Jump to content

მაინინგი დამწყებთათვის - ნაწილები, რჩევები


Recommended Posts

On ‎1‎/‎9‎/‎2018 at 6:49 PM, MILANISTA said:

მე ზუსტად ამ ვიდეოკარტას დავითრევდი, ზომაშიც პატარაა და ცოტასაც წვავს დენს

 

 

მინი ვერსიები არ ვარგა მაინინგის. ოვერქლოქინგი ნორმალურად არ გამოდის, + პატარა რადიატორის გამო გაგრილება ვერ ხერხდება ოპტიმალურად, შესაბამისად, სიხშირეებს ვერ იჭერს ვიდეო ბარათი და დაბალ სიხშირეებზე დაბალი ჰეშრეიტით მუშაობს.

On ‎1‎/‎10‎/‎2018 at 11:50 PM, toko3333 said:

თუ შეგიძლიათ მირჩიოთ, asus p 106 ვიდეობარათის ყიდვას მირჩევენ RX 580 ის ნაცვლად მაინინგისთვის, ან p 104 ახალი მოდელის. ამ ასუსის ვიდეო ბარათების შესახებ ბევრი ვერაფერი ინფორმაცია მოვიძიე და იქნებ მირჩიოთ ეთერიუმზე სამუშაოდ რომელი ჯობია. ან საერთოდ თუა გამომდგარი პ სერიის ვიდეო ბარათები?   მადლობა წინასწარ

P106 არის GTX 1060-ის მაინინგ ვერსია, პორტების გარეშე.

P104 არის GTX 1080-ისა და 1070-ის ნაჯვარი და ასევე უპორტო და თან კასტრირებული ვერსია.

RX 580-ებს უნდა ბიოს მოდი გაუკეთო, ისე არ აქვთ კარგი ჰეშრეიტი.

მხოლოდ ეთერეუმზე თუ გინდა,მაშინ RX 580-ები სჯობს, თუ ექვიჰეშ და ალტერნატიულ კოინებზეც, მაშინ NVIDIA.

 

On ‎1‎/‎11‎/‎2018 at 2:37 AM, Eip Ococh said:

ვფიქრობ მეც მეინერის დადგმას და მაქვს ესეთი საკმაოდ ბანალური კითხვა.

 

გასაგებია რო ფასები იწევს ეცემა და ვერავინ გათვლის რაიქნება მარა ამ ეტაპზე რაჯობია ვთქვათ ვიჩალიჩო რომელიმე მაინერზე ბითმეინიდან (სიტყვაზე S9) თუ ავაწყო იგივე $$$ ვიდეო-კარტებით დატვირთული მაინინგ-სისტემა?

 

ინფო მინდა ასევე კონკრეტული ქოინები რის ხარჯზე მუშაობენ და მაგასაც თუ დამილინკავთ მადლობელი ვიქნები ძალიან

ს9 და მისი ძმები სიმარტივისთვის კარგია - შეაერთებ - გამოიმუშავებს, მაგრამ სახლში ვერ დაიდგამ, ძალიან ხმაურიანებია.

ვიდეოების რიგს სახლშიც დაიდგამ უპრობლემოდ და ზამთარში გათბობის ფულსაც დაზოგავ.

ყველა დამაინებადი კოინი მუშაობს Proof of Work-ის საშუალებით, ანუ გადარიცხვები ბლოკჩეინში მოწმდება კრიპტოგრაფიული ალგორითმების მიხედივით. მაინერები კი ამას გამოითვლიან.

Link to comment
Share on other sites

  • Replies 4.1k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Power_VANO

დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია Ethereum-ისა და Zcash-ის მაინინგი, ასევე პოპულარული და მომგებიანია Ethereum Classic-იც. GPU მაინინგისთვის, სახელიდან გამომდინარე, ყველა მნიშნველოვანი ვიდეო ბარათებ

DZENA

ვერვხვდები უბრალოდ 10000 ებს იხდით ვიდეო კარტებში და წესიერი კვების ბლოკის დაყენება რა გახდა 200- 300ლარს ზოგავთ და სერვერის კვებაზე სვავთ ასეთ ფერმებს , ან ეს 13 ვიდეო კარტიანი მაზერი რა

