Jump to content

ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ


Recommended Posts

ძალიან გთხოვთ რაც შეიძლება მეტმა დაწერეთ. აი უკვე არ ვიცი რას ვიზავ მეტი ვერსად ვერ მოვიფიქრე დაწერა. ვინც ერკვევით აიფონში ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ და მირჩიოთ რამე. მოკლედ მეგობრის დისგან ვიყიდე აიფონი 5ს. ყველაფერი გასუფთავებული ჰქონდა. Apple ID შევქმენი და გადმოვწერე პროგრამები (ფეისბუკ მესენჯერ და ა.შ)
გავიდა 5 თვე სადღაც და ესეთი რამე ხდება რომ მეგობარი მეუბნება ჩემმა დამ ფეისბუკში დააფიქსირა აიფონ 5ს იდან ძალიან ბევრჯერ შენასვლელი ისტორია. არადა მაგათ არც ერთს არ აქვს 5ს ყველას 7 აქვს. და შენი ტელეფონის მონაცემები ყველაფერი ემთხვევაო და საშინელ დღეში ვარ. აზრზეც ვერ მოვდივარ როგორ არის ეგ შესაძლებელი. ფეისბუკი რო დავაყენე არაფერი აკაუნტი ჩარჩენილი არ იყო ან თუ იყო და წავშალე. ცუდი სიტუაცია გამოდის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ მაქვს და თან არც დამნაშავე ვარ და რამე გზა მითხარით გთხოვთ. ძმაკაცს ვკარგავ ამ ყველაფრის გამო ლამის და რა გავაკეთო? ავიღე წავშალე ფეისბუკი თავიდან გადმოვწერე გუშინ და გამიხარდა. ჩემი ფეისბუკ პროფილის ფოტო ჩანდა და რო დავაჭირე პაროლი მომთხოვა. მეთქი აჰა ესეც ჩემი დამამტკიცებელი საბუთი თქო. დღეს გადავწყვიტე მეჩვენებინა. გავედი გარეთ იგივე გავიმეორე და დავაჭირე თუ არა პაროლის გარეშეც შევიდა. აი მანდ უკვე ადგილზე გავქვავდი. მემგონი სამყარო ჩემ წინააღმდეგ არის მომართული. აი როგორ დავუმტკიცო? შეიძლება რაიმე ბაგი იყოს ან აი არ ვიცი უკვე. იქნებ რა Apple ID იც ჰქონდა ძველ 5ს ში მის დას, მე როცა მომყიდა 7 იყიდა და იქ გადაანაცვლა ეს Apple ID. ასეთი რამე მაინც არის შესაძლებელი რომ ახალ ტელეფონში გადაეტანა ძველი 5ს ის მონაცემები ან რამე არ ვიცი და იქ დაეფიქსირებინა? ძალიან გთხოვთ მომწერეთ ან ვინმე სპეციალისტი მირჩიეთ. გადავუხდი ფულსაც არაა პრობლემა ოღონდ ამ სიტუაციიდან გამომიყვანეთ თორემ არ ვიცი რამეს დავიმართებ. უბრალოდ არ მქონია არასდროს ასეთი შემთხვევა მართალი ვიყო 100% ით და არანაირი დამამტკიცებელი საბუთიც არ მქონდეს.
 

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.