eolsori Posted January 4, 2018 Posted January 4, 2018 Unknown Display და ეკრანის გაფართოების ( რეზოლუციის ) პრობლემა ლინუქსის დისტრიბუტივებზე არახალია და ბევრისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხიცაა. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ჩემთვის, რადგან ლინუქსთან პირველი შეხება მქონდა დაახლოებით 2011-2012 წლებში და მას შემდეგ რამდენი დისტროს რამდენი ვერსია გამოვიცვალე ( Ubuntu, fedora, Opensuse, Manjaro, Linux Mint, Sparky linux, Debian ) , მაგრამ ხანგრძლივად ვერცერთი ვერ ვიგუე, რადგან თითოეულ მათგანზე გამოსახულება უჩვეულოდ დიდი და მეტად უსიამოვნო შესახედაობის იყო, რაც დიდი ხნის განმავლობაში მონიტორის ტექნიკური პრობლემა მეგონა ( გარკვეულწილად ასეცაა ). პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: როგორც ახლად დაყენებულ, ასევე ბოლომდე და უახლესი დრაივერებით განახლებულ სისტემაზე მონიტორის ძირითადი გაფართოება იყო 1024 x 768 ( 4:3 ) და კიდევ ორიოდ სხვა რეზოლუცია, რომლებიც ერთმანეთზე უარეს გამოსახულებას იძლეოდა. ეს მაშინ, როცა მონიტორის ( ჩემ შემთხვევაში LG FLATRON W2243S ) ნორმალური რეზოლუციაა 1920 x 1080 ( 16:9 ) უფრო თვალსაჩინო რომ იყოს შედარებისთვის არასწორი და ნორმალური რეზოლუციის სქრინები ასე გამოიყურება: აღნიშნული პრობლემა უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. მიზეზი შეიძლება იყოს დაზიანებული ან ზოგადად ჩვეულებრივი მუშა VGA კაბელი, მონიტორის ტექნიკური პრობლემა, არასწორი დრაივერი და ა.შ. ხშირად გრაფიკის უახლესი დრაივერის დაყენება მარტივად აგვარებს საკითხს და პრობლემაც გადაჭრილია, მაგრამ არის შემთხვევები ( როგორც ჩემ შემთხვევაში ) , როდესაც VGA კაბელის გამოცვლა არ შველის. DVI ან HDMI პორტები კი ძველ მონიტორებს ( მათ შორის არც ჩემ W2243S-ს ) არ აქვს. დრაივერის განახლებაც არ შველის, Custom Resolution-ის დამატების არცერთი მეთოდი არ მუშაობს, ხოლო ახალი მონიტორის შეძენა კი საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა, თუმცა ერთ-ერთ საშუალებად ესეც შეიძლება განვიხილოთ . მეც სწორედ ეს რჩევა მომცეს, როცა არაფერმა შედეგედი არ გამოიღო... მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს თუ გამოსვლა გინდაო და თურმე საკმაოდ მარტივიც ყოფილა. ამ თემას ვხსნი იმ მიზნით და იმედით, რომ ჩემნაირი პრობლემით ლინუქსის დამწყები ქართველი მომხმარებლებიდან სხვებიც იქნებიან ( ერთი ვიცი ახალი მონიტორი უყიდია ამ მიზეზით) და იქნებ ტეგების საშუალებით მოაგნონ... ეს მეთოდი დატესტილი მაქვს შემდეგ ნაწილებსა და დისტრიბუტივებზე: GPU: Nvidia GTS-450 Monitor: LG FLATRON W2246S OS: Fedora, Ubuntu, Debian, Linux Mint პირველ რიგში აუცილებელია გვეყენოს ჩვენი ვიდეო კარტისთვის განკუთვნილი უახლესი დრაივერი. უბუნტუს და მინიტის შემთხვევაში nouveau დრაივერის ნაცვლად Nvidia-ს დრაივერის დაყენება უმარტივესია Software & Updates -დან Additional Drivers-ის საშუალებით. ფედორას შემთხვევაში გრაფიკის დრაივერის დასაინსტალირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ [ ეს მეთოდი ] ან სხვა თქვენთვის უფრო მარტივი და მისაღები მეთოდი. მე პირადად ზემოთ აღნიშნული მეთოდი რამდენჯერმე დავტესტე და უპრობლემოდ დაყენდა. 