Jump to content

სრულყოფილი Windows 10 და x86 ემულაცია Qualcomm Snapdragon პროცესორებზე


Power_VANO

Recommended Posts

ისეთი ნიუსია, იმსახურებს ცალკე ტოპიკს.

MS-მა Qualcomm-თან ერთად შეძლო ის, რაც ასე აკლდა Windows-ის ეკოსისტემას და ზოგადად, მომხმარებელს. 2017 წლის სადღაც შუიდან უკვე გამოვა დევაისები, რომლებზეც სტანდარტული x86 კოდი იმუშავებს, ანუ გავუშვებთ მაგ: თამაშებს, ფოტოშოპს, სრულყოფილ საოფისე პროგრამებს და ა.შ. Qualcomm-ის ARM არქიტექტურის Snapdragon პროცესორებზე.

გარდა ამისა, აბსოლუტურად ყველა პერიფერიული მოწყობილობა, რასაც ვამუშავებთ სტანდარტულ ვინდოუსზე, თავსებადი იქნება Qualcomm პლატფორმებზეც.

Windows-ის შესაბამისი ბილდი უკვე არსებობს და დემო გვაჩვენეს WinHEC კონფერენციაზეც:

დემოში ჩანს Snapdragon 820 პროცესორი - ის რაც დღეს უამრავ ტელეფონშია. და ამ პროცესორზე სავსებით მშვენივრად მუშაობს x86 სოფტი.

როგორც MS-მა თქვა, ბიბლიოთეკები Native ARM იქნება, Windows-ი მხოლოდ x86 კოდს გადაუთარგმნის პროცესორს ემულაციისთვის, შესაბამისად, უნდა იმუშავოს DX12 თამაშებმაც კი.

ასევე, როგორც ჩანს, ჯერჯერობით საუბარია 32-ბიტიან ემულაციაზე. 64-ბიტიან ემულაციასთან დაკავშირებით, გარდა ტექნიკური დეტალებისა, ლიცენზირების პრობლემაცაა აშკარად. 64-ბიტიანი ტექნოლოგიები ცალ-ცალკე აქვთ Intel-ს და AMD-ს დალიცენზირებული და ნამდვილად არ ენდომებათ Qualcomm-ის სახეიროდ ამ ტექნოლოგიებზე ლიცენზიის MS-სთვის და Qualcomm-ისთვის მიცემა. თუმცა ვნახოთ რა იქნება.

რეალური დევაისები უნდა დაიდოს 2017-ის შუაში.

ჯამში, MS იქნება ერთადერთი კომპანია, რომელსაც 1 OS ექნება ყველა ტიპის მოწყობილობაზე და მე მგონი, ამით MS-ის წილის რეალური ზრდა დაიწყება სმარტფონების ბაზარზე.

ესეც WinHEC-ის სრული დემო:

 

P.S. I bet, რომ Surface Phone დაიდება 100% და დაიდება ამ ტექნოლოგიით. აი ეგ იქნება ნამდვილად Ultimate Phone.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

Surface Phone აქამდე უნდა გამოეშვათ, რეალურად MS ს შეუძლია მობილური სეგმენტი ძალიან წაწიოს წინ, მაგრამ ეხლა გვიანია უკვე, ბიზნეს სეგმენტს დაიტვენ ალბათ, საწყენია რომ ესე მიაგდეს სმარტები :( 

Link to comment
Share on other sites

Just now, FC BARCELONA said:

Surface Phone აქამდე უნდა გამოეშვათ, რეალურად MS ს შეუძლია მობილური სეგმენტი ძალიან წაწიოს წინ, მაგრამ ეხლა გვიანია უკვე, ბიზნეს სეგმენტს დაიტვენ ალბათ, საწყენია რომ ესე მიაგდეს სმარტები :( 

ჰო, მაგრამ აქამდე რითი უნდა გავეკვირვებინეთ?

