Jump to content

Ethereum (ETH) - მაინინგი

Recommended Posts

Ethereum (ETH) მაინინგისთვის გამოიყენება ვიდეო ბარათები. მისი ალგორითმი ისეა შექმნილი, რომ მისთვის ე.წ. ბოთლის ყელი არის ოპერატიული მეხსიერება. იმის გამო, რომ დღეისთვის არსებული საუკეთესო ოპ. მეხსიერებები ვიდეო ბარათებში გამოიყენება, Ethereum-ისთვის ASIC-ის შექმნას აზრი არ აქვს, რადგან მას უპირატესობა არ ექნება GPU-სთან მიმართებაში.

Ethereum-ის მაინინგი შეიძლება სოლო-ზეც და პულშიც. სოლო მაინინგს აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ თქვენი მაინინგ ჰარდვეარის სიმძლავრე საკმაოდ დიდია, სხვა შემთხვევაში გირჩევთ პულში გაწევრიანდეთ.

პოპულარული პულები:

EtherMinehttps://ethermine.org
ანონიმური პული. უთითებთ მხოლოდ Ethereum-ის საფულის მისამართს, რომელზეც გერიცხებათ კრიპტოვალუტა. გამოიყენება PPLNS სისტემა (განმარტება ქვემოთ). პულის წილი - 1%. აქვს ელ-ფოსტაზე შეტყობინებების გამოგზავნის საშუალება, მაინერის გათიშვის ან ე.წ. "ცუდი შეარების" დიდი რაოდენობის დაფიქსირების შემთხვევაში.
Nanopool: https://nanopool.org 
ანონიმური პული. უთითებთ მხოლოდ Ethereum-ის საფულის მისამართს, რომელზეც გერიცხებათ კრიპტოვალუტა. გამოიყენება PPLNS სისტემა. პულის წილი - 1%
MinerGatehttps://minergate.com
გამომუშავებული კრიპტოვალუტა გიგროვდებათ თქვენს MinerGate-ის ექაუნთში, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ გადარიცხოთ თქვენს საფულეზე. პული მუშაობს PPS და PPLNS სისტემაზე, წილიც შესაბამისად არის 1.5% და 1%. გარდა Ethereum-ისა, MinerGate-ზე სხვა ბევრი კრიპტოვალუტაც შეგიძლიათ მოიპოვოთ.
NiceHashhttps://www.nicehash.com
ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი დამწყებთათვის. NiceHash-ით მაინინგის დაწყება ძალიან მარტივია (აქვს თავისივე პროგრამა) და სხვებისგან ცოტა განსხვავებული - ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კრიპტოვალუტას მოიპოვებთ, NiceHash-ს იგი გადაყავს Bitcoin-ებში და პერიოდულად გირიცხავთ თქვენს Bitcoin საფულეზე ან თვითონ NiceHash-ის ექაუნთში არსებულ Bitcoin საფულეზე.
კარგი ისაა, რომ დამწყებებს არ სჭირდებათ დამაბითი საფულეების შექმნა და ვალუტების კონვერტაცია, ყველაფერს იღებენ Bitcoin-ის სახით. ასევე NiceHash-ს აქვს ბევრი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა. მინუსი პულის წილია, რაც საკმაოდ მაღალია - 3%.

განსხვავება PPS და PPLNS გადახდის მეთოდებს შორის:

PPLNS - Pay Per Last N Shares: გამომუშავებული კრიპტოვალუტის რაოდენობას ითვლის ბოლო გაგზავნილი შეარების წილის მიხედვით + ითვალისწინებს "იღბლის" ფაქტორსაც. შედეგად, საბოლოო გადახდებს შორის სხვაობა დაახლოებით 30%-ს აღწევს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში PPLNS მეთოდი დაახლოებით 5%-ით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე PPS მეთოდი.

PPS - Pay Per Share: სტანდარტული გადახდის მეთოდი შეარების წილის მიხედვით, "იღბლის" ფაქტორის გარეშე. გამოიმუშავებს დაახლოებით 5%-ით ნაკლებს ვიდრე PPLNS.

მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფა

მაინინგისთვის ასევე საჭიროა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფაც. NiceHash-ს თავისი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, MinerGate-ს აქვს თავისიც და აქვს სხვების მხარდაჭერაც. EtherMine-ზე აუცილებლად დაგჭირდებათ ცალკე პროგრამა.