1) გრაფიკის დრაივერის წარმატებით დაყენების შემდეგ უნდა გავუშვათ შემდეგი ბრძანება root ( root-დან და არა sudo-ს გამოყენებით ) უფლებით nvidia-xconfig რის შედეგადაც შეიქმნება xorg.conf ფაილი /etc/X11 დირექტორიაში ანუ /etc/X11/xorg.conf 2) რომელიმე ტექსტური რედაქტორით ისევ root-დან ვარედაქტირებთ /etc/X11/xorg.conf ფაილს შემდეგი ბრძანებით: gedit /etc/X11/xorg.conf ან nano /etc/X11/xorg.conf. ან ნებისმიერი სხვა ტექსტური რედაქტორით. მე პირადად nano-ს gedit მირჩევნია, რადგან უფრო მეიოლება. გაიხსნება ტექსტური ფაილი, რომელშიც უნდა დავარედაქტიროთ Section "Monitor" -ში HorizSync და VertRefresh 21 დიუმიანი მონიტორის შემთხვევაში, რომლის ნორმალური გაფართოებაც 1920X1080 -ია ( თუმცა სხვებზეც უნდა იმუშაოს ან სხვა რიცხვებს ცდით ) HorizSync და VertRefresh -ის გასწვრინ უნდა ჩავანაცვლოთ შემდეგი მონაცემებით: HorizSync 30.0 - 82.0 VertRefresh 56.0 - 76.0 3) აღნიშნულ ცვლილებას ვინახავთ და ვარესტარტებთ X server-ს Ubuntu Unity-ის შემთხვევაში შემდეგი ბრძანებით: sudo systemctl restart lightdm.service Spoiler Default Ubuntu (with LightDM) sudo restart lightdm Gnome (with GDM) sudo restart gdm KDE (with KDM) sudo restart kdm Note: From 12.10 to 15.04, Kubuntu also uses LightDM. For MDM (e.g. for Mint Cinnamon) sudo restart mdm Note: on systems with systemd (Ubuntu 15.04 and newer) Default Ubuntu (with LightDM) sudo systemctl restart lightdm.service KDE (with SDDM) sudo systemctl restart sddm.service 4) ვამატებთ სასუველ გაფართოებას. ამ შემთხვევაში 1920X1080 ტერმინალში ვწერთ: cvt 1920 1080 60 მივიღებთ ასეთ შედეგს: 1920x1080 59.96 Hz (CVT 2.07M9) hsync: 67.16 kHz; pclk: 173.00 MHz Modeline "1920x1080_60.00" 173.00 1920 2048 2248 2576 1080 1083 1088 1120 -hsync +vsync ამის შემდეგ ტერმინალში ვწერთ შემდეგ ბრძანებას: xrandr --newmode "1920x1080_60.00" 173.00 1920 2048 2248 2576 1080 1083 1088 1120 -hsync +vsync 5) სანამ ბოლო ბრძანებას გავუშვებთ ჯერ უნდა გავიგოთ ჩვენი მონიტორის ID ამიტომ ტერმინალში ვწერთ ამ ბრძანებას xrandr და მიღებულ შედეგში ვამოწმებთ როემლზე გვიწერს, რომ დაკავშირებულია. ჩემ შემთხვევაში არის DVI-I-0 disconnected და VGA-0 connected, მაგრამ შეიძლება პირიქითაც იყოს. ანუ ჩემი მონიტორის ID არის VGA-0 , მაგრამ სხვის შემთხვევაში შეიძლება იყოს DVI-I-0 შესაბამისად ჩემ შემთხვევაში ფინალური ბრძანება, რომელიც ტერმინალით უნდა გავუშვათ ასეთია: xrandr --addmode VGA-0 "1920x1080_60.00" მაგრამ DVI-I-0 -ის შემთხვევაში იქნება ასეთი: xrandr --addmode DVI-I-0 "1920x1080_60.00" ამის შემდეგ უკვე NVIDIA X SERVER Settings -ის აპლიკაციაში ან თუნდაც Display-ში სხვა რამდენიმე რეზოლუცია, მათ შორის ჩვენი მონიტორის ნორმალური რეზოლუციაც გამოჩნდება და შევძლებთ ავარჩიოთ. თუმცა ყოველ ჯერზე ხელახლა რომ არ შევიდეთ Display -ში ნორმალური გაფართოების ასარჩევად საჭიროა, რომ ეს ცვლილებები შევინახოთ. შენახვის მეთოდი სხვადასხვა დისტროზე განსხვავებულია. 1 4 1 Quote
