ULTRAULTRA1996 Posted February 15, 2017 Share Posted February 15, 2017 მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავწყვიტე კიდევ 1 საინტერესო პოსტი გაგაცნოთ. აქ თქვენ ისწავლით როგორ გავაჩუმოთ ქულერები ვიბრაციისგან. ალბათ ბევრს გაუგია რეზინის ანტივიბრაციული ბალიშების შესახებ (რაც საკმაოდ პრაქტიკულია) მაგრამ თუ არ გვაქვს იგი შეგვიძლია ასეთ მარტივ გზასაც მივმართოთ. მოვიძიოთ შემდეგი ნივთები:მოვიძიოთ ან ვიყიდოთ აი ასეთი რეზინის შაიბები (ზუსტი სახელი არ მახსოვს მაგრამ სანტექნიკაში ხმარობენ 5-10 თეთრი ღირს 1 ცალი მაქსიმუმ) ქულერის დასამაგრებელი ჭანჭიკები (შურუპები)ორმაგი სკოჩი (თუ არ გაქვთ არც ეგაა პრობლემა მაგრამ საწვალებელი გექნებათ შედარებით)სახრახნისი (ატვიორკა)შევუდგეთ საქმეს:ავიღოთ რეზინის შაიბები და ორმაგი სკოჩის ცალი მხარე დავაწებოთშემდგომ დავჭრათ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები შემდგომ მოვხსნათ ორმაგ სკოჩს მეორე მხარე და დავაწებოთ ქულერის მეორე მხარე (სასდაც ააქვს საბოლტეები მანდ დავამთხვიოთ შაიბების რგოლები) შემდგომ გავხვრითოთ ორმაგი სკოჩი (შაიბა რო შევიდეს შიგნით, ამ შემთხვევაში ატვიორკით გავხვრიტე მარტივად) შემდგომ დავუმიზნოთ ჭრილები ნახვრეტებს და დავავინტოთ ზედ.ამ მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ქეისის ზედა მხარეს აგრეთვე წინა და უკანა ქულერის ადგილებზეც(როცესორის გაგრილებაზეც)მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო, სხვაობა მართლაც შესამჩნევია პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით, ეს ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ ორმაგი სკოჩის გარეშეც მაგრამ მიხვდებით ალბათ როგორი საჩალიჩო გექნებათ. გმადლობთ ყურადღებისათვის 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Dimitri Putkaradze Posted August 2, 2019 Share Posted August 2, 2019 გავითვალისწინებ. ჩემი კვების ბლოკის ქულერი ხრიალებს ჩართვიდან 1 საათი მაინც, ბევრჯერ დავზეთე მაგრამ მაინც აქვს ხმა. ვერ ვხვდები საიდან მოდის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Archili1997 Posted November 3, 2019 Share Posted November 3, 2019 ასეთი ხმა ნორმალურია ? მაგიდაც კი ზანზარებს დღეს რომ ჩავრთე ასეთი ხმა ქონდა https://vocaroo.com/i/s12ABIBUBGaJ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 3, 2019 Share Posted November 3, 2019 არა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L'one Posted November 29, 2019 Share Posted November 29, 2019 გავითვალისწინებ. ჩემი კვების ბლოკის ქულერი ხრიალებს ჩართვიდან 1 საათი მაინც, ბევრჯერ დავზეთე მაგრამ მაინც აქვს ხმა. ვერ ვხვდები საიდან მოდის დაშალე ქულერი და მაგნიტის გარშემო არგად გაწმინდე ნაჭრით, მერე ტაოტი წაუსვი და აღარ იხრიგინებს, ზეთი ვერ აგვარებს მაგ პრობლემასSent from my Mi Note 3 using Tapatalk Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.