kloud Posted January 27, 2018 Share Posted January 27, 2018 გამარჯობა მეგობრებო, ასეთი სიტუაცია მაქვს. ნაცნობს უნდა კრიპტოვალუტებზე ჩალიჩი, მაგრამ თვითონ ზოგადად კომპიუტერებისგან არის შორს. მზადაა 5-6 ათასი ლარის ფარგლებში დახარჯოს სისტემაზე. მე კი შემოთავაზა რომ ასე ვთქვათ მოვხოდო ყველაფერი. ანუ თანხა მისი შრომა ჩემი. ჰოდა დავიწყე ამ განყოფილებაში არსებული თემების კითხვა და სხვადასხვა საიტებზე სტატისტიკების შემოწმება, მაგრამ ცოტა დავიბენი. აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ მაინინგით და ახლა ერთბაშად ამდენი ინფორმაციის მოძიებით ამერია თავგზა. თუ არ შეწუხდებით შეგიძლიათ მითხრათ რამდენად ღირს ამ თანხით სამაინინგე კომპიუტერის ყიდვა? რომელ ვალუტაზე ჯობს ჩალიჩი? რა სისტემის აწყობაა ყველაზე კარგი? აქაურ თემებში რო ვნახულობ, თუ ვიდეოკარტა 3-4 თვის წინ 200$ ღირდა ახლა 300$ზე მეტი ღირს ინტერნეტში რო გადავამოწმე და თან არ ვიცი რამდენად სანდო საიტებზე ვნახე მაგრამ რაცხა კალკულატორებით რო დავუკვირდი ერთი GTX 1060 6gb -ზე აწყობილი სისტემა მოგებაზე დაახლოებით ერთი წლის მერე გადის. ანტმაინერით კი გამიგია რო 3 თვის მერე უკვე მოგებაზე გადიან. საშუალოდ ამ თანხაში აწყობილი სისტემა რამდენ ხანში შეძლებს მოგებაზე გასვლას? მესმის რო ვალუტა სისტემატურად იცვლება და ზუსტი ინფორმაციის ქონა რთულია მაგრამ მიახლოებით ვადებზეც მადლბოას გეტყვით. შეგიძლიათ უბრალოდ გეზი მომცეთ რო მხოლოდ იმ ინფორმაციის შესწავლა მომიწიოს რაც მჭირდება? და ჩემი მხრიდან რო გადავხედოთ სიტუაციას რამდენად მომგებიანი იქნება ჩემთვის რო დავთანხმდე? ანუ გასაგებია რო თანხას მე არ დავხარჯავ მაგრამ მოიტანს კი ისეთ მოგებას რო მე მიღირდეს მაგას დავახარჯო ჩემი დრო? მადლობა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 27, 2018 Share Posted January 27, 2018 მაგ ფასათ ახალი 3XGTX1070 უნდა აამუშავო ნორმალური სბორკით, ნუ უნდა ეძებო ყველაზე კარგ ფასებში საიდან შეიძლება გამოწერა ან მაიმარკეტზე ხომ არ ყიდის ვინმე კარგ კომბინაციას მაგ საქმისთვის მანდაც უნდა შეიხედო ხოლმე, მეც ვაპირებ მაინინგის დაწტებას, ჯერ მარტო 400 ევრო მოვაგროვე რაც დაჟე ჯერ სხვა ნაწილებსაც არ ეყოფა, ალბათ კიდე 200 ევრო მინდა და მერე უკვე 6 ცალი GTX1070Ti შოვნას შევუდგები, მიმინუმ 3 ცალი ეგეთი მაინც უნდა ჩავდა, ისე მე დიდათ არ მიღირს დაწყება, აი აქ შეგიძლია დაითვალო თუ რა კომბინაციას რა მოგება მოაქვს: https://www.nicehash.com/profitability-calculator/nvidia-gtx-1070?e=0.09¤cy=USD https://www.crypto-coinz.net/crypto-calculator/ მე მაინც თუ დავიწყე უფრო ნაისჰაშით დავიწყებ მაინინგს და მერე შევხედავ მიღირს თუ არა რამე სხვაზე გადავბარგდე რომ ვნახავ რეალურათ ვინ რამდენს მაწერავს და რა მეკარგება რეალში ბენჩების გატატარების და კარტების დატვიკვის შემდეგ ოპტიმალურ ჰეშრეიტს რომ იძლეოდენ და დენსაც მაქსიმალურათ ცოტას ხარჯავდენ სტაბილურობის დაკლების გარეშე ლონგ რანში, ე-მანია ჯერ საქართველოში https://www.emoney.ge/index.php/main/bitcoin და კიდე https://www.unipay.com/unicoin რომელიც ჩემთვის ცოტა უფრო ნეუდობნი გამოსაყენებელია და ვერ შევნიშნე ვერანაირი უპირატესობა, არ ვიცი აპირებდენ კიდე ბიტკოინების გადახურდავების ავტომატების დადგმას თბილისში მაგრამ რაღაც აღარ დაადგა საშველი, თორე ეგ უფრო კარგი ვარიანტი იქნებოდა და პირდაპირ ონლაინ საფულიდან შეგეძლებოდა ბიტკოინის ან სხვა ალტკოინის გაყიდვა და მერე ლარებში ან დოლარებში ფულის გამოტანა, ეხლა კი მაგ ყველაფერს ემანიდან თუ გააკეთებ, უცხოურებიდან ამ საიტს აქებენ მაგრამ ამ ეტაპზე რეგისტრაცია შეჩერებულია https://cex.io/margin-trading ისე კი მე რასაც ვუყურებ 6 ცალი gtx1070tI თვეში სადღაც 700$-მდე კი აკეთებს მაყუთს ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვის შემდეგ, ამოღებით კი 9-10 თვე დაჭირდება ალბათ, ზატო მერე პლიუსში მიდიხან და