Power_VANO Posted July 1, 2017 Share Posted July 1, 2017 დღესდღეობით Bitcoin-ის მაინინგი ხდება სპეციალური მოწყობილობებით, ASIC-ებით, რომლებიც ძალიან ეფექტურია ამ საქმეში. ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური ASIC Miner არის BITMAIN AntMiner S9, რომლის ჰეშრეიტიც 13.5 TH/s-ია და თუ არ ჩავთვლით ელ. ენერგიის მოხმარებას, დღეში 11-12$-ის ექვივალენტ BTC-ს გამოიმუშავებს. ამ მაინერს სჭირდება კვების ბლოკიც, რომელიც შეგიძლიათ იყიდოთ მწარმოებლის საიტზევე, ან იყიდოთ სხვაგან. Bitcoin მაინინგის მოგების გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ კალკულატორები, მაგ: CryptoCompare. გარდა ამისა, მაინინგის დასაწყებად დაგჭირდებათ ბირკოინის საფულე (ზოგიერთი მათგანის შედარება შეგიძლიათ ნახოთ აქ), მაინინგ პროგრამა და მაინინგის პულში გაწევრიანება. მაინინგ პულების სია და მათი შედარება შეგიძლიათ ნახოთ Bitcoin Wiki-ზე. ასევე გირჩევთ გაეცნოთ მაინინგ პულების შესახებ ამ პოსტს, BitcoinTalk ფორუმზე. ბიტკოინის მაინინგისას, მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ალგორითმის სირთულის ზრდის ტემპი და თქვენი შესაძლო მოგება ამის მიხედვით გამოთვალოთ. რეკომენდირებულია, რომ ASIC-ები გამოსვლისთანავე იყიდოთ, რადგან, როგორც წესი, ისინი ძალიან სწრაფად ქრებიან (ძალიან ბევრი ადამიანი და კომპანია ყიდულობს) და ეშვებიან მაინინგში, რასაც სირთულის კიდევ უფრო დიდი ზრდა მოყვება და რეალურად, გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენი ახალი მოდელის მაინერი მომგებიანი აღარაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოტკოინის მაინინგი პროფესიონალურ დონეზე საქართველოში უკვე რამდენიმე წელია რაც მიმდინარეობს Bitfury Group-ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო მაინინგ კომპანიაა. მათ საქართველოში ააშენეს ორი მაინინგ დატაცენტრი, ერთი გორში, ხოლო მეორე - გლდანში. ქართული დატაცენტრის მშენებლობის თაიმლაპს ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე ნახოთ. დამატებითი განმარტებები ბიტკოინის მაინინგზე და ვიზუალური ინფოგრაფიკა ქვედა პოსტშია მოცემული. 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted July 2, 2017 Author Share Posted July 2, 2017 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted July 2, 2017 Author Share Posted July 2, 2017 დღეს საღამოს Vere Loft-ში იმართება ივენთი "კრიპტოვალუტის მაინინგი და სისტემები". განრიგი ასეთია: Quote მითაფი ტარდება კომპანია OGD-ს მიერ, Blockchain Georgia-ს მხარდაჭერით. შეხვედრისას ჩვენ განვიხილავთ: • კრიპტოვალუტა - მისი უშუალო ახსნა, თუ რას წარმოადგენს იგი. კრიპტოვალუტის ეკონომილური ღირებულება და მისი დეცენტრალიზებული არსებობა. • კრიპტოვალუტის მოპოვება. ძირითადი კონცეპცია, თუ როგორ მოიპოვება კრიპტოვალუტა და რის ხარჯზე ხდება მისი გამომუშავება. • რამდენიმე მოდელის ვიდეო ბარათის წარდგენა, მათი უშუალო მოგება/წაგება. როგორ იდგმება «რიგი» და რამდენიმე რჩევა ‘’რიგის’’ ადგილმდებარეობის შესახებ. • რიგის სტილი. როგორ ყენდება გაგრილების სისტემა და რიგის წყობა. საუბარი იქნება უშუალოდ რიგის აწყობის მასალაზე და ძირეულ გეგმაზე. • სრული პროექტის გეგმიური წარდგენა, პროექტირების ფასი, IT-ს მიერ შესასრულებელი გეგმა და ყოველთვიური მონიტორინგის არსი. გელოდებით ყველას! UPD მეგობრებო, მაღალი ინტერესის გამო, შეხვედრა 2 ნაკადათ იქნება დაყოფილი პირველი ნაკადის დასაწყისი 18:00 მეორე ნაკადი 18:45-სთვის იგეგმება (სავარაუდო დრო. დამოკიდებულები ვართ პირველი შეხვედრის ხანგრძლივობაზე). გთხოვთ გაითვალისწინოთ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
OpTiMeR Posted August 19, 2017 Share Posted August 19, 2017 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest Posted August 31, 2017 Share Posted August 31, 2017 აქაც ვიკითხავ და იმედია ვინმე მიპასუხებს. ნოემბერში ვაპირებ გამოსვლისთანავე შევიძინო ს9 და სანამ ის ჩამომივა და დავიწყებ მაინინგს მოგება მკვეთრად შემცირდება? სორთულის გაზრდას ვგულისხმობ და ასევე რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეისიკის ყიდვა? მადლობელი დაგრჩებით ვინმე თუ მომაქცევს ყურადღებას მეხუთედ ვკითხულობ უკვე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gigi1900 Posted December 3, 2017 Share Posted December 3, 2017 გამარჯობათ . მაინტერესებს რა განსხვავება "Bitmain Antminer D3" და "Antminer D3" ამ ორ დასახელებას შორის ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted December 6, 2017 Author Share Posted December 6, 2017 On 12/4/2017 at 3:01 AM, gigi1900 said: გამარჯობათ . მაინტერესებს რა განსხვავება "Bitmain Antminer D3" და "Antminer D3" ამ ორ დასახელებას შორის ? Bitmain - მწარმოებელი კომპანიაა Antminer - მაინერების სერიის სახელია D3 - მაინერების კონკრეტული მოდელი. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.