Jump to content

Recommended Posts

მოდი მეგობრებო ამ თემაში დავდოთ ჩვენი ქეისების სურათები არ აქვს მნიშვნელობა თქვენი გადაღებული იქნება თუ უბრალოდ გუგლში მოძიებული , ასევე მიაწერეთ სად შეიძინეთ და რა ფასად.

white-black-thermaltake-commander-ms-i-s

ამ შემთხვევაში ჩემი ქეისის სახელია  "Thermaltake MS-I Snow Edition" და მე ის შევიძინე ქართულ მაღაზიაში "Alta Okay"-ში ალბათ იცით ყველამ. მისი ფასი იყო 155 ლარი , დღეს-დღეობით მაღაზიაში მისმა ფასმა დაიკლო და 149 ლარს შეადგენს , მისი ნახვა შეგიძლიათ აქ დაკლიკებით , თუ ვინმეს სურვილი გაგიჩნდებათ შეგიძლიათ შეიძინოთ კიდეც , ვფიქრობ ლამაზი ქეისია და რაც მთავარია თუ , რაღაც საოცარი მხურვალების ნაწილები არ გიდევთ კომპიუტერში გაგრილებაც სესანიშნავი აქვს, სწორედ ამიტომ შევიძინე.

 

Link to comment
Share on other sites

ხო აქვე დავაყოლებ პატარა რჩევას მათ ვინც ახლა აწყობს კომპიუტერს , ქეისი არასდროს შეუკვეთოთ უცხოეთიდან , სადმე ისეთ მაღაზიაში ნახეთ სადაც მოგეწონებათ და ფასიც კარგი ექნება , განბაჟებას და ქეისის წონაზე საკმაო ემატება გამოწერის დროს... 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

წავიდა გაგრილებაში.

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

მოგესალმებით. მინდა განვიხილო ჩემი ქეისი. ესეიგი მაქვს Deepcool Dukase რომელიც საკმაოდ კარგი და დახვეწილი ქეისი აღმოჩნდა თითქმის ყველანაირ კომპონენტში ნუ რა პლიუსები და რა მინუსებიაქვს პირადი გამოცილებიდან ჩამოვწერ და რაც მომწონს და რაც არ მომწონს.

დადებითი შეფასებები:

სადა ვიზუალი
1. აკრილის ფანჯარა
2. კარგი ტევადობა
3. კარგი კაბელ მენეჯმენტი
4. დგება წყალი (უცხოურ ფორუმზე ვნახე რო რეალური წყალიც დგება ჩვეულებრივად)
5. ლედის ბილიკი სადაც ე.წ Led Strip ჯდება განათებისთვის
6. ფან კონტროლერი (დიდი არაფერი მაგრამ ესეც კარგია)
7. SSD-ების სამაგრი
8. ნებისმიერი ზომის ვიდეო დაფის ჩადგმა
7. ნებისმიერი ზომის 2 ვიდეოდაფის ჩადგმა

ეს უცხოური ფორუმის ლინკი სადაც წავაწყდი რომ ამ ქეისში დგება Custome Water ანუ რეალური წყლის სისტემა.

უარყოფითი შეფასებები:

1. ვინჩესტერის სამაგრები რომელიც მხოლოდ 2 ცალი ააქვს
2. დახურული კვების ზედა მხარე (ეს მინუსი არარის მაგრამ მაინც კვება თუ ხურდება აკავებს და ზემოთ არ უშვებს კვების ცხელ ჰაერს)
3. არც თუ ისე სახარბიელო შემტანი ფანების ადგილას ჰაერის მისაწოდებელი ღრიჭოები (მაგრამ არც უვარგისი)
4. მხოლოდ 2 ცალი 5.25 განყოფილება რაც ჩემი აზრით მინუსია რადგან 2 განყოფილებიანი კონტროლერის ჩაყენება თუ მოგინდა DVD ვერ დავაყენებთ.


დასკვნა:
საბოლოო ჯამში კარგი ქეისი გამოვიდა თავისი ფასიდან გამომდინარე (134 ლარი ღირს ივერსში) საშუალო ბიუჯეტური ქეისის კვალობაზე ჩემი აზრით ამ ფასად ამაზე კარგ ქეისს ვერც იყიდით.