პუპულარული პროგრამები:

Claymore's Dual Ethereum AMD+NVIDIA GPU Miner - ერთ-ერთი საუკეთესო მაინერი. წარმადობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. აქვს სხვადასხვა ვალუტების მხარდაჭერა და დაშორებული მონიტორინგისა და მენეჯმენტის საშუალებები.

აქვს დუალ მაინინგის მხარდაჭერაც, რაც საშუალებას გაძლევთ Ethereum-თან ერთად ამაინინგოთ სხვა კრიპტოვალუტაც, მაგ: Decred, Siacoin, Pascal... და კიდევ უფრო გაზარდოთ მოგება.

MinerGate: MinerGate-ის მაინერი. მხარდაჭერილია მხოლოდ MinerGate-ის პულები.

ethminer: https://github.com/Genoil/cpp-ethereum/

QtMiner: http://ethpool.org/downloads/qtminer.zip

ვიდეო დაფების ჰეშრეიტი
დადეთ თქვენი შედეგებიც და განვაახლოთ სია პერიოდულად

Link to comment
Share on other sites

  • Replies 131
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Power_VANO

გააჩნია როგორ იქმნება კრიპტოვალუტა. ბიტკოინს მაგალიტად თავისი ბლოკჩეინი აქვს, ეთერეუმსაც თავისი. თუმცა, ეთერეუმს აქვს ე.წ. სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა და მაგის საშუალებით ახალ კრიპტოვალუტას საშ

Power_VANO

კი, შენი კომპით შეიძლება მაინინგი, მაგრამ ელ. ენერგიის ხარჯიც უნდა გაითვალისწინო. და ერთი ვიდეო კარტით, რა თქმა უნდა, ბევრი შემოსავალი არ იქნება, მაგრამ ჰობისთვის და იმისთვის, რომ ნახო, როგორ მუშაობს,

Power_VANO

კვებებს ველოდები ჯერ, ორი ცალი ჩემს არსებულ კომპში მიდევს, ორი ცალი Maximus Formula-ზე ავაწყვე :დ არც კვებებია ახლა ნორმალურად, არც გაგრილება. ზოგადად, Zotac-ის AMP! ავიდა უპრობლემოდ 9500 მჰც-ზე

Posted Images

ვალუტებზე ცალცალკე რა საჭიროა თემები, მასე ძაან ბევრი არანაკლებ ხადავოი ვალუტაა, siacoin, musicoin, pascal, lbc, decred  რომლებიც ცალკეც აქტიურად იფარმება და ეთერთან ერთადაც რომელიმე ყველა ვარიანტში

Link to comment
Share on other sites

ამჟამად რომელია იაფი კრიპტოვალუტა? აი ძაან იაფი და ასე თუ ისე პერსპექტიული

Link to comment
Share on other sites

30 minutes ago, mail10 said:

ამჟამად რომელია იაფი კრიპტოვალუტა? აი ძაან იაფი და ასე თუ ისე პერსპექტიული

ბევრია ეგეთი, 100% ვერავინ ვერ გეტყვის რომელი გავარდებქა ეგ შენ უნდა გადაწყვიტო, nem (xem) მაგალითად

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

პირველი პოსტი განვაახლე, აქ ვისაუბროთ აწი ეთერის მაინინგზე.

Link to comment
Share on other sites

@david_888

Bits Be Trippin ჩენელზე თქვეს, რომ SGMiner-ი, ლინუქს ვერსიას როგორც მინიმუმ არ აქვს DAG Epoch-ის პრობლემაო. კლეიმორის დეველოპერებთან AMD მუშაობს ფიქსზეო.

თუ გაქვს შესაძლებლობა გატესტე აბა: https://github.com/sgminer-dev/sgminer

dagepoch.PNG

Link to comment
Share on other sites

7 hours ago, Power_VANO said:

Bits Be Trippin ჩენელზე თქვეს, რომ SGMiner-ი, ლინუქს ვერსიას როგორც მინიმუმ არ აქვს DAG Epoch-ის პრობლემაო. კლეიმორის დეველოპერებთან AMD მუშაობს ფიქსზეო.

