Jump to content

Seagate vs WD vs Toshiba, 3 TB, რომელი სჯობს?


Recommended Posts

გამარჯობათ

3 TB მოცულობის მინდა რადგან მოცულობა/ფასის შეფარდება კარგი აქვს.

ძირითადად ფაილების შესანახად მინდა თუმცა ასევე მაინტერესებს "ვირტუალიზაციისთვის" ამ სამიდან რომელი სჯობს?

Toshiba P300 3TB 80 USD

Seagate 3TB BarraCuda 80 USD

WD Blue 3TB 85 USD

 

Toshiba და Seagate ორივეს 7200 RPM აქვს, WD Blue-ს 5400 RPM რაც ვირტუალიზაციაში არ ივარგებს ალბათ.

Seagate-ის წინა თაობის 3 ტერაბაიტიანი ვინჩესტერების 1/3 წუნდებული აღმოჩნდა, თუმცა მას მერე ახალი გამოუშვა და მგონი ნორმალური უნდა იყოს.

WD Blue ცოტათი უნდა ჩამორჩებოდეს სიჩქარით, დაბალი ბრუნის გამო, თუმცა ალბათ უფრო მეტი სიცოცხლისუნარინაობით უნდა გამოირჩეოდეს სამაგიეროდ.

 

მე უფრო ტოშიბას ვფიქრობ თუმცა რაიმე რევიუს სახით ვერაფერი ნორმალური ვერ ვნახე, ერთმანეთს რომ შეედაროს, რომელს რა პლიუსები აქვს...

 

Link to comment
Share on other sites

seagate ს ავიღებდი თუმცა toshiba კაი ვარიანტია 

5400 უკვე ძაან ნელია 7200 სთან შედარებით

 

Link to comment
Share on other sites

Toshiba

1 ტბ-იანთან მქონდა შეხება მაგ ახალ მოდელთან და საკმაოდ კარგი სიჩქარე აჩვენა
ძველი მოდელი ეხლაც კომპში მიდგას და იდიალურად უბერავს + სიჩქარეც კარგი აქვს, მიმიხილვებშიც არაფერს უჩივიან, ბრაკიც ნაკლები აქვს
Hitachi-ს თუ ნახავ ეგეც ძალიან კარგია, ან WD ოღონდ 7200 ბრუნიანი, Black კარგი აქვს, მაგრამ ძვირია

ესენი გინდოდა შენ, 5400 ბრუნიანები კია, მაგრამ საქმეში მხეცები არიან, ამ ზაფხულსაც მქონდა რამოდენიმე :D 

 

Link to comment
Share on other sites

@Gogla1990

ტოშიბას ახალი P300-ები კარგები ჩანს, ნაკლები წუნი აქვთ შედარებით, თუმცა სიჩქარეზე უფრო, მირჩევნია საიმედო იყოს. მუშაობაში რატომღაც მაღალ ხმას უჩივიან რაც მემგონი ცოტა დისკომფორტს შემიქმნის და ეს ფაქტორი მაფიქრებს..

seagate-ს ახალ BarraCuda თაობას რაც შეეხება, ზოგიერთი მომხმარებელი უჩივის რომ საერთოდ არც კი ჩაირთოო (რამდენად სანდოდ წერდა არ ვიცი, თუმცა დაწუნებული seagate-ს ვინჩესტერების საკმაო კომენტარები გადავიკითხე რაც საკმაოდ მაფიქრებს). მაღალი ხმის ჩივილები ვერ ვნახე.

 

მოკლედ, ტოშიბას თითქოს ნაკლებად წუნიანი ვინჩესტერები აქვს, ნორმალური მუშაობის უნარი გააჩნიათ, ჩქარიც არის, თუმცა მაღალი ხმა ჰქონია, კიდევ ერთმა დაწერა S.M.A.R.T. მონიტორინგის ფუნქცია არ აქვსო, არადა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

სიგეტიც კარგია, ცოტა მაინც გამოირჩევა წუნიანი ვინჩესტერებით მაგრამ მგონი მაღალი ხმა არ უნდა ჰქონდეს, S.M.A.R.T. ფუნქცია სავარაუდოდ ექნება.

 

რავი ეხლა თითქოს seagate-სკენ გადავიხარე :D 

WD Black მაქვს, ჯერ-ჯერობით მყოფნის მაგრამ წინასწარ შერჩევა მინდა რომ მერე პირდაპირ ვიყიდო. ამიტომ მინდა რამე ნორმალური რევიუ ამ კონკრეტულ ვინჩესტერებზე, რა პარამეტრები და feature-ები გააჩნია, როგორია ხმა აქვს მუშაობაში და რომელი უფრო მეტად სანდოა.. მარტო ბენჩმარკის ციფრების მიხედვით არ მინდა ყიდვა.

 

 

 

Link to comment
Share on other sites

ტოშიბა მგონი იგივე ჰიტაჩია უკვე. მეც ვაპირებ 2ტბიანის ყიდვას ფაილების შესანახად. ერთი ვიცი რომ სამსუნგს არ ვიყიდი დდ

