Jump to content

Recommended Posts

გამარჯობა მეგობრებო. მოკლედ ახალი ვარ ამ საიტზე. ძალიან გამიხარდა ასეთი საიტი თურმე არსებობს საქართველოშიც

ჩემი მონაცემები მგონი გვერძე ეწერება ამიტომ აქ აღარ დავწერ

მოკლედ პრობლემა რაშია: 

რამდენიმე თვის წინ გაჭირვებით როგორც იქნა შევიძინე ნახმარი ლეპტოპი, რომელიც მჭირდებოდა სამუშაოდ. ნუ რენდერინგისთვის, მუსიკის შექმნისთვის, დიზაინისთვის. დიდ იმედებს ვამყარებდი ამ ლეპტოპზე. მეორე მესამე დღეს დაიწყო გადარესტარტება. ყოველ ჯერზე რესტარტდება როცა ლეპტოპი დაიტვირთება მაგალითად როგორიცაა: photoshop, adobe premiere, sketchup, 3d maya, fl studio და ასე შემდეგ. რათქმაუნდა თამაშებზეც რესტარტდება. ძალიან დავითრგუნე თვეებია ვეწვალები რომ პროგრამულად გავასწორო მაგრამ არაფერი არ გამოდის. 15-20 წუთის მუშაობის მერე მოულოდნელად წკაპ და გადარესტარტდება. უამრავი პროექტი და ნამუშევარი დამეკარგა. სამწუხაროდ იმის ფუფუნება არ გამაჩნია რომ დედაპლატა ან ელემენტი ან რამე შევუცვალო და ვეძებ ალტერნატივას. მინიმუმ ელემენტი შემიძლია შევუძინო. ისედაც უვიც პროგრამისტებთან ნატარები ისედაც ბევრი ფული დავახარჯე. 

 კომპიუტერი უბრალოდ ქრება და თავიდან ირთვება. ბევრი ამბობს რომ კვების ბლოკის ბრალია, ზოგი ამბობს მყარი დისკის ბრალიაო. არ ვიცი მოკლედ დავიღალე. :(

ცხელდება მაქსიმუმ 94 გრადუსზე დატვირთვის რეჟიმში. ვიდეო კარტა 98-99% მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში. 

იქნებ ვინმე გამოჩნდეს ღვთისნიერი და დამეხმაროს. მე სამაგიეროდ რამე სასიკეთოს გაგიკეთებთ :D 

Link to comment
Share on other sites

  • Replies 51
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

99% ტემპერატურის პრობლემაა
გაწმინდე, ქულერი მოაწესრიგე, თერმოპასტა/თერმობალიშები შეუცვალე და ეშველება :) 

Link to comment
Share on other sites

10 minutes ago, Gogla1990 said:

99% ტემპერატურის პრობლემაა
გაწმინდე, ქულერი მოაწესრიგე, თერმოპასტა/თერმობალიშები შეუცვალე და ეშველება :) 

გავაწმენდინე კიდეც. ყველაფერი სუფთაა. თერმო პასთა სველი იყოო მაგრამ მაინც გამოვცვალეთო. არ ვიცი ვენდო თუ არა. მერე მეც დავშალე და სუფთად იყო ყველაფერი. 

მადლობა პასუხისთვის

Link to comment
Share on other sites

თუ ყველაფერი სუფთაა და ქულერიც წესრიგშია მაშინ რატომ ადის 94 გრადუსზე? 

სად გქონდა მიტანილი და რა დიაგნოზი დასვა ხელოსანმა?

Link to comment
Share on other sites

99 გრადუსზე ცხელდება ?

Sent from my Redmi 3 using Tapatalk

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, Gogla1990 said:

თუ ყველაფერი სუფთაა და ქულერიც წესრიგშია მაშინ რატომ ადის 94 გრადუსზე? 

სად გქონდა მიტანილი და რა დიაგნოზი დასვა ხელოსანმა?

