Jump to content

3D გრაფიკა და ანიმაცია/მულტიპლიკაცია


Recommended Posts

გამარჯობა მეგობრებო. მოკლედ შემიძლია დიზაინი, ინტერიერი ექსტერიერი. ანიმაციაც შემიძლია ავაწყო. მხატვარი ვარ. ერთ-ერთი ქართული კომპანია მთავაზობს მუშაობას ნახატების 3D გაცოცხლებაზე, ანიმაციების აწყობაზე. ცოტა კომუნისტური აზროვნების ხალხია და ფული ყველაფერში ენანებათ. ხელფასს ცოტას მაძლევენ აუდიო წიგნების ხმის რეჟისორის პოზიციაზე. ამბობენ რო საქართველოში ყველაზე ძლიერი ტექნიკა აქვთ. და რეალურად რო ძალიან სუსტი კომპიუტერები უდგათ. მოკლედ ასეთი ხალხია. მყიდულობენ ძლიერ კომპიუტერს. რომლითაც ყველაფერს გავაკეთებ. ძალიან ძლიერი მონაცემებით იქნება რაც წავიკითხე. ერთადერთი დაბალი იყო ოპერატიული 8გბ დდრ4. მაგრამ დანარჩენი ყველაფერი სერიოზული.

 საშინლად დროში ჩარჩენილები არიან. რასაც ველაპარაკები არაფერი არ ესმით. თქვენი აზრით ღირს? 
ანუ მარტომ რომ გავაკეთო ანიმაცია, დიზაინი, ნუ მოკლედ შევკრა მულტიპლიკაციური ფილმები. იმაზე წუწუნებენ რო კომპიუტერი 4000 ლარი უჯდებათ და რეალურად კონკრეტულ პირს ამაში რაც მე ვთქვი სტანდარტული განრიგით მინიმუმ 2000 ლარი უნდა ქონდეს ხელფასი (ალბათ). საკმაოდ რთული საქმეა ერთი ადამიანისთვის. 

ამჟამინდელი ხელფასი როგორც ხმის რეჟისორს 550 ლარი მაქვს. ისიც ენანებათ. თავიდან 400 მითხრეს ეგონათ მომატყუებდნენ. 

დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ მიპასუხებთ და მირჩევთ ღირს თუ არა ასეთ კომპანიაში მუშაობის გაგრძელება. ძალიან რაღაცნაირები არიან. ამათგან გამოცდილებას კიარ მივიღე ნერვოზი ავიკიდე

Link to comment
Share on other sites

გამარჯობა. მუშაობის გაგრძელება ნამდვილად ღირს მაგ კომპანიაში. კარგი ნათქვამია "თუ არ ცადე მაშინ ვერ მიხვდები, სწორი გადაწყვეტილება მიიღე თუ არა". დანარჩენს უკვე თვითონ დრო გაჩვენებს. დაბალ ხელფასს, კომპიუტერებს და დროში ჩარჩენას რაც შეეხება, ეგ ვითარება სამწუხაროდ ბევრგანაა. 

ჩემს პირად მაგალითს გეტყვი. ბევრად დაბალ ხელფასზე ვმუშაობდი და ისეთი კომპიუტერი მომცეს Photoshop-ისთვის, რომ 5 წუთი ჩართვას უნდებოდა და პროგრამის გათიშვის შემდეგ 10-15 წუთი ვერაფერს გააკეთებდი, ისე ჭედავდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფუნქციები და მოვალეობები ჩემი საკუთარი სურვილით დავიმატე, მაგრამ არავის არაფერი არ დაუნახავს. გარკვეული პატარ-პატარა საქმეებიც გავაკეთე, რაც მე საერთოდ არ მევალებოდა და შემეძლო სულ არ გამეკეთებინა, მაგრამ არაფერს არ ვნანობ. ესე ჩავთვალე საჭირო და ამაზე სანაცვლოდ არაფერი მინდა. მთელი ზაფხული ერთ პატარა ოთახში გავატარე, სადაც 4-5 კაცი ვიჯექით და კონდიციონერი ცივის ნაცვლად ცხელ ჰაერს უბერავდა. ვაკეთებდი ბანერებს, ვდებდი ნივთებს საიტზე, ვასწორდებდი ვიღაცეების უაზრო შეცდომებს და პარალელურად Facebook-ზეც ვამატებდი სიახლეებს. თუმცა, ხელშეკრულების დადების დროს, მარტივად მითხრეს: "თუ არ მოგწონს, შეგიძლია ნებისმიერ დროს დაწერო განცხადება და წახვიდე" :) ამით გამოვიდა, რომ კომპანიას ჩემი თავი არაფრად უღირდა. ხოდა ესეთ კომპანიაზე, არც უნდა შეიწუხო თავი. ბევრი საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებდა ან უამრავ შეცდომას უშვებდა. ახალ ფუნქციების დამატებაზე, საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. ხალხმა ელემენტარულები არ იცოდა. მაგ: ნივთის პროცენტის დაანგარიშებაა. საკმაოდ ვრცელი საკითხია, მაგრამ მუშაობის დროს ბევრი მინუსი დავინახე და აქ ყველაფრის ჩამოწერას უბრალოდ აზრი არ აქვს. სადაც არ მოგწონს და სამუშაო არ გიფასდება, იქ არც უნდა გაჩერდე.

