Jump to content

ლეპტოპის ისტორია


Recommended Posts

წინამდებარე სტატია ეძღვნება ჩემს მასწავლებელ JAMBO-ს, რომელმაც მასწავლა ხორცით ფორუმელობა და სულით გაოფება :miyvarxar:

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ადამიანს იდოთგანვე ჰქონდა მიდრეკილება თავისი გამოგონებების დაპატარავებისკენ (სხეულის ნაწილებისგან განსხვავებით :chojinfc: ). გამონაკლისი არც კომპიუტერი ყოფილა. როგორც კი კომპიუტერმა დაპატარავება დაიწყო, ოთახის ზომებიდან შემცირდა კარადის, შემდეგ მაგიდის, ბოლოს კი ტელევიზორის ზომამდე და გახდა "პერსონალური", ანუ PC, გამომგონებლებმა თუ შემქმნელებმა გადაწყვიტეს იგი კიდევ უფრო კომპაქტური გაეხადათ... პირველი ჩანახატი ამ თემაზე ალან კეიმ, Xerox-ის კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელმა შექმნა და შემოგვინახა. მას Dynabook ჰქვია და 1972 წლით თარიღდება:

Dynabook.png

სამწუხაროდ ოცნების განხორციელება საკმაოდ რთული გამოდგა და Xerox-მა მხოლოდ 1976 წელს შექმნა პორტატული კომპიუტერი - Xerox NoteTaker:

Xerox_NoteTaker.jpg

კომპიუტერი აღჭურვილი გახლდათ 1MHz სიხშირის პროცესორით და 128 კილობაიტიანი ოპ. მეხსიერებით. ეს იმ დროისთვის ფანტასტიკური მაჩვენებლები გახლდათ :chojinfc: . ქსეროქსის საოცრება "სულ რაღაც" 22 კილოგრამს იწონიდა და სერიაში რომ გასულიყო 50000 დოლარი ეღირებოდა. სწორედ ამიტომ "სერია" მხოლოდ 10 საექსპერიმენტო მოდელით შემოიფარგლა.

მართალია ქსეროქსმა მარკეტინგულ წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ მისი იდეით ფრთაშესხმულმა ადამ ოსბორნმა 1981 წელს შექმნა "Osborne 1". მას სურათზე ხედავთ:

Osborne01.jpg

ეს კომპიუტერი უკვე "მხოლოდ" 10,7 კილოგრამს იწონიდა, ჰქონდა 4MHz სიხშირის "Zilog Z80" (იხ. სურ.) პროცესორი და 64Kb ოპ. მეხსიერება. ფასი მაღალი, მაგრამ ქსეროქსთან შედარებით მაინც მისაღები იყო - 1795 დოლარი.

Z84C0010FEC_LQFP.png

ამ კომპიუტერმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ბიზნესმენებში, რომლებსაც მოეწონათ ეს "ელექტროჩემოდანი". თქვენ წარმოიდგინეთ და ფირმამ 2 წელიწადში, ანუ გამოშვების შეწყვეტამდე, 11000 კომპიუტერის გაყიდვა მოახერხა... აი სარეკლამო ბუკლეტიც (მართალია კაცი იღიმის, მაგრამ აშკარად ხელს წყვეტს 10-კილოიანი "ლეპტოპის" თრევა):

osbornecomputerspecsheet.jpg

1982 წელს კომპანია Kapyro-საც მოუნდა მომგებიანი პროდუქციის გამოშვება და წარმოადგინა "Kapyro II". იგი 9-დუიმიანი მონიტორით და ორფენიანი Floppy დისკების წამკითხველით იყო აღჭურვილი, ანუ შეეძლო ოსბორნთან შედარებით ორჯერ მეტი ინფორმაციის დატევა და ორჯერ დიდ მონიტორზე ჩვენება. კაპირომ დიდ წარმატებას მიაღწია და 1987 წლის ჩათვლით უფრო და უფრო სრულყოფდა პორტ. კომპიუტერებს. სურათზე კი Kapyro II-ს ხედავთ:

Kaypro.jpg

ერთი წლით მოგვიანებით გაყიდვაში გამოვიდა "Compaq Portable" 12.5კგ წონით, 128Kb ოპ. მეხსიერებით, 2 ცალი 5.25" ფლოპი დრაივითა და 3500$ ფასით:

Compaq_portable.jpg

ფასი ალბათ თქვენთვის კარგად (ან ნაკლებად კარგად) ცნობილი MS-DOS ოპ. სისტემის ქონამ გამოიწვია, Compaq Portable პირველი პორტატული კომპიუტერი იყო, რომელსაც ეს სისტემა ედგა (PC-ებში კი ეს წოდება IBM PC-ს ეკუთვნის).

ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კომპიუტერს მუშაობისთვის უწყვეტი კვების წყარო ესაჭიროებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნებისმიერ მათგანს, რომ ემუშავა, როზეტში (შტეფსელში :ugly_wink: ) უნდა ყოფილიყო შეერთებული. მაგრამ 1983 წელს გამოსულ Epson HX-20-ს ეს პრობლემა არ ჰქონდა. იგი 1.6კგ-ს იწონიდა, აღჭურვილი იყო 64Kb ოპ. მეხსიერებით (პროცესორზე ინფორმაციას ვერ მივაგენი) და 130x30 გაფართოების მქონე LCD მონიტორით. HX-20-ს ნიკელ-კადმიუმის აკუმულატორების წყალობით 50 საათი უწყვეტი მუშაობა შეეძლო, მაგრამ კომპიუტერის მაგიერ კალკულატორს უფრო წააგავდა :(

Epson-hx-20.jpg

1983 წელსვე გაყიდვაში გამოჩნდა Kyotronic 85, იგივე TRS-80. 2.4MHz პრცესორით, 32Kb ოპ. მეხსიერებითა და 240x64 გაფართოების დისპლეით ეს კომპიუტერი ყველაზე ფართოდ გაყიდვადი გახდა თავისი ფასის მიუხედავად - იგი 1000$ ღირდა, ხოლო გაიყიდა 6 მილიონზე მეტი ეგზემპლარი

Radio_Shack_TRS-80_Model_100.jpg

სტატია-მუზეუმის შემდეგი ექსპონატია 1984 წელს გამოსული Commodore SX-64 (ევროპისთვის - Executive 64) - პირველი კომპიუტერი ფერადი მონიტორით (5" დიაგონალი):

Sx-64_build.jpg

ესეც ჩართული მონიტორი:

sx-64%20monitor.JPG

როგორც ზედა სურათიდან მიხვდით, ამ კომპიუტერზე მუშაობის გარდა "ადამიანურად". აი ბატონებო, პირველი "გეიმინგ-ლეპტოპი" 1Mhz სიხშირის მქონე პროცესორით, 5.25" ფლოპი-დრავითა და 64Kb ოპ. მეხსიერებით :eh:

1985 წელს მზის სინათლე იხილა "Bondwell 2"-მა. წინამორბედებისგან განსხვავებით მას 3.5"-იანი ფლოპი დრაივი ჰქონდა, რაც მაშინ უცხო ხილი იყო. გარდა ამისა ბონდუელს ჰქონდა მოდემი და რაც მთავარია, 640x200 გაფართოების მქონე LCD დისპლეი. მას უკვე თამამად შემიძლია ვუწოდო "ლეპტოპი" - ის დასაკეცია, საკმაოდ კომპაქტური და არ ჰგავს კალკულატორს. ეს უკანასკნელი კომპიუტერი იყო, რომელიც "CP/M" ოპერატიულ სისტემაც იყენებდა.