შეგიძლია შემდეგი სისტემისთვისაც შეაგროვო უკვე ფული თუ არ აპირებ მაინინგის დანებებას თავს, იმისთვისაც ძალიან კარგია თუ ახალ ნაწილებზე ან ვიდეოკარტაზე ფული არ გყოფნის რახან 1 წლიანი მაინინგის შემდეგ შეგიძლია ერთ-ერთი კარტა ამოიღო და შენთვის იხმარო თუნდაც გეიმინგისთვის და ფაქტიურათ მუქთათ შოულობ ძალზე ძვირიან კარტას,რაც ჩემ შემთხვევაში კიდე ერთი პლიუსია, ეგეთ სისტემას თუ კვების გადაბმას არ აპირებ მინიმუმ 1000ვატიანი კვება ჭირდება გოლდის სერტიფიკატით 6 ცალი 6+2 პინიანი PCI-E მიერთება რომ შეიძლებოდეს, გადაბმის შემთხვევაში კი ალბათ ორი ცალი 750W უნდა ეყოს, ნუ მუშაობით შეიძლება დაჟე 850W ამუშაოს რამე სერიოზული კვება თუა ეგეთი სისტემა რახან გრუზზე 750 ვატამდე ჭამს მაგრამ ეგეთ რეჟიმში მაგდენი ხანი მაგ კვებაზე მუშაობა არაა რეკომენდირებული 80%+ ნაგრუზკაზე და ჯობია ზაპასი რომ ქონდეს საკმარისი, ეგრე დიდხანს გაძლებს და არ დაიწვება ადვილათ, გაგრილებასაც აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით ზაფხულში, მოკლეთ გადახედე რა მოგებას იძლევა და თუ გიღირს დაიწყე შენც, მე რასაც ვუყურებ არანაირი აფიორა და პირამიდა ეგ არაა, თუმცა შედარებით ბევრი მაყუთის შოვნა თუ გსურს, ფულიც ბევრი უნდა ჩადო, 3000$ ქვევით ჯიბის ფულს თუ იშოვი, მეტს ვერა და უფრო დიდი დრო ჭირდება ამოღებას, განსაკუთრებით ყველაფერს ნოლიდან როცა ყიდულობ მაგ საქმისთვის, ერთს ვიტყვი რომ 950$+ გადახდა უფრო იაფათ თუ ვერ შოულობ ერთ ცალ ახალ GTX1070Ti ნამდვილათ არ ღირს მაინინგისთვისაც კი, მაქს ალბათ 750$ გადახდა თუ ღირს მაგ კარტაში, ეგეც პატალოკია უკვე, მაიმარკეტზე აქვთ ხოლმე აწყობილი სისტემები მაინინგისთვის და მაგის აღებაც შეიძლება, მთავარია ვინმემ არ გათოხლოს ნათრევი ან გაფუჭებული სისტემა არ მოგყიდოს, ბოლოს რომ ვნახე 6000$ ედო 6XGTX1070Ti მაინინგის სბორკას იანვრის დასაწყისში აწყობილს, ანუ ფაქტიურათ სულ ახალს, ისე კი ევროპაში ჯერ კიდევ შეიძლება 500 ევროში GTX1070Ti მინის დათრევა მაინც, რაც ნალოგის გადახდის შემდეგ 590 ევრო გამოდის + გზის ფული, და კი ურტყამს უკვე 650$ მინიმუმ, თუმცა ამერიკის ამაზონზე 950$ კი გიჯდება ლამის ეგეთი ისეთი მაღალი ფასები ადევს, ალიბაბას შემოთავაზებებს კი მე რაღაც არ ვენდობი ჩინეთიდან რომ აგზავნიან საწყუბებიდან კარტებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 28, 2018 Share Posted January 28, 2018 ვიდეო ბარათებზე დაელოდე თებერვლის შუა რიცხვებს, სტოკების შევსების მოლოდინია მაგ დროისთვის. თანხა ბევრი არაა, მაგრამ რამდენიმე ვიდეო ბარათს იყიდით. და წილი აიღე გამომუშავებული კრიპტოვალუტიდან, 10% არის კარგი, ჩემი აზრით. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kloud Posted January 28, 2018 Author Share Posted January 28, 2018 პირველ რიგში მადლობა ბიჭებო გამოხმაურებისთვის. უხეშად რო დავთვალე 5500ლარში წესით 2 ცალი GTX 1070-იანი სისტემა მომივა, რომლებიც გიოს ლინკიდან თუ ვნახავთ გამოიმუშავებს 230$-ს თვეში საშუალოდ. თუ გაზარდა ბიუჯეტი და მესამე ვიდეოკარტაც დაამატა სავარაუდოდ 7500ლარამდე ავა ფასი და თვიური შემოსავალი იქნება 350$-მდე. ორივე შემთხვევაში დახარჯული თანხა საშუალოდ 9 თვეში ამოგაქ. სხვა რაოდენობის ვიდეოკარტების შემეთხვევაშიც მიახლოებითი დრო დახარჯული თანხის ამოტანის გამოდის 9-10 თვე. მერე უკვე გადიხარ მოგებაზე რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ვიდეოკარტა გაქვს. მაგრამ ასევე ყურადღასებია ვალუტის კურსის ცვლილებაც ხო? თუ ვთქვათ ავაწყვეთ სისტემა 3 ვიდეოკარტით და როგორც ვანომ დაწერა მოვრიგდით 10%-ზე გამოდის რომ მე საშუალოდ თვიურად 100ლარიც არ გამომივა. ცხადია ძან ცოტაა, მაგრამ თუ მოისურვა მომავალში გაფართოება და დამატება ნაწილების ცხადია შემოსავალიც მეტი იქნება. მაგრამ რა მაინტერესებს მე ვთქვათ გავმართ ყველაფერი და დაიწყო სისტემამ მაინინგი. ამის შემდეგ რა ინტენსივობით არის საშუალოდ საჭირო