Jump to content

Overclocking i7 2600k


KOPALA

Recommended Posts

გამარჯობა,

მინდა დავარაზგონო ჩემი პროცესორი, მაგრამ საქმე ისაა, რომ მსგავსი გამოცდილება საერთოდ არ მაქვს. :D

მცირეოდენი თეორიული ცოდნა მაქვს, მაგრამ ძალიან მეშინია რომ რაიმე არ გადავწვა.

დარაზგონების მიზეზი არის ჩემი ახალი ვიდეო კარტა, რომ მის პოტენციალის მაქსიმუმს რაღაც დოზით მაინც მივუახლოვდე.

რაც შეეხება გაგრილებას, არის ეს ფირმა - "XILENCE" მოდელი ზუსტად არ ვიცი ამიტომ სურათს გთავაზობთ:

qk5l9.jpg

 

odzfe.jpg
 
 

ვფიქრობ 4.3GHz-მდე სტაბილურად უნდა იმუშავოს სისტემამ.

ერთი ცდით ვცადე რაზგონი @ 4.1GHz-ზე და აუტომატურ ვოლტაჟზე. CPUz მიხედვით ვოლტაჟი იყო 1.31 და Prime95 ტესტზე რამდენიმე წუთში პროცესორი 78 გრადუსამდე ავიდა.

მოკლედ, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ და მაპოვნინეთ ოპტიმალური ვარიანტი. :)

მადლობა

Link to comment
Share on other sites

4.3 არაფერია სენდისთვის 4.7-4.8-ზე უნდა იმუშაოს სტაბილურად უპრობლემოდ

Link to comment
Share on other sites

გეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ 4.5GHz ყელში ამომივა.

რა მაინტერესებს იცი, აი როგორ უნდა დავიწყო ოვერქლოქინგი?

ავდგე და პირდაპირ მამრავლი 45-ზე დავაყენო და ვოლტაჟი აუტოზე და მერე სტრეს ტესტები გავატარო თუ ნელნელა მივყვე 100 მეგაჰერცებით?

კიდევ რა მაინტერესებს, ამხელა ტემპერატურაზე რატომ ავიდა 4.1GHz-ზე? ვითომ გაგრილება არ მივარგა?

ვიცი შეიძლება დილეტანტურ კითხვებს ვსვავ, მაგრამ მერწმუნებთ გამოცდილება ოვერქლოქინგში მართლა არ მაქვს :)

Link to comment
Share on other sites

Prime95 დროს მაღალ ტემპერატურაზე ასულა, მაგრამ ძაბვაც ბევრი მეჩვენება სენდისთვის

ბიოსის სქრინშოთები დადე და დაგეხმარებით

რეალურად მამრავლი გაუწერე 45 ძაბვაც 1.3-35 და სტაბილურობაზე გააუშვი

4.7-ზეც იმუშავებს, მაგრამ ცოტა გაცხელდება, თუმცა თამაშის დროს მაგხელა ტემპერატურაზე არ ავა

Prime95 თუ გაიარა 1 საათი, ჩათვალე სტაბლურია სისტემა.

Link to comment
Share on other sites

აი რა ვქენი: მამრავლი დავაყენე 44ზე, VRM Frequency manual-ზე და 350-ზე (თუმცა ეს რა არის აზრზე არ ვარ და იქნებ გამარკვიოთ), ვოლტაჟი 1.300-ზე, ასევე intel speed technology, CPU C1E, CPU C3 და CPU C6 დავაყენე Disabled, რადგან როგორც წავიკითხე, ამ დროს პროცესორი ყოველთვის მაქსიმალურ სიხშირეზე მუშაობს.

ესეც BIOS სურათები:

3hg6e.jpg gy878.jpg j6kr3.jpg

ასეთ დროს idle ტემპერატურა 45-49 გრადუსებში მერყეობს.

ესეც CPUz:

x74iu.jpg

ეს არის სულ რაც შევძელი ჩემი მინიმალური ცოდნით და აბა მითხარით რას ვაკეთებ სწორად და რას არასწორად. :)

P.S დიდი მადლობა გამოხმაურებებისათვის

გავატარე Prime95 და რამდენიმე წამის მერე 82 გრადუსზე ავიდა ტემპერატურა.

რატომ ხდება ესე ხომ ვერ მეტყვით?

Link to comment
Share on other sites

რატომ და ქულერი ვერ უძლებს, უკეთესი გინდა

თუმცა, თამაშებში მაგხელა ტემპერატურაზე არ ავა 

Link to comment
Share on other sites

5 hours ago, KOPALA said:

აი რა ვქენი: მამრავლი დავაყენე 44ზე, VRM Frequency manual-ზე და 350-ზე (თუმცა ეს რა არის აზრზე არ ვარ და იქნებ გამარკვიოთ), ვოლტაჟი 1.300-ზე, ასევე intel speed technology, CPU C1E, CPU C3 და CPU C6 დავაყენე Disabled, რადგან როგორც წავიკითხე, ამ დროს პროცესორი ყოველთვის მაქსიმალურ სიხშირეზე მუშაობს.

