Power_VANO

Apple iPhone 8, iPhone 8 Plus & iPhone X

Recommended Posts

...მე Microsoft Lumia 640 მქონდა, დიდი ხანი საკმაოდ და, როცა უკვე ნათელი გახდა, რომ MS ამ სისტემას კლავდა, ახალ სმარტფონზე დავიწყე ფიქრი. ან iPhone უნდა მეყიდა, ან Google Pixel (განახლებების გამო). Pixel 2 საშინლად არ მომეწონა, ამიტომ ვაშლი გავსინჯე და... მომეწონა.
ახლა ორივე მხარეს ვცხოვრობ - სმარტფონებში Apple-ის მხარეს, დანარჩენ მოწყობილობებში - Microsoft-ის მხარეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი iPhone 6-ის მერე დიდად არ შეცვლილა, Apple-ის დიდი უპირატესობა მისი პროცესორი და გრაფიკული ადაპტერია, რომელიც დღესაც ბაზარზე უკონკურენტოა.

iPhone 7-თან შედარებით სიახლეები ბევრი არაა, თუმცა არის რამდენიმე მნიშვნელოვანი:

  • ახალი პროცესორი - Apple A11 Bionic, რომელსაც ერთდროულად 6-ვე ბირთვის გამოყენება შეუძლია;
  • ახალი Apple-ის მიერ დამზადებული 3-ბირთვიანი გრაფიკული ადაპტერი;
  • ახალი ეკრანები - მიუხედავად იგივე გარჩევადობისა, ეკრანები განახლებულია და უკეთესი. + გაჩნდა TrueTone ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც ეკრანის განათებას გარემოს უხამებს (და ძალიან კარგია თვალებისთვის, მინდა აღვნიშნო);
  • ახალი OLED ეკრანი აქვს iPhone X-ს;
  • წონა - მინის ზურგის გამო ახალი სმარტფონები ოდნავ მძიმეა და ხელშიც უკეთ ზის. თუმცა მისი დაზიანება საკმაოდ ძვირი დაგვიჯდება;
  • ბატარეა - ზომები შემცირდა, თუმცა ტესტები აჩვენებს, რომ ახალი ჰარდვეარის გამო 8-ები უფრო მეტხანს ძლებენ, ვიდრე 7-ები (მე პირადად 8 მიძლებს ნორმალური გამოყენებისას 1.5-2 დღე თითქმის, რასაც Lumia 640-ზე ვერ ვახერხებდი, 1 დღე ძლივს მყოფნიდა);
  • უმავთულო დატენვა - Qi ტექნოლოგიით (გასაკვირია ხომ Apple-ისგან, არსებული ტექნოლოგია რომ გამოიყენეს?)
  • ახალი კამერის მოდულები
  • მინიმალური სტორიჯის მოცულობა გაიზრდა 64 გბ-მდე და გაუქმდა 128 გბ-იანი მოდელი
  • Bluetooth 5.0
  • ახალი პროცესორი და გრაფიკული ადაპტერი საშუალებას იძლევა სმარტფონები გამოყენებული იქნას AR/VR გარემოსთვის

განსაკუთრებული სიახლე ვიზუალური კუთხით ახალი iPhone X-ია (10 და არა "იქსი". ჰო, Windows 10-დან მოიპარეს იდეა, 9 ორივემ გამოტოვა), რომელსაც ჩარჩოები აღარ აქვს და Touch ID-ს ნაცვლად იყენებს Face ID-ს, სახის ამოცნობის ტექნოლოგიას (Windows Hello-ს ანალოგი).

 