გასაკვირი ის არის რომ რეალური დიაგნოზი არცერთს არ დაუსვამს. თბილისში მქონდა რუსთაველზე რომ "ჩიპი" არის. იმის "დიაგნოზი" იყო რომ გამორიცხვის მეთოდით უნდა მივყოლოდი და გამეგო რა სჭირს. დიაგნოსტიკას არ გადაურესტარტებიაო (მერე მეც ვცადე და მართლაც) მერე მქონდა ვარკეთილში ზუსტად არ მახსოვს რა ქვია მეტროდან 200-300 მეტრში. იქ გაწმინდეს და მითხრეს თუ კიდევ გადარესტარტდა ვიდეო კარტის ბრალი იქნებაო. ხოდა ვიდეო კარტა შეიძლება იყოს გასაკეთებელი ან გამოსაცვლელი, რომელიც სარისკო, რთული, და ძვირიანი საქმეაო. მოკლედ ერთი სიტყვით უაზრო პასუხები მივიღე. რეალურად რას დავაბრალო არ ვიცი

6 minutes ago, L'one said:

99 გრადუსზე ცხელდება ?

Sent from my Redmi 3 using Tapatalk
 
კი მაქსიმუმ 99 გრადუსზე ცხელდებოდა. მაშინ cpu z მქონდა ჩართული და ასე მიჩვენა. ახლა furmark-ის ვიდეო დატვირთვაზე მაქსიმუმ 95-96 გრადუსი მიჩვენა

Link to comment
Share on other sites

მოგიტარებია მთელი თბილისი და ბარემ ამ კაცსაც შეეხმიანე :D  https://forum.ge/?showuser=166759

იმას დანამდვილებით გეტყვი, რომ თუ ვერ გააკეთა არც არაფერს მოგატყუებს :) 

Link to comment
Share on other sites

მაგდენს არ უნდა ცხელდებოდეს რენდერის დროს, ვიდეოკარტის პრობლემაა აშკარად

Sent from my Redmi 3 using Tapatalk

Link to comment
Share on other sites

1 minute ago, Gogla1990 said:

მოგიტარებია მთელი თბილისი და ბარემ ამ კაცსაც შეეხმიანე :D  https://forum.ge/?showuser=166759

იმას დანამდვილებით გეტყვი, რომ თუ ვერ გააკეთა არც არაფერს მოგატყუებს :) 

ახლა ბათუმში ვარ და ისედაც არ მაქ მაგის საშუალება ვგდივარ სახში და ვქექავ ინგლისურენოვან ფორუმებს. ეს საიტიც გადავქექე და იმედისმომცემია. მადლობა რეკომენდაციისთვის აუცილებლად დავუკავშირდები თუ ბევრს არ მომთხოვს :D

4 minutes ago, L'one said:

მაგდენს არ უნდა ცხელდებოდეს რენდერის დროს, ვიდეოკარტის პრობლემაა აშკარად

Sent from my Redmi 3 using Tapatalk
 
ქულერმასტერით ამოვუყინე უკანა მხარე მთელი ვენტილატორებით და მაინც რესტარტდება. თუმცა არ დავკვირვებივარ გრაფიკულად რამდენად აგრილებს გრადუსებში

ვინმემ ისეთი პროგრამა ხომ არ იცით რომელითაც გავაკეთებ ლიმიტს, რო მაგალითად 80 გრადუსს არ აცდეს, 90%-ზე მეტი არ გამოიყენოს. MSI Afterburner მაქვს მაგრამ ვერ გავუგე

Link to comment
Share on other sites

9 minutes ago, zura Kostava said:

MSI Afterburner მაქვს მაგრამ ვერ გავუგე

Core Clock და Power Limit დააკელი + ფანის ბრუნის ამრთვის საშუალებას თუ გაძლევს გაუზარდე

პროცესორის დატვირთვა ვინდოუსიდან შეგიძლია მართო, Power Options-ში ნახე

Link to comment
Share on other sites

6 minutes ago, Gogla1990 said:

Core Clock და Power Limit დააკელი + ფანის ბრუნის ამრთვის საშუალებას თუ გაძლევს გაუზარდე