eolsori Posted January 4, 2018 Author Posted January 4, 2018 წყარო და დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე 1 Quote
მათე Posted January 4, 2018 Posted January 4, 2018 4 hours ago, eolsori said: წყარო და დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე ბევრს დაეხმარება პრობლემის მოგვარებაში. მადლობა თემისთვის! Quote
eolsori Posted January 5, 2018 Author Posted January 5, 2018 11 hours ago, მათე said: ბევრს დაეხმარება პრობლემის მოგვარებაში. მადლობა თემისთვის! იმედი მაქვს, რომ დაეხმარება. რაც დრო გადის ლინუქსის პოპულარობაც იმატებს და შესაბამისად ეს პრობლემაც ბევრისთვის გახდება აქტუალური. მე პირადად რაც რეზოლუცია გავასწორე ჯერ Dual boot-ზე ვამუშავებდი ხანგრძლივად და ახლა უკვე მარტო ლინუქსი დავტოვე. Quote
kapan_gio Posted November 5, 2018 Posted November 5, 2018 მე მქონდა ანალოგიური პრობლემა 2 სამსუნგის 1 ტიპის მოდელებზე. რეზოლუცია ქონდათ სხვადასხვა დანარჩენად ერთი ჯიშის. მინტზე მინდოდა გამესწორებინა ეს ყველაფერი თუმცა ამაოდ, არაფერმა უშველა და შევეშვი. შემდეგ ჯერზე ვცდი კიდევ ვნახოთ რა გამოვა. Quote
eolsori Posted November 5, 2018 Author Posted November 5, 2018 11 hours ago, kapan_gio said: მე მქონდა ანალოგიური პრობლემა 2 სამსუნგის 1 ტიპის მოდელებზე. რეზოლუცია ქონდათ სხვადასხვა დანარჩენად ერთი ჯიშის. მინტზე მინდოდა გამესწორებინა ეს ყველაფერი თუმცა ამაოდ, არაფერმა უშველა და შევეშვი. შემდეგ ჯერზე ვცდი კიდევ ვნახოთ რა გამოვა. ყველაზე მარტივი გამოსავალია HDMI კაბელი ან HDMI to VGA ადაპტერი. ჩემ LG -ის მონიტორზე რამდენი ლინუქსს დავაყენებდი იმდენი წვალება მიწევდა რეზოლუციის გასწორებაზე, მაგრამ ნორმალური ვიდეოკარტა რომ ჩავსვი და HDMI კაბელი გამოვიყენე თავისით გასწორდა. Quote
kapan_gio Posted November 6, 2018 Posted November 6, 2018 პრობლემა რაშია GT 430 მაქვს, როცა HDMI პორტზე ვაერთებ გადამყვანს VGA სთვის მონიტორზე Windows ზე ეკრანი ცანცარებს ვერაა ძრავზე რა. გადამყვანი მუშაობს სხვაგან ვცადე გამოყენება არაქვს პრობლემა, უფრო ვიდეოს ბრალი მგონია. VGA პორტზე 1 მონიტორი დავაერთე და DVI პორტზე გადამყვანი VGA ზე. მოკლედ VGA>VGA, DVI > VGA მაქვს. HDMI მკვდარია ეგრე გამოდის. მეც ვატყობ რეზოლუციებზე წვალების გარეშე შედეგი არ მექნება სანამ ვიდეოს არ შევცვლი. Quote
სოსო Posted November 25, 2021 Posted November 25, 2021 გაუმარჯოს საუკუნეა ამ ფორუმზე აღარ ვყოფილვარ ჩემთან ეკრანის რეზოლუცია მუშაობს Linux Mint 20.2 Cinnamon დავაყენე ასე ერთი კვირაა და არ სკალირებს ზოგიერთი პროგრამა ანუ ძალიან წვრილი შრიფტით ჩანს არ სკალირებს მაგალითად google earth HPLIP პროგრამა კიდევ რამოდენიმეა პროგრამაა რა შეიძლება გავაკეთო? Quote