მამრავლი 45 ზე დააყენე, ვოლტაჟი 1.3 ზე, გატესტე და თუ სტაბილურია ნელ-ნელა დაბლა მოყევი ვოლტაჟს მანამ სანამ არ დაქრაშავს. მერე ისევ ზემოთ აყევი სტაბილურ ვოლტაჟამდე და ეგაა. VRM Frequency manual-ზე და 350-ზე--ეს auto ზე დააყენე, და xmp ჩაურთე ოპერებზე. ოხ ახლა ეგ პროცი მომცა გავხევდი რაზგონში.

Link to comment
Share on other sites

ვოლტაჟს დაუკელი,დაყევი ქვემოთ და მინიმალური სტაბილური ვოლტაჟი დასვი

თერმო პასტა შეუცვალე იქნებ მოგცეს პატარა სხვაობა

გვერდიც ჩაუხსენი კეისს და პასიურ გაგრილებას მეორე მხრიდან კიდე ერთი ფანი მიამატე

კეისიც გამოიცვალე არ ეკადრება 2600k+gtx 1070 მსგავსი რკინა :D

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, ottko said:

ვოლტაჟს დაუკელი,დაყევი ქვემოთ და მინიმალური სტაბილური ვოლტაჟი დასვი

თერმო პასტა შეუცვალე იქნებ მოგცეს პატარა სხვაობა

გვერდიც ჩაუხსენი კეისს და პასიურ გაგრილებას მეორე მხრიდან კიდე ერთი ფანი მიამატე

კეისიც გამოიცვალე არ ეკადრება 2600k+gtx 1070 მსგავსი რკინა :D

კეისზე მართალი ხარ :D უბრალოდ ძალიან ძველია და ყურადღება აღარ მივაქციე :D

კი ბატონო, დავაყენებ 45-ზე, ვოლტაჟს 1.3-ზე, მაგრამ ტესტის მეშინია, რადგან 82 გრადუსზე ეგრევე ადის და ამიტომ მეც ეგრევე ვასტოპებ.

მიუხედავად ამისა, მაინც გავაგრძელო ტესტი, სადღაც 1 საათამდე?

Link to comment
Share on other sites

არა, არ გააგრძელო, 90-ს ნამდვილად გადაცდება ეგ 1 საათის განმავლობაში

1 საათი უბრალოდ ზოგადად უნდა გაატარო, თუ ამის საშუალებას ტემპერატურა იძლევა

ზოგი ატარებს 10 წუთს და მერე თამაშებში რომ უქრაშავს უკვირს, არადა 10 წუთი არაფერია

დააყენე 44-ზე მამრავლი, ძაბვა 1.2-ზე ნახე აბა თუ იყო სტაბილური

თუ არადა მერე 0.02 ინტერვალით მოუმატე, სანამ იპოვი მინიმალურ სტაბილურ ძაბვას

Link to comment
Share on other sites

11 hours ago, KOPALA said:

კეისზე მართალი ხარ :D უბრალოდ ძალიან ძველია და ყურადღება აღარ მივაქციე :D

კი ბატონო, დავაყენებ 45-ზე, ვოლტაჟს 1.3-ზე, მაგრამ ტესტის მეშინია, რადგან 82 გრადუსზე ეგრევე ადის და ამიტომ მეც ეგრევე ვასტოპებ.

მიუხედავად ამისა, მაინც გავაგრძელო ტესტი, სადღაც 1 საათამდე?

ნუ გეშინია ეგ პროცესორი მქონდა ვიცი რასაც წარმოადგენს ჩემიც მასე ადიოდა(6700K) 1 თვის წინ გვერდი რომ ჩაუხსენი 15-20 გრადუსი მოაკლდა თუმცა მაშინ ძაანაც ცხელოდა 82 გრადუსი არაა საშიში,კარგიც არაა მარა საშიში ნაღდად არა,რამე პრობლემა თუ შეექმნება დაცვის მექანიზმის აქვს პროციკას უბრალოდ გაგითიშავს კომპს, ფანი მიუყენე მეორე უკანა მხარეს მოხსენი და მიაყენე თუ წავა პასიურზე

Link to comment
Share on other sites

21 minutes ago, ottko said:

ნუ გეშინია ეგ პროცესორი მქონდა ვიცი რასაც წარმოადგენს ჩემიც მასე ადიოდა(6700K) 1 თვის წინ გვერდი რომ ჩაუხსენი 15-20 გრადუსი მოაკლდა თუმცა მაშინ ძაანაც ცხელოდა 82 გრადუსი არაა საშიში,კარგიც არაა მარა საშიში ნაღდად არა,რამე პრობლემა თუ შეექმნება დაცვის მექანიზმის აქვს პროციკას უბრალოდ გაგითიშავს კომპს, ფანი მიუყენე მეორე უკანა მხარეს მოხსენი და მიაყენე თუ წავა პასიურზე