Link to comment
Share on other sites

მე ვითომ სამსუნგის F3 1TB მიკვდებოდა და ავდექი და  Toshiba DT01ACA100 1TB ვიყიდე 130 ლარათ რაც Hitachi Deskstar 7K1000.D 1 TB აღმოჩნდა ფაქტიურათ , მერე ფაილები რომ გადავიტანე ახალზე, ძველს დავუბრუნდი და სრული დაფორმატებით და Zerofill გატარებით (რამდენიმე საათი კი ასკანირებდა) გამოსწორდა და უკვე რამდენიმე წელია მშვენივრათ უბერავს ეგ მეორეც, ამიტომ სრაზუ ორ 1TB ვინახავ ხოლმე ფილმებს, თამაშების დისტროები სულ მთლიანათ მივაშალე რახან აზრი აღარა აქვს უკვე 7000კბ.სეკ სისწრაფეზე, თუნდაც 100გბ იწონიდეს 4 საათის ამბავია მაქს და ბოლო-ბოლო 1-2 დღით ადრე გადმოვწერ რამეს დახურვა თუ დავაპირე, ზოგ ფილმს და სერიალს კიდე მოგვიანებით ვეღარც გადმოწერ სიდერები თუ გამოელია და თუ ეგრევე არ აპირებ ყურებას, გამძლეობას რაც შეეხება ორივე საკმაოთ გამძლე გამოდგა, ერთი მგონი ლამის 8 წლისაა, მოერე ასე 3 წლის იქნება სადღაც, ანუ ახალი სისტემის აწყობის შემდეგ გამოვცვალე რამდენიმე თვეში 2014 წლის ბოლოს 

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

@Gogla1990

ტოშიბაზე შევჩერდი, black friday-ზე ვაპირებ ყიდვას

 

ასევე მაინტერესებს სხვა სეგმენტის ვინჩესტერებს როგორი ფასები ექნებათ. დიდად არამგონია დააკლონ მაგრამ მოცდად ღირს მაინც...

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ვიყიდე Toshiba P300 3TB

ესეთი შედეგები აქვს

144b90f73aa5.png

fe4cf73df67f.png

 

656281cc3a6e.png

04dc8230c1b6.png

 

შედარებისთვის ასევე დავდებ WD Black 1TB

d1540f7b5705.png

fdc7bec51bd8.png

6385f5f62a90.png

91563e0d877c.png

 

როგორც ხედავთ P300 მგონი ჯობნის კიდევაც WD ბლექს, ყოველშემთხვევაში თითქმის თანაბარ შედეგებს აჩვენებს.

რაც შეეხება Crystal Disk Mark-ის ტესტებს, ესენია

WD Black 1 TB

39344696e573.png

Toshiba P300 3TB

4570efcf721d.png

 

ამ ტესტში ბენჩმარკში 4K, Seq და 4K Q32T1 მაჩვენებლებში, მეტი რიცხვები კარგს ნიშნავს თუ ცუდს?

Link to comment
Share on other sites

9 minutes ago, lasha1616 said:

ამ ტესტში ბენჩმარკში 4K, Seq და 4K Q32T1 მაჩვენებლებში, მეტი რიცხვები კარგს ნიშნავს თუ ცუდს?

რაც მეტი მით უკეთესი

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, Gogla1990 said:

რაც მეტი მით უკეთესი

მაშინ WD-ს ვერ ჰქონია საქმე კარგად :D ტყუილად ჰქვია black, ამ ტესტების მიხედვით ასე სჩანს. თავის დროზე ჯობდა ტოშიბა მეყიდა, უფრო იაფიც იქნებოდა და ჩქარიც.

 

Link to comment
Share on other sites

კაი ვინჩოა ეგ პ300ები. უნდა მეყიდა და ბოლო მომენტში გამიძვირა ამაზონმა დდ ისევ ვდ ბლუ ვიყიდე. ფაილების შესანახად კარგია. გადატანის დროს დამტანჯა თავიდან დდდ

Link to comment
Share on other sites

არამაქვს პრობლემა არანაირად 10-20 მეგბაიტით ჩქარი იქნება თუ ნელი, მეც სტორიჯისთვის მინდა, უბრალოდ WD Black-ის უპირატესობა რაშია ჯერ ვერ ვიგრძენი. ეს ტოშიბა რომელიც P300-ია და ჩვეულებრივ სტორიჯის დანიშნულება აქვს, WD ბლექის დონეზეა და მგონი ჯობია კიდევაც ბენჩების მიხედვით. ტოშიბას X300 ცოტა ძვირია, თუ ოდესმე დამჭირდება "ჩქარი" ვინჩესტერი დიდი ალბათობით Toshiba X300-ს ვიყიდი

Link to comment
Share on other sites

ჩემი ბიუჯეტური 1ტბ ტოშიბაც არ დებს ცუდ შედეგს 130 ლარიანი HDD-ის ფონზე (ადრე ეგრე დამიჯდა 2014-ში):

twzUgXC.png

ვიყენებ მარტო ვიდეოფაილების შესანახათ და მაგ საქმისთვის იდეალურია, ჩავარდნები რომ აქვს რეზკი რამდენიმე მონაკვეთში ეგ ალბათ KIS 2018 ასკანირებს რაღაცას და მაგიტომ, ხო ცარიელი მარტო 191გბ, თუ მოქმედებს ეგ პერფორმანსზე, ეგრე ვუტოვებ ხოლმე ცარიელ ადგილს და ბოლომდე არ ვავსებ, რამდენადაც ვიცი ეგრე უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე როცა თითქმის ბოლომდეა გავსებული

Link to comment
Share on other sites

ესეც ჩემი ტოშიბა, თუ არ ვცდები 2015-ში ვიყიდე

168gzmt.png

Link to comment
Share on other sites

ზუსტათ ჩემნაირი მოდელია მგონი ოღონდ ორჯერ უფრო დიდი მოცულობის, სისწრაფეც ანალოგიური ქონია დაახლოებით, დანარჩენი უკვე მაზერზე,კაბელებზე,ოს ნასტროიკებზე და დრაივერებზეა დამოკიდებული, ანტივირუსიც ახდენს ხოლმე სულ ცოტათი გავლენას

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.