Jump to content

(Fan Controller) Rheosmart 6-ის მიმოხილვა


Recommended Posts

მოგესალმებით თანა overclocker-ერებო დღეს მინდა გავაკეთო განხილვა და რამოდენიმე რჩევა მოგცეთ Fan controller-ებთან დაკავშირებით (ვინც ვერ ერკვევით ამ საკითხში). მოკლედ დღეს განვიხილავ ერთერთ საუკეთესო Fan controller-ს Rheosmart 6-ს.


დავიწყებ ყუთიდან, ყუთი არის პატარა და კომპაქტური, ეს კარგია რადგან ტრანსპორტირების დროს არ გვექნება ბევრი თანხა გადასახდელი, კომპლექტაციაში შედის შემდეგი ატრიბუტები

► 3-Pin Fan მონიტორინგის კაბელი X2
► 3-Pin dan 4 Pin-ზე გადამყვანი კაბელი X2
► 3-Pin დასაგრძელებელი კაბელი X2
► PWM კაბელი X1
► ქეისზე დასამაგრებელი ჭანჭიკები X4
► Sunbeamtech ლოგო X1
► ინსტრუქციის სახელმძღვანელო

3e6af3b95478.jpg

ქონტროლერს გააჩნია შემდეგი მახასიათებლები

► PMW კონტროლი
► 6 საკონტროლო არხი
► 30W გამტარობა თითო არხზე
► ჭკვიანი გაგრილების სისტემა
► ავტო/მექანიკური კონტროლი

fd166ea6dc2c.jpg

კონტროლერი ჯდება 5.25 განყოფილებაში (DVD ROM-ის განყოფილებაში). კონტროლერი ვიზუალურად შესრულებულია უმაღლეს დონეზე, გარედან აკრავს შავი მეტალის ბადის (სეტკის) პანელი აგრეთვე თოთოეული ფანის საკონტროლო ბერკეტის ქვემოთ პატარა ღილაკები რომელიც გადასართავი ღილაკია Manual/Auto-ზე ან პირიქით და მის ზემოთ LED განათებები (მწვანე.წითელი) მწვანე განათება აღნიშნავს Manual კონტროლს ანუ ფანების ბრუნი ჩვენზეა დამოკიდებული თავიდან ბოლომდე, ხოლო წითელი ფერის ლედ განათება AUTO, პროცესორის ტემპერატურასთან ერთად ფანების ბრუნის ზრდას აღნიშნავს,

2f6910e1e368.jpg

ea91a6644ce8.jpg

კონტროლერი იდეალურად არის შესრულებული და მაქსიმალურად არის დაცული დაზიანებისგან რადგან თითოეული არხის კონტროლზე ააქვს ინდივიდუალური რადიატორული გაგრილება დაყენებული, კვების კაბელის და ქულერების შეერთება მარტივად არის შესაძლებელი, ხოლო ქვევიდან დაწებებული ააქვს ე.წ ბუბკა რათა მოკლე ჩართვა არ მოახდინოს.


76524f5c2609.jpg

17742d535a9f.jpg

რაც შეეხება კონტროლერის ძალას, გამოიმუშავებს თუ არა იგი სრულად 30W და ხომ არ არის ეს უბრალოდ მარკეტინგული მინაწერი ? კონტროლერმა მარტივად გადალახა ეს ზღვარი და თითო არხზე 30W გამოიმუშავა 6 ქულერის შეერთებისას, ხოლო 1 ქულერის შეერთებისას არხი 40W-მდეც კი ავიდა, ეს იმას ნიშნავს რომ ამ კონტროლერის თითო არხზე ჩენ შეგვიძლია თავისუფლად დავსვათ 2 ქულერი რადგან 1 ქულერს 7-15W კი კისრამდე ყოფნის ამ კონტროლერს კი თოთო არხზე 30W ააქვს, ამიტომ შეგვიძლია 12 ცალი ქულერის დაერთება 6X2.

cad0de79258d.jpg


ეხლა კი რამოდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ Fan controller-ებზე, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ იმას თუ რამდენ ვატს გამოიმუშავებს იგი თითოეულ არხზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიაქციეთ ყურადღება ვიზუალს, აგრეთვე წაიკითხეთ განხილვები და დაადგინეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აგრეთვე განსაზღვრეთ მისი ყიდვის საჭიროება რადგან თუ ქეისში 2-3 ცალი ქულერი გაქვთ კონტროლერის ყიდვას ჯობს Fan Dual Spliter იყიდოთ და დედაპლატაზე დასვათ, ასევე ყურადღება მიაქციეთ მის ფასს და განსაზღვრეთ ხარისხიდან გამომდინარე ღირს თუ არა ნივთი ის ფასი რაც ააქვს. მოკლედ სულ ეს იყო, იმედია მოგეწონებათ ჩემი მიმოხილვა Rheosmart 6-ზე.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

ვაა საღოლ, ასე გააგრძელე. 

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, gchi said:

ვაა საღოლ, ასე გააგრძელე. 

გაიხარე გიო მადლობა, იქნება კიდევ საინტერესო რაღაცეებიც :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.