Jump to content

თამაშების საინსტალაციოს დამატებითი პროგრამები

Recommended Posts

მოგესალმებით როდესც ვიწერთ კომპიუტერში თამაშებს და ინსტალაციას რომ ვიწყებთ ხო მოყვება დამატებითი პროგრამები microsoft cc ++ და რაღაცეები აი ეგენი უნდა ჩავწერო ხოლმე ? ანუ მაინტერესებს კომპიუტერს ხომ არ ანელებს აი ჩემ კომპს რომ ქონდა პრობლემა ნელა რომ შედიოდა მაგისგან გამოწვეული ხო არ იყო დავუშვათ რამოდენიმე თამაშს ვიწერ და ყველა თამაშს მივცე უფლება რომ ჩაწეროს ეს დამატებითი პროგრამები ?? და ასე გავაგრძელო ხოლმე დამატებითი პროგრამების ჩაწერა ? იმედია სწორად მიწერია კითხვა ძალიან მაინტერესებს ერთი სიტყვით კომპიუტერს რამე ზიანს ხომ არ აყენებს ამდენი პროგრამები ?

Link to comment
Share on other sites

ეგ დამატებითი პროგრამა კი არა ბიბლიოთეკაა.

როცა თამაშს წერენ, კოდში საჭირო ბიბლიოთეკებს იყენებენ. ეს პროგრამირების საკითხია და ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ საჭიროა ერთი სიტყვით, რომ არ ჩავუღრმავდეთ.

თუ ვერ მოიძებნება ეს ბიბლიოთეკა შესაბამის ადგილზე, მაშინ source code ვერ იმუშავებს, ე.ი. ვერც თამაში. ასე რომ საჭიროა.

პ.ს. პროგრამის მყარ დისკზე არსებობა, დაინსტალირება შენელებასთან არანაირ კავშირშია.

Link to comment
Share on other sites

10 minutes ago, OpTiMeR said:

ანუ ყოველი დაინსტალირებისას საჭიროა რომ მივცეთ თამაშის საინსტაციოს რომ დააყენოს ეს დამატებითი ბიბლიოთეკები ?? პ.ს. პროგრამის მყარ დისკზე არსებობა, დაინსტალირება შენელებასთან არანაირ კავშირშია. ვინჩესტერი სავსე რომ გქვონდეს პროგრამებით არ დანელდება კომპიუტერის მუშაობა ??? მადლობა ამდენი კითხვები დავსვი და ყველაზე რომ გამეცით პასუხები :)))

Link to comment
Share on other sites

რა თქმა უნდა, უნდა დააყენო. დამატებით ბიბლიოთეკებს ვერ ვუწოდებ, რადგან ეს ბიბლიოთეკები უკვე ჩაშენებულია მეტწილად ახალ ოპ. სისტემაში. იმიტომ აახლებენ სულ, რომ სულ ახალ-ახალი ბიბლიოთეკები გამოდის და ყოველდღე ვერ ჩატენი სისტემაში მათ, ასე რომ Visual C++ საჭიროა. მაგიტომაც ქვია Redistributable.

ვინჩესტერის გადავსება არ არის კომპიუტერის შენელებასთან კავშირში, არა. აქაც ღრმად წასვლაა საჭირო. რა როლს ასრულებს ვინჩესტერი? ის ინახავს საჭირო ინფორმაციას. როდესაც შენ რაღაცას აკეთებ კომპიუტერში, რეალურად რა ხდება:

1. Input/Output Trigger, ანუ ბრძანება შეგყავს, ან მაუსს აკლიკებ სიტყვაზე.

2. პროცესორი არკვევს ამ ბრძანებას და იმის მიხედვით მოქმედებს.

ვთქვათ, შენ მოითხოვე ისეთი რაღაცის გაკეთება, ან ისეთ მონაცემთან წვდომა, რაც მოცემულ მომენტში პროცესორის ქეშში არ არის, ამ დროს პროცესორი ეძებს პირველ რიგში RAM-ში, თუ იქაც არ არის, უკვე მყარი დისკის მისამართზე ეძებს. შესაბამისად იქიდან მოდის ეს მონაცემი, მუშავდება და დამუშავებული მოდის შენამდე. ეს პრიმიტიულ ენაზე...