ყურადღების მიქცევა? სულ უნდა ვადგე თავზე და ვამოწმო რას შვება, დღეში ერთხელ თვალის შევლებაც კმარა თუ უფრო იშვიათადაც? და ბოლო კითხვა: ვიდეოკარტაზე დამოკიდებული მაინინგ სისტემაზე შეილება რომ ჩვეულებრივ იმუშაო? მაგალითად მე ვარ ვებ დეველოპერი და მაქვს ეს სისტემა MSI B85-G43 + Celeron G1840 + 8GB DDR3 1600Mhz + ინტეგრირებული ვიდეოთი, რაც მყოფნის ჩემი სამუშაოების საკეთებლად და თუ ამ სისტემაზე(ან ცოტა გაძლიერებულზე) დავაყენებ ვთქვათ ვიდეოკარტებს შესაძლებელი იქნება თუ არა ჩართული იყოს მაინინგი და ამავდროულად მე ვიმუშაო ჩემ საქმეებზე? ერთმანეთს ხო არ შევუშლით ხელს? თუ აუცილებელია რო მაინინგისთვის ცალკე აიწყოს სისტემა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 29, 2018 Share Posted January 29, 2018 ნუ ეხლანდელი ფასებით სადღაც 2000$ მაინც უნდა სამ ცალ ახალ gtx 1070ti და ასე 600$ სხვა ნაწილებზე დაგეხარჯება მინიმუმ ახალ სბორკას თუ აწყობ ნოლიდან, მაინინგისთვის ჯობია მაინც ცალკე სისტემა ააწყო, გაგრილებასაც აქვს მნიშველობა, ესეთი ტიპის სტენდი იქნებოდა იდეალური მაგ საქმისთვის https://www.mymarket.ge/ka/product/view/11393270/ დახურულ კეისში მემგონი დაჟე 3 კარტის გაჩერებაც არ ღირს 24 საათიან რეჟიმში, განსაკუთრებით ზაფხულში, აი 6 კარტიანი სისტემა დაახლოებით ესე უნდა გამოიყურებოდეს https://www.mymarket.ge/ka/product/view/11435547/ რაიზენებით აბამ მაზერზე 6 კარტას და ან ორი სუსტი კვება უნდა გადააბა ერთმანეთს ან ერთი ძლიერი კვება უნდა იყიდო და კარტებზე power limit უნდა დაუკლო რომ ნაკლები დენი დაჭირდეს გრუზზე, იგივე 6XGTX1070Ti სტოკ ნასტროიკებზე და პოვერ ლიმიტ 65% საკმაო სხვაობა გამოდის დენის მოხმარებაში რომ გადავითვალე და უტუბზე ვნახე ტესტები, მოკლეთ ხარისხიანი კვება და გაგრილება მნიშველოვანია მაგ საქმისთვის + კარტებიც კარგი უნდა შეგხვდეს დიდხანს რომ გაძლონ ეგეთი ნაგრუზკის ქვეშ, ნუ ვენტიალტორი თუ გაუფუჭდა ეგ არაფერი ჩინეთიდან გამოიწერ ახალს, მაგრამ ჩიპი თუ დაუზიანდა მაგას უკვე აღარაფერი ეშველება, GTX1070Ti საკმაოთ გრილები ყოფილა სხვათაშორის მინი ვერსიებიც კი მაინინგში 55-65 გრადუსის ქვეშ უბერავენო 60-70% ფანის აბაროტებით, ამიტომ ზაფხულში ისე ძალიან აღარ გაუჭირდება განსაკუთრებით ნორმალურ სტენდზე თუ ამუშავებ და არ დაზოგავ ფულს მაგისთვის, თუ ძალიან არ გეჩქარება დაელოდე კარტებზე ფასების დაკლებას, ეხლა მართლა ძალზე მაღალი ფასები ადევს, ნუ ევროპაში GTX 1070Ti მინი ვერსიები ვნახე მე 500 ევროთ საფრანგეთის მაღაზიებში, ამერიკულ ამაზონზე კი ეგეთიც 850$ ჯდება, რაც შეეხება ვოლტას და 1100-2000 სერიის ნვიდიას კარტების გამოჩენას, ეგ უფრო ამ წლის მეორე პერიოდში გამოვა ალბათ, ყოველ შემთხვვაში ისეთი მოდელები რომლის ყიდვაც ღირს მაინინგისთვის, პასკალ რეფრეში არა მგონია ვიხილოთ, მემგონი პირდაპირ ვოლტას გამოუშებს ნვიდია შემდეგ ჯერზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 29, 2018 Share Posted January 29, 2018 დაიცადეთ თებერვლის შუამდე, სტოკი უნდა გამოჩნდეს წესით და ფასებმა დაიწიონ ცოტა. ახლა უაზროდ გაძვირებულია ყველაფერი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 30, 2018 Share Posted January 30, 2018 ხო დაცდა ჯობია აშკარათ, საფრანგეთში კი ვნახე კარგ ფასებში მაგრამ ჩვენთან არ აგზავნიან, 550 ევროში gtx1080 ეძრობა და თან 1-2 ლიმიტი არ ადევს რომ შევამოწმე, 5 შეკვეთა შეიძლება https://www.rueducommerce.fr/panier/ , gtx 1070tI ეგეთივე 500 ევრო ჯდება და მგონი მაინც 1080 დათრევა ჯობია, ვინმე რომ მოდიოდეს საფრანგეთიდან შეიძლება დაავალო პრინციპში ტამოჟნაც რომ გაატარებინონ ეხლანდელი მაიმარკეტის ფასებით ცუდი ვარიანტი არაა, მანლის ყიდვა შეიძლება კიდე მაიმარკეტზე 3 ვენტილატორიანის 650$ წინასწარი შეკვეთით და 3 თვიანი გარანტიით http://manli.com/en/products/NVIDIA_Graphics_Cards/10_Series/products/118 შეიძლება ეტალონური