Fatal Fighter Posted November 29, 2021 Posted November 29, 2021 On 11/25/2021 at 8:36 PM, სოსო said: საუკუნეა ამ ფორუმზე აღარ ვყოფილვარ სამწუხაროდ იმედია ყველაფერი რიგზეა შენთან სოსო პრობლემას რაც შეეხება მე მართლა ვერ გეტყვი სოსო ბატონო რა უშველის 1 Quote
სოსო Posted November 30, 2021 Posted November 30, 2021 20 hours ago, Fatal Fighter said: სამწუხაროდ იმედია ყველაფერი რიგზეა შენთან სოსო პრობლემას რაც შეეხება მე მართლა ვერ გეტყვი სოსო ბატონო რა უშველის გაუმარჯოს, როგორ ხარ? მე ძალიან კარგად ვარ სამი წელია უკვე გერმანიაში ვარ ექიმად, ძალიან გაფუჭდა საქართველოში მდგომარეობა და გავიქეცი პრობლემა მოვაგვარე Font Selection და Text scaling Factor შეცვლით ზოგიერთ პროგრამებში მაინც წვრილი შრფტი რჩებოდა ეხლა Accessibility მანდ ჩავრთე Large text და ჭირვეულ პროგრამებში ფონტის ზომა გამიზარდა 1 Quote
Fatal Fighter Posted November 30, 2021 Posted November 30, 2021 6 hours ago, სოსო said: სამი წელია უკვე გერმანიაში ვარ ექიმად ძალიან მაგარია და ძალიან მიხარია სოსო ძია 6 hours ago, სოსო said: ძალიან გაფუჭდა საქართველოში მდგომარეობა და გავიქეცი სწორედ მოიქეცი, ფორუმის და ოვერქლოქინგის დრო უეჭველი არ გრჩება თორემ აქ მაინც იქნებოდი ხოლმე აქტიური 1 Quote
G1ORG1 Posted November 30, 2021 Posted November 30, 2021 სოსოს გაუმარჯოს, საქართველოში მდგომარეობა კი არ გაფუჭდა, გაფუჭებული იყო რაც თავი მახსოვს, ჩემი ძმაკაციც გამოიქცა გერმანიაში, ნეიროქირურგია, ჯერ უმცროს ექიმადაა, არადა განყოფილების გამგე იყო :დ 1 Quote
სოსო Posted December 1, 2021 Posted December 1, 2021 On 11/30/2021 at 4:43 PM, Fatal Fighter said: ძალიან მაგარია და ძალიან მიხარია სოსო ძია სწორედ მოიქეცი, ფორუმის და ოვერქლოქინგის დრო უეჭველი არ გრჩება თორემ აქ მაინც იქნებოდი ხოლმე აქტიური ნამდვილად აღარ მაქვს ოვერქლოქინგის დრო თუმცა მაგრა მენატრება ეგ დრო 21 hours ago, G1ORG1 said: სოსოს გაუმარჯოს, საქართველოში მდგომარეობა კი არ გაფუჭდა, გაფუჭებული იყო რაც თავი მახსოვს, ჩემი ძმაკაციც გამოიქცა გერმანიაში, ნეიროქირურგია, ჯერ უმცროს ექიმადაა, არადა განყოფილების გამგე იყო :დ გაუმარჯოს გიორგის როგორ ხართ რას შვებით? მაგრა მენატრება ხოლმე აქაურობა მაგრამ ვეღარ ვიცლი ქართველი ექიმები ყველა ეგრეა, მეც უმცროსი ექიმი ვარ ჯერ არ აღიარებენ ქართულ ლიცენზიას გერმანიაში თუმცა აპრობაციის გამოცდა ჩავაბარე და აპრობირებული ექიმი ვარ ანუ გერმანიის ნებისმიერ კლინკაში მაქვს აწი მუშაობის უფლება. იყო დრო მეც ვიყავი განყოფილების გამგე რეფერალურ ჰოსპიტალში თოდუას ცენტრის შენობაში რომ იყო დაიხურა მერე ეგ კლინიკა 2 Quote
G1ORG1 Posted December 1, 2021 Posted December 1, 2021 კარგად მადლობა, მშვენიერია, კარგი საქმე გაგიკეთებია, ეხლახანს გააკეთა აპრობაცია ჩემმა ძმაკაცმა და ეგეც მასეა, ეხლა უნდა სხვა ქალაქში გადასვლა, რავი თუ გადაეყარეთ ერთმანეთს, მამუკა გვენცაზე, იცოდე მე კი დიდიხანია შევეშვი ექიმობას. წარმატებები აბა 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.