Jump to content

დაბალი წარმადობა რეტრო სისტემაზე


Recommended Posts

გაუმარჯოს,

ჰობად გავიჩინე ძველი "რეტრო" კომპიუტერები და მათი აწყობა/გამართვა

ახლობელმა მომცა თავისი ძველი სისტემა Sempron 3000+ პროცესორით (1.8 GHz, Socket 754) 2x512 MB DDR1 RAM და მალევე ვიშოვე ATI X800 ვიდეო AGP 8X-ზე, დედაპლატაა GA-K8VT800 (VIA-ს ჩიპსეტზე)

არც ისე რეტროა, მაგრამ 10+ წლისაა და ვიფიქრე Windows 2000 დავაყენებთქო (WinXP-ზე მაქვს "Retro" სისტემა თუმცა უფრო ახალი ჰარდით), Win98 მინდოდა, მაგრამ არ აქვს დრაივერები X800-ისთვის, კი მაქვს FX 5200 და Geforce 6200 კარტები AGP-ზე, მაგრამ ATI X800 გაცილებით ძლიერია (Geforce 6800 უწევდა ძლიერ კონკურენციას), თან კარგახანი ვეძებდი ნორმალურ ფასად რომ მეშოვნა და თითქმის უფასოდ ჩამივარდა ხელში თან Custom ქულერით, მოკლედ ამის გამო WIn2000 შევჩერდი

დავაყენე ყველაფერი, დავააპდეითე და ვცადე თამაშები 2004-2005 წლის, რაც ამ კონფიგურაციის სისტემამ უპრობლემოდ უნდა წაიღოს 800X600-ზე და ზემოთ, კერძოდ Far Cry (პირველი) და CoD2.

კი მიქვს 800X600-ზე მაგრამ წარმადობა მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები აქვს, 30 FPS ძლივს ადის CoD2 და 25-45 FarCry-ში, არადა ეს თამაშები გაცილებით სუსტ ვიდეოზე უკეთეს ფრეიმრეიტს აჩვენებენ (თუმცა პროცესორიც ძლიერია იმ შემთხვევაში)

შესაძლოა პროცესორი ალიმიტებდეს, მაგრამ წესიერად ეგეც ვერ გავიგე, არ ვიცი პროგრამა რომელიც იმუშავენს Win2000-ზე როგორც Afterburner მაგალითად რომ მიჩვენოს თამაშისას CPU/GPU დატვირთვა, ერთი მონიტორინგის პროგრამაა რომელიც კარგ გრაფიკებს მაჩვენებს, თუმცა არ აქვს ოვერლეი თამაშზე და რაც დავაკვირდი სწრაფად რომ გავთიშავ ან ჩავკეცავ თამაშს პროცესორის მაქსიმალურ დატვირთვას აჩვენებს, თუმცა არ მაქვს GPU-ს გრაფი რომ შევადარო

AIDA 64 კი ირთვება, მაგრამ ოვერლეი არც მაგას აქვს თუ არ ვცდები

 

კიდევ ერთი უცნაურობა, AGP სიჩქარეს დრაივერში 0X მიჩვენებს (არააქტიურია) და სლაიდერის შეცვლის და რესტარტის მერე ისევ 0X-ია, ასევე არ იმუშავა PowerStrip-დან შეცვლამაც, თუმცა BIOS-ში 8X სიჩქარეზეა და AIDA 64 და GPUz-იც მიჩვენებენ 8X-ს

ნუ 6200-თან შედარებით Futuremark-ის 3DMark 2000-მა და 2001-მა 2X წარმადობა აჩვენა X800-ზე

ცოტა ხანში Atlon 64 3200+ მექნება, ის 2.2 GHz სიხშირეზეა და ქეშიც მეტი აქვს და SSE3 ინსტრუუქციის მხარდაჭრა, საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობა უნდა იყოს Sempron 3000+-ზე და მაშინ ვნახავ თუ მოიმატებს FPS, 

სხვა მიზეზს ხომ არ ფიქრობთ რისი ბრალი შეიძლება იყოს?

 

P.S: ერთი ქვეგანყოფილება ხომ არ იქნება კარგი რეტრო ჰარდს რომ ქონდეს?

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

პროცესორია ლიმიტზე თუ ვიდეო მაგის გაგება ასეც შეიძლება:

გაქვს კონკრეტლ პარამეტრებზე 30 კადრი
უმატებ გრაფიკის პარამეტრებს
თუ კადრთა რაოდენობა ოდნავ იცვლება ან უცვლელი რჩება, ესეიგი ვიდეო რესურსი დარჩენილი აქვს და საქმე დიდი ალბათობით პროცესორშია
ან თუ არის საშუალება პარამეტრების კიდევ უფრო დაწევის დაუწევ, თუ არ მოემატა კადრთა რაოდენობა ეგეც პროცის ლიმიტზე მიანიშნებს

Link to comment
Share on other sites

გაიხარე

ეგეც ვიფიქრე, მაგრამ მაგასაც დაკვირვება უნდა რადგანაც გრაფიკის ზოგი პარამეტრი CPU-ზე უფროა დამოკიდებული პირველ რიგში

მაგალითდ ფიზიკა და სხვა Particle effect-ები,  დეტალიზაცია ძირითადად ჯერ CPU-მ უნდა დაამუშაოს რომ გადასცეს GPU-ს გამოსახულების რენდერისთიის, კი შეიძლება შერჩევა პარამეტრების, მაგრამ მაინც ლაივ მონიტორინგი ჯობია.

