Jump to content

Video Card Overclocking Guide


westsider

Recommended Posts

Video Card Overclocking Guide

The way it's meant to be oveclocked!

________________________________________________________________________________

Version 2.0 (By Nodar Svanidze)

• შესავალი

ვიდეო დაფის დარაზგონება ანუ Overclocking-ი გულისხმობს ქარხნული სიხშირეების გაზრდას დამატებითი სიმძლავრის მისაღებად. მწარმოებელი ხშირად არ იყენებს მაქსიმალურ სიხშირეებს, რათა ვიდეო დაფამ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმაროს, შესაბამისად ნაკლებად გახურდეს და უფრო სტაბილური იყოს. ჩვენ გვაქვს საშუალება შევცვალოთ სიხშირეები უფრო მაღალზე, რათა მივიღოთ დამატებითი სიმძლავრე.

ვიდეო დაფის არასწორი დარაზგონებისას შესაძლებელია თქვენმა სისტემამ სტაბილურობა დაკარგოს, გაჩნდეს არტეფაქტები (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ), ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში გადაიწვას რომელიმე კომპონენტი. თუ თქვენ ყველაფერს ამ სტატიის მიხედვით გააკეთებთ არანაირი პრობლემა შეგექმნათ.

• Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი I

8wi0dgd5k1fhb8k7s4.jpg

Nvidia-ს ვიდეო დაფებს გააჩნიათ 2 ძირითადი სიხშირე: Core Frequency და Memory Frequency. ჩვენ საშუალება გვაქვს ვაკონტროლოთ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. Memory Frequency ეს არის თქვენს ვიდეო დაფაზე განთავსებული მეხსიერების სიხშირე. Nვიდია-ს ვიდეო დაფებზე თქვენ შეგხვდებათ ასეთი მეხსიერების ძირითადად 2 ტიპი: GDDR2 და GDDR3. განსხვავება ამ ორ მეხსიერებას შორის საკმაოდ დიდია. თუ თქვენი ვიდეო დაფა აღჭურვილია GDDR3 ტიპის მეხსიერებით მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ გაცილებით მაღალ სიხშირეებს ვიდრე GDDR2-ზე. ჩორე ფრექუენცყ ეს არის ვიდეო დაფის ბირთვი. Nვიდია-ს მომხმარებლები შეხვდებიან ასეთი ჩიპების უამრავ სახეობას. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩიპი G92-ია. ამ ჩიპზე აწყობილია უამრავი ვიდეო დაფა დაწყებული 8800GT-თი და დამთავრებული 9800GX2-ით. წინა თაობის ჩიპებისგან განსხვავებით G92-ს გააჩნია Shader Frequency (Shader Frequnecy მე-8 სერიის ვიდეო დაფების გამოსვლის შემდეგ გაჩნდა). ეს არის მე-3 ძირითადი სიხშირე თქვენს ვიდეო დაფაზე. რეალურად იგი მიბმულია ბირთვის სიხშირეზე მამრავლით (მამრავლი სხვადასხვა ჩიპებზე განსხვავებულია, ძირითადად 2.3-ის ტოლია), ანუ როდესაც თქვენ ცვლით Core Frequnecy-ის, მასთან ერთად იცვლება Shader Frequency-იც. Nvidia-ს მე-8 თაობის ვიდეო დაფების გამოსვლისას ჩვენ ჯერ არ გვქონდა პროგრამა რომელიც მოგვცემდა საშუალებას დაგვერაზგონებინა Shader Frequency დამოუკიდებლად. მაგრამ მალევე, Riva Tuner-ის ახალი ვერსიის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა ახალი Slyder-ი რომლის საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოდ სჰადერ-ის სიხშირე. თეორიული რაზგონიდან გადავიდეთ პრაქტიკულზე და შევუდგეთ რაზგონს.

• Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II

Nvidia-ს ვიდეო დაფების დასარაზგონებლად ჩვენ დაგვჭირდება პროგრამა Riva Tuner-ი.

