Jump to content

Zcash (ZEC) - მაინინგი


Recommended Posts

რეზერვირებულია

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

მიღებული რჩევის გათვალისწინებით მე-2 დღეა gtx 1070-ით Zcash-ზე ვამაინინგებ და დღეში საშუალოდ 4$ მდე გამოდის.

ბარათზე არაფერი მომიმატებია და არც დამიკლია  ანუ არაფერს შევხებივარ გარდა ტემპერატურებზე ქულერის ბრუნვების გაწერისა.

ვიდეო ბარათის ტემპერატურა სტაბილურად 57-58 გრადუსია. ქულერების დატვირთვა 62-დან 65% მდე ესეც სტაბილურად.

pool: https://zec.nanopool.org

Mining Client: EWBF

OS:  windows 7 x64

Total speed:  საშუალოდ და სტაბილურად 420-დან 445sol/s მდე მერყეობს

Accepted share:  უკანასკნელი 14 საათის განმავლობაში: Accepted 774  ,  Rejected 1

მოცემულ მომენტში: ZEC Price $669.4

 

მაინტერესებს 1 დღისთვის და დამწყებისთვის როგორი შედეგია და რით შეიძლება გავაუმჯობესო?

6DiECIk.png

 

s0sifs8.png

 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

კარგი შედეგია, გაუმჯობესება ორი გზით შეგიძლია.

1) https://bitcointalk.org/index.php?topic=2021765.0

ამ მაინერით დაახლოებით 500 სოლამდე შეიძლება ასვლა, უკეთესი ჰეშრეიტი გექნება.

2) ოვერქლოქინგით.

რომელი მოდელი გაქვს ვიდეო ბარათი?

ნორმალური 1070-ები ბირთვზე +100-ს დებენ და +500-600-ს ოპერატიულ მეხსიერებაზე. ეგრე ახვალ იმ მეორე მაინერით 500 სოლამდე. EWBF-თი ახვალ 470-მდე.

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Power_VANO said:

კარგი შედეგია, გაუმჯობესება ორი გზით შეგიძლია.

1) https://bitcointalk.org/index.php?topic=2021765.0

ამ მაინერით დაახლოებით 500 სოლამდე შეიძლება ასვლა, უკეთესი ჰეშრეიტი გექნება.

2) ოვერქლოქინგით.

რომელი მოდელი გაქვს ვიდეო ბარათი?

ნორმალური 1070-ები ბირთვზე +100-ს დებენ და +500-600-ს ოპერატიულ მეხსიერებაზე. ეგრე ახვალ იმ მეორე მაინერით 500 სოლამდე. EWBF-თი ახვალ 470-მდე.

Asus EX-GTX1070-O8G  ეს მოდელია.

 

ოვერქლოქინგს ჯერ არ ვაპირებ და იმ მაინერს ვცდი ამის ნაცვლად, ახლა რასაც ვიყენებ.

ასევე მირჩიეს ვინდის შეცვლაც.  ვინ 10 -ზე უკეთესიაო და ამაზე რას ფიქრობ?

Link to comment
Share on other sites

5 hours ago, eolsori said:

Asus EX-GTX1070-O8G  ეს მოდელია.

 

ოვერქლოქინგს ჯერ არ ვაპირებ და იმ მაინერს ვცდი ამის ნაცვლად, ახლა რასაც ვიყენებ.

ასევე მირჩიეს ვინდის შეცვლაც.  ვინ 10 -ზე უკეთესიაო და ამაზე რას ფიქრობ?

კი, 10 სჯობს.

Link to comment
Share on other sites

21 hours ago, Power_VANO said:

კი, 10 სჯობს.

რაც ზემოთ დამილინკე ვერ დავაკონფიგურირე ის. ისეთი მარტივი არ ჩანს, როგორც EWBF.    ანუ კონკრეტულად რომელ ადგილებში უნდა შევიყვანო ჩემი მონაცემები და რა მონაცემებია საჭირო.  უფრო დიდი და რთული start.bat ფაილი აქვს.  ასევე zcash.flypool.org ზე  ამას მიწერს:

Because of performance issues with the Zcash client we are unable to send payout transactions to z addresses! Therefore DO NOT use z addresses to mine on the pool.