გაგრილება არ უყენია მაგრამ სტოკს კი აჯობებს, ნუ ჩვენთან GTX1070Ti მაიმარკეტზე ადგილზე რაც აქვთ გაყიდვაში ცალი 850-860$ ჯდება მინიმუმ უფრო ცნობილი ბრენდების Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Eip Ococh Posted February 7, 2018 Share Posted February 7, 2018 მე ვერვხვდები ხალხი რატო ჩალიჩობს ზოგადად ვიდეო-კარტებით მაინინგზე აშკარად ხო უფრო მეტი მოაქვს მაინერებს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eolsori Posted February 7, 2018 Share Posted February 7, 2018 13 minutes ago, Eip Ococh said: მე ვერვხვდები ხალხი რატო ჩალიჩობს ზოგადად ვიდეო-კარტებით მაინინგზე აშკარად ხო უფრო მეტი მოაქვს მაინერებს? Asic მაინერები მხოლოდ მაინინგზეა გათვლილი და უშუალოდ ამ საქმისთვის იქმნება. გარდა იმისა, რომ ფასითაც ძვირია თუ გამომუშავება შემცირდა და მოგება მიზერული ან საერთოდ არაფერი დატოვა რაში უნდა გამოიყენო?! ვიდეო კარტის N1 დანიშნულება კი გეიმინგია და შემდეგ მაინინგი, ამიტომ თუ მაინინგს რამე დაემართება ვიდეო კარტა შეგიძლია გაყიდო მაინც ნორმალურ ფასში. თან ვიდეო კარტები სხვადასხვა ალგორითმსა და ალტკოინებზე შეგიძლია ამუშაო. მაგალითად ეთერიუმის გამომუშავება თუ არ მოგწონს ზეკზე გადართავ, ზეკიდან ზეკკლასიკზე, ეთერიუმ კლასიკზე და ა.შ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Eip Ococh Posted February 7, 2018 Share Posted February 7, 2018 გასაგებია მაგრამ კონკრეტულ ამ თემაში? კი ალტერნატივა ისარი რო გაყიდი ვიდეო-კარტას და რაღაცაში დაგრჩება მარა ანალოგიურად გაყიდი მაინტერსაც თან მეტად იმიტორო ფერმები უკვე ბევრს აქვს და კარგ ფასადაც გაყიდი. ამას დაუმატოთ ის რო გამომუშავების მხრივ უფრო მომგებიანია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MILANISTA Posted February 7, 2018 Share Posted February 7, 2018 On 1/28/2018 at 1:00 PM, Power_VANO said: ვიდეო ბარათებზე დაელოდე თებერვლის შუა რიცხვებს მაგ პერიოდშ დაიკლებს ფასები ? მაინც ეგრევე დაიტაცებენ მგონია მაინერები და ქვა ქვაზე აღარ დარჩება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eolsori Posted February 7, 2018 Share Posted February 7, 2018 35 minutes ago, Eip Ococh said: გასაგებია მაგრამ კონკრეტულ ამ თემაში? კი ალტერნატივა ისარი რო გაყიდი ვიდეო-კარტას და რაღაცაში დაგრჩება მარა ანალოგიურად გაყიდი მაინტერსაც თან მეტად იმიტორო ფერმები უკვე ბევრს აქვს და კარგ ფასადაც გაყიდი. ამას დაუმატოთ ის რო გამომუშავების მხრივ უფრო მომგებიანია შორეულ პერსპექტივაში ვიდეო კარტას უფრო მომგებიანად და ნაკლებ სარისკოდ თვლის ხალხი. შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ წარმოვიდგინოთ,: კიდევ რამდენიმე დიდმა ქვეყანამ და წამყვანმა მსოფლიო ბანკებმა ერთიანად უარი რომ თქვან კრიპტოვალუტაზე ამას მოყვება გლობალური პანიკა და ისედაც საგრძნობლად შემცირებული ფასები კიდევ მეტად დაიკლებს. თუ ეს კლება ხანგრძლივად გაგრძელდა უამრავი გამოუცდელი დაიწყებს ვალუტის გაყიდვას, რაც კიდევ მეტად დასცემს ფასს და მერე იგივე გამოუცდელი ხალხი მასობრივად დაიწყებს თავისი მაინერების გაყიდვას. ვიდეო კარტებს გეიმერები დაეწაფებიან. იმიტომ რომ ამ მაინინგმა ყველანაირი ნორმალური კარტა დეფიციტური გახადა. ანუ ვიდეო კარტების შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა ფასების სერიოზული კლება და ეს asic მაინერები ვის უნდა შეტენო? შეიძლება ამოიღო გადახდილი თანხა, კიდევ ზედ მოგებაც დაამატო და შემდეგ მაინც სარფიანად გაყიდო, მაგრამ ყველა ვერ მოასწრებს ამას, რადგან ალღო და პროგნოზირების უნარი უნდა. რთულ და გაურკვეველ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება კი ერთეულებს ახასიათებთ მხოლოდ. თან რამდენიმე Asic მაინერმა არ გაამართლა. მე პირადად ვერ ვენდობი, თუმცა ჩემი აზრი ნაკლებ მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ მეც დამწყები ვარ. ამიტომ ვიყენებ მხოლოდ ერთ კარტას, რომლის საფასურის ნახევარიც უკვე თვითონვე ამოიღო, თუმცა არა მაინინგით. 