თუ გაქვს შესაძლებლობა გატესტე აბა: https://github.com/sgminer-dev/sgminer

მაგას კი გავტესტავ, მარა კლეიმორის ხიბლი დუალშია

Link to comment
Share on other sites

Just now, david_888 said:

მაგას კი გავტესტავ, მარა კლეიმორის ხიბლი დუალშია

ჰოდა AMD ამბობს, კლეიმორთან ვმუშაობთ რომ დავფიქსოთ ეგ ამბავიო და მოაგვარებენ ალბათ. SGMiner-ზე თუ არ აქვთ ჰეშრეიტის დროპი, ე.ი. მოგვარებადი პრობლემაა.

Link to comment
Share on other sites

Just now, Power_VANO said:

ჰოდა AMD ამბობს, კლეიმორთან ვმუშაობთ რომ დავფიქსოთ ეგ ამბავიო და მოაგვარებენ ალბათ. SGMiner-ზე თუ არ აქვთ ჰეშრეიტის დროპი, ე.ი. მოგვარებადი პრობლემაა.

ვნახოთ

Link to comment
Share on other sites

ჩავამატე ჰეშრეიტის ცხრილი. დადეთ თქვენი შედეგებიც და გავაახლებ სიას.

Link to comment
Share on other sites

ვიდეოკარტები აუცილებელია ერთი მწარმოებლის(amd/nvidia) და ერთი და იგივე მოდელი იყოს თუ შეიძლება აჯაფსანდალის გაკეთება ?

სხვა რა ნაწილი ახნდენს გავლენას წარმადობაზე ?

პ.ს.

ვნახე უკვე ხდკ-ში პასუხი.

Link to comment
Share on other sites

1080 რის საფუძველზე ჩამორჩება ესე ძალიან 1070-ს?

470-ის დონეზეა ლულ

ჩემ ორ ცალ 670-საც დავტესტავ :დ

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, Fatal Fighter said:

1080 რის საფუძველზე ჩამორჩება ესე ძალიან 1070-ს?

470-ის დონეზეა ლულ

ჩემ ორ ცალ 670-საც დავტესტავ :დ

GDDR5X-ის გამო. რეალურად, საჭიროა იმდენად არა ტოტალურად მაქსიმალური გამტარობა, არამედ დაბალი შიდა ტაიმინგები Ethereum-ის მაინინგის დროს და მაგ მაჩვენებელში 1070 უკეთესია. შეიძლება მომავალში მაინერი სოფტების ოპტიმიზირება მოხდეს GDDR5X-ისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი სიტუაციაა.

სამაგიეროდ, მაგალითად Zcash მაინინგში ჩვეულებრივ 1080 სჯობს 1070-ს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეგეთი დიდი გავლენა აქვს მემორის ესეიგი

ალეკოსგან რომ მეყიდა 480, როცა 400 ლარად მაძლევდა და ჩემი კარტა არ გამეყიდა, მაშინ დავიწყებდი მეც ალბათ, ახლა ნამდვილად არა

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, Power_VANO said:

GDDR5X-ის გამო. რეალურად, საჭიროა იმდენად არა ტოტალურად მაქსიმალური გამტარობა, არამედ დაბალი შიდა ტაიმინგები Ethereum-ის მაინინგის დროს და მაგ მაჩვენებელში 1070 უკეთესია. შეიძლება მომავალში მაინერი სოფტების ოპტიმიზირება მოხდეს GDDR5X-ისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი სიტუაციაა.

სამაგიეროდ, მაგალითად Zcash მაინინგში ჩვეულებრივ 1080 სჯობს 1070-ს.

ეგ განმარტება მეც ვნახე მარა ცოტა არალოგიკურია, იმიტო რო 1080 Ti-საც X აქვს მარა 32-ს აკეთებს სტოკზე

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, HANNIBAL said:

ეგ განმარტება მეც ვნახე მარა ცოტა არალოგიკურია, იმიტო რო 1080 Ti-საც X აქვს მარა 32-ს აკეთებს სტოკზე

დიდება შენს გამოჩენას :D 

Ti უფრო მოშნი ბირთვის და ცოტა მეტი VRAM სიხშირის გამო. ნუ შიდა ტაიმინგებიც შეიძლება უკეთესია, არ ვიცი.