ამიტომ  ამ dstm's ZCash Cuda miner -ს zcash.flypool.org-ის ნაცვლად https://zec.nanopool.org/ ზე ჩემი მონაცემები რომ გავუწერო რა უჭირს? თუ ამ შემთხვევაში სხვაობას არ მომცემს?  მაგრამ კონკრეტულად რომელი ადგილები უნდა დავარედაქტირო ვერ გავიგე

Link to comment
Share on other sites

შევიყვანე ჩემი მონაცემები და ასეთი შედეგი მივიღე

 

ვინდოუს 10 ახალი დაყენებული მაქვს და განახლებები მაშინვე გავუთიშე.  თუ განახლებები საჭიროა? :/

 

დრაივერი უახლესი მიყენია.

2018-01-13 21_50_51-C__Windows_system32_cmd.exe.png

Quote

Sol/s: solutions per second
Sol/W: efficiency - average Sol/s per Watt
Avg  : average solutions per second
I/s  : iterations per second done by the GPU
Sh   : <shares per minute> <accepted shares ratio> <network latency in ms>


> : indicates that a new job was received
+ : indicates one submitted share
* : indicates one submitted dev fee share

 

Link to comment
Share on other sites

არა, განახლებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

როგორ გითხრა, მაგ მაინერით და ოვერქლოქინგით ჩემი 1070-ები 500 სოლს დებენ.

Link to comment
Share on other sites

6 minutes ago, Power_VANO said:

არა, განახლებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

როგორ გითხრა, მაგ მაინერით და ოვერქლოქინგით ჩემი 1070-ები 500 სოლს დებენ.

სტატისტიკას სად და როგორ ნახულობ?

http://zec.nanopool.org/-ზე  ჩემი Zcash მიასამართი რომ შემყავს ჩვეულებრივად მიჩვენებს ახლანდეს სიჩქარეს და სტატისტიკას, მაგრამ worker ისევ ძველი EWBF

კლიენტის სახელი და შეარები წერია  არადა  ამ  კლიენტის start.bat ფაილშიც გავწერე.

შეგიძლია pm მაჩვენო start.bat როგორ გაქვს შევსებული?  რაც დამილინკე  ეს ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე EWBF  მაგრამ დიდი სხვაობა არ მომცა და რაღაცას ვერ ვაკეთებ

 

 

Link to comment
Share on other sites

მოგწერე პმ.

პულების სტატისტიკა ყოველთვის 100% სწორი არ არის ხოლმე. კომპს შეგიძლია შეხედო დროდადრო, ან ლოგ ფაილი ნახო.

Link to comment
Share on other sites

12 hours ago, Power_VANO said:

მოგწერე პმ.

პულების სტატისტიკა ყოველთვის 100% სწორი არ არის ხოლმე. კომპს შეგიძლია შეხედო დროდადრო, ან ლოგ ფაილი ნახო.

კი, ვნახე და მადლობა! ცოტახანში გადავაკეთებ ისევ.  ახლა როგორც მაქვს არასწორია და ეს EWBF უფრო სტაბილური აღმოჩნდა ვინდოუს 10-ზე.

წუხელს მერე დაახლოებით 3$ მდე დაწერა. 

 

ახლა ლინუქსზეც დავტესტავ რას იზამს.

 

Jaxx.io-ს  ნაცვლად რომელ Desktop საფულეს მირჩევ?  მარტივი და კომფორტული ჩანს ეს, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ზეკის მისამართს ყოველი ტრანზაქციის შემდეგ ავტომატურად მიცვლის, რათა მოცემულ მომენტში არსებული მისამართი ყოველთვის კონფიდენციალური იყოს, მაგრამ ამას ერთი უარყოფითი მხარეც აქვს. 