ახლა დაფიქრდი. მქონდეს 500გბ-დან 450გბ დაკავებული (ოპ. სისტემის ფაილების გარეშე) და ვიყენებდე მხოლოდ 1გბ-ს, 449 ხომ "გამოუძახებელი" რჩება? ამ 1გბ-მა რომ RAM-ში გადაინაცვლოს, საერთოდ აღარ მივაკითხავ მე მყარ დისკს და არც შემინელებს და არც ამისწრაფებს. ეს ამ გაგებით, თორე მაგალითად SSD-ს მწარმოებლები გეუბნებიან, რომ 20% თავისუფალი ადგილი ყოველთვის უნდა იყოს.

ანუ იმის თქმა მინდა, რომ მყარ დისკზე ჩაწერილი მონაცემები სიჩქარის უკუპროპორციული არ არის. 

Link to comment
Share on other sites

გაიხარე მადლობა ძალიან კარგად და საინტერესოდ მიხსნი ყველაფერს მადლობა ასეთი დაწვრილებული ინფორმაციის მოწოდებისათვის :)) 

Link to comment
Share on other sites

ეს და ეს დააყენე და მეტი არაფერი დამატებითი პროგრამის ჩაწერა აღარ დაგჭირდება:

https://www.microsoft.com/en-us/download/details.aspx?id=35

http://nnm-club.name/forum/viewtopic.php?t=1154727

ანუ ერთხელ აყენებ მაგეებს და მორჩა მეტი არაფერი ჭირდება კრაკის გარდა თამაშებს გასაშვებათ, მეორე თემაში დაგიწერე მაგრამ რახან მეორეც გაგიხსნია უკვე სწორ განყტოფილებაში ის თემა მივაშალე

Link to comment
Share on other sites

6 hours ago, George said:

მადლობა, მოკლეთ ვინდოუსი დავაყენე 8.1 პრო და რაღაც 2 უცნაური პროცესია გაშვებული com surrogate 3 ჯერ არის გაშვებული და precomp და რეებია იქნებ მითხრათ ვირუსებია ? არანაირი ისეთი პროგრამა არ მიწერია მარტო საჭირო პროგრამები მიწერია კომპში

Link to comment
Share on other sites

COM Surrogate პროცესი ფსევდონიმია dllhost.exe-ს. აკონტროლებს IIS-ს (Internet Information Services), რომელ სერვისსაც ბევრი პროგრამა იყენებს. სწორედ იმის გამო, რომ ინტერნეტის სერვისებს აკონტროლებს COM Surrogate, არ არის გამორიცხული ვირუსის ბრალი იყოს. https://www.microsoft.com/en-us/wdsi/products/scanner ეს გადმოწერე და დაასკანირე System32.

http://bit.ly/2xGG12q

precomp კიდე ჭიების (malware) კამუფლაჟია ასე ვთქვათ. ტასკ მენეჯერიდან გახსენი მაგ პროცესის ლოკაცია, თუ temp ფოლდერშია, ანუ მაგალითად c:\Users\"username"\AppData\Local\Temp მაშინ დიდი ალბათობით ეგეც ვირუსია. თუ ასეა, გამორთე ეგ პროცესი (end process) და temp-ში საერთოდ ყველაფერი წაშალე. თუ მისი ლოკაცია system32 არის მაშინ გირჩევ ვინდოუსი გადააყენო და რაიმე საეჭვო არ დააყენო, ან malwarebyte-თ იჩალიჩო. malwarebyte-ს დაკრეკილი ვერსიები thepiratebay-ზე არის და უნდა დაგეხმაროს ამ ჭიების მოშორებაში.

პ.ს. და არაფერს, ფორუმის მოვალეობაც ესაა, საჭირო ინფორმაციის მიღება და აზრების გაზიარება :)

Link to comment
Share on other sites

39 minutes ago, OpTiMeR said:

დღეს დავაყენე ვინდოუსი და საეჭვოც არაფერი არ ჩამიწერია  და რატომ ვიკიდებ ასეთ პროცესებს ვერ გავიგე:gigi: . ყუდაღებისათვის უღრმესი მადლობა :)

Link to comment
Share on other sites

აბა რა გითხრა, ასეთი მალვერები არასდროს ამიკიდია, კი არადა მალვერი ან ვირუსი ბოლოს როდის აიკიდა სისტემამ აღარც მახსოვს, არც ანტივირუსს ვიყენებ. თვეში ერთხელ მალვერბაიტს ვატარებ და ვერაფერს ნახულობს, ან ნახულობს და მიმალავს :)

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

იხურება თუ მოგვარდა პრობლემა 

Link to comment
Share on other sites

  • Gobro locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.