პროცესორის დატვირთვა ვინდოუსიდან შეგიძლია მართო, Power Options-ში ნახე

power limit არ გააჩნია, temp limit არ გააჩნია და არც fan speed. მხოლოდ იყო core clock და memory clock. რაღაც ვიმაიმუნე მერე და core voltage დავაყენე მარა მგონი ეგ არაფერს მაძლევს. და რა მაინტერესებს. რაც ასეა ჩამუქებული ანუ ავტომატურად იმას ნიშნავს რომ არ აქვს ამ კონკრეტულ აპარატს მაგის მხარდაჭერა? და კიდე მეორე მაინტერესებს. ზოგან წერია რომ კვების ბლოკის ბრალია, ანუ დენი არ მიეწოდება საკმარისადო. 12 ვოლტზე ნაკლები თუა შეიძლება მაგიტო რესტარტდებაო. ამას ეწოდება 11.93 ზუსტად. ზოგადი სტანდარტი რა აქვს ესენი მიპასუხე და აღარ შეგაწუხებ :D 

Screenshot (3) copy.jpg

Link to comment
Share on other sites

რაკი არ გაძლევს შეცვლის უფლებას ესეიგი არ აქვს მხარდაჭერა ან კონკრეტულად მაგ პროგრამით არ შვრება, თუმცა პირველი ვარიანტია დიდი ალბათობით

უნდა ნახო სხვა კვება, შეიძლება მართლა არ ჰყოფნის, მაგრამ ელემენტი რომ დატენილია ბოლომდე მაშინ ხო მაინც უნდა მუშაობდეს :) 

არა საქმე იმაშია რომ ელემენტი საერთოდ ვერ ძლებს. როგორც კი გამოვაძრობ ეგრევე კვდება. ითიშება. ადრე როცა დაახლოებით 15 წუთს ძლებდა მგონი მაშინაც არესტარტებდა. რას იტყვი ელემენტის ბრალიც შეიძლება იყოს?

Link to comment
Share on other sites

ელემენტი სულ რომ სუსტი იყოს როდესაც სატენზეა სეერტებული არ უნდა ქონდეს კვების პრობლემა

მოკლედ სხვა სატენი და თუ მონახე სხვა ელემენტიც უნდა სინჯო, მაგრამ ტემპერატურა რომ მაღალია ეგ ფაქტია :) 

Link to comment
Share on other sites

8 minutes ago, Gogla1990 said:

ელემენტი სულ რომ სუსტი იყოს როდესაც სატენზეა სეერტებული არ უნდა ქონდეს კვების პრობლემა

მოკლედ სხვა სატენი და თუ მონახე სხვა ელემენტიც უნდა სინჯო, მაგრამ ტემპერატურა რომ მაღალია ეგ ფაქტია :) 

ვცდი აუცილებლად რაც ჩამივარდება ხელში ნორმალური. ქულერი რომ ამოვუდგი და გავაგრილე ამანაც არ უშველა. უბრალოდ დროში ალბათ 20-30% ქულერი არ მუშაობს ისე ძლიერად როგორც საჭიროა. საშინლად ხურდება 

Link to comment
Share on other sites

მუშაობს ქულერი ნორმალურად? ანუ გათიშვამდე სრულ დატვირთვაზე ბრუნავს და ცხელი ჰაერის ნაკადიც გამოაქვს?

Link to comment
Share on other sites

23 minutes ago, Gogla1990 said:

მუშაობს ქულერი ნორმალურად? ანუ გათიშვამდე სრულ დატვირთვაზე ბრუნავს და ცხელი ჰაერის ნაკადიც გამოაქვს?

კი მუშაობს მაგრამ ისე ძლიერად არა. მე პირადად რაც ნანახი მაქვს უფრო მაგრად უბერავს ლეპტოპის ქულერები. დატვირთვის დროს (მაგალითად თამაშის დროს) კი არის აქტიური მაგრამ ისე ძალიანაც არ ბრუნავს. ქარი არ იგრძნობა გამოდევნის. როცა გამოირთვება და უკვე ჩართვას იწყებს ძლიერად ამოიხვნეშებს და აგრძელებს ნელ მუშაობას. ის "ამოხვნეშებაა" ალბათ ყველაზე მაღალი ქარი გადარესტარტების დროს რო აკეთებს 