Apple iPhone
  iPhone 7 iPhone 7 Plus iPhone 8 iPhone 8 Plus iPhone X
SoC Apple A10 Fusion
2 x 2.3 GHz Hurricane
2 x little cores
Apple A11 Bionic
2 x High-Perf
4 x High Efficiency
GPU 6 Core PowerVR GPU 3-Core Apple Custom 
Display 4.7-inch
1334 x 750
IPS LCD
DCI-P3
5.5-inch
1920 x 1080
IPS LCD
DCI-P3
4.7-inch
1334 x 750
IPS LCD
DCI-P3
5.5-inch
1920 x 1080
IPS LCD
DCI-P3
5.8-inch
2436x1125
OLED
DCI-P3
Size / Mass 138.3 x 67.1 x 7.1 mm
138 grams
158.2 x 77.9 x 7.3 mm
188 grams
138.4 x 67.3 x 7.3 mm
148 grams
158.4 x 78.1 x 7.5 mm
202 grams
143.6 x 70.9 x 7.7mm
174 grams
Battery 1960 mAh
(7.55Whr)
2900 mAh
(11.17Whr)
1821 mAh 2691 mAh 2716 mAh
Wireless Charging - - Qi Qi Qi
Rear Cameras 12 MP f/1.8, OIS
Wide Color Gamut
Quad LED True Tone Flash
12 MP, f/1.8, OIS
Wide Color Gamut
Quad LED True Tone Flash
- 12MP ƒ/2.8 Telephoto,
2x Optical
Portrait Mode
- 12 MP f/2.8
Telephoto,
2x Optical
Portrait Mode,
Portrait Lighting
12 MP f/2.4 Telephoto, OIS
2x Optical
Portrait Mode,
Portrait Lighting
Front Camera 7MP ƒ/2.2
Wide Gamut
Retina Flash
7MP ƒ/2.2
Wide Gamut
Retina Flash
7MP f/2.2
Wide Gamut
Retina Flash
Portrait Mode,
Portrait Lighting
Storage 32 / 128 / 256 GB 64 / 256 GB
I/O Apple Lightning connector Apple Lightning connector
WiFi 2.4 / 5GHz 2T2R 802.11a/b/g/n/ac, NFC
BlueTooth 4.2
2.4 / 5GHz 2T2R
802.11a/b/g/n/ac, NFC

BlueTooth 5.0
Launch Price 32 GB: $649
128 GB: $749
256 GB: $849
32 GB: $769
128 GB: $869
256 GB: $969
64 GB: $699
256 GB: $849
64 GB: $799
256 GB: $949
64 GB: $999
256 GB: $1149

ssp_685_575px.jpg

აღსანიშნავია, რომ Face ID-ს ჯერჯერობით პრობლემები აქვს ტყუპებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ტესტში (Mashable) ტყუპებმა მოახერხეს Face ID-ს მოტყუება და სისტემაში შესვლა (ვიდეო ქვემოთ). შედარებისთვის, Windows Hello-ზე მსგავსი პრობლემა აღმოჩენილი არ არის. საინტერესოა ამ ორი ტექნოლოგიის შედარება ერთსა და იმავე ტყუპებზე, რადგან თუ Apple-მა ეს პრობლემა ვერ მოაგვარა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დარღვევა იქნება უსაფრთხოების კუთხით.


სპეციფიკაციები

iPhone 8

iPhone 8 Plus

iPhone X

 

რევიუები

iPhone 8 - GSMArena

iPhone 8 Plus - GSMArena

iPhone X - GSMArena Hands On, The Verge

 

 

პრობლემები

პრობლემების გარეშე როგორ შეიძლება აბა :)

ჩემს iPhone 8-ზე ყველაზე დიდი პრობლემა რაც მაქვს - ძალიან ხშირად Wi-Fi-ზე როცაა ტელეფონი მიერთებული, ვერ ვიწერ/ვანახლებ აპლიკაციებს. როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ჯერ კიდევ დაუფიქსავია.

ნუ, ფაილების სინქრონიზაციისთვის iTunes-ის გამოყენება, ოვერფრაისდ აქსესუარები და ა.შ. რომ შემაწუხებელია, ვიცი და ვეგუები :) 

  • Thanks 2
  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

დიზაინს ნელი ევლოუციით ცვლიან 6-ის შემდეგ, წლევანდელი მომეწონა, შუშის პანელები, რომ დააბრუნეს, მთლაინი კორპუსის გამოცვლა აღარ იქნება საჭირო ერთი კუთხის დაზიანების გამო და წესით ეგ შუშაც არ უნდა ღირდეს ძვირი გამოსაცვლელად. X-ს შესახედად ლამაზია და უცხო, მაგრამ ლენდსქეიფ რეჟიმში არაპრაქტიკული იქნება.

