

GTX2060 შემოდგომისთვის უნდა გამოვიდეს და დაახლოებით GTX1080 სიმძლავრის იქნებაო

Vram 8GB ექნება 2060-ს ?

Link to comment
Share on other sites

ჯერ არაა ზუსტათ ცნობილი, როგორც სტარტოვი ფასები მაგ მოდელებზე, თუ 2070-2080 8გბ-ზე უფრო მეტი მახსოვრობა ექნება, ალბათ 2060 8გბ უნდა ქონდეს უკვე, ნუ ეხლანდელ 2070-2080 8გბ აქვს მახსოვრობა და მაგ ახლებს წესით უფრო მეტი უნდა ქონდეთ, მაგრამ ორმაგი მახსოვრობა არა მგონია ჩაუდონ, თუმცა GTX2080Ti შეიძლება კი ქონდეს 16გბ VRAM უკვე, ისევ GDDR5X და შეიძლება ახალი GDDR6 გამოიყენონ, HBM2 გამოყენებას მემგონი ისევ მოერიდებიან

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

რაღაც ჩაიფუშა ეს თემა და წელს ან გამოდის ახალი სერიის კარტები და ან არა, შეიძლება კიდე 1 წელი ვერ ვიხილოთ ეგ შემდეგი ნვიდიას სერია, თუმცა პერფორმანსი შეიძლება მართლა ეგეთი ქონდეს რასაც ვარაუდობენ მაგ ჭორებში

Link to comment
Share on other sites

კიდე ერთი ინფო გამოჩნდა ნეტში GeForce GTX 1180 გამოსვლის და ხარაკტერისტიკის შესახებ: http://gamegpu.com/железные-новости/predpolagaemye-kharakteristiki-i-data-vykhoda-geforce-gtx-1180 ვითომ ეს ნაღდია ივლისში გამოვაო 700$ და GTX1080Ti-ზე 15% მძლავრი იქნებაო დაახლოებით, თუმცა რატომაც არა არც ეგეთი ასტრონომული ციფრები აქვთ მოყვანილი http://gamegpu.com/железные-новости/predpolagaemye-kharakteristiki-i-data-vykhoda-geforce-gtx-1180 რაღაც მგონი არ ღირს სექტემბრამდე ლოდინი რომც გამართლდეს ეგ ინფო და GTX1080Ti-1070Ti დათრევა ჯობს მაინინგისთვის, რამდენიმე 1080Ti ავიღებ და 1080 ან 1070Ti, ჯამში 6 ცალი რომ გამოვიდეს მოკლეთ, ეხლა რომ ისევ დაიქოქოს მაინინგი მალევე ისევ ტაციაობა და ერთი ამბავი დაიწყება კარტებზე და მერე მაგარი რთული იქნება შენ გემოზე რამის დათრევა ჩვენთან და ვერც ამაზონზე მოასწრო შეიძლება, თუმცა მე ვფიქრობ რომ აჩერედნოი გადალკებს აქვს ადგილი და რეალობასთან არაა მთლათ ახლოს ეგ ინფორმაცია, იმიტომ რომ პარარელურათ კიდე იდება მეორე ინფოც, რის მიხედვითაც ვითომ წელს არაფერს არ გამოუშვებს ნვიდია და შემდეგი წლის ზაფხულისთვის გამოვა შემდეგი სერიის კარტები საკმაოთ კარგი მონაცემებით, თუმცა როგორც ყოველთვის სადღაც შვაში უნდა იყოს სინამდვილე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.