კერძოდ გუშინ დაწესებულ მინიმუმს 0.01 ზეკს რომ მიაღწია ავტომატურად დარიცხა და მუშაობა ჩვეულებრივად გააგრძელა, მაგრამ დარიცხვის შემდეგ მისამართი ხომ შემეცვალა და რაც შემდეგ პულზე გამოიმუშავა ის დაიკარგა, რადგან იმ მისამართზე მე წვდომა აღარ მაქვს.

სანამ საფულეს შევცვლი ასეთი გამოსავალი მოვიფიქრე: გამოსატანი მინ. რაოდენობა მაქსიმალურად გავზარდე და ჯერ მაინერს გამოვრთავ, შემდეგ დავწევ გამოსატან მინიმუმს და ისე დავარიცხინებ. დაველოდები ზეკის მისამართის შეცვლას და შემდეგ გავუშვებ მაინერს თავიდან.

 

ბოლო 12 საათის შედეგი EWBF  კლიენტით  https://zec.nanopool.org -ზე

 

n4qoWXf.png

Link to comment
Share on other sites

პირდაპირ იქსჩეინჯზე ამაინინგე, არ გინდა საფულე ასეთ პატარა სკეილზე.

ზეკი აქვს cex.io-საც, bittrex-საც და თითქმის ყველა იქსჩეინჯს ზოგადად.

binance, cryptopia...

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Power_VANO said:

პირდაპირ იქსჩეინჯზე ამაინინგე, არ გინდა საფულე ასეთ პატარა სკეილზე.

ზეკი აქვს cex.io-საც, bittrex-საც და თითქმის ყველა იქსჩეინჯს ზოგადად.

binance, cryptopia...

cex.io -ზე გავიარე ახლახანს ვერიფიკაცია.   @urekeli_l  -მა მომცა ადრე რეგისტრირებული ანგარიში და მოლოდინის საწინააღმდეგოდ სულ 2 წუთი დაჭირდათ, სანამ განაცხადს მიიღებდნენ.

 

9L7iKre.png

ვერიფიკაციის აღნიშნული ტიპი ხომ არ არის საკმარისი cex.io -ზე ზეკის შესატანად და თანხის გამოსატანად?

 

ახლა მხოლოდ ბარათის დამატებაღა დამრჩა, მაგრამ 20$ ის შეტანაა საჭიროო და ეს 20$ ვიზა ბარათიდან უნდა დავამატო თუ ზეკს რომ გადავრიცხავ ესეც ითვლება?

 

 

 

Link to comment
Share on other sites

დავამატე ბარათიც, მაგრამ ფასი წავიდა ქვესკნელში.

 

ე.ი. ჩინეთმა ბოლო მოუღო ყველაფერს.

Link to comment
Share on other sites

დავამატე ბარათიც, მაგრამ ფასი წავიდა ქვესკნელში.
 
ე.ი. ჩინეთმა ბოლო მოუღო ყველაფერს.
ვეით ვეით :დ

Sent from my HUAWEI VNS-L21 using Tapatalk

Link to comment
Share on other sites

აიწევს ისევ, შარშანაც ასე იყო ამ დროს და შარშანწინაც. ჩინელები ხელს მოითბობენ და ფულიანი ხალხი კიდევ, იაფად რომ იყიდიან ვალუტას.

მთავარია, ჩვენ არ გავყიდოთ იაფად.

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, Power_VANO said:

აიწევს ისევ, შარშანაც ასე იყო ამ დროს და შარშანწინაც. ჩინელები ხელს მოითბობენ და ფულიანი ხალხი კიდევ, იაფად რომ იყიდიან ვალუტას.

მთავარია, ჩვენ არ გავყიდოთ იაფად.

გუშინ დილით 745$ იყო ზეკის ფასი.  ახლანდელი მდგომარეობით 451$-ია.  ჩემთვის განსხვავება 4$ იქნებოდა გუშინ რომ მომესწრო განაღდება, ამიტომ დიდად არ ვჯავრობ, თუმცა მესმის იმ ადამიანების მდგომარეობა ათასობით დოლარს რომ კარგავენ.   კიდევ 1-2 დღე თუ ასე გაგრძელდა ძალიან ბევრი გაყიდის ყველაფერს და მიატოვებს. გარკვეულწილად მქონდა კიდეც ასეთი მოლოდინი...