iOS 11-იც მომეწონა, UI-ს ანიმაციები ისეთია თვალს სიამოვნებს, მაგრამ ფუნქციონალურად ისევ ჩამორჩება ანდროიდს, მაგარი არაპრაქტიკული რამეა. ელემენტალურად docx-ს ფაილის გადმოწერა, რომ არ შეუძლია ინტერნეტიდან ფლაგმან სმარტფონს არაა უმნიშვნელო პრობლემა. ახლახანს გადამხდა მსგავსი სიტუაცია, როცა მჭირდებოდა ფაილის გადმოწერა და ვერაფრით ვერ "შემოვუარე" მაგ პრობლემას და გაბრაზებული დავუბრუნდი ანდროიდს :D 

Share this post


Link to post
Share on other sites

@Gadget

ოფიციალური რემონტი ძალიან ძვირი ჯდება. არ უნდა დაგივარდეს ტელეფონი ფაქტიურად :დ 

https://www.theverge.com/circuitbreaker/2017/10/27/16556934/iphone-x-screen-repair-costs-out-of-warranty

X-ზე ხო, აპლიკაციებიც ბევრი არათავსებადია და სოფტვეარ ჩარჩოები აქვთ.

 

docx-ზე ახლა რომ დაწერე, დამაინტერესა, გავტესტე და მუშაობს. ნუ პირდაპირ გადმოწერა არ აქვს, მაგრამ შემიძლია Word-ში გავხსნა და ისე დავასეივო ან პირდაპირ OneDrive/Google Drive...-ზე გავუშვა.

თვითონ სმარტფონში ვორდიდან შემიძლია შენახვა.

Share this post


Link to post
Share on other sites

X შემოიტანეს ეფლის ფეიკმა სელერებმა და 4000 ლარზე მეტად ყიდიან itechnic, iPlus და ასეთები :D 

Share this post


Link to post
Share on other sites
12 minutes ago, FC Barcelona said:

X შემოიტანეს ეფლის ფეიკმა სელერებმა და 4000 ლარზე მეტად ყიდიან itechnic, iPlus და ასეთები :D 

ოფიციალურებში 3500 მაინც გამოვა არა მაგის ფასი?

მაგათ საერთოდ USA მოდელები შემოაქვთ ხოლმე?

Share this post


Link to post
Share on other sites

კი ძირითადად USA მოდელებია, გეტყვი რატომაც, როცა ოპერატორები ვერ ყიდიან დაგეგმილ რაოდენობას ის პროდუქცია მერე მიდის დუბაიში ხოლმე და იქ შედარებით დაბალ ფასად იყიდება, რეალურად ხარისხი არაა ცუდი, თუმცა გარანტიის პირობები ისეთი არაა როგოც ოფიციალურ წარმომადგენლებს აქვთ, ნუ ეხლა რაც მაგათ შემოიტანეს კაცმა არ იცის რომელი რეგიონისთვის გამოშვებულია, უკნა აწერია ყუთზე დაბლების მიხედვით მიხვდები, ჩვენი რეგიონისთვის ძირითადად RM/A მოდელებია რომელიც რუსეთისთვის არის წარმოებული და გათვალისწინებულია ასევე ჩვენი ოპერატორის სიხშირეებიც 

Share this post


Link to post
Share on other sites

@FC Barcelona

ჰოდა ამ USA მოდელებს ჩვენთან 4G LTE-ზე მუშაობის პრობლემა არ აქვთ?

2400 ლარი ტელეფონში მიმეცა და 4G არ მქონოდა, ხო უნდა მომეკლა თავი :D 

Share this post


Link to post
Share on other sites

აქაური 4G-ს ძირითადი სიხშირეები ალბათ აქვს უმეტესობას, მაგრამ ზუსტად რომ გაიგო კაცმა, ყუთზე რა მოდელიც აწერია (მაგალითაც A18xx) ნახავ რა სიხშირეები აქვს რეალურად და შეადარებ მერე, ეგ პრობლემა ადრე iphone + ის აიფონებზე იყო ხოლმე მერე ეგენიც გაერკვენენ მაგ თემებში და ეხლა მგონი აღარც შემოაქვთ ეგეთი ვერსიები რასაც სიხშირე აკლია ან რაიმე ფუნქცია

აზიურ სტოკებს მაგალითად არ აქვს Facetime აპლიკაცია, ზოგს სხვა რამე, ზოგს ხმა არ აქვს ფოტოს გადაღებისას და ა.შ

Share this post


Link to post
Share on other sites
6 hours ago, Power_VANO said:

უმავთულო დატენვა - Qi ტექნოლოგიით (გასაკვირია ხომ Apple-ისგან, არსებული ტექნოლოგია რომ გამოიყენეს?)
 