ესეც ივერსის ლინკი:
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=75090

ესეც ოფიციალური საიტის ლინკი სადაც სრულად არის აღწერილი ნივთის შესახებ:
http://deepcool.com/product/case/2015-11/9_4408.shtml


პ.ს ალბათ კარგი მიმოხილვა და რჩევაც გამომივიდა ამ ქეისთან დაკავშირებით. ესეჩ ჩემი ქეისი და თავად შეაფასეთ სივრცე შიგნით.
5e0f76f8f5d8.jpg

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

გამარჯობათ

ცოტათი ვრცელი თემა გამოვა ,მაგრამ იმედია გამოგადგებათ კეისის შეძენის დროს , ჩამოვწერ ჩემი ყოფილ და ახლანდელ კეისებს და განვიხილავ სათითაოდ, ამ მხრივ დიდი გამოცდილება დავაგროვე. 

1.  დავიწყებ ჩემი პირველი კეისით DEEPCOOL TESSERACT SW , ეს კეისი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ფასთან მიმართებაში სულ რაღაც 100 ლარი ღირს ახალი , მოყვება 2 ცალი 120 მილიმეტრიანი ლურჯი ფერის ქულერი , იდეალურია ერთ ვიდეოკარტიან სისტემებზე 

 

დავიწყებ დადებითი მხარეებით ,

1. გამჭვირვალე გვერდი .

2. ეტევა ნებისმიერი ზომის  ვიდეო კარტა ,

3. იდეალურად მოდინგდება კაბელები, 

4. ყენდება 6 ცალი 120 მილიმეტრიანი ქულერი, იდეალური ცირკულაცია ხდება ჰაერის კეისში , ჩემი გამოცდილებიდან გვერდ მიფარებული კეისი უფრო გრილი იყო ვიდრე მოხსნილი, 

5. ყენდება 3 -სსდ და 4 ვინჩესტერი . 

 

უარყოფითი მხარეები , 

1. დიდი ზომის ვიდეო კარტა მხოლოდ 1 ცალი დგება 

2.ვერ დგება წყლის გაგრილება , და ასევე ვერ დააყენებთ დიდი ზომის ჰაერის ქულერსაც რომელიც 165 მმზე დიდია. 

3.ვერ დგება არასტანდარტული ზომის მაზერები როგორიცაა E-ATX , XL-ATX.

ესეც მაღაზიის ლინკი 

http://iversi.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=75106

ეს ოფიციალური საიტი 

http://www.deepcool.com/product/case/2014-05/9_840.shtml

 

6fbd5da18f7b.jpg

87a77d20edfe.jpg

 

2 .გადავიდეთ მეორე კეისზე ,  COOLER MASTER CM 690 

ამ კეისის ფასი დაახლოებით 150 ლარია, მაგრამ გაყიდვაში არსად აღარააა ხელზე შეგიძლიათ იყიდოთ თუ გაყიდა ვინმემ , აქვს ძალიან სადა დიზაინი , .

 

დადებითი მხარეები 

1 . დგება ნებისმიერი ზომის ვიდეო კარტა რამდენიც გინდათ იმდენი , 

2, ასევე ყენდება ყველაზე დიდი ზომის ჰაერის ქულერიც, 

3 . კეისზე დგება 8 ქულერი , 120/140 მმ იანები. 

4 ძალიან მყარი მასალისგანაა დამზადებული კეისი 10 კილოს იწონის დაახლოებით , 

5, აქვს რეზინის ფეხები ,არ დახაზავს მაგიდას .

6 , იდელური კაბელ მენეჯმენტი . 

7.კეისის ზედა პანელზე დგება სსდ .

 

უარყოფითი მხარეები 

1. ამ კეისშც არ დგება წყლის გაგრილება ,

2, ასევე აქაც არ დგება დიდი ზომის მაზერბორდები , 

3 არ აქვს გამჭვირვალე გვერდი ამ მოდელს. 

ეს ოფიციალური საიტის ლინკი 

http://www.coolermaster.com/case/mid-tower/cm-690-ii-ver-2/

41816b70fe8a.jpg

 

3 .შემდეგი კეისი DEEPCOOL PANGU V2 , ეს კეისი ფაქტიურად კოპირებაა ზემოთ ხსენებული კეისის , ოღონდ შედარებიტ პატარაა ზომაში , ამ კეისის ფასი მაღაზიაში დაახლოებით 160-170 ლარი იყო, 

 

 დადებითი მხარეები .

1 . ყენდება ნებისმიერი ზომის ვიდეო კარტა , 310 მმიანი

2 , დგება 7 ცალი 120 მმიანი ქულერი 

3. ეხსნება შუაში მყოფი ჰდდს დოკები რის შემდეგაც 400 მმდე თავისუფლდება ადგილი ვიდეო კარტისთვის ,

4.ასევე ზედა ქულერები დგება კეისის თავზე, რაც კიდევ მეტი ადგილის გამოთავისფლებას ნიშნავს მაზერისთვის, ქულერები ხელს აღარ შეგიშლით , 

5 იდეალური კაბელ მენეჯმენტი 

 

უარყოფითი მხარეები 

1.არც ამ კეისში დგება წყლის გაგრილება  ,

2. არ დგება 165 მმზე დიდი ჰაერის ქულერი ,

3. არ დგება დიდი ზომის მაზერები ,

4 არ აქ აკრილის გვერდი . 

 

ეს ოფიციალური საიტის ლინკი http://www.deepcool.com/product/case/2014-02/9_794.shtml

ac49cd700333.jpg

 

4 . მეოთხე კეისი ZALMAN Z11  PLUS  

ეს კეისი გამოირჩევა აგრესიული დიზაინით , ძალიან ბევრს ხიბლავს , მისი ფასი დაახლოებიტ 130-140 ლარი იყო , მეორადი 80-100.

 

დადებითი მხარეები   

1. გამჭვირვალე გვერდი ,

2. კარგი კაბელ მენეჯმენტი

3.დგება თითქმის ყველა ზომის ვედეო კარტა 300 მმიანებიც ,თითზე ჩამოსათვლელია რომელიც არ ჩაეტევა,

4,დგება 6 ცალი 120/140 მმიანი ქულერი

5დგება ნევისმიერი ზომის ჰაერის ქულერი 

 

უარყოფითი მხარეები

1. არც ამ კეისში დგება დიდი ზომის მაზერები 

2 , არ დგება წყლის გაგრილება, 

 

ოფიციალური საიტის ლინკი 

http://www.zalman.com/contents/products/view.html?no=334

2fe5b4859b02.jpg

 

 

საერთო დასკვნა

.ეს კეისები ფაქტობრივად ერთ -ფსიან სეგმენტში გადის და მონაცემებიც დაახლოებით ერთი და იგივე აქვტ , ყველა კეისში შეიძლება წყლის გაგრილების ჩადგმა ოდნავი გადაკეთებით  ..  მე რაკომენდაციას ვუწევ 4ივე კეისს ფასთან მიმართებაში ყველა კრაგია ,  ლიდერობს ცმ 690 ,

 

ახლა კი გადავიდეთ შედარებით მაღალი სეგმენტის კეისებზე , ფულლ თაურებზე .

 5. დავიწყებ ამ კეისით  THERMALTAKE ARMOR REVO       (ვითომ ფულლ თაუერი და გეტყვით რატომაც ) ,

ეს კეისი გამოირჩევა ძალიან მაგარი დიზაინით ჩემი აზრით , ძალიან მომხიბლა და მაგიტომ შევიძინე , მაგრამ გამოყენების დროს არ აღმოჩდა ისეთი როგორც მეგონა , 

მისი ფასი მერყეობს 250-350 ლარის ფარგლებში, 

დადებითი მხარეები 

1 . აკრილის გვერდი 

2. ეტევა ნებისმიერი ზომის ვიდეო კარტა

3.ეტევა ნებისმიერი ზომის ჰაერის ქულერი 

4 ქარხნულად ყენდება 240 მმიანი წყლის გაგრილება , 

5,დგება 4 ცალი 200 მმიანი ქულერი  და 3 ცალი 120/140 მმიანი ქულერი ,

6. იდეალური კაბელ მენეჯმენტი 

7 . აქვს თავისი ფან კონტროლერი

8 ზედა პანელზე შეგიზლიათ შეაერთოდ სსდ-ც და ჰდდც.

 

უარყოფითი მხარეები 

1. არ ზევით ჩამოთვლილიი კეისების მსგავსად არც ამ კეიში ეტევა დიდი ზიმის მაზერბორდები

2. აქაც გადაკეთება ჭირდება იმისთვის რომ დადგეს წყლის გაგრილება 240 მმიანის შემთხვევაშიც კი მაზერსადა რატიატორს შორის მანძილი ძალიან ცოტაა და კარგად ვერ დგება წყლის გაგრილება .

3 .ადგილი ძალიან ცოტაა ფულლ თაუერი კეისის კვალობაზე

 

ეს ოფიციალური საიტის ლინკი 

http://www.thermaltake.com/products-model_Specification.aspx?id=C_00001868

ამ  კეისს ვიდის გამო თუ იყიდით , ისე არაფრით გამოირჩევა ზემოთ ჩამოთვლილი კეისებისგან , მანაცემები ერთი და იგივე აქვთ , ფასით 2ჯერ ძვირი ღირს ,

 

9de32627ca3c.jpg

 

6 .შემდეგი კეისი ,Fractal Design Arc Midi Case ჩემი აზრით ძალიან ძალიან მაგარი თავის ფასთან მიმართებაში , მართალია მიდ თაუერია მაგრამ ზალიან ბევრ ფულლ თაუერს ჯჯობს ,მაგალითად ზევით მოხსენებულს. ამ კეისი ფასი დაახლოებით 200 ლარი იყო , თითქოს სადა მაგრამ ძალიან მიმზიდველი დიზაინი აქ , ყველას გირჩევთ საერთოდ ამ ფირმის კეისებს თუ სადმე ნახავთ აუცილებლად შეიძინეთ , 

დადებითი მხარეები აქ უამრავი . 

1 . კეიში დგება 8 ცალი ქულერი 120/140/180 მმიანი , წინ 2 ცალი 140 იანი , ზედა მხარეს 3 ცალი 140იანი რაც ზალიან ბევრ ფულლ თაუერ კეისშიც კი არ დგება 

2.ეტევა ნებისმიერი ზომის ვიდეო კარტა

3.ეტევა ნებისმიერი ზომის ჰაერის ქულერი , რადგან კეისი ძალიან განიერია 

4. ჯერ არცერთ კეისზე არ შემხვედრია კაბელებისთვის იმხელა ადგილი რაც ამ კეისს აქვს , 2,5 სმ მხოლოდ კაბელებისთვის ,

5.ყენდება 240.280 მმ წყლის გაგრილება ქარხნულად, და რაც მთავარია ეს გაგრილება შეიძლებნა იყოს როგორც თხელი რადიატორით ასევე სქელი რადიატორით, ანუ სენდვიჩის დაყენებაც შეიძლება . 

6.ძალიან მყარი მასალა , 

7 .შუა ჰდდ ის დოკები ეხსნება 

8 . მოყვება თავისი ფან კონტროლერი .

9. სრული წყალიც დგება .

10 . ყველგან ფილტრები  აქ , ხმის იზოლაზიისთვის კი გუფკები

 

უარყოფითი მხარეები 

1 ,არ აქვს შუშის გვერდი , 

2. არ დგება დიდი ზომის მაზერები 

ოფიციალური საიტის ლინკი . 

http://www.fractal-design.com/home/product/cases/discontinued-products/arc-midi-tower

 

6a3dc79547a6.jpg

 

7  და ბოლოს ნამდვილი ფულლ თაუერი  COOLER MASTER HAF X , ამ კეისის ფასი დაახლოებით 350-450 ლარამდე მერყეობს დღესდღეობით , 

დადებითი მხარეები 

ყენდება ყველაფერი :D

1. ეტევა ნებისმიერი ზომის , გაგრილება ,ვიდეო კარტა , მაზერი , გარდა ჰპტხ ტიპის მაზერისა. 

2 ყენდება 4 ცალი 200 მმიანი გაგრილება , და 3 120/140 მმ ქულერი. 

3. აკრილის გვერდი . 

4. გორგოლაჭები .

5. სრული წყლის გაგრილება. ასევე 240 მმიანი ქარხნული წყალი.

 

უარყოფითი მხარე 

ალბათ მისი ფასი .

 

ოფიციალური საიტის ლინკი , 

http://www.coolermaster.com/case/full-tower/haf-x/

e5211638a907.jpg

 

 

 

იმედია მოგეწონათ ჩემი განხილვა .

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღეს მინდა განვიხილო ჩემი ახალი ქეისი Deepcool Earlkase RGB, ქეისი აღმოჩნდა საკმაოდ კომფორტული, დახვეწილი და ბევრი ისეთი მოდიფიკაციით რაც ბევრ ძვირიან ქეისებშიც კი არ გვხვდება, თუ პლიუსები და რა მინუსებიაქვს პირადი გამოცილებიდან ჩამოვწერ და რაც მომწონს და რაც არ მომწონს.

დადებითი შეფასებები:

1. სადა ვიზუალი
2. მინის ფანჯარა ე.წ Tempred Glass (შუშა და არა პლასტიკი)
3. საკმაოდ კარგი ტევადობა
4. კარგი კაბელ მენეჯმენტი
5. არაჩვეულებრივი გაგრილება ჰაერისთვის. დგება 6 ცალი 120mm ფანი ან 2-2 140-იანი წინ და ზემოთ.
6. დგება წყალი წყლის გაგრილება 240/280mm რადიატორები მათ შორის Corsair H105 რომელსაც შედარებით სქელი რადიატორიაქ. ხოლო წონ შეგიძლიათ დააყენოთ 320mm-იანი რადიატორიც. დგება აგრეთვე Custome Water
7. 30 სანტიმეტრიანი RGB ლედ ლენტა რომელიც მართლაც კარგი რამ არის რადგანცალკე ლენტა რომ ვიყიდოთ 10-15$ მაინც დაგიჯდებათ, ამ ქეისს კი ჩაშენებულიაქ თავისი ლედის კონტროლერით, აგრეთვე აქვს Aura sync-ის მხარდაჭერა.
8. ლედ განათება ჩართვის ღილაკზე, აგრეთვე USB და აუდიო ჯეკებზე Front panel-ზე
9. SSD-ების სამაგრი, აგრეთვე უკან 2 SSD-ს ადგილი (სამაგრების გარეშე, შეგიძლიათ ქვემოდან მოხსნათ და ქეისს უკნიდან გაუკეთოთ)
10. ნებისმიერი ზომის ვიდეო დაფის ჩადგმა
11. ნებისმიერი ზომის 2 ვიდეოდაფის ჩადგმა
12. ქეისის 90% მეტალისგან შედგება წინა პანელიც მეტალიაქ.
13. უკანა მხარეს 2 HDD ან SSD-სამაგრი რომელსაც ვაწევთ იქით-აქეთ როგორც გვინდა.
14. ეტევა ნებისმიერი ზომის კვების ბლოკი.
15. მოხსნადი ფილტრი ზედა მხარეზე და კვების ბლოკის ქვემოდან.
16. ეხსნება კვების ბლოკის დასაფარი ხუფი.


უარყოფითი შეფასებები:

1. ვინჩესტერის სამაგრები რომელიც მხოლოდ 2 ცალი ააქვს
2. არც თუ ისე სახარბიელო შემტანი ფანების ადგილას ჰაერის მისაწოდებელი ღრიჭოები (მაგრამ არც უვარგისი)
3. არ ააქვს Restart-ის ღილაკი
4. არააქვს 5.25 განყოფილება ასე რომ ამ ქეისის ყიდვისას გაითვალისწინეთ რომ ვერ ჩააყენებთ ვერც DVD ROM-ს და ვერც Fan controller-ს
5. ძალიან მოსაფრთხილებელი ფანჯარა რადგან არის შუშა და არა პლასტიკი (მარტივად იმსხვრევა)


დასკვნა:
საბოლოო ჯამში ქეისი ფასთან მიმართებაში იდეალური გადაწყვეტილებაა, რადგან არის თანამედროვე, ტევადი, დახვეწილი, ხარისხიანი, მინის გვერდით და RGB განათებით, ფასთან მიმართებაში ნამდვილად იდეალურია, ფასები მერყეობს 160-200 ლარამდე.

ესეც ივერსის ლინკი: ,,სადაც ყველაზე იაფადაა''
http://yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=78849

ესეც ოფიციალური საიტის ლინკი სადაც სრულად არის აღწერილი ნივთის შესახებ:
http://www.deepcool.com/product/case/2017-07/9_6763.shtml


პ.ს ალბათ კარგი მიმოხილვა და რჩევაც გამომივიდა ამ ქეისთან დაკავშირებით. ესეჩ ჩემი ქეისი და თავად შეაფასეთ სივრცე შიგნით.

fe6d9bf565d4.jpg
 

ეს სკი როგორ ხდება კაბელების მენეჯმენდი (საკმაოდ პროფესიონალურად)
67a6ec493d8a.jpg

ეს კი როგორი სიმკვეთრის განათება აქ RGB Led ლენტას.
fffba583a9eb.jpg

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.