Gogla1990

ბუნებრივად არა იხვის ტოლმა, ერთი დიდი აფიორაა რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს   დასასრული კი რამდენიმე ასეული კაცისთვის ზღაპრული იქნება, რამდენიმე მილიონისთვის კი ცარიელი ჯიბე და მიშვერილი ფ

Posted Images

2 სხვადასხვა სიმძლავრის კვების სინქრონიზაცია ხომ შეიძლება?

corsair tx850m და corsair hx1200 რომ შევაერთო ამ სინქრონიზატორით ხომ შეიძლება? https://ru.aliexpress.com/item/Desktop-ATX-...2311.0.0.LPhJPk
 

corsair tx850m-ზე 2x1080ti + სისტემა
corsair hx1200-ზე 4x1080ti

ესე რომ დავსვა, ეყოფა?

და წამყვანი კვება უფრო ძლიერი უნდა იყოს თუ არ აქვს მნიშვნელობა?
 

Link to comment
Share on other sites

On ‎1‎/‎15‎/‎2018 at 11:17 PM, davidraketa said:

2 სხვადასხვა სიმძლავრის კვების სინქრონიზაცია ხომ შეიძლება?

corsair tx850m და corsair hx1200 რომ შევაერთო ამ სინქრონიზატორით ხომ შეიძლება? https://ru.aliexpress.com/item/Desktop-ATX-...2311.0.0.LPhJPk
 

corsair tx850m-ზე 2x1080ti + სისტემა
corsair hx1200-ზე 4x1080ti

ესე რომ დავსვა, ეყოფა?

და წამყვანი კვება უფრო ძლიერი უნდა იყოს თუ არ აქვს მნიშვნელობა?
 

კი, შეიძლება და მნიშნვნელობა არ აქვს პრაიმერი რომელი იქნება.

მთავარია, მაზერის და პროცესორის ელექტრომოხმარებაც გაითვალისწინო.

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

12 hours ago, Power_VANO said:

კი, შეიძლება და მნიშნვნელობა არ აქვს პრაიმერი რომელი იქნება.

მთავარია, მაზერის და პროცესორის ელექტრომოხმარებაც გაითვალისწინო.

ხოო, მგონი უნდა ეყოს 850 ვატი მაზერს, პროცესორს, სსდ-ს და 2 ბარათს(8+6) და 2 რაიზერიდან მოხმარებას.

დანარჩენი 4 ბარათი მთლიანად 1200-ზე, თითომ 250 ვატი, რომ მოიხმაროს...

და რომელი სინქრონიზატორი ჯობია თუ არ აქვს მნიშვნელობა? პლატაზე რელე რომ აქვს თუ მაზერში რომ ერთდება?

Link to comment
Share on other sites

add2psu.com - ეს სინქრონიზატორია საუკეთესო. ამაზონზეც იყიდება და მაგათი საიტიდანაც შეგიძლია იყიდო.

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Power_VANO said:

add2psu.com - ეს სინქრონიზატორია საუკეთესო. ამაზონზეც იყიდება და მაგათი საიტიდანაც შეგიძლია იყიდო.

გასაგებია, მადლობა!

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

4 hours ago, Red-light District said:

გამარჯობათ რომელ მაზერს მირჩევთ  კარტებისთვის? ფულზე არ დამზოგოთ თან არც გამწეწოთ 1080ტი ამ ბარათისთვის მინდა მაზერი .

ამ თემის პირველი პოსტი წაიკითხე? იქ არის ჩამოთვლილი რამდენიმე მოდელი.

 

  თუ გამოწერას არ აპირებ და აქ ყიდვა გირჩევნია  @Gogla1990  ამ ადამიანს აქვს ადგილზე კარგი დედა პლატები და მიმართე

Link to comment
Share on other sites

On ‎19‎.‎01‎.‎2018 at 5:11 PM, eolsori said:

ამ თემის პირველი პოსტი წაიკითხე? იქ არის ჩამოთვლილი რამდენიმე მოდელი.