არა, apple ყველთვის არსებულ ტექნოლოგიას იყენებს უბრალოდ ლამაზად ფუთავს და ისე ნერგავს თავის მოწყობილობებში. რეალურად რამე მოეგონოთ მათ პირველებს არ მახსოვს. თვითონ სმარტფონის სახელიც კი მოპარულია. iPhone რის გამოც უჩივლეს და ფულიც გადაიხადეს მაგრამ არაფერი შეცვლილა. უბრალოდ ძალიან ბევრს ეშლება ხოლმე როცა ამა თუ იმ ტექნოლოგიას apple-ს გამოგონებაში უთვლის ხოლმე :D

Share this post


Link to post
Share on other sites
6 hours ago, Power_VANO said:

@Gadget

ოფიციალური რემონტი ძალიან ძვირი ჯდება. არ უნდა დაგივარდეს ტელეფონი ფაქტიურად :დ 

https://www.theverge.com/circuitbreaker/2017/10/27/16556934/iphone-x-screen-repair-costs-out-of-warranty

X-ზე ხო, აპლიკაციებიც ბევრი არათავსებადია და სოფტვეარ ჩარჩოები აქვთ.

 

docx-ზე ახლა რომ დაწერე, დამაინტერესა, გავტესტე და მუშაობს. ნუ პირდაპირ გადმოწერა არ აქვს, მაგრამ შემიძლია Word-ში გავხსნა და ისე დავასეივო ან პირდაპირ OneDrive/Google Drive...-ზე გავუშვა.

თვითონ სმარტფონში ვორდიდან შემიძლია შენახვა.

მანდ მთლიანი ეკრანის ზბორკაზეა ბაზარი, მე უკანა შუშაზე ვამბობ 20$-ამდეა იბეიზე, ისე, LCD-ს გარეშე მარტო, Digitizer-ის შეცვლა თუ იქნება შესაძლებელი ბევრად უფრო იაფად გამოხვალ ვიდრე ეფლის ფასებია.

ფაილების გახსნას რაც შეეხება, სხვადასხვა ფაილის შესანახად(არა გასახსნელად) ცალკე პროგრამა, რომ გჭირდება უბრალოდ მარაზმია, მითუმეტეს როცა 16გბ-იან ტელეფონებს ჯერ კიდევ ყიდის ეფლი. და პლატფორმას თუ მხარდაჭერა არ აქვს ეგეთ ფაილებს საერთოდ ვერ ჩაწერ, ანუ ფლეშკად ვერ იხმარ ტელეს, ანდროიდისგან განსხვავებით. ეგეთ "ცხვირაბზუებულ" პოლიტიკას რატომ ეწევიან არ მესმის.

Share this post


Link to post
Share on other sites

ბრაუზერიდან აპებს ვერ აყენებ ისედაც ვერ წერ აპებს app store-ს გარდა. ხელით რო ჩაწერო და დააყენო ეგეთი მცნება არაა. ფაილ მენეჯერიც კი არ აქვს, გარე პროგრამის გარეშე მუსიკასაც ვერ ჩაწერ. ნამეტანი დაკეტილი სისტემაა რაც ფუნქციონალურად ძაან უვარგისს ხდის. ძალიან არ მომწონს მე ეგ მიდგომა. რამდენი მოსულა ჩემთან მუსიკების ჩაწერა რომ სდომებიათ iphone-ში. ასე თუ განაგრძო ეფლმა დიდხანს ვერ გაქაჩავს სტივის სახელით აიფონი. ჰარდშიც რომ ალიმიტებენ ხალხს ეგ უკვე ცალკე თემაა. სახის სკანერი დააყენეს და თითის ამოიღეს ანუ აუცილებლად ის უნდა იხმარო X-ში. ასევე ისიც სასაცილოა ამხელა ფასიანი ტელეა სწრაფი დატენვა დაამატეს და სწრაფ დამტენს არ აყოლებენ ცალკე 70-100$ ჯდება დამტენი და კაბელი. ფასი იცოცხლე ხიეს 1000$ X-ს ადგილზე და ევროპაში და სხვაგან გაფრენილია. ჩვენთან 3600-4000 ფარგლებში ექნება ფასი ასე მგონია. 8 და 8 პლას კიდე ვაფშე რატომ უნდა იყიდო ზუსტად იგივე 7 და 7 პლასია. ბატარეის ტექნოლოგიაც ვერ დახვეწეს. პლას რო აქვთ ამხელა ტელე და 3000-ც კი არ აქვთ ბატარეა. სხვებმა 4000-ს გადააცილეს უკვე ბევრმა ბევრად ნაკლებ ზომებში.

