Jump to content

Make money at home -ის შესახებ..


Recommended Posts

სათაურიდანვე მიხვდებოდით რაზეც მინდოდა მეკითხა.. თვალები მიჭრელდება ხოლმე "ამათი" რეკლამიდან რეკლამაზე რო გადავდივარ და ერთი საიტიდან 10 სხვას პოულობ და ასე უსასრულოდ..   ყველა გამდიდრებას გპირდება თავთავიანთი "კლიკერობის" სერვისებით, ToDo ლისტებით, Survay -ბით, მინი ფერმის პრინციპის მქონე და კიდევ ბევრი სხვა სტილის თამაშებში მონაწეილეობითაც კი.. სადაც ერთ ქათამს გჩუქნიან რეგისტრაციისას რომელიც კვირაში ორ კვერცხს დებს, თითო კვერცხი თავიანთივე მოგონილი მონეტების რაღაც ერთეულია რომელიც კიდევ ცალკე იცვლება სხვა რეალურ ვალუტებზე და ა.შ.. მოკლედ ათასი გზებით "მეჩალიჩებიან" რომ მათ საიტებს დავუთმო ათასობით საათი..

 ძვირფასო ფორუმელები :დ მაინტერესებს მეც და დარწმუნებული ვარ სხვა ბევრ ადამიანსაც. თქვენიდან ვინმეს თუ აქვს ამ მხრივ რაიმე სახის გამოცდილება, გამიზიაროთ იქნებ, თქვენის ნებართვით :huh:

Link to comment
Share on other sites

ტყუილად კარგავ დროს, ვიღაცის საიტზე ფერმის თამაშს ჯობია კრიპტოვალუტების ბაზარი შეისწავლო და მაინინგ  ფერმა მოხოდო, ნუ თუ ფინანსები გაქვს, რა თქმა უნდა :D

პლუს რისკიც უნდა გაითვალისწინო, ურისკო საქმით ფული არ იშოვება.

Link to comment
Share on other sites

13 minutes ago, Gadget said:

ტყუილად კარგავ დროს, ვიღაცის საიტზე ფერმის თამაშს ჯობია კრიპტოვალუტების ბაზარი შეისწავლო და მაინინგ  ფერმა მოხოდო, ნუ თუ ფინანსები გაქვს, რა თქმა უნდა :D

პლუს რისკიც უნდა გაითვალისწინო, ურისკო საქმით ფული არ იშოვება.

 ნუ როგორც ასეთი არსად არაფერს ვთამაშობ და არც კლიკერი ვარ თუმცა ვრეგისტრირდები ხოლმე რომ გავეცნო და გავიგო რა უნდათ რა პირობებში და ა.შ.. ბუნებრივია ამდენ საიტებში ნაწილი ხომ ნამუსიანია :დ და ვერ გავიგე რომელი...
კრიპტოვალუტებშიც "ჩავიხედე" რამდენიმე წლის უკან როცა 500$-ზეი ყო ბიტკოინი :gigi:  და როცა მხოლოდ რამდენიმე კრიპტოვალუტა არსბობდა და არა ამდენი.. ხოდა ნუ ფინანსებს მაშინაც გამოვნახავდი და ახლაც გამოვნახავ რო რამე (ნუ მაინერს ვერ ვიყიდი და ვერც ავაწყობ ძაან ძვირია:wacko:)... უბრალოდ ამდენ ათას საიტში რომელს ვენდო ეგ ვერ გავიგე.. პირადად შენს მაგალითზე თუ იცი რომელიმე უტყუარი.. 

untitled.JPG

Link to comment
Share on other sites

აბსოლუტური უმრავლესობა მსგავსი საიტებისა არის სიაფანტობა და აფირისტობა, რომელზეც გულუბრყვილო ადამიანებს წამოაგებენ ხოლმე.  თვითონ ფრაზა "იშოვე ფული სახლიდან გაუსვლელად" პირდაპირ გეუბნება რასთანაც გაქვს საქმე.  "იშოვე ფული სახლიდან გაუსვლელად და მარტივად" 90-95%-ით აფირისტობა, სისულელე და ფუჭი დროის კარგვაა.   ანუ ხშირ შემთხვევაში იმ ინვესტიციასაც ვერ ამოიღებ, რასაც ჩადებ და ამრიგად კი არ მოიგებ რამეს პირიქით წაგებაში დარჩები.  წაგებაში დარჩები როგორც მატერიალურად, ასევე დაკარგავ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასს საკუთარ "დროს"

 

ეგ კვერცები, ჩიტები, ოქროს თევზები და ტრაქტორები ხომ მართლა "კვერცხობაა" 

 

თუმცა იყო რიგი შემთხვევები, როცა სერიოზული პროექტებიც არსებობდა ( ასე ჩანდა ) და ზოგიერთმა მოგებაც კარგი ნახა.  მაგალითად მე ვიცი Recyclix.com     საიტი. რომელზეც ინვესტიციის გარეშეც შეგეძლო მოგებაზე გასვლა. ხოლო თუ ინვესტიციას ჩადებდი ზოგადსაკაცობრიო საქმესაც აკეთებდი ( ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა იყო ) და მოგებასაც სოლიდურს იღებდი.  ზოგმა მოასწრო ხეირი ენახა.  მერე ხანძარი "გაჩნდა" და უამრავი ადამიანი დააზარალეს. 

 

ანუ არის საიტები თავიდანვე სკამერებთან გაქვს საქმე და არის საიტები თავიდან რაღაც პერიოდი მუშაობს, მოგებას გაძლევს და მერე "დატყდებიან" ანუ ყველა საიტი რაღაც პერიოდამდე მუშაობს და მოგება შეგხვდება იმ შემთხვევაში თუ თავში მოექცევი და დროზე აუღებ ალღოს... 

 

მოკლედ ჩემი აზრით მსგავს რაღაცებზე ფიქრიც კი არ ღირს.   

Link to comment
Share on other sites

მე სხვათაშორის არც კი დამიკარგია მაგ საიტებზე დრო, თუმცა თავისუფალი დრო ბევრი მაქვს, უბრალოთ ვიცი რა მექანიზმითაც მუშაობენ და მაკდონალდის ფულსაც ვერ გააკეთებ მაგეებზე და ტყვილა დრო უნდა დახარჯო, პირამიდებია უმრავლესობა და ბევრი ხალხი უნდა დაარეგისტრირო რომ შენ რამე გერგოს, ამიტომ არ ღირს მაგაზე დროს ხარჯვა, მაინინგი ამ ეტაპზე უფრო მომგებიანია და ჯიბის ფულს მაინც გაშოვნინებს სხვა თუ არაფერი, ძვირიან სბორკებზე კი მაგაზე მეტსაც შოულობს ხალხი

Link to comment
Share on other sites

თუ ანალიტიკური აზროვნების უნარი, მტკიცე ნებისყოფა, ძლიერი ნერვები, იობის მოთმინება და ორი კაპიკიც გაქვს კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ყველაზე ჭკვიანური და მომგებიანი ჩანს.

Sent from my A451 using Tapatalk

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.