 

  თუ გამოწერას არ აპირებ და აქ ყიდვა გირჩევნია  @Gogla1990  ამ ადამიანს აქვს ადგილზე კარგი დედა პლატები და მიმართე

eg vnaxe mara romelia mandedan yvelaze kargi? 400 laris farglebshi memgoni kargi unda movides shoreuli perspektivebit: )

Link to comment
Share on other sites

NVIDIA Asks Retailers To Stop Selling To Miners & Sell To Gamers Instead

source:

https://wccftech.com/nvidia-instructs-retailers-stop-selling-miners-sell-gamers/

ვაფშე ეგრე ქნანან ნეტა კაცს რომ კარგა გინდოდეს ვერ იყიდი ისეთი ფასები აქვს ამ მაინერების გამო 2000$ მდე ყიდიან ვეგას/ 1080 ტის 1700$ მდე ბევრ ისიეთი ყიდულობს ამ კარტებს მაინიგის გამო გარტყმაში რომარარის წავა მინუში ვალებში და მერე თავში ხელებს ირტყავენ ხოდა ღირსებიც არიან 

ვეგას ყიდვა მინდოდა მოდი და გადაიხად 2000$ 

სადღაცას წავიკითხე 

ტიპს ვეგა გაუყყიდია და tiatn xp უყიდია star was ის გამოცემა :D

 

Link to comment
Share on other sites

ისედაც რითეილერებს ლიმიტები აქვთ, ერთდროულად 2-3 ვიდეოზე მეტს ვერ იყიდით ამაზონზე მაგალითად.

ამბობენ, რომ ფიზიკურ რითეილ მაღაზიებშიც კი აქვთ ლიმიტები ზოგან.

 

და ზოგადად რანაირად გაარჩევს ამაზონი ახლა მაინერი ყიდულობს თუ გეიმერი :)

Link to comment
Share on other sites

ხო ეგრე გამოდის, მემგონი მაგას მარტო კარტების რაოდენობის გაორმაგება ან გასსამაგება თუ უშველის რამეს, ისე სულ ეგეთ დეფიციტში იქნება და როგორც კარგი ბირჟის ბროკერი ჩასაფრებული უნდა იჯდე ამაზონზე რომ კარგ ფასში იყიდო კარტა ახალი მიღებული როცა აქვთ ხოლმე, ეგეთი მომენტი კი ძირითადათ ეხლა მარტო ახალი მოდელის გამოსვლის დროს ხდება სანამ პირველ პარტიას ამოყიდიან, მერე კი უკვე გამოშვებასაც ვეღარ ასწრებენ, მაგიტომაც ადევს GTX1070 300$ მაგივრათ 800-850$ ამაზონზე, ალბათ 10 კარტას სადაც დებენ გასაყიდან იქ 15 მყიდველი ყავს მაგ მოდელზე და დეფიციტშია სულ ბოლო თვეებია, აი როგორც კი ამოწურა დეფიციტი ინტელმა 8400 ეგრევე 200$ დაადეს ამაზონზე, მანამდე კი სასაცილო ფასებში იყიდებოდა ეგ მოდელი და 8700-8700K გაბერილი ფასები ედო 400$-ზე ზევით, კარტების