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites

მეგობრებო ბარემ აქ ვიკითხავ, iPhone 8-ის გამოწერას ვაპირებ US მოდელის შესაბამისად და LTE-ზე პრობლემა ხო არ ექნება ჩვენ ქსელებთან? როგორ გავარკვიო?

პს სეიმ ქუესჩენ:

On 11/5/2017 at 7:13 PM, Power_VANO said:

@FC Barcelona

ჰოდა ამ USA მოდელებს ჩვენთან 4G LTE-ზე მუშაობის პრობლემა არ აქვთ?

2400 ლარი ტელეფონში მიმეცა და 4G არ მქონოდა, ხო უნდა მომეკლა თავი :D 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

ზუსტად რომელ მოდელს იწერ ? როგორც აქ წერია ზოგადად ყველა სიხშირე აქვს, მაგრამ სულ 3 მოდელია და რომელს რომელი აკლია რთული საპოვნია ეგ ინფო 

https://www.devicespecifications.com/en/model/d85c45ac

Share this post


Link to post
Share on other sites

apple.com - დან, 64იანი სფეის გრეი, 4.7 ინჩიანი, სიმ-ფრი რა თქმა უნდა. სად ვნახო რომელი მოდელი იქნება??

პს რაღაც სია ვნახე და დიდი ალბათობით ეს იქნება Model A1863 (GSM)

 

Share this post


Link to post
Share on other sites

gsmarena-ზეც წერია:

A1863 (USA, Hong Kong, Australia, New Zealand, China)

A1905 (EMEA, UAE, LATAM, Canada, USA - AT&T/T-Mobile, Singapore);

A1906 (Japan)

 

 

და აი აქ ოფიციალურზე წერია ყველაფერი > https://www.apple.com/iphone/LTE/

ანუ მაგ A1863-ს ჰქონია ყველა სიხშირე და A1905-ს უწერია მანდ რომ აქვს ჯეოსელის მხარდაჭერა არადა ორივეს აქვს 800 და 1800 სიხშირეები 

Share this post


Link to post
Share on other sites

ესეიგი კი უნდა იმუშაოს წესით

Share this post


Link to post
Share on other sites

კი იმუშავებს ჩვეულებრივად, ეგ პრობლემა რმ იყოს აქამდე გავიგებდით ყველა რადგან საქართველოში ძალიან ბევრს აქვს ამერიკული ვერსიები, მათ შორის გამოწერილი ოეპრატორის ვერსიებიც, მოკლდ აიფონებზე ეგ პრობლემა ყველაზე ნაკლებად არსეობობს, მთავარია ამერიკული ან ევროპული იყოს რომ სრულყოფილად ჰქონდეს ყველაფერი

უი ხო ერთ-ერთი მთავარი დამავიწყდა :D ამერიკულებს ცოტა უკეთესი ქუალქომის ქსელის ადაპტერი აქვს ხოლო ევროპულებს ინტელის და შედარებით სისტიაო წერდნენ შარშან როცა 7გამოვიდა და ახლებში არ ვიცი როგორაა

Share this post


Link to post
Share on other sites
On ‎11‎/‎7‎/‎2017 at 10:00 PM, FC Barcelona said:

უი ხო ერთ-ერთი მთავარი დამავიწყდა :D ამერიკულებს ცოტა უკეთესი ქუალქომის ქსელის ადაპტერი აქვს ხოლო ევროპულებს ინტელის და შედარებით სისტიაო წერდნენ შარშან როცა 7გამოვიდა და ახლებში არ ვიცი როგორაა

ჩემსას ინტელი აქვს და რავიცი, სიჩქარეებს არ ვუჩივი და ბატარეის ამბავში კია მშვენივრად 4G-ც და ვაი-ფაიც. საშუალოდ, ნორმალური მოხმარებით 1.5-2 დღე მყოფნის :) აქტიური მოხმარებით 1 დღე ნორმალურად.