Riva Tuner 2.09: Download

პროგრამის დაყენების შემდეგ თქვენ დაინახავთ მსგავს ფანჯარას და მარტივად ნომრების მიხედვით მიყებით ინსტრუქციას.

b54j4smjh5o0qmt292e.jpg

bmpjcyrunwwcvb5eb4v.jpg

1. შევდივართ პირველ Customize-ში.

2. ვხსნით Hardware Monitoring-ს. ახლა ჩვენ ვხედავთ მიმდინარე სიხშირეებსა და ტემპერატურას.

3. შევდივართ მეორე Customize-ში.

4. ვხსნით System Settings.

5. ვნიშნავთ პტიჩკით პირველივე უჯრას Enable Driver-Level Hardware Overclocking და ვრწმუნდებით რომ ჩამონათვალში მონიშნულია Performance 3D.

6. ვარეგულირებთ Core-ის სიხშირეს.

Core Clock-ის რეგულირებისას მოვუმატოთ სიხშირე 10MHz-ით და დავაჭიროთ Apply-ს. შემდეგ შევამოწმოთ თუ რამდენად სტაბილურია სიხშირის გაზრდა, ამისათვის საკმარისია გავუშვათ რომელიმე თამაში ან ბენჩმარკი. ყველაზე ძლიერი ტესტი არტეფაკტებზე უდავოდ ATi Tool-ია. იმისათვის რომ შეამოწმოთ თვქვენი რაზგონი არტეფაკტებზე საკმარისია დააჭიროთ ღილაკს Scan For Artifacts.

mizx7i9a6l9l90r2cc5.jpg

თუ არანაირი პრობლემა არ არის ასეთივე პრინციპიკით მოვუმატოთ კიდევ 10MHz-ი, და გავაგრძელოთ ასე სანამ სისტემა არ დაეკიდება ან გამოჩნდება არტეფაქტები ანუ გრაფიკული ხარვეზები სხვადასხვა ფერი (ძირითადად იასამნისფერი) კუბიკების ან ზოლების სახით.

სიხშირეს, რომელზეც თქვენ ვიდეო დაფას პრობლემები შეექმნა, გამოაკელით 20MHz-ი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სტაბილური ჩორე-ის სიხშირე.

შემდეგ დააბრუნეთ Core-ის სიხშირე ქარხნულ მონაცემებზე და შეუდექით იგივე ხერხით Shader-ისა და Memory-ის მაქსიმალური სიხშირის მოძებვნას. საბოლოოდ დააყენეთ 3-ივე კომპონენტის მაქსიმალური სტაბილური სიხშირე და 7. მონიშნეთ უჯრა: Apply Overclocking at Windows StartUp.

Driver-Level რაზგონი დასრულებულია.

• ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი I

2d55auhzo35rrwvben.png

Nvidia-ს ვიდეო დაფების მსგავსად, Aთი-საც აქვს იგივე 2 ძირითადი სიხშირე. Aთი-ის ვიდეო დაფებზე ჩვენ ვხვდებით გაცილებით მეტ მეხსიერების სახეობას GDDR2-ისა და GDDR3-ის გარდა არსებობს GDDR4-ი ვერსიებიც და სულ ახალი GDDR5-ი. რა თქმა უნდა ყოველი მომდევნო მის წინამორბედზე უფრო სწრაფია. განსაკუთრებით მაღალი სიხშირეებით გამოირჩევა GDDR5-ი, რომელიც 3600MHz-ზეც კი მუშაობს. რაც შეეხება ჩიპებს, ყველაზე პოპულარულია RV670. ამ ჩიპზეა აწყობილი HD3850, HD3870 და HD3870X2.

Nvidia-სგან განსხვავებით, ATi-ის Shader-ის სიხშირე დამოუკიდებლად არ კონტროლდება. Core-ის სიხშირის ზრდასთან ერთად, პარალელურად იზრდება Shader-იც.

ATi-ს ვიდეო დაფების დასრაზგონებლად არსებობს ბევრი პროგრამა, თუმცა საუკეთესო მაინც Riva Tuner-ია. სამწუხაროდ, ამ პრგოგრამას ჯერ-ჯერობით HD4**0 სერიის ვიდეო დაფების მხარდაჭერა არ გააჩნია და მათ დასარაზგონებლად უნდა გამოვიყენოთ სხვა პროგრამა: AMD GPU Clock Tool.

• ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II

ყველა ვიდეოს დარაზგონება HD4**0 სერიამდე ხდება ზუსტად Nvidiaს მსგავსად, იმ განსხვავებით რომ System Settings (მე-4 პუნქტი Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II-ში) არის პირველ ჩუსტომიზე-ში.

ბოლო თაობის ვიდეოების დასარაზგონებლად როგორც უკვე ავღნიშნე საჭიროა:

AMD GPU Clock Tool v0.9.8: Download

აქაც მარტივად ინსტრუქციის მიხედვით ვზრდით სიხშირეებს.

ჩორე ჩლოცკ-ის რეგულირებისას მოვუმატოთ სიხშირე 10MHz-ით და დავაჭიროთ Apply-ს. შემდეგ შევამოწმოთ თუ რამდენად სტაბილურია სიხშირის გაზრდა, ამისათვის საკმარისია გავუშვათ რომელიმე თამაში, ბენჩმარკი, ან ATITool-ი (ამ უკანასკნელის გამოყენების ინსტურქცია იხილეთ Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II-ში). თუ არანაირი პრობლემა არ არის ასეთივე პრინციპიკით მოვუმატოთ კიდევ 10MHz-ი, და გავაგრძელოთ ასე სანამ სისტემა არ დაეკიდება ან გამოჩნდება არტეფაქტები ანუ გრაფიკული ხარვეზები სხვადასხვა ფერი (ძირითადად იასამნისფერი) კუბიკების ან ზოლების სახით.

სიხშირეს, რომელზეც თქვენ ვიდეო დაფას პრობლემები შეექმნა, გამოაკელით 20MHზ-ი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სტაბილური ჩორე-ის სიხშირე.

შემდეგ დააბრუნეთ ჩორე-ის სიხშირე ქარხნულ მონაცემებზე და შეუდექით იგივე ხერხით Mემორყ-ის მაქსიმალური სიხშირის მოძებვნას.

საბოლოოდ დააყენეთ 2-ივე კომპონენტის მაქსიმალური სტაბილური სიხშირე.

Driver-Level რაზგონი დასრულებულია.

• ვიდეო კარტის BIOS-ის დაფლეშვა

ჩვენ უკვე დავარაზგონეთ ვიდეო კარტა ოპერატიული სისტემიდან. მაგრამ თქვენ ვიდეო დაფას კიდევ აქვს ამოუწურავი პოტენციალი, რომელიც საჭიროა რეკორდების მოსახსნელად. თქვენი ვიდეო დაფის ბოლომდე გაწურვისთვის დაგჭირდებად მისი ბიოსის დაფლეშვა.

დღეს უკვე არსებობს პროგრამები რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავფლეშოთ ბიოსი პირდაპირ ოპერატიული სისტემიდან, თუმცა ეს მეთოდი არც თუ ისე უსაფრთხოა. შედარებით უფრო სანდო არის DOS-იდან დაფლეშვა. თქვენ დაგჭირდებათ Bootable CD/DVD, ფლოპპყ ან USB “ფლეშკა”.

• Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი III

839311nvflash.gif

• ჩაწერეთ ბიოსის ფაილი და nvflash თქვენს Bootable დისკზე.

• შემდეგ როდესაც ყველაფერი მზად არის გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით nvflash -b 123.bin (123 ან ნებისმიერი სხვა სახელი), იმისათვის რომ შეინახოთ ახლანდელი ბიოსი ყოველი შემთხვევისთვის.

• გაუშვით nvflash –f ბიოსის-სახელი.bin

• გადატვირთეთ კომპიუტერი და თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია.

• ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი III

359122atiflash.gif

• ჩაწერეთ ბიოსის ფაილი და ATI flashing utility თქვენს Bootable დისკზე.

• შემდეგ როდესაც ყველაფერი მზად არის გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით atiflash -s 0 123.bin (123 ან ნებისმიერი სხვა სახელი), იმისათვის რომ შეინახოთ ახლანდელი ბიოსი ყოველი შემთხვევისთვის.