39 minutes ago, MILANISTA said: On 28.1.2018 at 1:00 PM, Power_VANO said: ვიდეო ბარათებზე დაელოდე თებერვლის შუა რიცხვებს მაგ პერიოდშ დაიკლებს ფასები ? მაინც ეგრევე დაიტაცებენ მგონია მაინერები და ქვა ქვაზე აღარ დარჩება ანუ შენც უნდა დაიტაცოო ყურადღებით უნდა იყო, უნდა უდარაჯო და სხვებს მოასწრო, თორე ხალხი მარტო ვიდეო კარტების ყიდვა-გადაყიდვით კი არა ორდერების გაყიდვით შოულობს ფულს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოიდგინე რამდენი ადამიანი მიჩერებია საიტებს როდის დადებს მწარმოებელი ახალ კარტებს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Feintz Posted February 7, 2018 Share Posted February 7, 2018 http://www.nowinstock.net/computers/videocards/nvidia/ ეს საიტი იხმარე და იქნებ გამოკრა კაი ფასებს და პულებზე ჯობია დაიწყო ეგრევე 1070 ან 1060 ით უფრო იაფიანი 1050 ტიაი ან ერიქს 560. გუშინ $450ად იდო 1070 ამაზონზე, 1 ნორმალური კვება ეყოფა სამ კარტას ზეკზე ან ეთერზე ამუშავებ სხვა ვალუტებზეც შეგიძლია მარა სარისკოა, https://www.youtube.com/channel/UC3OPcoPF28zqGo4ujp2mL0Q/videos ეს ქართველის არხია იქნებ გამოგადგეს ზოგი საკითხი კარგად არის განხილული. პირადად ნანოპულზე ვარ ზეკს ვშოულობ 7870ით ცოტას მარა ვტესტავ მეც დამწყები ვარ უკვე საკაიფოდ გავერკვიე მინიმუმ 0.01 ზეკს რიცხავს რაც დღევანდელი კურსით $3.80 უდრის ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted February 7, 2018 Share Posted February 7, 2018 3 hours ago, Eip Ococh said: გასაგებია მაგრამ კონკრეტულ ამ თემაში? კი ალტერნატივა ისარი რო გაყიდი ვიდეო-კარტას და რაღაცაში დაგრჩება მარა ანალოგიურად გაყიდი მაინტერსაც თან მეტად იმიტორო ფერმები უკვე ბევრს აქვს და კარგ ფასადაც გაყიდი. ამას დაუმატოთ ის რო გამომუშავების მხრივ უფრო მომგებიანია ვის რაღად უნდა მერე შენი მაინერი, გამოსვლიდან მაქსიმუმ 3-4 თვეა ხოდზე მერე კაპიკია მაგის ფასი, პირველ ბაჩზე უნდა იყიდო თანაც ისე რო დროზე ჩამოგივიდეს ტორე შეიძლება გადახდილი თანხაც ვერ ამოიღო @kloud ნუ ითვლი ოყველთვიურით, იჯარას კი არ იღებ, შეიზლება ისე დაეცეს კურსი 3-4 თვე საერთოდ არ ქონდეს გაყიდვას აზრი და ისედაც, ყველა ვარიანტში უნდა დააგროვო და კაი ხნის მერე გაყიდო, ეხლა რო 1000 დოლარი ღირს ეთერი შემოდგომაზე 5000 ეღირება და იმ ჩადებულ ფულს ათამაგად ამოიღებ ერთიანად Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eolsori Posted February 7, 2018 Share Posted February 7, 2018 1 hour ago, Feintz said: ნანოპულზე ვარ ზეკს ვშოულობ 7870ით nanopool-ის ნაცვლად ეს გამოიყენე https://zcash.miningpoolhub.com/ და EWBF მაინერის ნაცვლად dstm შედარებით უკეთესი შედეგი გექნება. 1 hour ago, Feintz said: მინიმუმ 0.01 ზეკს რიცხავს რაც დღევანდელი კურსით $3.80 უდრის მე რომ დავიწყე 7$ -ზე მეტი იყო :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Eip Ococh Posted February 7, 2018 Share Posted February 7, 2018 9 hours ago, eolsori said: შორეულ პერსპექტივაში ვიდეო კარტას უფრო მომგებიანად და ნაკლებ სარისკოდ თვლის ხალხი. შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ წარმოვიდგინოთ,: კიდევ რამდენიმე დიდმა ქვეყანამ და წამყვანმა მსოფლიო ბანკებმა ერთიანად უარი რომ თქვან კრიპტოვალუტაზე ამას მოყვება გლობალური პანიკა და ისედაც საგრძნობლად შემცირებული ფასები კიდევ მეტად დაიკლებს. თუ ეს კლება ხანგრძლივად გაგრძელდა უამრავი გამოუცდელი დაიწყებს ვალუტის გაყიდვას, რაც კიდევ მეტად დასცემს ფასს და მერე იგივე გამოუცდელი ხალხი მასობრივად დაიწყებს თავისი მაინერების გაყიდვას. ვიდეო კარტებს გეიმერები დაეწაფებიან. იმიტომ რომ ამ მაინინგმა ყველანაირი ნორმალური კარტა დეფიციტური გახადა. ანუ ვიდეო კარტების შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა ფასების სერიოზული კლება და ეს asic მაინერები ვის უნდა შეტენო? შეიძლება ამოიღო გადახდილი თანხა, კიდევ ზედ მოგებაც დაამატო და შემდეგ მაინც სარფიანად გაყიდო, მაგრამ ყველა ვერ მოასწრებს ამას, რადგან ალღო და პროგნოზირების უნარი უნდა. რთულ და გაურკვეველ მომენტებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება კი ერთეულებს ახასიათებთ მხოლოდ. თან რამდენიმე Asic მაინერმა არ გაამართლა. მე პირადად ვერ ვენდობი, თუმცა ჩემი აზრი ნაკლებ მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ მეც დამწყები ვარ. ამიტომ ვიყენებ მხოლოდ ერთ კარტას, რომლის საფასურის ნახევარიც უკვე თვითონვე ამოიღო, თუმცა არა მაინინგით. ანუ შენც უნდა დაიტაცოო ყურადღებით უნდა იყო, უნდა უდარაჯო და სხვებს მოასწრო, თორე ხალხი მარტო ვიდეო კარტების ყიდვა-გადაყიდვით კი არა ორდერების გაყიდვით შოულობს ფულს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოიდგინე რამდენი ადამიანი მიჩერებია საიტებს როდის დადებს მწარმოებელი ახალ კარტებს. ეგ რამდენი ხნის ამბავია მერე? მაგის შანსი რო ეგრე ლოგიკურად მოხდეს ყველაფერი ორივემ ვიცით რო ძალიან მცირეა, ეხა რო დაეცა კრიპტოების ფასი გარკვეულწილად ჩინეთს დაბრალდა და ასე შემდეგ და კივნახეთ დღეს ცოტა მოიხოდნენ, ხოლო ვიდეო-კარტას რაც შეეხება მაგ ყველაფერს ხო დროუნდა? შესაბამისად ენვიდია და ეიემდი იმის ჩიტები არიან ვიდეო-კარტები აღარ დააფდეითონ? რა თქმა უნდა - არა. ასე რომ მე რო მკითხო ჩემი მწირი მოსაზრებით, და კიბატონო შეიძლება ვცდები და კიდევ უფრო ვეცდები ამ სფეროში გავერკვიო მე პირადად მაინერს ვიყიდდი და ვიდეო-კარტებში არ გავაკეთებდი ინვესტიციას. 7 hours ago, david_888 said: ვის რაღად უნდა მერე შენი მაინერი, გამოსვლიდან მაქსიმუმ 3-4 თვეა ხოდზე მერე კაპიკია მაგის ფასი, პირველ ბაჩზე უნდა იყიდო თანაც ისე რო დროზე ჩამოგივიდეს ტორე შეიძლება გადახდილი თანხაც ვერ ამოიღო @kloud ნუ ითვლი ოყველთვიურით, იჯარას კი არ იღებ, შეიზლება ისე დაეცეს კურსი 3-4 თვე საერთოდ არ ქონდეს გაყიდვას აზრი და ისედაც, ყველა ვარიანტში უნდა დააგროვო და კაი ხნის მერე გაყიდო, ეხლა რო 1000 დოლარი ღირს ეთერი შემოდგომაზე 5000 ეღირება და იმ ჩადებულ ფულს ათამაგად ამოიღებ ერთიანად ვერ დაგეთანხმები, აგერ S9 და L3 ები რამდენი ხანია მუშაობს? კი ააფდეითებენ და ათას მაიმუნობას უშვებიან, მაგრამ ამავდროულად ანახლებენ ბარათებს ვიდეო-კარტის მწარმოებლებიც. გაყიდვას რაც შეეხება ვახსენე უკვე რო ფერმა ვისაც აქვს დიდი სიამოვნებით იყიდის შენ მაინერს თუნდაც ნახმარს კარგ ფასში. აი ვიდეო-კარტის შემთხვევაში მართლა გეიმინგისთვის თუ გამოიყენებ, უცხოეთში გასაგები პირობების გამო ნახმარს დიდად არ ეტანებიან საქართველოსგან განსხვავებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted February 8, 2018 Share Posted February 8, 2018 @Eip Ococh აი შენ იყიდე და მერე დამეთახნმები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 8, 2018 Share Posted February 8, 2018 ვითომ ეგ ანტიმაინერები იმდენივე ხანი ძლებენ როგორც ვიდეოკარტები, მე არ მქონია შეხება მაგრამ რატომღაც მგონია რომ უფრო ადვილათ შეიძლება გაძვრეთ სული ლონგ რანში ვიდრე კარგათ აწყობილი მაინინგის სბორკას + ეგეთის გაყიდვა ყოველთვის შეიძლება ნახევარ ფასათ მაინც და ჩადებული ფულის ნაწილობრივ ამოღება მაინც, ეგ თუ მთლათ მოეღო ბოლო ბიტკოინის კურს და ყველაზე ცუდი პროგნოზები თუ გამართლა და ეგ თუ მოხდა ვინ მოგცემს ნახევარსაც მაინც მაგ ანტიმაინერში + მანდ სულ რამდენიმე რამის მაინინგი შეიძლება, როცა ვიდეოკარტებზე საკმაოთ დიდი არჩევანია ალტკოინების და შეგიძლია ლუბოი დროს შეცვალო სტრატეგია https://www.crypto-coinz.net/crypto-calculator/ მოკლეთ მანდ ათასნაირი ვარიანტი არსებობს, ზოგი აგროვებს და ელოდება კურსის მომატებას რომ მერე გაყიდოს მოგროვილი კრიპტოვალუტა მაღალ ფასებში, ზოგი