 

On ‎11‎/‎7‎/‎2017 at 9:32 AM, FC Barcelona said:

ანუ მაგ A1863-ს ჰქონია ყველა სიხშირე და A1905-ს უწერია მანდ რომ აქვს ჯეოსელის მხარდაჭერა არადა ორივეს აქვს 800 და 1800 სიხშირეები 

და მე, როგორც ახალ მევაშლეს, ჯეოსელზე ყოფნას, როცა ვაშლი გაქვს, რაიმე უპირატესობა აქვს?

 

On ‎11‎/‎6‎/‎2017 at 12:47 AM, მათე said:

ბრაუზერიდან აპებს ვერ აყენებ ისედაც ვერ წერ აპებს app store-ს გარდა. ხელით რო ჩაწერო და დააყენო ეგეთი მცნება არაა. ფაილ მენეჯერიც კი არ აქვს, გარე პროგრამის გარეშე მუსიკასაც ვერ ჩაწერ. ნამეტანი დაკეტილი სისტემაა რაც ფუნქციონალურად ძაან უვარგისს ხდის. ძალიან არ მომწონს მე ეგ მიდგომა. რამდენი მოსულა ჩემთან მუსიკების ჩაწერა რომ სდომებიათ iphone-ში. ასე თუ განაგრძო ეფლმა დიდხანს ვერ გაქაჩავს სტივის სახელით აიფონი. ჰარდშიც რომ ალიმიტებენ ხალხს ეგ უკვე ცალკე თემაა. სახის სკანერი დააყენეს და თითის ამოიღეს ანუ აუცილებლად ის უნდა იხმარო X-ში. ასევე ისიც სასაცილოა ამხელა ფასიანი ტელეა სწრაფი დატენვა დაამატეს და სწრაფ დამტენს არ აყოლებენ ცალკე 70-100$ ჯდება დამტენი და კაბელი. ფასი იცოცხლე ხიეს 1000$ X-ს ადგილზე და ევროპაში და სხვაგან გაფრენილია. ჩვენთან 3600-4000 ფარგლებში ექნება ფასი ასე მგონია. 8 და 8 პლას კიდე ვაფშე რატომ უნდა იყიდო ზუსტად იგივე 7 და 7 პლასია. ბატარეის ტექნოლოგიაც ვერ დახვეწეს. პლას რო აქვთ ამხელა ტელე და 3000-ც კი არ აქვთ ბატარეა. სხვებმა 4000-ს გადააცილეს უკვე ბევრმა ბევრად ნაკლებ ზომებში.

გეთანხმები მეტწილად, მაგრამ მაგ ფუნქციონალურ ნაკლებს ვეგუები და დიდად არც მჭირდება რომ ვუყურებ ყოველდღიურობაში.

დამტენი და ზოგადად აქსესუარებზე ფულის კეთება ახლა არაა გასაკვირი ეფლისგან ნამდვილად. ლაითნინგ კაბელი რატომ უნდა ღირდეს 35$, როცა იგივე სერტიფიცირებულ კაბელს ანკერისგან (უკეთესი ხარისხის თან), იყიდი 6-7$-ად, მაგრამ ყოველთვის ეგრე იყო და ოკ, მესმის.

ფასტ ჩარჯერიც ანკერის მაქვს მე. მთლად ფასტი არაა, მაგრამ 2.4 ამპერს უშვებს პორტზე და სწრაფად ტენის საკმაოდ.

7-სა და 8-ს შორის სხვაობა ისეა, როგორც გუგლის პიქსელსა და პიქსელ 2-ს შორის დაახლოებით. ეფლის შემთხვევაში მეტი სიახლეებია კიდევ მგონი :D 

ბატარეა მეც მეგონა, რომ პრობლემა იქნებოდა, მაგრამ მყოფნის ნორმალურად 8-ზე. 8 ფლასს დიდი ბატარეა აქვს კიდევ უფრო. ტესტებშიც ამბობენ, რომ 7-ზე მეტხანს ძლებს ცოტათიო და ეტყობა ეფექტურობა დახვეწეს ჰარდის. თუმცა ასეც და ისეც რომ შედარებით ცოტაა, გეთანხმები.