რეზოლუციის დაკლებით მოიმატა კადრებმა , მონიტორი მაქვს 1600X1200 და თამაშის რეზოლუცია ჩამოვწიე 800X600-ზე და გაორმაგდა თითქის კადრები, ეს თითქოს GPU-ზე დამოკიდებულებას აჩვენებს, მაგრამ სხვადასხვა რევიუები რაც ვნახე და ბენჩმარკები, X800-მა უპრობლემოდ უნდა გაუშვას ორივე თამაში 1600X1200-ზე კარგი FPS-ით

არადა მეორე მხრიც COD2-iბენჩმარკი ვნახე, სადაცAMD-ს  Atlon-ის High End პროცესორზე 2,8Ghz-და 1.6 ზე ჩამოსვლით 2-3 კადრით შემცირდა მარტოო.

ამ თამაშების რეკომენდირებულ მონაცემეშიც ვჯდები აშკარად ....

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, gio_kiborg said:

თამაშის რეზოლუცია ჩამოვწიე 800X600-ზე და გაორმაგდა თითქის კადრები, ეს თითქოს GPU-ზე დამოკიდებულებას აჩვენებს

წესით ეგრეა
პროგრამა თუ არაფერი დგება მაშინ უფრო ძლიერი პროცი და ვიდეო გჭირდება, მიარჭო სათითაოდ და დააკვირდე შედეგს :) 

Link to comment
Share on other sites

X800-ზე ძლიერი AGP ვიდეობარათის მხარდაჭერა არ აქვს WIn2000-ს :( სხვა მაზერზე PCI-Ex-ზეც ვცადე ადრე შედარებით თანამედროვე კვადრო ბარათი, რომელსაც დრაივერები Win98-ისთვისაც კი აქვს, მაგრამ საშინელი გრაფიკუული წარმადობა ქონდა და ფაქტიურად გამოუსადეგარი იყო...

(ნუ Geforce 6800 და ATI X850 მაგრამ დიდად არც ეგენი ჯობია)

საერთოდ ვფიქრობ WinXP ხომ არ ვსინჯო წარმადობის შესამოწმებლად და ვნახო რომელი ალიმიტებს

ყოველ შემთხვევაში ჯერ Atlon 64 3200+ დაველოდები, ესეც ამ სოკეტზე ერთ-ერთი ტოპ CPU-ა (3400 არის კიდევ, მაგრამ სიხშირე აქვს ცოტა მეტი მხოლოდ)

 

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ჩამოვიდა 3200+, დავაყენე XP IDE ვინჩესტერზე და წარმადობა ახლა ნორმალურია, მაგრამ მაგალითად CoD2 directx error-ს მაძლევს, მხოლოდ Software render რეჟიმში მუშაობს, მაგრამ ორიგინალი Far Cry 1600×1200 35-40 FPS უბერავს

მერე რატომღაც ვიდეოს გაწმენდა მოვინდომე, გავწმინდე, ახალი თერმოპასტა წავუსვი, ახლა არტეფაქტები გაუჩნდა, ხან გამოაქვს გამოსახულება, ხან არა, ზოგჯერ არ აქვს არტეფატები, ფურმარკი გავუშვი და ვიდეო 48 გრადუსზე მეტად არ გახურებულა, (თუმცა გმთლიან გამოსახულებას არტეფაქტები ქონდა მონიტორზე, არა მარტო რენდერს)....

Link to comment
Share on other sites

გამტარი პასტა ხომ არ გამოიყენე და კრისტალს გარშემო კონტაქტებზე გადავიდა?

მე უფრო მგონია რადიატორი უხეშად დაუჭირე და ჩიპს ზედმეტად დააწვა
მოხსენი რადიატორი, მოაშორე პასტა და ისე ჩართე, ხელი გეჭიროს ჩიპზე, წესით სანამ გახურდება და დაგწვავს სურათის გამოტანას მოასწრებს და ნახავ აქვს თუ არა არტეფაქტები

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

გაიხარე! მგონი გასწორდა

თერმოპასტა წესით არ უნდა ყოფილიყო გამტარი (deepcool z5) თუმცა ბლომად მომსვლია GPU-ს შემოგარენში ქნდა ბლომად გამოსული, რამდენიმე vram ბანკზეც, გავწმინდე, ნაკლები წავუსვი ახლა, გადაჭერითაც ხელით გადავუჭირე,  furmark-ზე 46 მდე ავიდა, ახლა ATI Tool-ით ვარაზგონებ CPU Clock-ს (Memory-ზე ისედაც მაღალი სიხშირე და Bandwidth აქვს AGP-სთვს) და 425-დან 480-ზე ავიდა არტეფაქტების გარეშე...

მოკლედ გასწორდა ყველაფერი მგონი, CPU-ს რაზგონსაც ვსინჯავ და დასრულებული რეტრო სისტემა მექნება ძველი თამაშებისთვის

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.