 

ახლა რა მაინტერესებს:  გავაგრძელო ისევ ზეკის მაინინგი თუ სხვა უფრო პერსპექტიულ და შედარებით სტაბილურ კრიპტოზე გადავიდე?  მაგალითად ეთერიუმზე.

და ეთერიუმის მაინინგისთვის ცალკე კონფიგურაცია და ახალი მაინერის გადმოწერა დამჭირდება თუ ეს dstm მაინერიც გამოდგება?

Link to comment
Share on other sites

არ გაყიდო დაბალ კურსზე არავითარ შემთხვევაში. დაელოდე და გაყიდე იმაზე მაღალ კურსზე, ვიდრე აქამდე იყო, აიწევს ფასები ისევ.

შეგიძლია ეთერეუმზე გადახვიდე, მაგრამ ისიც იგივე სიტუაციაშია და სხვებიც, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს :) 

ახალი სოფტი უნდა ეთერეუმს კი. Claymore's Dual Miner.

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, eolsori said:

სტაბილურ კრიპტოზე გადავიდე?

ეგ რას ნიშნავს აბა, რამე ახალი ფენომენია?

 

2 hours ago, eolsori said:

კიდევ 1-2 დღე თუ ასე გაგრძელდა ძალიან ბევრი გაყიდის ყველაფერს და მიატოვებს

კაი კაცო, меньше народа больше кислорода

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, Power_VANO said:

არ გაყიდო დაბალ კურსზე არავითარ შემთხვევაში. დაელოდე და გაყიდე იმაზე მაღალ კურსზე, ვიდრე აქამდე იყო, აიწევს ფასები ისევ.

შეგიძლია ეთერეუმზე გადახვიდე, მაგრამ ისიც იგივე სიტუაციაშია და სხვებიც, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს :) 

ახალი სოფტი უნდა ეთერეუმს კი. Claymore's Dual Miner.

არა, არ ვყიდი ჯერ არაფერს. ყოველ შემთხვევაში სანამ 700$ მდე მაინც არ ავა ფასი და საერთოდ რომ 200$-ზე ჩამოვიდეს იყოს მაინც ბევრი კი არაა. რასაც თვითონ გამოვიმუშავებ, თორე ყიდვით არაფერი მიყიდია. 

თან თქვენი, როგორც  კომპეტენტური ხალხის რჩევებიც ყურადსაღებია და ვფიქრობ, რომ ასე უფრო მოგებული დავრჩები და თუ არ დავრჩები ყველაზე მეტად მარტო  ვიდეო კარტის გაფუჭება დამწყვეტს გულს.

ჩემთვის თვითონ უშუალოდ მაინინგი  და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებია საინტერესო. ცალკე ფეისბუქზეც ხომ ვაკვირდები რა ხდება ქართულ და უცხოურ ჯგუფებში.  შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება შეიძლება...

 

2 hours ago, Power_VANO said:

ახალი სოფტი უნდა ეთერეუმს კი. Claymore's Dual Miner.

 სხვა დროს ვცდი. რაც პირადში მომწერე იმის მიხედვით გავაკეთე ზეკზე და მიღებული შედეგით კმაყოფილი ვარ. dstm მაინერი + miningpoolhub.com-ზე  ewbf-სთან შედარებით  კარგადაც წერს და სტაბილურია.

 

 

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, david_888 said:

ეგ რას ნიშნავს აბა, რამე ახალი ფენომენია?

 

 

თვითონ ამ ბოლო დღეებში და ზოგადად კრიპტოვალუტასთან მიმართებაში მიმდინარე პროცესებია ფენომენალური.  თუმცა ჩემისთანა დამწყებისთვისაც კი არ ყოფილა მოულოდნელი ბოლოდროინდელი მოვლენები. თქვენთვის მით უმეტეს არ იქნებოდა ძნელი განსაჭვრეტი, ვისაც უკვე გამოგიცდიათ მსგავსი მასშტაბების ცვლილებები და სავარაუდოდ არც "კრიპტოციებცხელების" მომავალი ცვლილებების და შესაძლო შედეგების პროგნოზირება გაგიჭრდებათ, თუმცა იმის შანსიც ხომ არსებობს, რომ ყველაფერი თქვენი მოლოდინის მიხედვითაც არ წარიმართოს? 

მე მაგალითად საკუთარის დაშვებას  მირჩევნია სხვის შეცდომებზე ვისწავლო  და ჩემზე გამოცდილი ადამიანების რჩევებს მივყვე სწორი ნაბიჯების გადასადგმელად, მაგრამ რომ ვთქვა თუ ყველაფერი სასურველი სცენარით არ წარიმართა ძალიან ვიჯავრებ-თქო ვიცრუებ.   არ მქონია და არც ახლა მაქვს იმის ფინანსები, რომ რომელიმე კოინში ინვესტიცია ჩამედო და ვერც ჩემი 1 ცალი ვიდეოკარტა, რომელიც მარტო ღამით მაქვს ჩართული, იმდენს ვერ გამოიმუშავებს, რომ მოვლენების უარესი განვითარებით ბევრი დავკარგო.

ისე საინტერესოა საშუალება რომ იყოს  რაში თვლით ინვესტიციას პერსპექტიულად? 

 

1 hour ago, david_888 said:

меньше народа больше кислорода

პრაგმატულად თუ მიუდგები ასეა, მაგრამ არც ისე ჰუმანურია :D

"სტაბილური კრიპტოს"  ჩემეულ დეფინიციას რაც შეეხება  ზედაპირული დაკვირვებით ბოლო პერიოდის ფასთა სერიოზული კლების პროცესში  ზოგიერთი კოინის ფასი კატასტროფულად დაეცა. ბევრი ნაგავი კოინი ალბათ საერთოდ გაქრება.  მაგრამ ამ კლების პროცესსში, როცა სხვების ფასი მნიშვნელოვნად ეცემა ხომ არის ისეთებიც, რომლებიც თუ აღმასვლას არა არც ასეთ სწრაფ დაღმასვლას არ განიცდიან და შედარებით სტაბილურად მერყეობს მათი ფასი?   ანუ ხომ შეიძლება ზეკის ( რომელსაც ახლა ვამაინინგებ ) ფასმა ისეთი სწრაფი და კარგი მატება არ განიცადოს, როგორც ვთქვათ ეთერიუმის ან რომელიმე სხვის?  ეთერიუმზე ხომ ამბობენ 19-ში fork -ია მოსალოდნელიო?

Link to comment
Share on other sites

ქულერებს 63-65% დატვირთვაზე რომ ვამუშავებ ბევრი ხომ არაა? ტემპერატურა 58-59-ზე ზევით არ ადის.   თუ დატვირთვას დავუწევ, მაშინ 60-მდე იმატებს, მაგრამ დიდხანს არ დამიტოვებია ამ ტემპერატურაზე.

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, eolsori said:

ქულერებს 63-65% დატვირთვაზე რომ ვამუშავებ ბევრი ხომ არაა? ტემპერატურა 58-59-ზე ზევით არ ადის.   თუ დატვირთვას დავუწევ, მაშინ 60-მდე იმატებს, მაგრამ დიდხანს არ დამიტოვებია ამ ტემპერატურაზე.

სავსებით ნორმალურია.

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, Power_VANO said:

სავსებით ნორმალურია.

სხვა ოთახში გადავიტანე, სადაც გათბობა საერთოდ არ მაქვს და უფრო გრილადაა.  ქულერების დატვირთვაც შემცირდა და ტემპერატურაც.

 

შეგიძლია მირჩიო ამ 1070-ის ოვერქლოქინგისთვის ოპტიმალური პარამეტრები? ან ღირს თუ არა საერთოდ? ბარათის სიცოცხლისუნარიანობის შემცირებაც არ მინდა

და რომელ პულზე და მაინერზე ჯობია ოვერქლოქინგი?

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.