Jump to content

Bitcoin (BTC) - სიახლეები და დისკუსია


Recommended Posts

Bitcoin (BTC) - კრიპტოვალუტების დოლარია, ყველაზე მარადმწვანე კრიპტოვალუტა.

ბიტკოინი 2009 წელს შექმნა Satoshi Nakamoto-მ. სისტემა peer-to-peer ტექნოლოგიას იყენებს და ტრანზაქციები ხდება პირდაპირ მომხმარებლებს შორის, შუამავლის გარეშე. ტრანზაქციები მომწმდება ბიტკოინის ქსელის მონაწილეების (მაინერების) მიერ და ხდება მათი ჩაწერა "საჯარო რეესტრში", რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება.

იმის გამო, რომ სისტემა მუშაობს ყოველგვარი "ცენტრალური ბანკის" გარეშე, ბიტკოინი ცნობილია, როგორც პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა.

ბიტკოინის გამომუშავება/შექმნა ხდება მაინინგის საშუალებით, თუმცა იგი ასევე ივაჭრება ბირჟებზე და მისი საშუალებით თანხის გადახდა უკვე უამრავ ადგილასაა შესაძლებელი.

Bitcoin-ის დაგროვება შესაძლებელია როგორც საფულეში, ასევე ბირჟების ანგარიშებზე (რაც არ არის რეკომენდირებული). ოფიციალური საფულეა Bitcoin Core, რომლის გადმოწერაც აქედან შეგიძლიათ.

Bitcoin-ის ყიდვა/გაყიდვა შეიძლება ბირჟებზე, როგორიცაა მაგალითად, poloniex.com, bitfinex.com, cex.io და ა.შ.

დღეისათვის 1 ბიტკოინის ფასი 2500$-ს უტოლდება, ხოლო მიმოქცევაში 16 მილიონი ბიტკოინია (BTC-ს ალგორითმში ჩადებულია შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც მაქსიმუმ 21 მილიონი ბიტკოინი შეიძლება იყოს მიმოქცევაში. დღევანდელი გათვლით, ამ რიცხვს 2140 წელს მივაღწევთ).

 

 

 

 

 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ანუ თქვენი პოსტიდან გამომდინარე დარჩენილი 5 მილიონი ბიტკოინის მაინინგს უფრო და უფრო რთული გამოთვლები დაჭირდება ?
ანუ მათი ფასიც უფრო და უფრო მოიმატებს ?

Link to comment
Share on other sites

11 hours ago, kakha77777 said:

ანუ თქვენი პოსტიდან გამომდინარე დარჩენილი 5 მილიონი ბიტკოინის მაინინგს უფრო და უფრო რთული გამოთვლები დაჭირდება ?
ანუ მათი ფასიც უფრო და უფრო მოიმატებს ?

კი, ასეა. რაც უფრო მეტი ბიტკოინი იქნება მიმოქცევაში და რაც მეტი მაინერი ჩაერთვება საქმეში, ალგორითმი მით უფრო რთულდება და მით უფრო რთული იქნება გამოთვლა.

თუ სხვა ფაქტორებმა არ იქონია გავლენა, მარტო ამ ფაქტორის გამოც, ლოგიკურია, რომ ფასმა უნდა მოიმატოს. მაგრამ ზოგადადაც ეგეთი მოლოდინია, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ხვალ დიდი დღეა ბიტკოინისთვის. შეიძლება ბლოკჩეინი გაიყოს და მივიღოთ ახალი კრიპტოვალუტა სახელად Bitcoin Cash - https://www.coindesk.com/coindesk-explainer-bitcoin-cash-forking-blockchain/

https://www.coindesk.com/will-bitcoin-cash-impact-bitcoin-price-traders-split-possible-fork/

დეტალები შეგიძლიათ ლინკზე ნახოთ.

Link to comment
Share on other sites

ბიტკოინის ფასის ანალიზი: Bitcoin Weekly Price Analysis: July 22 - July 29

Link to comment
Share on other sites

დაიფორკა ბიტკოინის ბლოკჩეინი და გუშინდელიდან დამატებით გვაქვს ახალი კრიპტოვალუტა - Bitcoin Cash (BCH)

https://www.coindesk.com/bitcoin-cash-just-mined-first-block-making-blockchain-split-official/

https://www.coindesk.com/bitcoin-forks-play-play-blockchains-big-split/

 

Link to comment
Share on other sites

On 8/2/2017 at 4:09 PM, Power_VANO said:

დაიფორკა ბიტკოინის ბლოკჩეინი და გუშინდელიდან დამატებით გვაქვს ახალი კრიპტოვალუტა - Bitcoin Cash (BCH)

https://www.coindesk.com/bitcoin-cash-just-mined-first-block-making-blockchain-split-official/

https://www.coindesk.com/bitcoin-forks-play-play-blockchains-big-split/

 

გამარჯობა, მაგ ახალი ვალუტის უბრალოდ ყიდვა შესაძლებელია? თუ მაინც და მაინც ვიდეოკარტები უნდ ვამუშაო? თუ კი როგორ შევიძინო?

Link to comment
Share on other sites

8 hours ago, gtsetsadze said:

გამარჯობა, მაგ ახალი ვალუტის უბრალოდ ყიდვა შესაძლებელია? თუ მაინც და მაინც ვიდეოკარტები უნდ ვამუშაო? თუ კი როგორ შევიძინო?

https://www.cryptocompare.com/coins/bch/markets/USD

აქედან რომელიმე იქსჩეინჯზე დარეგისტრირდი და მანდ შეძლებ ყიდვას.

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...
On ‎10‎/‎31‎/‎2017 at 5:41 PM, Xocho said:

მაგალითად ავაწყე მაინერ სისტემა, როგორ უნდა დავიწყო კრიპტოვალუტის გამომუშავება?

ამ განყოფილებას გადახედე, განსაკუთრებით აპინულ თემებს:

https://www.overclockers.ge/index.php?/forum/101-მაინინგი/

 

Link to comment
Share on other sites

დაახლოებით 10 დღეში ბიტკოინი კიდევ ერთხელ დაიფორქება, ახალი კოდი, Segwit2x უნდა გაეშვას 15-16 ნოემბრისთვის, 494784 ნომერ ბლოკზე.

ამასთან დაკავშირებით იზრდება ფასიც. ან ისევ ახალ ვალუტას მივიღებთ, ან უბრალოდ ახალ კოდზე გადავალთ :)

 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.