რა უნდა დაედო Surface Phone-ს მაგალითად 950/950 XL/HP Elite x3-თან შედარებით უკეთესი და საოცრება, მაგნეზიუმის გარსი? ან რითი უნდა შეემცირებინა ბაზარზე მაგალითად აიფოუნის წილი?

მე მგონი, რომ ეს იქნება ტექნოლოგია, რაც MS-ს დაეხმარება სმარტების ბაზარზე წილის გაზრდაში. თუ მართლა კარგად იმუშავა x86 ემულაციამ, აპლიკაციების პრობლემა ხომ მოგვარდება და მოგვარდება, + უდიდესი პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერილი სია იქნება, + მართლა სუპერ დევაისები იქნება ტოპ მოდელები.

 

P.S. ინტელის ტოპ-მენეჯმენტის სახეები წარმოგიდგენია, როცა ამ ამბავს გაიგებდნენ? :D 

ნუ გასაგებია, რომ ჩვენზე ადრე იცოდნენ იმათ, მაგრამ მაინც.

Link to comment
Share on other sites

არ ვიცი, პირველ რიგში ალბათ მარკეტისთვის უფრო უკეთესად უნდა მიეხედათ, ეხლა საერთოდ სხვა თემაა, Surface Phone იქნება მაღალბიუჯეტიანი სეგმენტი, მანდ დაბალი სეგმენტის მომხარებლებისთვის ადგილი უბრალოდ არ იქნება, ნუ თავიდან მაინც, მერე ვნახოთ, მაგრამ თუნდაც ios ს ვერ აჯობებენ ვერასოდეს

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, FC BARCELONA said:

არ ვიცი, პირველ რიგში ალბათ მარკეტისთვის უფრო უკეთესად უნდა მიეხედათ, ეხლა საერთოდ სხვა თემაა, Surface Phone იქნება მაღალბიუჯეტიანი სეგმენტი, მანდ დაბალი სეგმენტის მომხარებლებისთვის ადგილი უბრალოდ არ იქნება, ნუ თავიდან მაინც, მერე ვნახოთ, მაგრამ თუნდაც ios ს ვერ აჯობებენ ვერასოდეს

დაბალბიუჯეტიანი არც iPhone-ია, ტოპ მოდელებია მარტო, მაგრამ აგერ გაჭირვებული ქართველი სესხს იღებს მიკროსაფინანსოდან, 250-1000% ეფექტური საპროცენტო განაკვეთით მაგის საყიდლად და... :D 

მარკეტი ხო, UWP-მ დააგვიანა ბაზარზე აშკარად. MS-იც როცა დრო იყო და საჭირო იყო, მაშინ არ იყო სმარტების ბაზარზე და ახლა ასეთი რაღაც მასიური რევოლუციური ნაბიჯებით თუ შეძლებს ბაზრიდან მსხვილი წილის დათრევას.

Link to comment
Share on other sites

კარგია, ეს უკვე მომეწონა. უცხოურ ფორუმზე ვნახე 2 დღის წინ და იქაც ეს თქვეს და მეც რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ეს ვიდეო HP Elite x3-ზეა გადაღებული. 

ხო იმ დიდ ვიდეოს ვუყურე და ამბობს რომ ეგ დევაისია.

ისე ვიდეო რომ გაუშვა ცოტა ლაგებივით ქონდა. ძაან მაინტერესებს 835-ზე რას იზამს. იმაზე 8 GB RAM-ს მხარდაჭერა ექნება, იმედია ეგეთ device-ს გამოუშებენ. ბატარეაც საინტერესოა. Lumia 640 რომ მქონდა 2500-იანი ბატარეით galaxy S7-საც გადაასწრებდა დარწმუნებული ვარ. პროსტა ვიდეოების ყურებისას იმინა საუკუნე ძლებდა. ოპტიმიზაციაში არ უჭირთ მაგათ. ვნახოთ ვნახოთ რა გამოვა.