გამოშვების რაოდენობას სანამ საგრძნობლათ არ გაზრდიან მანამდე დარჩება ეგეთი სიტუაცია მემგონი, ეგ იმ შემთხვევაში მაინინგში თუ არაფერი არ შეიცვლება დიდათ და ეგეთი მომგებიანი დარჩება, მე რატომღაც ვფიქრობ რომ ნვიდია მაგ ყველაფერს მიიღებს უკვე მხედველობაში შემდეგი თაობის კარტების გამოშვებისას და თუ იქნება დეფიციტი ეგეთი დიდი უკვე აღარ ალბათ, ამიტომ ფასებიც აღარ აიწევენ წესით ეგრე ძალიან, ვისაც იმენა გეიმინგისთვის სურს ყიდვა უნდა დაუცადოს ალბათ შემდეგი თაობის გამოსვლას და როგორც კი გამოჩნდება ეცეს და შეუკვეტოს ამაზონზე სანამ გაიყიდებოდეს რამდენიმე დღეში, მაგ შემთხვევაში ალბათ ყველაზე იაფათ იყიდის, ისე ყველა ვარიანტში ზედმეტი უნდა გადაიხადო, მაინერისთვის კიდე 800$ GTX1070 კი მაინც კარგ მოგებას იძლევა ლონგ რანში და უღირს მაგ ფასათ კარტის ყიდვა, შენ გეიმერს კითხე თორე მაინერი მაინც პლიუსში რჩება, ზოგადათ ეხლა ძველი კარტის თავიდან მოცილება თუ ფულში ხარ შეზღუდული და ახლის ყიდვას აპირებ სარისკოა, მემგონი სანამ ახალს არ იყიდი ნორმალურ ფასში ძველის გაყიდვა არც ღირს რახან შეიძლება მერე ვერაფერი ნორმალური ვეღარ დაითრიო რეზკათ თუ ავარდა ფასები, მეც მაინინგში თუ არ ჩავერთე აქტიურათ მემგონი ვეღაფერს ვეღარ დავითრევ ნორმალურს ვიდეოკარტას რაც შეეხება, 1070 მინდოდა მაგრამ სადაა, დაჟე u2515h უფრო ადვილათ ვიყიდი ვიდრე 2K სათამაშო კარტას ამ ეტაპზე, მაგხელა მოგება ადვილათ კი მარტო მაინინგს მოაქვს ეხლა, ბოლო-ბოლო საერთოდ ამოვიღებდი მაგ ფულს უკან და კარტას სათამაშოთ დავიტოვებდი ასე 1 წლის მუშაობის შემდეგ მაინინგში, მე რასაც ვუყურებ ეგრე ადვილათ არ დაიხურება ეგ ბიზნესი და კაკ მინიმუმ რამდენიმე წელი კიდე იარსებებს და შეიძლება უფრო მეტიც, ეგ ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული, ამიტომ გეიმერებს მართლა რაღაცა უნდა მოუხერხონ, აბა ყველა მაინერობას ხომ არ დაიწყებს, ზოგს უბრალოთ თამაში სურს და არა მცირე ბიზნესის წამოწყება, მაგ მხრივ სწორია ნვიდია, რახან მაგ კარტების თავდაპირველი დანუშნულება მაინც გეიმინგი იყო, ეხლა კი სხვა რაღაცაში იყენებს ხალხი გეიმერები კი ცუდ დღეში ჩავარდნენ ლოლ