Link to comment
Share on other sites

ხელოსანი უნდა მოკლედ, ახლა ისე ჩანს ქულერის პრობლემაც უნდა იყოს ან კონტროლერის :D 
იქნებ და ეგაა ყველაფრის თავი :) 

Link to comment
Share on other sites

13 minutes ago, Gogla1990 said:

ხელოსანი უნდა მოკლედ, ახლა ისე ჩანს ქულერის პრობლემაც უნდა იყოს ან კონტროლერის :D 
იქნებ და ეგაა ყველაფრის თავი :) 

აშკარად ხელოსანი უნდა :D ერთი მეგობარი (არც ისე გამოცდილი) მაგას მიმტკიცებდა დაჟინებით რო ქულერის ბრალი იყო. ნეტა მხოლოდ მაგის ბრალი იყოს. ისიც მაინტერესებდა თუ შეიძლება კონტროლი ქულერის აჩქარება და ა.შ 

მადლობა გენაცვალე საინტერესო და დამაკმაყოფილებელი პასუხებისთვის წინ კი წამწიე ცოტა და რეკომენდაციაც მომეცი. გაიხარე 

Link to comment
Share on other sites

Speedfan ან რამე მაგდაგვარი პროგრამით ნახე თუ შესძლებ ქულერის აჩქარებას და თუ აჩქარდა შედეგს თუ მოიტანს

Link to comment
Share on other sites

კვება თუ არ ყოფნის რატო ხურდება ?

Sent from my Redmi 3 using Tapatalk

Link to comment
Share on other sites

ეს ყველაფერი ტიპიური ნიშნებია გადახურების და გაგრილების სიტემის პრობლემის..

რაზეც კი გისაუბრიათ უკვე. რამდენიმე დეტალს და ჩემ ვარაუდს მივამატებდი..

ქულერის ფენი სწრაფადაც რომ არ ბრუნავდეს ხელით მაინც უნდა გრძნობდე გამომავალი ჰაერის ნაკადს, ამიტომ ვფიქრობ რომ ქულერსა და გამოსასვლელს შორის მოთავსებული რადიატორის ჭრილებშია მტვერი ჩამჯდარი... საკმაოდ ხშირად უნდა წმენდა მაგ ადგილს ადვილად მტვრიანდება..

ამ დროს რადიატორიც ვერ გრილდება, ჰაერიც უკან სისტემაში ტრიალებს და იმატებს ტემპები... გამჭოლი ჰაერის ნაკადი ადვილად უნდა გამოდიოდეს გარეთ

თუმცა მხოლოდ ამის გამოც ამხელაზე არ უნდა ადიოდეს ტემპერატურა..

შესაძლოა ქულერის პრობლემა იყოს და შესაბამის ბრუნებზე არ ადიოდეს გახურებისას..

ამის მიზეზი როგორც ითქვა კონტროლერის მიზეზი იქნებ იყოს ან ნაკლებ სავარაუდო მაგრამ მაინც ერთერთი ვარიანტია რომ პროპელერის ღერძი თავისუფლად ვერ ბრუნავდეს ბუდეში(ჭუჭყის ან სიმშრალის მიზეზით).. თუ იშლება დაათვალიერე მოსინჯე ხელით..

ბიოსიდან თუ კონტოლდება ასევე ფენი?

და უშუალოდ პროცესორი, ვიდეოს გაგრილების თემა: 

როგორი თერმოპასტა იხმარეს ბოლოს რომ წაუსვეს? რადიატორი თუ მაგრდება მჭიდროდ? შეხების ზედაპირი თუ არის სწორი და გაპრიალებული?... ეს საკითხებია მნიშვნელოვანი და გასარკვევი

რადიატორის მიშურუპების თანმიმდევრობასაც მნიშვნელობა აქვს, ხშირ შემთხვევაში დანომრილია 

ყველა წვრილმანი და პატარა დეტალიც ამ დროს გრადუსებში აისახება :)

დღეს დავშალე გავწმინდე ჩემი კაკრაზ, რაღაც უბრენდო თერმოპასტა მქონდა მანამდე ნახმარი და ახლა mx2 წავუსვი, წყნარ რეჟიმზე 7 გრადუსია სხვაობა და დატვირთულზე 20 მდე..

