Jump to content

Recommended Posts

მოგესალმებით მეგობრებო!

დღეს რატომღაც მომინდა მოკბეჩილ ვაშლზე გადმოვსულიყავი (წლებია windows phone-ს ვიყენებ) და iphone SE ვიყიდე.ზაფხულში 4 ინჩზე მეტი ზომის ტელეფონების ტარება დიდად არ მხიბლავს და ეს მოდელი მემგონი ამ მხრივ პრობლემას არ შემიქმნის. მიდევს ახლა წინ და თხა და გიგოსავით ვუყურებ. apple ID-იც არ დამირეგისტრირებია. რაები გავითვალისწინო და რისი ცოდნა დამჭირდება? დიდი მომხმარებელი არავარ სხვადასხვა ფუნქციების. რეგიონი რა ავირჩიო და ასე შემდეგ. applestore-ი ID ს მთხოვს და ჯერ არ მაქვს. ქვეყანა რა მივუთითო მანდ? საქართველო თუ ამერიკა? მოკლედ საიდან დავიწყო? 

მადლობა წინასწარ.

Link to comment
Share on other sites

საქართველოს ვერ მიუთითებ, არ არის, ამიტომაც ამერიკული აიდი გააკეთე

iCloud გაითვალისწინე პირველ რიგში, რამე უაზრო მეილზე არ მიაბა რომ რამე და ტელეფონი არ დაგებლოკოს სამუდამოდ პაროლის დავიწყების გამო.

სხვა რავიცი, მალე დაამუღამებ ყველაფერს

კაი ტიპია SE და ზოგადად iOS, არადა მაგრად მეზიზღებოდა ეფლი ადრე მახსოვს, თუმცა მაგ სისტემას რომ ოპტიმიზაცია აქვს რავიცი, იმედია ანდროიდიც ავა მაგ დონეზე მალე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ამერიკას აირჩევ რეგიონში, რომელიმე გადამზიდის მისამართი აიღე და მაგით დარეგისტრირდები. საბანკო ბარათის მიბმა თუ არ გინდა მგონი აპპსტორიდან ჯობია დარეგისტრირდე, რამე უფასოს გადმოწერას მიცემ და იქ მოგთხოვს IDის შექმნას და გზად მოგცემს ოფციას რომ არ დაამატო ბარათი. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მადლობა გამოხმაურებისთვის.

ზუსტად ეგ მაინტერესებდა, საქართველო არაა ჩამონათვალში და მანდ გავიჭედე. ანუ ამერიკით გავაგრძელებ. თვითონ icloud-ის ემაილი შევქმენი @icloud.com როა. მემგონი მარტივია. თუ რამეს ვერ გავიგებ დავწერ აქ. იცოცხლოს ამ თემამ 1-2 დღე ადმინს ვთხოვ. დღეს არ მეცალა ამისთვის რომ გამერკვია.

Link to comment
Share on other sites

ადმინს ვთხოვ დახუროს თემა. რაც მაინტერესებდა ყველაფერი მარტივად გავარკვიე. ძალიან ინტუიტიური სისტემაა. ყველაფერი მარტივად აქვს.

Link to comment
Share on other sites

ვხურავ

Link to comment
Share on other sites

  • George locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.