• გაუშვით atiflash -p 0 ბიოსის-სახელი.bin

• გადატვირთეთ კომპიუტერი და თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია

თუ დაფლეშვის ასეთი ვარიანტი თქვენთვის არც თუ ისე მიმზიდველია შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე ხერხი, კერძოდ დაფლეშოთ თქვენი ვიდეო დაფა ბიოსიდან.

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:

ATI Winflash Utility: Download

th_81975_atiwinflash_small_122_968lo.jpg

აქ ყველაფერი უმარტივესია. თქვენ უბრალოთ ტვირთავთ თქვენთვის სასურველ ბიოსის ფაილს Load Image ღილაკზე დაჭერით და აჭერთ Program-ს. თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია ორი მაუსის წკაპუნში. ჩემი რჩევა იქნება დაფლეშვამდე დახუროთ ყველა ზედმეტი პროგრამა.p

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

Geforce 7300GT მაქ 540Mhz ზე დავაყენე Gpu clock და 481Mhz -ზე memory clock-ი.(ქარხნული სიხშირე 400/400ია) და როგორც კი სიხშირეს 1ით ვუმატებ ეგრევე კარგავს სტაბილურობას. რა უნდა ვქნა რო აღარ მოხდეს ეს? ანუ შესაძლებელია კიდე რო რამენაირად გავაძლიერო?

Link to comment
Share on other sites

Geforce 7300GT მაქ 540Mhz ზე დავაყენე Gpu clock და 481Mhz -ზე memory clock-ი.(ქარხნული სიხშირე 400/400ია) და როგორც კი სიხშირეს 1ით ვუმატებ ეგრევე კარგავს სტაბილურობას. რა უნდა ვქნა რო აღარ მოხდეს ეს? ანუ შესაძლებელია კიდე რო რამენაირად გავაძლიერო?

თუ არასტაბილურია ცოტა ნაკლები სიხშირეები სცადე

თუ რაზგონზე არასტაბილურია ვოლტმოდის გარეშე ვერ მოუმატებ სიხშირეებს

Link to comment
Share on other sites

3x3gr.gif

ესაა ჩემი ვიდეოს Overclocking -ი.

მაფია 2 -ში 30 FPS იყო და 38 FPS მომცა, ( GPU 15 %, Shader 20% და Memory 22% overclocked) ( ოღონდ როცა CPU E7400 2,8 დან 3,8 GHZ და ოპერები 534 დან 724 MHZ დავარაზგონე მაშინ. მანამდე ვიდეოს GPU -ს სიხშირეს 710 MHZ -ს რომ ავაცილებდი ( 30 ვიდეოთამაშიდან, ( მათ შორის სტალკერის სხვა ვერსიებიდან ) მარტო S.T.A.L.K.E.R. - Call Of pripyat არ ეშვებოდა, ( რატომ უდგა ჟინში ამ თამაშს ვერ გავიგე, ჩემი ვიდეო. :gigi: )).

GPU 750 MHZ რომ ავაცილე უკვე FPS -ში სხვაობა საერთოდ აღარ მომცა და თავი დავანებე.

მოკლდედ სტაბილური რაზგონია, თუ არ ვცდები ხო ?

ახლა გადავხედე ( საზღვარგარეთის ფორუმებზე სტატიებს ) და 24/7 -ზე სამუშაოდ, ყველა ამ მონაცემებს აქებს და მეც ასე დავაყენე :

sle6f.gif

Link to comment
Share on other sites

Geforce 7300GT მაქ 540Mhz ზე დავაყენე Gpu clock და 481Mhz -ზე memory clock-ი.(ქარხნული სიხშირე 400/400ია) და როგორც კი სიხშირეს 1ით ვუმატებ ეგრევე კარგავს სტაბილურობას. რა უნდა ვქნა რო აღარ მოხდეს ეს? ანუ შესაძლებელია კიდე რო რამენაირად გავაძლიერო?