ახალ კომპიუტერს თუ ყიდულობენ გამოდის, რომ წინსვლა უნდათ და შენი იმედიც აქვთ, ამიტომ შეხედე ცოტახანი და ნერვების მოშლის გარდა თუ არაფერი იქნება უახლოს მომავალშიც, წამოსვლას წინ არაფერი უდგას. ჩემი აზრით, როგორც კი ახალ კომპიუტერს მოგცემენ და მუშაობას შეუდგები, ხელფასსაც გაგიზრდიან და შრომასაც დაგიფასებენ. პოზიტიური შემართებით იყავი და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება. 

წარმატებები !

Link to comment
Share on other sites

დიდი მადლობა ასეთი რჩევისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის მეგობარო. თითქმის მეც იგივენაირი სიტუაცია მაქვს. ორჯერ მეტს ვმუშაობ რაც იყო გათვალისწინებული + შაბათ-კვირას დავდიოდი რომ მალე დაგვემთავრებინა ერთი პროექტი და მეორეზე გადავსულიყავით, უფრო სერიოზულზე რომელშიც სამწუხაროდ არ გაიმარჯვა.  არც წახალისება და არაფერი (ეს რა ხილია არ იციან საერთოდ), პირიქით იქეთ დამაკლეს რაც მეკუთვნოდა. მოკლედ ყველა ასპექტში ეს ის სამსახურია სადაც განვითარების მაგივრად ვდეგრადირდები. ე.წ დირექტორი. (დამფუძნებლის შვილი) არის ძველბიჭური აზროვნების და ლამის ჩაკუნცხვით ესაუბრება ტიპებს. რამდენიმე თანამშრომელს "აჩმორებს" ფულს წაპნის :D მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია :D ძალიან ვრცელი ტექსტი გამომივა ყველაფერი რომ მოვყვე. მოკლედ შეცდომა დავუშვი თავიდანვე რომ მოვაწერე ხელი 4 თვიან კონტრაქტს. მერწმუნე რა პოზიტიურადაც არ უნდა ვიფიქრო ერთი დიდი სოროა (პირდაპირი მნიშვნელობითაც და გადატანითითაც) 

Link to comment
Share on other sites

ძალიან ცუდია, ეგეთ ვითარებაში ყოფნა. შაბათ კვირას მუშაობაზე აღარაფერს ვამბობ. მე შაბათობით ვმუშაობდი და იმდენად უაზრო დღე იყო, მისული არ ვიყავი სამსახურში უკვე უკან წამოსვლა მინდოდა. საერთოდ არაფერი არ ხდებოდა შაბათს და მთელი დღე ერთ ადგილზე უაზროდ ჯდომა მიწევდა. წახალისება კი არა, 2 თვეზე მეტი ოფისის საშვი არავინ არ მომცა და კიბეებთან მიწევდა დილით მისულს ჯდომა. ხან ვის ვთხოვე ხან ვის, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. ბოლოს ისევ მე ვუშველე საკუთარ თავს. ისეთი საქმე გავაკეთე უფასოდ, რაშიც ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა 1500 ლარი და 2 თვე მოითხოვა. მე სულ რაღაც 4 დღე დამჭირდა ამ სამუშაოს შესასრულებლად. მადლობა კი მითხრეს, მაგრამ ბარათზე ხმა არავის ამოუღია. ერთ დღესაც, უფროს დავხვდი კიბეზე დამჯდარი და სიტუაცია როდესაც აუხსენი, იმავე დღეს მოგვარდა ბარათის საკითხი. უცნაური თანამშრომლები არც მე არ მაკლდა და დარწმუნებული ვარ ზოგ ზოგიერთმა დღესაც ვერ ისწავლა ნორმალური გამარჯობის თქმა :) მოკლედ ბევრი მეც, რომ აღარ გავაგრძელო დრო ტყუილად დავკარგე, მაგრამ სამაგიეროდ კარგი გაკვეთილი მივიღე. ამის შემდეგ მეცოდინება ბევრი რამ და მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ. 

საწყენია, მაგრამ არაუშავს. თუ ვერ დაგაფასეს, წამოხვალ როცა დრო მოვა. ეგ სიკეთე კიდევ, რაც გააკეთე კომპანიისთვის, მომავალში აუცილებლად წინ დაგხვდება. სიკეთე და პატივისცემა ეს ისეთი რამაა, რაც ადამიანს ადამიანად აგრძნობინებს თავს :) 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.