სამაგიეროდ Zcash-ს სახეს აძრობს Ti.

სანამ PoS არ მოვა, არამგონია დიდად მაინინგის სოფტებზე დეველოპერებმა თავი მოიკლან GDDR5X-ისთვის გაუმჯობესებაზე. როცა PoS მოვა და სიტუაცია დალაგდება, მერე შეიძლება უფრო.

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, Power_VANO said:

ამ განყოფილებაში ვიდვიჟენიებ ხოლმე :D 

ხო პრინციპში Ti-თ არც უნდა იფიქრო ეთერზე, იმდენად მაგრად მუშაობს ZEC. მარა მაინც უნცაურია. PoS კიდე კაცმა არ იცის როდის მოვა, ბოლო ბრიფინგიდან ისეთი დასკვნები დაიდო რო შეიძლება კიდე 1-1.5 წელი არ ჩაუშვანო.

Link to comment
Share on other sites

Just now, HANNIBAL said:

ამაინინგებ უკვე შენ თუ ახლა აპირებ დაწყებას?

PoS-ზე მეც ეგრე ვფიქრობ ხო, საკმაო დრო დასჭირდება PoS-ის გაშვებას, სანამ საბოლოო ალგორითმზე შეთანხმდებიან, სანამ დეველოპმენტი ამუშავდება, გაიტესტება, მერე ჰიბრიდი მოვა, მერე საბოლოოდ PoS... მალე არ იქნება აშკარად. როგორც მინიმუმ, გვიან შემოდგომამდე ალბათ.

და ჯერჯერობით DAG Epoch-ის პრობლემაც არის და განსაკუთრებით RX-ებზე მოქმედებს, გვერდით თემაში განვიხილავდით მაგასაც. ეგ თუ არ დაიფიქსა, RX-ების ამბავი არ იქნება კარგად. თუმცა, მეორეს მხრივ, RX_ების ფასი დაიწევს და სირთულის ზრდის ტემპიც ცოოოტა შენელდება.

ჯერ ჯერობით არ ვმაინინგობ. გამოწერილი მაქ ყველაფერი მარა ვიდეო კარტებს ვერ ვშოულობ, რასაც ავარჩევ ხელიდან მეცლება. ბოლოს 1070-ებს ვაპირებდი და ეგეც გამომეცალა ხელიდან :D დამრჩა მარტო ერთი ვარიანტი და ძვირიანი Ti :) 

RX-ებს რაც შეეხება, არ ვიცი ვინმე თუ ყიდულობს კიდე. უაზრო ფასები დაედო და რატომღაც გაბაზრებულია რო მარტო რადეონები მაინინგობენ კარგად

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, HANNIBAL said:

ჯერ ჯერობით არ ვმაინინგობ. გამოწერილი მაქ ყველაფერი მარა ვიდეო კარტებს ვერ ვშოულობ, რასაც ავარჩევ ხელიდან მეცლება. ბოლოს 1070-ებს ვაპირებდი და ეგეც გამომეცალა ხელიდან :D დამრჩა მარტო ერთი ვარიანტი და ძვირიანი Ti :) 

ახლა უაზრობაა, დაიცადე სექტემბრამდე

Link to comment
Share on other sites

Just now, HANNIBAL said:

ჯერ ჯერობით არ ვმაინინგობ. გამოწერილი მაქ ყველაფერი მარა ვიდეო კარტებს ვერ ვშოულობ, რასაც ავარჩევ ხელიდან მეცლება. ბოლოს 1070-ებს ვაპირებდი და ეგეც გამომეცალა ხელიდან :D დამრჩა მარტო ერთი ვარიანტი და ძვირიანი Ti :) 

ამაზონზე ჩაუჯექი 1070-ებს. პერიოდულად იდება 400$-ის ფარგლებში, მაგრამ უნდა მოასწრო ყიდვა, წამებში ქრება რასაც ქვია :D 

2 ცალი 390$-ად ვიყიდე მე, 2 ცალი 409$-ად, 2 ცალიც 387$-ად.

Ti უზომოდ ძვირია და ETH ჰეშრეიტი არაა ფასის შესაბამისი. ახლა ძალიან ძვირის მიცემა ვიდეოებში არ ღირს, ჩემი აზრით.