Bondwell%202%20.jpg

bondwell2screen.jpg

იაპონელები არასდროს პასიურობდნენ ტექნოლოგიების მხრივ და 1987 წლისთვის კომპანია Toshiba-მ წარმოადგინა ლეპტოპი T1000:

toshiba-1200.jpg

მისი მახასიათებლებია: 4.77MHz CPU, 512KB RAM და CGA-სთან თავსებადი LCD-დისპლეი. სხვათაშორის იაპონელებს თავში აზრად მოუვიდათ კომპიუტერის დისპლეი-პორტით აღჭურვა, ასე რომ სურვილის შემთხვევაში ლეპტოპს გარე მონიტორიზეც შეაერთებდით. რათქმაუნდა ლეპტოპს ჰქონდა 1300mAh აკუმულატორი დამოუკიდებლად მუშაობისთვის და 3.5" ფლოპი-დრაივი. მოგვიანებით გამოვიდა მისი გაუმჯობესებული ვერსია - T1200, რომელსაც უკვე 9.54MHz სიხშირის მქონე პროცესორი, 1MB ოპ. მეხსიერება და 20MB-იანი HDD-ც კი ედგა.

ყველაზე მოსახერხებელი, "დასაკეცი" სქემის არსებობის მიუხედავად ზოგიერთი ფირმა მაინც არ ეშვებოდა "კალკულატორების" გამოშვებას. ამის კარგ მაგალითად გამოდგება 1987 წელს გამოსული "Cambridge Computer Z88":

CambridgeZ88.jpg

იგი 900 გრამს იწონის, აქვს 3MHz სიხშირის მქონე პროცესორი, 32KB ოპ. მეხსიერება და128KB შიდა მეხსიერება. თქვენ წარმოიდგინეთ, დღესდღეობით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სპეციალურად ამ კომპიუტერისთვის განკუთვნილი 1MB-იანი ფლეშ-მეხსიერება, რომლითაც შიდა მეხსიერებას გაზრდის.

არც ჩვენთვის ნაცნობი Apple იჯდა გულხელდაკრეფილი. Apple Macintosh-ის გამოშვების შემდეგ, 1989 წელს კომპანიამ წარმოადგინა "Macintosh Portable" Motorola-ს 16MHz სიხშირის მქონე პროცესორითა (იხ. სურ.) და 1-8MB ოპ. მეხსიერებით:

Macintosh_portable.jpg

პროცესორი:

XC68000.agr.jpg

კომპიუტერს ერთი დიდი ნაკლი აღმოაჩნდა - მას შემდეგ, რაც აკუმულატორს ვადა გაუვიდოდა, კომპიუტერი საერთოდ აღარ ირთვებოდა, დენში შეერთების მიუხედავად. ამიტომ 1991 წელს Apple-მ წარმოადგინა ახალი კომპიუტერი - "PowerBook":

Powerbook_150.jpg

როგორც ხედავთ, აკუმულატორის პრობლემის მოგვარებასთან ერთად დაიხვეწა დიზაინი, ფუნქციურობა და "PowerBook" სერიის ლეპტოპები 2006 წლამდე გამოდიოდა.

Intel Pentium პროცესორის და MS Windows 95 ოპ. სისტემის გამოსვლამ ბევრი რამ შეცვალა. Dell Latitude, Toshiba Satellite და IBM ThinkPad-ი თანაბარი პოპულარობით სარგებლობდა ლეპტოპების ბაზარზე. ისინი სურათზებზე თანმიმდევრულადაა წარმოდგენილი:

D630.jpg

109-0915.jpg

thinkpad700c.jpg

მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა - ბაზარზე გამოჩდნენ ახალი ფირმები, ძველებმა ფეხები გაფშიკეს, დაიხვეწა ლეპტოპების დიზაინი, შეიცვალა ზომა-წონა, მახასიათებლები, მაგრამ ძირითადი სქემა უცვლელი დარჩა. სტატიაში შეგნებულად არ შევიყვანე არც სმარტბუქები და არც ნეთბუქები და არავინ მითხრათ "დაწერა დაგავიწყდაო" :vikingi:

ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

თქვენი მიხეილ რ.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...
  • 2 years later...
  • 5 years later...

გაუმარჯოს 

ლეპტოპი მაქვს ამ მონაცემებით და ფასს ვერ მეტყყვით რამდენად შეიძლება გაიყიდოს?

51538300_250968479134925_5101982940724723712_n.jpg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.