ATItool-ით ტესტავ არტიფაქტებზე? ან რამდენ გრადუსზე ცხელდება? ან ქარხნული ქულერი გიყენი თუ შეცვლილი გაქბს? (ისე 7300GT გინდ დაგირაზგონებია, გინდა არა :D დიდ შეღავათს მაინც არ მოგცემს )

Link to comment
Share on other sites

კი Ati Tool-ით ვტესტავ.. დიდი ხნის და დიდი დატვირთვის მოუშაობის მერე 90 გრადუსზე ადის.. ქულერი არ უყენია რადიატორი აქ.

Link to comment
Share on other sites

რადიატორი დავუტოვო? თუ მოვაძრო?

დაუტოვე აუცილებლად. რადიატორზე მიამაგრე ვენტილატორი. ვიდეობირთვის სითბო რადიატორზე გადმოვა, ვენტილატორი მოაცილებს და გაფანტავს

Link to comment
Share on other sites

დაუტოვე აუცილებლად. რადიატორზე მიამაგრე ვენტილატორი. ვიდეობირთვის სითბო რადიატორზე გადმოვა, ვენტილატორი მოაცილებს და გაფანტავს

და რადიტორზე არ აქვს მისამაგრებელი და პროსტა მივადო? თუ როგორ ვქნა?

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მე მაქ 1 ესეთი კითხვა რაშია ეხა საქმე ... დავითრიე ვიდეო 9800Gt პამეხებით ანახებდა გავაკეთე და ეხა ჩვეულებრივთ არი მაგრან სისტემა რო ცაიტვირთება წრიპინებს და სიხშირის დაკლება უშველის ნეტაა?

Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ადვილად რაზგონდება asus smart doctor-ით და დარაზგონების მერე ამოწმეთ არტიფაქტები ati tool-ის დახმარებით.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...
  • 4 weeks later...

ვიდეო კარტაც და პროცესორიც რო დავარაზგონო კაი გაგრილება დამჭირდება ხო ?

Link to comment
Share on other sites

კო, კარგი გაგრილებაში პირველ რიგში კეისი და პროცესორის კულერი იგულისხმება, თუ ეგენი კარგი დონის გაქვს აღარაა საჭირო დამატებითი ფანების ჩაყენება, იგივე ჩემი კეისი რომ ავიღოთ მაგალითისთვის

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

9600გტ სტანდარტულ ქულერზე ხშირად ადის 95 გრადუსზე

ვგულისხმობ თხელ ორიგინალ ქულერებს რომელიც მხოლოდ 1 შესარჭობ სლოტს იკავებს

არაფერი ასსწაული არაა :) გათვლილია მაგ ტემპერატურაზე

მაგრამ რა თქმა უნდა კარგია როცა 70 გრადუსს არ ცდება

Link to comment
Share on other sites

ესეიგი ati tool-სით ვარაზგონებ და auto-ს ვაკეტებ რა Find max core უკვე საათ ნახევარია ჩართული და ეგრე უნდა იყოს ?

Link to comment
Share on other sites

ატი თულზის და ფურმარკის გარდა არტიფაქტებზე რომლით შევამოწმო

Link to comment
Share on other sites

ესეიგი ati tool-სით ვარაზგონებ და auto-ს ვაკეტებ რა Find max core უკვე საათ ნახევარია ჩართული და ეგრე უნდა იყოს ?

აუტო რაზგონს არ გირჩევ მაგ პროგრამით

ტყუილი დორის კარგვაა

ატი თულზის და ფურმარკის გარდა არტიფაქტებზე რომლით შევამოწმო

თამაშებში ნახე თუ არის სტაბილური

ან ნებისმიერი ბენჩმარკი 3D მარკები 06, 05, ვანტაჯი

Link to comment
Share on other sites

სოსო დაფლეშვა მინდა და იქნებ ფაილები თავიდან ატვირთო ?

Link to comment
Share on other sites

სოსო დაფლეშვა მინდა და იქნებ ფაილები თავიდან ატვირთო ?

http://www.overclockers.ge/index.php?/topic/35-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94/

რა ფაილები ატვირთოს ?

\

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.