სადაც windows 10-ია იქ  უბუნტუც ხომ ეკვეტება ეხლა უკვე. შიგნით ხომ აქვს ჩაშენებული და ეგეც მახარებს :)

 

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, მათე said:

კარგია, ეს უკვე მომეწონა. უცხოურ ფორუმზე ვნახე 2 დღის წინ და იქაც ეს თქვეს და მეც რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ეს ვიდეო HP Elite x3-ზეა გადაღებული.

 

ჰო, კი აქვს 4 გბ RAM მაგას :)

+ ეს ტექნოლოგია ვინდოუს ნეტბუქების და ტაბლეტების ბაზარს კიდევ უფრო გააიაფებს.

+ ბატარეაზე ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა გაიზრდება საკმაოდ.

2017 საინტერესო წელი იქნება მოკლედ.

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

X64 პატენტი (და შესაბამისად ლიცენზიების გაცემა) რორც ვიცი AMD-ს ეკუთვნის, და Intel-ს აქვს მხოლოდ ლიცენზია, AMD-ს უფრო არ აწყობს ARM პროცესორებისთვის AMD64 ლიცენზიის გაცემა, ისედაც მცირე ბაზარს კიდევ შეუმცირებს, 

ისე ძალიან კარგია, Windows RT-მ არ გაამართლა, და ლამის ნატივური ARM მხარდაჭერა Windowsს ძალიან გამოადგება

Link to comment
Share on other sites

On 12/26/2016 at 10:25 AM, gio_kiborg said:

X64 პატენტი (და შესაბამისად ლიცენზიების გაცემა) რორც ვიცი AMD-ს ეკუთვნის, და Intel-ს აქვს მხოლოდ ლიცენზია, AMD-ს უფრო არ აწყობს ARM პროცესორებისთვის AMD64 ლიცენზიის გაცემა, ისედაც მცირე ბაზარს კიდევ შეუმცირებს, 

ისე ძალიან კარგია, Windows RT-მ არ გაამართლა, და ლამის ნატივური ARM მხარდაჭერა Windowsს ძალიან გამოადგება

ხო მაგრამ ეგ ხომ არ დასჭირდათ აქ და არც X64-ზე უნდა დაჭირდეთ. ჩვეულებრივი ARM CPU-ა X86 არაა და მაინც მუშაობს. თარგმნის windows კოდს როგორც ვანომ აღნიშნა მაღლა. რამდენად ეფექტურია ამას ვნახავთ მალე. დღე-დღეზე ველოდები გაიდს ჩემი nexus 5-სთვის. კი უწერია გაფრთხილება emmc-ს ბრიდავსო მარა რავი ცდად მგონი ღირს.

 

Link to comment
Share on other sites

აბა მაშინ რა უშლით ხელს X64-ზე? თანამედროვე ცხოვრებაში 32 ბიტიანი სისტემა უკვე მოძველებულია (ნუ მობილურ სეგმენტში ჯერ არა, მაგრამ არც იქ უწერია დიდი დღე)

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

სავარაუდოდ ისეა X64-ები დაპატენტებული, რომ ალბათ პროცი + OS-ის კომბოებზეც რამე შეზღუდვაა და სხვა მწარმოებლის პროცზე უფლება არ აქვთ 64 ბიტიანი კოდის შესრულების, რას გაიგებ მაგათსას :D 

ვნახოთ ყოველ შემთხვევაში, თუ თვითონ ტექნოლოგიამ გაამართლა და მისაღები სისწრაფით იმუშავა, MS იმხელა გიგანტია, რომ არამგონია Intel-თან და AMD-სთან შეთანხმება გაუჭირდეს 64 ბიტზე.

აგერ მაგ პრეზენტაციაზე Windows on ARM-ის მერე ინტელის სასტავი გამოიყვანეს და აძახებინეს თუ რა ბედნიერები არიან მაიკროსოფტთან პარტნიორობით, მიუხედავად იმისა, რომ Windows on ARM უზარმაზარი დარტყმაა ინტელისთვის :D 

Link to comment
Share on other sites

  • 10 months later...

