Power_VANO Posted July 1, 2017 Share Posted July 1, 2017 Bitcoin (BTC) - კრიპტოვალუტების დოლარია, ყველაზე მარადმწვანე კრიპტოვალუტა. ბიტკოინი 2009 წელს შექმნა Satoshi Nakamoto-მ. სისტემა peer-to-peer ტექნოლოგიას იყენებს და ტრანზაქციები ხდება პირდაპირ მომხმარებლებს შორის, შუამავლის გარეშე. ტრანზაქციები მომწმდება ბიტკოინის ქსელის მონაწილეების (მაინერების) მიერ და ხდება მათი ჩაწერა "საჯარო რეესტრში", რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. იმის გამო, რომ სისტემა მუშაობს ყოველგვარი "ცენტრალური ბანკის" გარეშე, ბიტკოინი ცნობილია, როგორც პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა. ბიტკოინის გამომუშავება/შექმნა ხდება მაინინგის საშუალებით, თუმცა იგი ასევე ივაჭრება ბირჟებზე და მისი საშუალებით თანხის გადახდა უკვე უამრავ ადგილასაა შესაძლებელი. Bitcoin-ის დაგროვება შესაძლებელია როგორც საფულეში, ასევე ბირჟების ანგარიშებზე (რაც არ არის რეკომენდირებული). ოფიციალური საფულეა Bitcoin Core, რომლის გადმოწერაც აქედან შეგიძლიათ. Bitcoin-ის ყიდვა/გაყიდვა შეიძლება ბირჟებზე, როგორიცაა მაგალითად, poloniex.com, bitfinex.com, cex.io და ა.შ. დღეისათვის 1 ბიტკოინის ფასი 2500$-ს უტოლდება, ხოლო მიმოქცევაში 16 მილიონი ბიტკოინია (BTC-ს ალგორითმში ჩადებულია შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც მაქსიმუმ 21 მილიონი ბიტკოინი შეიძლება იყოს მიმოქცევაში. დღევანდელი გათვლით, ამ რიცხვს 2140 წელს მივაღწევთ). 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted July 4, 2017 Share Posted July 4, 2017 ანუ თქვენი პოსტიდან გამომდინარე დარჩენილი 5 მილიონი ბიტკოინის მაინინგს უფრო და უფრო რთული გამოთვლები დაჭირდება ? ანუ მათი ფასიც უფრო და უფრო მოიმატებს ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted July 5, 2017 Author Share Posted July 5, 2017 11 hours ago, kakha77777 said: ანუ თქვენი პოსტიდან გამომდინარე დარჩენილი 5 მილიონი ბიტკოინის მაინინგს უფრო და უფრო რთული გამოთვლები დაჭირდება ? ანუ მათი ფასიც უფრო და უფრო მოიმატებს ? კი, ასეა. რაც უფრო მეტი ბიტკოინი იქნება მიმოქცევაში და რაც მეტი მაინერი ჩაერთვება საქმეში, ალგორითმი მით უფრო რთულდება და მით უფრო რთული იქნება გამოთვლა. თუ სხვა ფაქტორებმა არ იქონია გავლენა, მარტო ამ ფაქტორის გამოც, ლოგიკურია, რომ ფასმა უნდა მოიმატოს. მაგრამ ზოგადადაც ეგეთი მოლოდინია, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted July 18, 2017 Share Posted July 18, 2017 https://www.rt.com/business/396604-bitcoin-ethereum-cryptocurrency-price-collapse/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted July 31, 2017 Author Share Posted July 31, 2017 ხვალ დიდი დღეა ბიტკოინისთვის. შეიძლება ბლოკჩეინი გაიყოს და მივიღოთ ახალი კრიპტოვალუტა სახელად Bitcoin Cash - https://www.coindesk.com/coindesk-explainer-bitcoin-cash-forking-blockchain/ https://www.coindesk.com/will-bitcoin-cash-impact-bitcoin-price-traders-split-possible-fork/ დეტალები შეგიძლიათ ლინკზე ნახოთ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted July 31, 2017 Author Share Posted July 31, 2017 ბიტკოინის ფასის ანალიზი: Bitcoin Weekly Price Analysis: July 22 - July 29 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted August 2, 2017 Author Share Posted August 2, 2017 დაიფორკა ბიტკოინის ბლოკჩეინი და გუშინდელიდან დამატებით გვაქვს ახალი კრიპტოვალუტა - Bitcoin Cash (BCH) https://www.coindesk.com/bitcoin-cash-just-mined-first-block-making-blockchain-split-official/ https://www.coindesk.com/bitcoin-forks-play-play-blockchains-big-split/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
gtsetsadze Posted August 6, 2017 Share Posted August 6, 2017 On 8/2/2017 at 4:09 PM, Power_VANO said: დაიფორკა ბიტკოინის ბლოკჩეინი და გუშინდელიდან დამატებით გვაქვს ახალი კრიპტოვალუტა - Bitcoin Cash (BCH) https://www.coindesk.com/bitcoin-cash-just-mined-first-block-making-blockchain-split-official/ https://www.coindesk.com/bitcoin-forks-play-play-blockchains-big-split/ გამარჯობა, მაგ ახალი ვალუტის უბრალოდ ყიდვა შესაძლებელია? თუ მაინც და მაინც ვიდეოკარტები უნდ ვამუშაო? თუ კი როგორ შევიძინო? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted August 7, 2017 Author Share Posted August 7, 2017 8 hours ago, gtsetsadze said: გამარჯობა, მაგ ახალი ვალუტის უბრალოდ ყიდვა შესაძლებელია? თუ მაინც და მაინც ვიდეოკარტები უნდ ვამუშაო? თუ კი როგორ შევიძინო? https://www.cryptocompare.com/coins/bch/markets/USD აქედან რომელიმე იქსჩეინჯზე დარეგისტრირდი და მანდ შეძლებ ყიდვას. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Xocho Posted October 31, 2017 Share Posted October 31, 2017 მაგალითად ავაწყე მაინერ სისტემა, როგორ უნდა დავიწყო კრიპტოვალუტის გამომუშავება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted November 3, 2017 Author Share Posted November 3, 2017 On 10/31/2017 at 5:41 PM, Xocho said: მაგალითად ავაწყე მაინერ სისტემა, როგორ უნდა დავიწყო კრიპტოვალუტის გამომუშავება? ამ განყოფილებას გადახედე, განსაკუთრებით აპინულ თემებს: https://www.overclockers.ge/index.php?/forum/101-მაინინგი/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted November 5, 2017 Author Share Posted November 5, 2017 დაახლოებით 10 დღეში ბიტკოინი კიდევ ერთხელ დაიფორქება, ახალი კოდი, Segwit2x უნდა გაეშვას 15-16 ნოემბრისთვის, 494784 ნომერ ბლოკზე. ამასთან დაკავშირებით იზრდება ფასიც. ან ისევ ახალ ვალუტას მივიღებთ, ან უბრალოდ ახალ კოდზე გადავალთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.