მე ვაბშე მზად ვიყავი იმისთვის, რომ როგორც სხვები სულ კაბელების ძებნაში არიან ვაშლების დასატენად, ეგრე ვიქნებოდი, მაგრამ საკმაოდ კარგად ძლებს, თვალი არ ეცეს.

  • Upvote 1

Share this post


Link to post
Share on other sites
3 hours ago, Power_VANO said:

 

და მე, როგორც ახალ მევაშლეს, ჯეოსელზე ყოფნას, როცა ვაშლი გაქვს, რაიმე უპირატესობა აქვს?

 

არა, მანდ მხოლოდ ჯეოსელი იმიტომ წერია რომ ეგენიც ოფიციალური რისელერები არიან :D 

Share this post


Link to post
Share on other sites
On 11/5/2017 at 5:00 PM, FC Barcelona said:

X შემოიტანეს ეფლის ფეიკმა სელერებმა და 4000 ლარზე მეტად ყიდიან itechnic, iPlus და ასეთები :D 

ვინ არის ფეიკი, ნომერი დაწერე აბა ბრად :დ

1 დეკემბრიდან დაემატება ეფლის საიტზე ჩვენი სახელიც :P

 

ნუ, ეგ ფასი იმიტომაა რომ ტექნიკა შემოდის ევროპიდან ჯერ ეს ერთი, მერე კიდევ მაგარი დეფიციტის გამო არის მაგხელა ფასიც და მოთხოვნის გამო. ბიზნესი ბიზნესია.

7 პლიუსიდან გადასვლის სურვილი არ გამიჩინა მე პირადად 10-მა, მაგრამ კაი ტიპია ვიზულუარად ძალიან. ყველაზე მეტად ეს მომეწონა.

ახლა კამერაზე, ფოტოზე, თქვეს რომ საუკეთესო აქვს DXomark-ში, თუმცა 7, 8 თუ 10 ერთია ჩემთვის. 10-ს უბრალოდ წინა კამერითაც შეუძლია პორტრეტის გადაღება.

 

Share this post


Link to post
Share on other sites

ხვიჩა შენ არ მახსოვდა იქ რომ მუშაობდი :D

ვა მართლა რისელრები იჩითებით ? ცოტა ხანში ნახავ რა ფასი უნდა ედოს  :D

Share this post


Link to post
Share on other sites

@FC Barcelona @Fatal Fighter

თქვენ ეს მითხარით, ამერიკულ მოდელზე გარანტია აქ რა ფორმით მოქმედებს?

აი მაგალითად ზუმერს რომ იაფად აქვს, ვკითხე დღეს, მეგობარს უნდოდა და ამერიკული მოდელები ჰქონიათ. გარანტიას ამ შემთხვევაში ვინ უზრუნველყოფს, სერვის ცენტრი თუ ზუმერი თავის პონტში?

Share this post


Link to post
Share on other sites

თავის პონტში ყველა ეგ კომპანია, ტექნო სერვისი მარტო რისელრების აიფონებს ემსახურება და ტექნიკოსი ვინც ჰყავთ ეფლის ტექნიკოსის სერთიფიკატიც აქვს, დასკვნის დაწერა, ტელეფონის გამოცვლაც იგივე სტანდარტებით ხდება როგორც Apple-ს ოფიციალურ მაღაზიებშია უცხოეთში :) 

Share this post


Link to post
Share on other sites
58 minutes ago, FC Barcelona said:

თავის პონტში ყველა ეგ კომპანია, ტექნო სერვისი მარტო რისელრების აიფონებს ემსახურება და ტექნიკოსი ვინც ჰყავთ ეფლის ტექნიკოსის სერთიფიკატიც აქვს, დასკვნის დაწერა, ტელეფონის გამოცვლაც იგივე სტანდარტებით ხდება როგორც Apple-ს ოფიციალურ მაღაზიებშია უცხოეთში :) 

აჰაა და სხვები რო რამე იყოს, თვითონ გახსნიან, იჩალიჩებენ და ა.შ. ხო? :D 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

ხო ისედაც ყველას თავისი სერვისი აქვს, ვინ არ იცის რო  აიფონის შეკეთება :D 

Share this post


Link to post
Share on other sites

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now