ნუ ამაში მტვრისგან გაწმენდამაც გამოიღო შედეგი..

ეს ყველაფერი  შეიძლება იყოს მეტნაკლებად მიზეზი კომპლექსურად ან ცალკეულად

Link to comment
Share on other sites

On 3/5/2017 at 5:59 PM, shavlego said:

ესეიგი ქულერი სუფთაა და გამოსასვლელი სივრცეც თავისუფთად აქვს. უბრალოდ ქულერსაც ხმა აქვს სუსტი თითქოს უნდა სწრაფად ტრიალი და არ გამოსდის. კივის. ქულერის რეგულირების რაღაც პროგრამა ჩავრთე და ბრუნვა დეფაულთზე ძალიან დაბალი ქონდა მგონი 300RPM თუ რაღაც ასე. მერე დავაწერე 2000 მარა მაინც არანაირი შედეგი. ბიოსში ფანი კიარა ძალიან ბევრი ფუნქცია არ აქვს. ძალიან უბრალოა

გაწმენდით ისიც არ ვიცი გაწმინდეს თუ არა საერთოდ და მითუმეტეს რა პასტა წაუსვეს. (საერთოდ არ იქნება გამოცვლილი ასე ვფიქრობ) 

რადიატორი ნამდვილად არ ვიცი როგორ მდგომარეობაშია. მხოლოდ დაშლილზე მაქვს შენახედი ჭუჭყიანი არ იყო. მე და მამაჩემმა დავშალეთ რო შეგვეხედა. 

დღეს დავშლი და ვნახავ ყველაფერს საგულდაგულოდ. მარა რაც ხელოსანმა ვერ მიხვდა მე რას მივხდები. გრადუსებში თუ ამხელა სხვაობა იქნება ალბათ აღარც გადარესტარტდება. 

რას მირჩევთ?

ხო კიდე მნიშვნელოვანი შეტყობინება argus monitor-ისგან. რას უნდა ნიშნავდეს? მაგის ბრალიც შეიძლება იყოს? ხშირად  100% დატვირთვაზეა

Screenshot (4) copy.jpg

Link to comment
Share on other sites

ეგ ქულერი რაც მაგას უყენია თავისია ? ანუ ქარხნიდან მოყვება ? თუ შენაცვლელია შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და ბრუნების შეცვლამაც მაგიტო არ იმოქმედა, ქულერიც დაშალე და გაწმინდე, ტაოტი წაუსვი ღერძზე და ხმაურს მიატოვებს

Sent from my Redmi 3 using Tapatalk

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, L'one said:

ეგ ქულერი რაც მაგას უყენია თავისია ? ანუ ქარხნიდან მოყვება ? თუ შენაცვლელია შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და ბრუნების შეცვლამაც მაგიტო არ იმოქმედა, ქულერიც დაშალე და გაწმინდე, ტაოტი წაუსვი ღერძზე და ხმაურს მიატოვებს

Sent from my Redmi 3 using Tapatalk
 
არ ვიცი მეგობარო ამისი უნდა იყოს წესით. მგონი მეშველა. ბიოსი ჩავწერე იგივე ვერსია რაც მქონდა, უბრალოდ მოდიფიცირებულია და აქვს advenced პარამეტრები. დაყენებული იყო რო 100 გრადუსზე კომპიუტერი გაითიშებოდა. დავაყენე 120-ზე. ასევე სხვა რამეებიც მოვუმატე. მათ შორის ქულერის რაღაცეები. ქულერის სისწრაფე არ ვიცი მაგრამ კომპიუტერიც ასწრაფდა და გრადუსი მგონი 83 ზე ზემოთ არც ასულა. pes 2017-ზეც დავტესტე და აღარ რესტარტდება. (სულ უჭირდა და რესტარტდებოდა) აღარც ჭედავს. შევხედავ დღეს რას იზამს და თუ გაამართლა გავაფრენ სიხარულისგან :D სად ვიყავი აქამდე

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.