Link to comment
Share on other sites

6 minutes ago, david_888 said:

ახლა უაზრობაა, დაიცადე სექტემბრამდე

სექტემბერში რა შეიცვლება რო?

4 minutes ago, Power_VANO said:

ამაზონზე ჩაუჯექი 1070-ებს. პერიოდულად იდება 400$-ის ფარგლებში, მაგრამ უნდა მოასწრო ყიდვა, წამებში ქრება რასაც ქვია :D 

2 ცალი 390$-ად ვიყიდე მე, 2 ცალი 409$-ად, 2 ცალიც 387$-ად.

Ti უზომოდ ძვირია და ETH ჰეშრეიტი არაა ფასის შესაბამისი. ახლა ძალიან ძვირის მიცემა ვიდეოებში არ ღირს, ჩემი აზრით.

ჩამჯდარი ვარ რამდენი ხანია უკვე :D იმენნა gold rush-ია რა. მაგ ფასად ძაან მეეჭვება რო ვიშოვო 1070.  500-600 დოლარის მიცემას კიდე ჯობია 1080Ti, უფრო ეფექტური გამოდის და პირდაპირ ენვიდიას საიტიდან იყიდი წყნარად რა. 

შენ დაწყებული გაქ უკვე თუ გზაშია კარტები?

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, HANNIBAL said:

სექტემბერში რა შეიცვლება რო?

კარტები დაიყრება ოხრად და ფასებიც დარეგულირდება

Link to comment
Share on other sites

დღეს საღამოს Vere Loft-ში იმართება ივენთი "კრიპტოვალუტის მაინინგი და სისტემები".

https://www.meetup.com/blockchain-ge/events/241168829/

განრიგი ასეთია:

Quote

მითაფი ტარდება კომპანია OGD-ს მიერ, Blockchain Georgia-ს მხარდაჭერით.

შეხვედრისას ჩვენ განვიხილავთ:

• კრიპტოვალუტა - მისი უშუალო ახსნა, თუ რას წარმოადგენს იგი. კრიპტოვალუტის ეკონომილური ღირებულება და მისი დეცენტრალიზებული არსებობა.

• კრიპტოვალუტის მოპოვება. ძირითადი კონცეპცია, თუ როგორ მოიპოვება კრიპტოვალუტა და რის ხარჯზე ხდება მისი გამომუშავება.

• რამდენიმე მოდელის ვიდეო ბარათის წარდგენა, მათი უშუალო მოგება/წაგება. როგორ იდგმება «რიგი» და რამდენიმე რჩევა ‘’რიგის’’ ადგილმდებარეობის შესახებ.

• რიგის სტილი. როგორ ყენდება გაგრილების სისტემა და რიგის წყობა. საუბარი იქნება უშუალოდ რიგის აწყობის მასალაზე და ძირეულ გეგმაზე.

• სრული პროექტის გეგმიური წარდგენა, პროექტირების ფასი, IT-ს მიერ შესასრულებელი გეგმა და ყოველთვიური მონიტორინგის არსი.

გელოდებით ყველას!

UPD

მეგობრებო,

მაღალი ინტერესის გამო, შეხვედრა 2 ნაკადათ იქნება დაყოფილი

პირველი ნაკადის დასაწყისი 18:00
მეორე ნაკადი 18:45-სთვის იგეგმება (სავარაუდო დრო. დამოკიდებულები ვართ პირველი შეხვედრის ხანგრძლივობაზე).

გთხოვთ გაითვალისწინოთ.

Link to comment
Share on other sites

ვერაფერი ვერ გავუგე ამ მაინინგს. ძაან უცხოა ჩემთვოს. ვთქვათ რომ დავიწყო რა უნდა გავაკეთო კომპი ხელს მიწყობს? ერთი კარტით აქვს აზრი? სულ ჩართული უნდა იყოს ხო და 100% დატვირთვაზე ფენები ტვინს უნდა ღუნავდნენ. პარარელურად სხვა საქმისთვის თუ გამოვიყენებ კომპს. რა უნდა გადმოვწერო, მერე მე რამეს ვაკეთებ თუ კომპი აკეთებს ყველაფერს და ფულები ესე მოდის. ცოტა იოლად ამიხსენით დდდ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.