MaKaSaRa Posted June 7, 2017 Share Posted June 7, 2017 მოგესალმებით მეგობრებო! დღეს რატომღაც მომინდა მოკბეჩილ ვაშლზე გადმოვსულიყავი (წლებია windows phone-ს ვიყენებ) და iphone SE ვიყიდე.ზაფხულში 4 ინჩზე მეტი ზომის ტელეფონების ტარება დიდად არ მხიბლავს და ეს მოდელი მემგონი ამ მხრივ პრობლემას არ შემიქმნის. მიდევს ახლა წინ და თხა და გიგოსავით ვუყურებ. apple ID-იც არ დამირეგისტრირებია. რაები გავითვალისწინო და რისი ცოდნა დამჭირდება? დიდი მომხმარებელი არავარ სხვადასხვა ფუნქციების. რეგიონი რა ავირჩიო და ასე შემდეგ. applestore-ი ID ს მთხოვს და ჯერ არ მაქვს. ქვეყანა რა მივუთითო მანდ? საქართველო თუ ამერიკა? მოკლედ საიდან დავიწყო? მადლობა წინასწარ. Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted June 7, 2017 Share Posted June 7, 2017 საქართველოს ვერ მიუთითებ, არ არის, ამიტომაც ამერიკული აიდი გააკეთე iCloud გაითვალისწინე პირველ რიგში, რამე უაზრო მეილზე არ მიაბა რომ რამე და ტელეფონი არ დაგებლოკოს სამუდამოდ პაროლის დავიწყების გამო. სხვა რავიცი, მალე დაამუღამებ ყველაფერს კაი ტიპია SE და ზოგადად iOS, არადა მაგრად მეზიზღებოდა ეფლი ადრე მახსოვს, თუმცა მაგ სისტემას რომ ოპტიმიზაცია აქვს რავიცი, იმედია ანდროიდიც ავა მაგ დონეზე მალე 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
Gadget Posted June 7, 2017 Share Posted June 7, 2017 ამერიკას აირჩევ რეგიონში, რომელიმე გადამზიდის მისამართი აიღე და მაგით დარეგისტრირდები. საბანკო ბარათის მიბმა თუ არ გინდა მგონი აპპსტორიდან ჯობია დარეგისტრირდე, რამე უფასოს გადმოწერას მიცემ და იქ მოგთხოვს IDის შექმნას და გზად მოგცემს ოფციას რომ არ დაამატო ბარათი. 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted June 7, 2017 Author Share Posted June 7, 2017 მადლობა გამოხმაურებისთვის. ზუსტად ეგ მაინტერესებდა, საქართველო არაა ჩამონათვალში და მანდ გავიჭედე. ანუ ამერიკით გავაგრძელებ. თვითონ icloud-ის ემაილი შევქმენი @icloud.com როა. მემგონი მარტივია. თუ რამეს ვერ გავიგებ დავწერ აქ. იცოცხლოს ამ თემამ 1-2 დღე ადმინს ვთხოვ. დღეს არ მეცალა ამისთვის რომ გამერკვია. Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted June 9, 2017 Author Share Posted June 9, 2017 ადმინს ვთხოვ დახუროს თემა. რაც მაინტერესებდა ყველაფერი მარტივად გავარკვიე. ძალიან ინტუიტიური სისტემაა. ყველაფერი მარტივად აქვს. Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 9, 2017 Share Posted June 9, 2017 ვხურავ Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts