Jump to content

დისკზე ბეჭდვა, ამოწვა და ა.შ.


Recommended Posts

საღამომშვიდობის ძვირფასო ოვერქლოქერებო. თბილისში ისეთი ამინდია, აი რომ იტყვიან "დასალევიო", მაგრამ სამწუხაროდ მარტო ვარ და ლოთივით ხომარ დავიდგამ ჭაჭას s324.gif . ამიტომ გთავაზობთ სტატიას დისკზე ლაზერული ბეჭდვის შესახებ. ბეჭდვისთვის გამოიყენება სპეციალური დისკი, შეიძლება შეგხვედრიათ კიდეც სადმე, უფრო ხშირად "Lightscribe" აწერია და ჩვეულებრივზე ძვირი ღირს ხოლმე, მაგრამ ლაითსქრაიბი არ არის ერთადერთი ტექნოლოგია, რომელიც დისკზე ბეჭდვის საშუალებას გვაძლევს. მოდით ვნახოთ რა და რა ტექნოლოგიებია და რა შეუძლიათ მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------

1. DiscT@2

დისკტატუ ყველაზე ძველი (2002) ტექნოლოგიაა. იგი საშუალებას გვაძლევდა წარწერა არა მაღლიდან, არამედ დისკის მუშა ზედაპირზე გაგვეკეთებინა. ეს ტექნოლოგია Yamaha-ს მიერ იქნა შემუშავებული, მაგრამ საკმაოდ მწირი ინფორმაციის მოპოვება შევძელი მასზე. ფაქტობივად ერთადერთი სქემა ესაა:

36dawyrpd4nsp4db5xb.gif

2003 წელს Yamaha-მ შეწყვიტა ტექნოლოგიის გამოყენება და სპეციალური CD/DVD რეკორდერების წარმოება. მას შემდეგ 3 წელი გავიდა და Yamaha-მ NEC-თან ერთად DiscT@2 ტექნოლოგია LabelFlash-ში "ჩააქსოვა". სამწუხაროდ ახალ "დისკტატუს" CD-ს მხარდაჭერა აღარ აქვს და მხოლოდ DVD-ზე ბეჭდავს, მაგრამ სულ არაფერს ჯობია ;) . ესეც DiskT@2-თი DVD-დისკის მუშა ზედაპირზე დაბეჭდილი "Tom's Hardware Guide" და იმავე საიტის ლოგო:

qnrwi5kuir6iydss7qgb.jpg

2. LightScribe

aqcoei0qtxlu9lmcwa0.jpg

ეს ის ტექნოლოგიაა, რომელსაც თქვენ ალბათ ყველაზე უკეთ იცნობთ. იგი 2004 წელს შექმნა კომპანია ჰიულეტ-პაკარდის (HP) ჭკვიანმა თანამშრომელმა, დერილ ანდერსონმა (რომელმაც ალბათ გამოგონებისთვის სოლიდური პრემიაც ჩაიჯიბა). ტექნოლოგია ბანალურად მარტივია: დისკის ზედაპირი დაფარულია სპეციალური საღებავით, რომელიც 780nm-იანი ინფრაწითელი ლაზერის სხივის ზემოქმედების შედეგად ფერს იცვლის. ეს არის და ეს. ლაითსქრაიბის მეშვეობით შესაძლებელია დისკზე შავი ფერის 256 ტონით ბეჭდვა. მაგალითად ღია ნაცრისფერი, მტრედისფერი, ნაცრისფერი, "მოკრი ასფალტისფერი", მკვდარი სომხის ფერი (გაგა ბოდიში), "ძაან სერი" და ა.შ. შავის ჩათვლით (კაით ახლა 256 ტონს სახელი როგორ მოვუფიქრო). თავად დისკები თავდაპირველად ოქროსფერი იყო, თუმცა მოგვიანებით სხვა ფერებისაც გაჩნდა. საბოლოო პროდუქტი ასე გამოიყურება (ონანის მიმდევრებმა ხელები მაგიდაზე დააწყვეთ!):

f0e4b6dfaavofla9upba.jpg

დისკების ყიდვა ჯღალტაშიც შეგიძლიათ სულ რაღაც 1.30 ლარად, ხოლო დისკზე ბეჭდვის პროგრამა Nero-ს აქვს (როგორც მინიმუმ, სხვა პროგრამებს არ ვიყენებ და მიტომ არ ვიცი კიდევ რომელს აქვს ეს ფუნქცია).

3. LabelFlash

qv3ca37bodk4l7nw67h.png

ჰიულეტ-პაკარდის მონოპოლია ბაზარზე დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან 2005 წელს იაპონურმა კომპანია NEC-მა შეიმუშავა ტექნოლოგია LabelFlash. მას დღესდღეობით მხოლოდ Toshiba და Gateway იყენებს და ქართველები ლეიბლფლეშს ალბათ ამ ფირმის ლეპტოპებზე თუ შეხვდებით... ყოველი შემთხვევისთვის მაღლა ლოგოც განვათავსე, რომ იცოდეთ რასთან გექნებათ საქმე. ტექნოლოგია HP-ის მიერ შემუშავებული LightScribe-ს მსგავსია, მაგრამ მასთან თავსებადობა რათქმაუნდა არა აქვს.

შესაძლებლობები:

ცვლადი გარჩევადობა (Draft, Normal, Best) 300-1800DPI.

მონოქრომული ტექნოლოგია ფერის მაქსიმუმ 256 ტონით (ამჟამად დამუშავებაშია ოთხფერიანი ტექნოლოგიაც).

ბეჭდვის პროცესი მინიმუმ 7 წუთს იჭერს (მინიმალური გარჩევადობით).

ბეჭდვა ხდება მხოლოდ სპეციალურ, ლურჯ დისკებზე, რომელსაც 0.6მმ სისქის სპეციალური ფენა აქვთ ზემოდან.

დღესდღეობით LabelFlash დისკები ლაითსქრაიბისაზე 2-ჯერ ძვირი ღირს.

რაც შეეხება პროგრამულ და აპარატულ უზრუნველყოფას, Nero-ს მეშვიდე ვერსიიდან მოყოლებული აქვს ლეიბლფლეშის ფუნქცია, ხოლო დისკამძრავებს ამ ფუნქციით მხოლოდ NEC და Pioneer აწარმოებს (და ტოშიბას და გეიტუეის ლეპტოპებს კუსტარული დრაივები აქვთ თუ ზემოხსენებული ორი ფირმისას იყენებენ, არ ვიცი).

სურათზე ხედავთ LagelFlash-ის ტიპიურ დისკს ნახატით:

op5ttdusb4r4qvtdit6.jpg

4. LabelTag

ლეიბლტეგი მეორე ტექნოლოგიაა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ DVD-R-ისა და DVD+R-ის მუშა ზედაპირზე რგოლურად წარწერის, "ტეგის" გაკეთება. აი სურათზეც კარგად ჩანს:

toi0155ojpd1abmd30k.jpg

შეიძლება იფიქროთ, რომ იგი დისკტატუს კონკურენტია, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ, რადგან დისკტატუთი ნაბეჭდ დისკზე "მუშა სივრცე" არ იკარგებოდა, აქ კი იკარგება, თანაც საკმაოდ. შევხედოთ სურათს:

j2d7lu7nlp706qqf0tfj.jpg

როგორც სურათიდან ჩანს, რაც უფრო შორსაა წარწერა (ლეიბლი) დისკის ცენტრიდან, მით მეტი სასარგებლო ფართი იკარგება.

ლეიბლტეგის მონაცემებია:

დისკის ტიპი - DVD+R SL და DVD-R SL

დისკის ფორმატი - Multisession

წარწერის ტიპი - შავ-თეთრი

პიქსელის სიმაღლე - 98 μm (ანუ 132 ტრეკი)

პიქსელების რაოდენობა - 3528 პიქსელი 360 დისკის გრადუსიან სექტორში (ანუ მთელ წარწერაზე)

ფაილის სისტემა - ISO9660 ან UDF

ქვემოთა სურათზე კი შეგიძლიათ იხილოთ LabelTag-ის მოქმედების პრინციპი. ის, რასაც სურათზე ხედავთ, არის DVD დისკის მუშა ზედაპირის "სისქე", ჩვეულებრივი მონაცემების მიერ ამ სისქმის დაკავება და წარწერის შავი/თეთრი ნაწილების "სიღრმე".

tr4a3i8al74fwhyt4mvp.jpg

----------------------------------------------------------------------------------------------

პრინციპში სულ ეს არის, მაგრამ განა არაა საკმარისი? m169.gif

პატივისცემით, მიხეილ რ. hmm2.gif

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

ეს ყველაფერი კაია და ლეპტოპებში ეგ ტექნოლოგია არ არის დანერგილი ?

კი ბექა, როგორ არა, მე რომ ლეპი მაქვს ახლა ნათხოვარი, იმას აქვს LightScribe-ს მხარდაჭერის მქონე რევრაიტერი :)

w39oq.jpg

Link to comment
Share on other sites

ვა მაგარიაა ))

Link to comment
Share on other sites

  • 3 years later...

PC რევრაიტერებს არ აქვთ ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა? თუ ლეპტოპების ამბავია / ან როგორ გავიგოთ ზედ თუ არაფერი აწერია  :)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.