S7 edge_ზე (SM-G935F)  windows 7_ის ემულაცია რომ მოვახდინო ოღონდ ნორმალურად რომ იმუშაოს თუ არის რამე პროგრამა? limbo ვცადე და ძალიან ჭედავდა პაქტიურად არ მუშაობდა დ. 

და დაყენებაც მაინტერესებს თუ ხდება ანდროიდთან ერთად? ერთი პროგრამა ვნახე იმდენად მარტივია არ მჯერა თუ მართლა მუშაობს,https://downloadchangemysoftware.org/

Link to comment
Share on other sites

Windows 7-ს ნორმალურად ვერ ამუშავებ, იმიტომ, რომ native ARM კოდი არაა. Windows 10-ის შესაბამისი ვერსია გამოვა წლის ბოლომდე. თუმცა რამდენად იქნება ღიად გადმოწერაში ჯერ არ ვიცით.

Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...
On 12/11/2016 at 11:22 AM, Power_VANO said:

2017 საინტერესო წელი იქნება მოკლედ.

არც 2017-ში გამოსულა რამე და როგორც ჩანს 2018-შიც არაფერი იქნება. ნუ მე კი მეშველა მაქვს linux ტელეზე SFOS-ს სახით და Arch linux-ც გავუშვი chroot-თ :) ვინდოუსი და მობილური მოწყობილობები (ლეპტოპების გარდა) ვერ ერწყმის ერთმანეთს. ნათელი მაგალითია მობილურები.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

On ‎4‎/‎25‎/‎2018 at 11:06 PM, მათე said:

არც 2017-ში გამოსულა რამე და როგორც ჩანს 2018-შიც არაფერი იქნება. ნუ მე კი მეშველა მაქვს linux ტელეზე SFOS-ს სახით და Arch linux-ც გავუშვი chroot-თ :) ვინდოუსი და მობილური მოწყობილობები (ლეპტოპების გარდა) ვერ ერწყმის ერთმანეთს. ნათელი მაგალითია მობილურები.

გამოვიდა, როგორ არ გამოვიდა. უბრალოდ მხარდაჭერილი მარტო Snapdragon 835/845-ია ახლა და ულტრა ჰაი-ენდები დაიყარა ჯერ მარტო :D 

აი მაგალითად HP: https://store.hp.com/us/en/pdp/hp-envy-x2-12-e011nr?jumpid=cp_r12136_us/en/psg/envy_x2_qualcom/sticky-nav/buy-now&source=aw&subacctid=228921&subacctname=Mobile+Nations&awc=7168_1524806745_d9281e345ed4de1d3eabef32ed3d5993&jumpid=af_gen_nc_ns&utm_medium=af&utm_source=aw&utm_campaign=Mobile+Nations

Link to comment
Share on other sites

@Power_VANO მობილური ვიგულისხმე. Surface phone ან რამე. პლანშეტი ცოტა ისეთი პონტია რა ისედაც შესაძლებელია უკვე იაფად რამე intel-ს მობილურ სეგმენტზე დაფუძნებულის ყიდვა native windows-თ.

Link to comment
Share on other sites

42 minutes ago, მათე said:

@Power_VANO მობილური ვიგულისხმე. Surface phone ან რამე. პლანშეტი ცოტა ისეთი პონტია რა ისედაც შესაძლებელია უკვე იაფად რამე intel-ს მობილურ სეგმენტზე დაფუძნებულის ყიდვა native windows-თ.

ნუ ამათ მობილური +ები აქვთ, LTE და ძალიან დიდი ბატარეაზე მუშაობის დრო, თორემ ინტელები კი, კარგებია უკვე.

Surface Phone ხო, მაგრამ როგორც ჩანს გეგმებში არის და დადებენ.

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

Qualcomm-ი Snapdragon 850 ჩიპს ექსკლუზიურად Windows on ARM-სთვის უშვებს.

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.