Link to comment
Share on other sites

არქიტექტურის დონეზე, შესაძლებელია მოხდეს, ისე რომ ახალი თაობის კარტები გეიმინგში კარგი იყოს და მაინინგში საერთოდ ნოლი?

Link to comment
Share on other sites

ეხლანდელი ტენდენცია თუ გაგრძელდა, შეიძლება კაკრაზ პირიქით უფრო გაძლიერდეს მაინინგის პერფორმანსი ვოლტაზე, ანუ 300$ კარტით ეხლანდელი GTX1070 ჰეშრეიტი დაგიდოს დაახლოებით, წინასწარ ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის მაგრამ მემგონი საკმაოთ კარგი უნდა იყოს შემდეგი თაობის კარტებიც მაინინგისთვის, ამიტომ ვისაც მაინინგის დაწყება სურს უნდა იყოს ჩასაფრებული და როგორც კი გამოვა გაყიდვაში ახალი თაობის კარტა ეგრევე დაითრიოს რომ ნახავს მიმოხილვებში თუ რისი თავი აქვს დაახლოებით, რატომღაც მგონია ისევ 1170 იქნება საუკეთესო და სადღაც 350-400$ ეღირება ეგეც, მაგრამ უფრო მეტის თავი ექნება მაინინგში ვიდრე ეხლანდელ 1070 დენის ფულის გათვალისწინებით, 1160 საკმაოთ კარგი რამე უნდა იყოს, მე რასაც ვუყურებ 3გბ 1060 საკმაოთ სუსტია მაინინგისთვის მაინც, 1060 6გბ ბევრათ უფრო კარგია მაგ საქმისთვის, სხვათაშორის ისეთი არაფერი რთული არაა თუ გესმის კარგათ ჰარდი და ბენჩების გატარება, დღეს დავტესტე ნაისჰაში ჩემ კარტაზე, სადღაც 70-72 გრადუსზე კი ადის და ზაფხულში ალბათ 80 მიუკაკუნებს, თუმცა 1070 მაგხელაზე არც ზაფხულში ხურდება ორ ვენტიალტორინი ვერსია, ზამთარში კი 70 ქვემოთ იმუშავებს, ეგ უკვე რა სიხშირეებზე ამუშავებ მაგაზეც იქნება დამოკიდებული, ისე მგონი GTX1070 Ti ისეთი კარგი არ ჩანს მაგ საქმისთვის როგორც 1070, დაჟე მაგის ყიდვას 1080 დათრევა ჯობია მაინინგისთვის, თუმცა ჯერ კიდევ შეიძლება ჩინური 1070Ti ყიდვა 650$-ის ფარგლებში და მაგ მხრივ მაინც კარგი არჩევანი გამოდის, ვერ გეტყვი შეიძლება 1070-ზე უკეთესი ოპტიმიზაცია აქვს უკვე გაკეთებული, 1070 Ti კი ჯერ დასახვეწია ცოტათი ან მარტო მაღალ სიხშირეებზე აქვს კარგი ჰეშრეიტო 1070 განსხვავებით, ამ ჩარტს თუ დავუჯერებთ ისეთი მომგებიანი არ ჩანს მაინც ეგ ახალი კარტა როგორც 1070 https://www.nicehash.com/profitability-calculator/nvidia-gtx-1070?e=0.09&currency=USD თუმცა გეიმინგში რაზგონით ლამის 1080 უსწრებს მგონი ბევრ თამასში, მემგონი 650$ ვინც დაითრევს მაგ კარტას სათამაშოთ, ძალიან კარგი რამე იქნება 2K-ის ფასი-წარმადობით, მენდლია თუ EVGA ეგ დიდათ პერფორმანსზე არ იმოქმედებს და სბორკის ხარისხი არც ეგეთი ცუდი უნდა იყოს ეგ ბრენდი რომ დააიგნორო, მითუმეტეს ერთს თუ 650$ ედება სიტყვაზე და მეორეს ლამის 900$

Link to comment
Share on other sites

ვოლტა არის კიდევაც გაცილებით უკეთესი მაინინგში. ტიტან V გატესტეს და საოცრება ჰეშრეიტებს დებს უმეტესობა ალგორითმებზე :)

შეუძლებელია, რომ კარტა გეიმინგში მაგარი იყოს და მაინინგში 0. Compute ერთ-ერთი უმთავრესია თანამედროვე ვიდეო დაფების, განსაკუთრებით ვეგასი და ვოლტასი და ორივე ძლიერია მაინინგშიც, შესაბამისად, შესაბამის ალგორითმებზე.

ვისაც ვიდეო ბარათი გინდათ, ეს საიტი გამოიყენეთ ალერთებისთვის: nowinstock.net

იდება ხოლმე ვიდეოები, მაგრამ მალევე ქრება და ეგრევე უნდა იყიდოთ. ძირითადად ჩვენი დროით ღამე იდება, გამთენიისას. ამაზონზე როცა იდება, ნორმალურ ფასშია ხოლმე და ნიუეგზე ძირითადში დაბუსტულ ფარებში ჩნდება უფრო.

  • Thanks 1
  • Sad 1
Link to comment
Share on other sites

Just now, Power_VANO said:

ვისაც ვიდეო ბარათი გინდათ, ეს საიტი გამოიყენეთ ალერთებისთვის: nowinstock.net

ეტყობა ამას იყენებს ზოგი ორდერებით რომ ვაჭრობენ

 

ისე მეორე ვიდეო კარტი დამატება ჩემ ძველ კარტაზეც შეიძლება ხო რაიზერერებით?

 

 

Link to comment
Share on other sites

13 hours ago, eolsori said:

ეტყობა ამას იყენებს ზოგი ორდერებით რომ ვაჭრობენ

 

ისე მეორე ვიდეო კარტი დამატება ჩემ ძველ კარტაზეც შეიძლება ხო რაიზერერებით?

 

 

კი, შეიძლება დამატება.

Link to comment
Share on other sites

cex.io ზე რეგისტრაცია რატომ არის შეწყვეტილი. სხვა გამოსავალი თუ არის.

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, G1ORG1 said:

cex.io ზე რეგისტრაცია რატომ არის შეწყვეტილი. სხვა გამოსავალი თუ არის.

