JerryJ Posted July 1, 2017 Share Posted July 1, 2017 გავიგე სამ თვეში 'დაერხევა' კრიპტოვალუტებსო და მერე ნახეთ 100-100 ლარებად რომ დაიყრება rx480-ები თქვენ რა აზრი გაქვთ? ღირს სამომავლო ინვესტიციად მინიმუმ 3-4 წელი თუ მალე მორჩება ეს ამბავი? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted July 1, 2017 Share Posted July 1, 2017 მაგას ვერავინ გეტყვის. ხალხს იმხელა მაინინგ ფერმები აქვს რომ რავიცი. რისკი ყველაგანაა ეგრე 100% გარანტიას ბიზნესში ვერავინ მოგცემს. ისე კი ახლაა ცუდი მომენტი როცა უკვე 1200 ლარებს აფასებენ 480-ებს თორემ თავიდანე რო გეყიდა რისკი მინიმუმზეა იმიტომ რომ თუ არ გაამართლებს ჰარდი მაინც შენია და გაყიდი ისევ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted July 1, 2017 Share Posted July 1, 2017 ჩაეშვას სამაინინგო ვერსიები გაყიდვაში მასიურად უკვე და თავი დაანებონ ჩვენს ბარათებს! ალბათ ეს თვეც და ფასები დარეგულირდება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
david_888 Posted July 1, 2017 Share Posted July 1, 2017 49 minutes ago, JerryJ said: გავიგე სამ თვეში 'დაერხევა' კრიპტოვალუტებსო ვისგან გაიგე მსგავსი სისულელე? კრიპტოვალუტებს არც 3 ტვეში დაერხევა და არც 30 წლში 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
JerryJ Posted July 1, 2017 Author Share Posted July 1, 2017 2 hours ago, david_888 said: ვისგან გაიგე მსგავსი სისულელე? კრიპტოვალუტებს არც 3 ტვეში დაერხევა და არც 30 წლში ფორუმზე წავიკითხე უბრალოდ 'გავკარი' თვალი 2 მსგავს კომენტარს, ამ თვეში ჩავეძიები კრიპტოს მაინტერესებს ღირს თუ არა მეგობართან ერთად მოხოდვა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted July 1, 2017 Share Posted July 1, 2017 ღირს და ჩემი აზრით, უკვე გარკვეულწილად დაგვიანებულიცაა, Ethereum და Zcash-ის გადასახედიდან იმიტომ, რომ მასობრივად მიაწყდა ხალხი და სირთულე იზრდება სასტიკი სისწრაფით. თუმცა, ასეც და ისეც, დღესდღეობით რამდენიმე პერსპექტიული კრიპტოვალუტა არის და ღირს ინვესტიცია. ვინც ადრე გააკეთა ფერმები, ის უფრო მოგებულია, თავისთავად, თუმცა ახლაც არაა გვიანი. ვიდეო კარტებს რაც შეეხება, 400$-ების და მეტის გადახდა RX470/480/570/580-ებში არის სისულელე. 400$-ად ჩაუჯდეთ უნდა და Amazon/Newegg-ზე იდება GTX 1070-ები, რომელიც გაცილებით უკეთესია. ცოტა ჰეშრეიტითაც ETH-ზე, ZEC-ზე გაცილებით და მომავალში, გაყიდვა რომ მოგინდეთ, GTX 1070 თავის ფასს უფრო შეინარჩუნებს გეიმინგის კუთხით, თავისთავად. თორემ აგერ ვხედავ მაიმარკეტზე და იბეიზე იდება გაუგონარ ფასად RX-ები და ყიდულობს ხალხი Monero (XMR) არის კიდევ საინტერესო ვალუტა სამაინინგოდ, ETH-ს POS-ზე გადასვლის შემდეგ შეიძლება Ethereum Classic-იც მოიხოდოს. რეალურად, მთავარია, რომ ტრენდები შევამჩნიოთ დროზე და არ გამოგვეპაროს სიახლეები. მაგალითად, როცა Microsoft-მა Azure-ში Blockchain as a Service გააკეთა Ethereum-ის ბაზაზე ან როცა JP Morgan ჩაერთო იგივე ETH-ში, როცა სმარტ კონტრაქტები მოიხოდა ETH-ზე და ა.შ. რაღაცები მეც მაგალითად ძალიან, ძალიან გამოტოვებული მაქვს და ძალიან ვნანობ, მაგრამ რას იზამ Bitcoin მაგალითად პირველად 2010-ში ვნახე, 5 ცენტიც არ ღირდა მგონი. ვაპირებდი ვითომ ესე 20 ლარისა მეყიდა და დამენანა. თან ვიფიქრე, რა არის ეს, რა სისულელეა მეთქი. მაშინ რომ 20 ლარის ბიტკოინი მეყიდა, დღეს იქნებოდა 375000$-ის ღირებულების ეგ ყველაფერი. ჩემი შემდეგი მიბმუნება ბიტკოინთან იყო მაშინ, როცა 1$ ღირდა. და რომ შევხედე, აჰა, ხომ ვთქვი სისულელეა მეთქი. არადა, ვერ გავაცნობიერე, რომ 5 ცენტიდან 100 ცენტამდე, 20-ჯერ მოიმატა ფასმა და ის ჩემი 20 ლარი 400 ლარი გახდებოდა. მოკლედ, სხვანაირად და სხვა რამეებზე ვფიქრობდი მაშინ. ETH-ც არ მეგონა თუ ასე მოიხოდებოდა. ძალიან დიდი ხანი იყო 10$-ის ნიშნულზე და მნიშვნელოვანი სიახლეებიც გამოვტოვე და დროულად არ ჩავეძიე ETH-ს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ კრიპტოვალუტები არის და იქნება აუცილებლად. ახლებიც შეიქმნება კიდევ და არსებულებიც გაძლიერდება. მთავარია, რომ სიტუაცია სწორად შევაფასოთ ხოლმე და იგივე ინვესტიციისთვის ხელსაყრელი მომენტები არ გამოვტოვოთ. 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.