ყოველთვიურათ კესში ახურდავებს და არ ინახავს, ანტიმაინერით კი სულ 2-3 ვალუტას ამაინინგებ და მორჩა და სტრატეგიაც სულ რამდენიმე შეგიძლია აირჩიო, მე მაინც კარტებით მაინინგს ავირჩევდი ეხლა რომ ვიღებდე რამდენიმე $ სბორკას, ბოლო-ბოლო ერთი კარტა შემიძლია სულ მუქთათ დავიტოვო 1 წლის შემდეგ თავისას რომ გამოიმუშავებს და მოგებაში წავა უკვე და ეგეთი ისე შეიძლება ვერც კი მეყიდა ეხლა ისეა გაძვირებული კარტები, მაინც კარტებით მაინინგი უფრო ნაკლებათ სარისკოა ვიდრე ანტიმაინინგით მთლიან ჯამში, რა თქმა უნდა თუ კარგათ განვითარდა მოვლენები შენ როგორც გეგმავდი ორივე ვარიანტი მომგებიანი იქნება მაგრამ თუ ის ვერ მიიღე რასაც ელოდებოდი ანტიმაინინგის შემთხვევაში უფრო ბევრ ფულს დაკარგავ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted February 8, 2018 Share Posted February 8, 2018 @George ბიტკოინის სულის გაძრობა არაა საჭირო, ასიკში 3000$-ს რო გადაიხდი 4-5 თვეში 1000 დოლარადაც ვერ გაყიდი ახალ ბაჩზე პირველ თვეს რო 4000$-ს წერს მეორე ტვეს უკვე 2000$-ს წერს მესამე თვეს 1000$-ს და მერე 4-ე 5-ე თვეს ჩამოდი 100 დოლარზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kloud Posted February 8, 2018 Author Share Posted February 8, 2018 მოკლედ სანამდეც დავინტერესდებოდი მაინინგის თემით მაგარი სკეპტიკურად ვუყურებდი ამ თემას და რო წავიკითხე რაღაც ინფორმაცია და რჩევებს გადავხედე მივხვდი რო მართალი ვიყავი. საჭიროებს საწყის კაპიტალს და გამომუშავებული კოინების კურსი როდის როგორი იქნება ღმერთმა იცის ასე რომ გამართლებაზეცაა დამოკიდებული შენი მოგება რამდენი იქნება. ამასთან ყველაფერში კარგად რო გაერკვე მაგასაც ბევრი ინფორმაციის მოძიება უნდა როგორც ჩანს. თან სულ უნდა დაუკვირდე კოინების ბირჟას და სიახლეებს რო მიხვდე როდის იყიდო როდის გაყიდო და ა.შ. პირადად მე ამას მირჩევნია ჩემ სპეციალობაში გავეკრვე უფრო სიღრმისეულად და ის დრო რაც მაინინგში გარკვევაში დამჭირდებოდა, გამოვიყენო ცოდნის გაღრმავებაში. დატვირთვასთან შედარებით იდეალური შემოსავალი მაქვს და არ მინდა აუტკივარი თავი ავიტკიო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 8, 2018 Share Posted February 8, 2018 ხოდა არ ვარგებულა ესე იგი, ეგ გაფუჭებაზე ცუდია დაჟე თუ ეფექტურობას კარგავს ლონგ რანში, ვიდეოკარტებზე ეგეთი დასირებები არ უნდა ჭირდეს, მანდ ან მუშოაბს გამართულათ ან არა უკვე ჩიპი რომ გაუბერავს, kloud საკმაოთ ბევრნაირი ალტერნატიული ვარიანტი არსებობს, მარტო ზეკზე-ეთერზე და ნაისჰაშზე მაინინგი არა, ამიტომ რომ დაეცეს მოგება მაგეებზე შეგიძლია სხვა რომელიმე ნაკლებათ ცნობილი კოინი მოძებნო და მაგაზე ამაინინგო სანამ ეგეთი მომგებიანი იქნება, აი აქ შეიძლება საშენო ვარიანტის პოვნა https://www.crypto-coinz.net/crypto-calculator/ ლოლ ბულვარკი უდარშია დღეს რაღაც, ან რაღაცამ გაუბერა ან 350$ აკეთებს დღეში 6 ცალ GTX1070Ti-ზე, ეგეთი ვაბშე შესაძლებელია თუ კურსმა მოიმატა რეზკათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 9, 2018 Share Posted February 9, 2018 ASIC-ზე ასეთი სიტუაციაა - როცა ახალ ალგორითმზე გამოდის ASIC, მაგალითად D3 რომ გამოვიდა X11 ალგორითმისთვის, ან A3 რომ გამოვიდა Blake2b-სთვის, მაშინ საშინელებები ხდება. პირველ ბეტჩებსაც კი უჭირთ თავისი თავის ამოღება, რადგან ეისიკების დიდი რაოდენობით ჩართვა იწვევს ქსელის სირთულის და ჰეშრეიტის უდიდეს გაზრდას, შესაბამისად, გამომუშავება მცირდება ყველასთვის. დ3-ც და ა3-იც პირველი გათვლებით წერდა 300-400$-ს დღეში, ჩამოსვლის პირველივე დღიდან კი მათი მოგება მცირდებოდა ყოველდღე 10-ეულობით $-ით. საბოლოოდ, დ3 ჩამოვიდა 3-4$-ზე და თავისივე დენის ხარჯის ამოღებაც კი უჭირდა, ა3-იც ეგრე იქნება აუცილებლად. რაც შეეხება ბიტკოინის მაინერებს, ამ შემთხვევაში ბიტკოინის ქსელი უზარმაზარია და ახალი მაინერების გამოსვლას არ აქვს ძალიან რადიკალური გავლენა სირთულესა