Quote
  1. Temporarily pause the registrations of new users, until we can guarantee the decent response time to each and every ticket or a verification request.

რაც რეგისტრაცია დაიხურა ვერიფიკაციის პროცედურა გამარტივდა და დრო შემცირდა ძალიან. 

 

მაგალითისთვის თუ ადრე, როცა რეგისტრაცია ჩვეულებრივად ხდებოდა  ვერიფიცირებას ზოგიერთი რამდენიმე კვირა ან მთელი თვეც ელოდა მე პირადად 10 წუთში გავიარე, როგორც ანგარიშის ვერიფიკაცია, ასევე ვიზა ბარათის.   ანუ ადრე რეგისტრირებულ ანგარიშზე შევავსე ჩემი მონაცემები და მალევე დამიდასტურეს. 

 

ალტერნატივას რაც შეეხება ჩვენი ეროვნული  მრავალთაგან სალობიედ წოდებული emoney.ge  ან exmo.com რომელსაც ბოლო პერიოდია პრობლემები აქვს და არ რიცხავს. ამიტომ ამ უკანასკნელის გამოყენება ჯერჯერობით არ ღირს.     

 

cex.io -ზე თვის ბოლოსთვის აღდგება რეგისტრაციაო მოარული ხმები დადიოდა, მაგრამ ჯერ ოფიციალური განცხადება არსად მინახავს, ამიტომ მაგის ანგარიშებზეც ვაჭრობაა გაჩაღებული. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

როგორ გაიარე რეგისტრაცია თუ დახურული ყო უკვე, მეც ადრე დავრეგისტრირდი, მერე დავიკიდე და დამავიწყდა პაროლიც და ის ნომერიც არ მაქვს რითიც დარეგისტრირებული ვიყავი, ავტორიზაციას ვერ გავდივარ. ვერიფიცირებაზეც პრობლემა მქონდა როგორც მახსოვს, მაგიტომ მინდოდა თავიდან რეგისტრაცია :| 

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, G1ORG1 said:

როგორ გაიარე რეგისტრაცია თუ დახურული ყო უკვე,

როგორც ზემოთ ვთქვი 

 

5 minutes ago, eolsori said:

ადრე რეგისტრირებულ ანგარიშზე შევავსე ჩემი მონაცემები

მეგობარმა მაჩუქა თავისი ანგარიში, ერთ-ერთმა თანაფორუმელმა.  მხოლოდ რეგისტრაცია ჰქონდა გავლილი და დანარჩენი რაც საჭირო იყო მონაცემები მე შევავსე. 

 

ელ. ფოსტის საშუალებით ვერ შეძელი აღდგენა?   ტექ. დახმარებას მიწერე და მთავარია წვდომა აღიდგინო, თორე ვერიფიკაციის გავლა უკვე აღარ გაგიჭირდება. 

 

ალტერნატივის ძებნას კიდე თუ რამე desktop საფულეში შეინახავ  განაღდებაში დახმარებაზე რომელი აქაური გეტყვის უარს, რომელსაც აქვს უკვე ვერიფიცირებული ანგარიში და ვისაც ენდობი.   მე პირადად იმანის გამოყენებას თუ cex.io-ს რეგისტრაციაც აღარ გაიხსნებოდა  ასე მერჩივნა ვინმესთვის მეთხოვა დახმარება. 

Link to comment
Share on other sites

არა მაინინგს არ ვაპირებ ჯერ, ერთი 1060 მაქვს მარტო და 580ს ველოდები როდის გამომიგზავნიან, მერე შეიძლება კიდე ორი კარტით დაწყება. იქნებ მანამდე გახსნან რეგისტრაცია.

Link to comment
Share on other sites

1060  3 თუ 6გბ -იანი? 

 

დაწყებით მე 1 კარტითაც დავიწყე და ცუდი შედეგი არ აქვს, მაგრამ ზეკის ფასი კატასტროფულად დაეცა, ეთერიუმის გამომუშავება კი გართულდა და ამიტომ ისეთს არაფერს ტოვებს. 

 

Link to comment
Share on other sites

6gb ვერსია. ეთერიუმზე ვაპირებდი. გართულდა რას ნიშნავს. არ იძლევა მეგაჰაშებს თუ რა ქვია. კურსი კი აქვს კარგი.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.