და გამომუშავებაზე. მაგალითად, S9 უკვე წელიწადნახევრის პროდუქტია და კიდევ მომგებიანია. როცა აიწევს ბიტკოინის კურსი, ისევ საკმაოდ მომგებიანი იქნება. ბიტკოინის მაინინგის შემთხვევაში უფრო კურსზე ვართ დამოკიდებული ამიტომ. + მეორე საკითხიცაა, კონფიგურაციის სირთულე. აისიკს არაფერი არ უნდა, იყიდე, ჩამოიტანე, კაბელი შეურჭე, პულის ინფო გაწერე, მზადაა - ფულს წერს. ანუ დამწყებებისთვის უფრო ადვილია. ვიდეო დაფებს კი მეტი სქილი სჭირდება. სისტემაც უნდა დააყენო, საჭირო მაინინგ სოფტები გამართო, მაქსიმუმის გამოსაწურად ოვერქლოქინგია საჭირო, AMD-ზე ბიოს მოდინგები და ა.შ. სამაგიეროდ, ვიდეო დაფების დიდი პლიუსია ბევრი ალტერნატივა. ერთი ქოინი ვერ გამოიმუშავებს, მეორეზე გადართავ, მესამეზე და ა.შ. ოხრად ალგორითმებს ითვლის GPU-ები. უბრალოდ, მინუსი ისაა, რომ ცოტა მეტი ინვესტიცია უნდა ASIC-თან შედარებით, ღირებულების ამბავში და ცოტა მეტი სქილი იუზერისგან. დანარჩენი პლიუსებია. + ჰარდს იყენებ გეიმინგისთვისაც უპრობლემოდ და მერე გაყიდვადიცაა გაყიდვა რომ მოგინდეს. ძველ ეისიკს კი არავინ იყიდის. იაფი/უფასო ელ. ენერგია გინდა მერე რომ ძველი ეისიკები ისევ მომგებიანი იყოს და რამეში გამოიყენო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kloud Posted February 9, 2018 Author Share Posted February 9, 2018 მე ვერაფრით დავიჯერე ასეთი რამ მაგრამ მაინც მინდა გაგიზიაროთ, თქვენ უფრო გარკვეულები ხართ: ამასწინათ ვიღაც მელაპარაკებოდა რო 9600GT-თი შეილება დანამედროვე ძვირადღირებულ ვიდეოკარტებზე უფრო მეტი გამოიმუშავოო მაინინგზე თუ ბიოს დაამოდინგებ და რაღაც ძველი ვერსიის მაინერ პროგრამას გამოიყენებო, მაგრამ დრაივერი გჭირდებაო ვიდეოსი, რომელიც დეფოლტზე არაა ამ ვიდეოსთან თავსებადი, მაგრამ მინახავსო რო ვიღაცებს ზუსტად ეგ ახალი ვერსიის დრაივერი უყენიათო ამ ვიდეოკარტაზე. ვიციო კიდე ვიღაც ტიპები ვინც მასე ჩალიჩობენო მაგრამ არ მეუბნებიანო როგორ გავაკეთოო. მე რატომღაც ფანტასტიკის სფერო მიმაჩნია, მასე რო იყოს ვინ დახარჯავდა ათასებს ახალ ვიდეოებში? მაგრამ ისეთი დარწმუნებული მეუბნებოდა რავი მაინც გადავწყვიტე გაგიზიაროთ ეგ ამბავი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted February 9, 2018 Share Posted February 9, 2018 1 hour ago, kloud said: ფანტასტიკის სფერო მიმაჩნია ეგეც კი არ არის :დ ფიზიკურად შეუძლებელია ეგეთი რამე, იმდენად სუსტი GPU აქვს 9600 GT-ს. უბრალოდ სპეციფიკაციები რომ შეადარო, სადღაც ქვესკნელშია, ვერც კი გაუშვებს დღევანდელი ალგორითმების აბსოლუტურ უმეტესობას. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted February 9, 2018 Share Posted February 9, 2018 ეგ რაღაც მართლა არარეალური მითია, შეიძლება მაგას სხვამ უამბო, ვინც ერკვევა კარგათ მაგ სფეროში და ზოგადათ ვიდეოკარტებში ეგეთ რამეს არც მიაქცევს ყურადღებას და უბრალოთ გაეცინება, ეგ ეგეთივე სიცრუეა ვინმემ ეხლა რომ გითხრას რომ მაგ კარტით 1080P ბოლო იგრებს ჭედვების გარეშე უბერავს, უბრალოთ უმრავლესობა თამაში არც კი გაეშვება მაგ კარტაზე თამაშს რომ თავი დავანებოთ, მაინინგის ალგო კი საკმაოთ გრუზავს მაინც თანამედროვე ვიდეოკარტებს და 60-65 გრადუსის ფარგლებში უბერავენ ხოლმე საკმაოთ კარგი არარეფერენსები GTX1070+ მაინინგზე როცა ამუშავებ დატვიკვის შემდეგაც, რახან 100% პოვერ ლიმიტი მაინინგს არ ჭირდება ხოლმე როგორც წესი და 65-70% საკმარისია ხშირ შემთხვევაში, ეგ უკვე როგორ გაგიმართლებს და რა ალგოზე ამუშავებ, წესით 2000 სერიის ნვიდიას კარტებიც კარგი უნდა იყოს მაგ საქმისთვის და თუ ფული ჩამივარდა ხელში მაგ დროისთვის ეგრევე დავითრევ 4-5 ცალს მაინც სანამ ფასი რეზკათ აიწევდეს, რახან არა მგონია ნვიდიამ რამე კარდინალურათ შეცვალოს ფასების პოლიტიკაში ახალ სერიაშიც და ეგეთივე ფასებს დაადებს რაც 1000 სერიას ედო სულ თავიდან გაყიდვაში როცა გამოვიდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.