საშიში იმ შემთხვევაში არ იქნებოდა, თუ ეს შედეგი 1 საათიანი სტრესის მერე დაფიქსირდებოდა, ამ შემთხვევაში კი არ არის კარგი ;)

Link to comment
Share on other sites

ბარემ აქ ვიკითხავ რა, მეც იგივე პროცესორი მაქ და შეიძლება თემის ავტორსაც გამოადგეს. სად შეიძლება აქ წესიერი ქულერის ყიდვა? 4.5-4.7 ზე რო ამუშაოს ეს პროცესორი? noctua-ს ქულერს ვერ ვიყიდი ხო ვერსად? (თუ არ გამოვიწერე)


Sent from my iPhone 7 using Tapatalk

Link to comment
Share on other sites

ჩვენი ადმინი, ვანო ყიდიდა U12-ს 150 ლარად

ჩემსას ვამუშავებ 4,5-ზე დ14-ზე უპრობლემოდ და სენდი უფრო გრილია ამაზე.

Link to comment
Share on other sites

დ14 მინდა კაკრას, მომიწევს გამოწერა ალბათ. აქ სადმე მაღაზიაში არ იყიდება კაი ქულერები?


Sent from my iPhone 7 using Tapatalk

Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, #Skinhead said:

დ14 მინდა კაკრას, მომიწევს გამოწერა ალბათ. აქ სადმე მაღაზიაში არ იყიდება კაი ქულერები?


Sent from my iPhone 7 using Tapatalk

იქნება რამე ნორმალური, ნოქტუას დონისას ვერ ნახავ თუმცა ახალს

 

Link to comment
Share on other sites

იქნება რამე ნორმალური, ნოქტუას დონისას ვერ ნახავ თუმცა ახალს

 



D15 ს გამოვიწერ მოკლედ, რაც ვნახე ყველა ჰაერის გაგრილებას ჯობია, დაჟე წყლის გაგრილებასაც ჯობნის ზოგიერთს (არა custom გაგრილებას). 4.7-4.8 ზე იმუშავებს არა ალბათ სტაბილურად?


Sent from my iPhone 7 using Tapatalk
Link to comment
Share on other sites

D14-ს 1-2 გრადუსით ჯობია :P

კი მაგაზე უკეთესი ჰაერზე არაფერია

ჩემი თუ დადგა 4.5-ზე, შენიც უნდა დადგეს 4.7-ზე

Link to comment
Share on other sites

კაი გაგრილება მეც მინდა, როგორც შევატყვე. Hyper 212 Evo ფასი/წარმადობის მხრივ საკმაოდ კარგია, მაგრამ D14 და D15 ძაან კარგებია.

მოკლედ, ძალიან ბევრნაირი ვარიანტი ვცადე და საბოლოოდ შევჩერდი @ 4.2GHz - 1.21 ვოლტაჟით. ჩემს გაგრილებაზე მეტ ვოლტაჟს ფიზიკურად აზრი აღარ აქვს.

44 მამრავლზე და 1.2 ვოლტზე სისტემა ჩატვირთვისთანავე იქრაშება. ამ დროს ტემპერატურები HWiNFO-ს მიხედვით ესეთი იყო:

82 გრადუსი მაქსიმალური, ხოლო 80 გრადუსი საშუალო (1 საათსა და 15 წუთიან ტესტში), ხოლო დესკტოპ ტემპერატურა 40 გრადუსიდან 45 გრადუსამდე მერყეობს.

მგონი გავჩერდები ამ სიხშირეებზე, სანამ გაგრილებას არ გავაძლიერებ.

თქვენ რას იტყვით აბა?

ესეც CPUz:

 vfcfz.jpg

 

Link to comment
Share on other sites

ნორმალურია საკმაოდ, ეყოფა მაგ ბარათს ასე თუ ისე

უკეთესი გაგრილება და 4.7გჰზ needed tho

Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი :)

ველოდები ახალ გაგრილებას და მერე ისევ შეგაწუხებთ ალბათ. :)

დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებებისთვის და დახმარებისთვის.

თუ ვინმეს რაიმე დასამატებელი აღარ აქვს, შეგიძლიათ დახუროთ თემა. :)

Link to comment
Share on other sites

ვხურავ

თუ რამეა, PM მომწერე ისევ გავხსნი.

Link to comment
Share on other sites

იხსნება თემა ავტორის მოთხოვნით

Link to comment
Share on other sites

გამარჯობა კიდევ ერთხელ,

მოკლედ ჩამოვიტანე ახალი ქულერი - Noctua NH-D15, რომელმაც კოლოსალური სხვაობა მომცა ჩემს ყოფილ ქულერთან შედარებით და ძალიან კმაყოფილი ვარ.

ბევრი ვიკითხე თუ ცოტა, გადავწყვიტე ამჯერად manual ვოლტაჟიდან offset mode-ზე გადავიდე, ვფიქრობ ესე უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.

ჩემი ახალი შედეგები კი ესეთია:

Multiplier - x46

LLC - Medium

Phase Control - Standart

SpeedStep - Enabled

C1E - Enabled; C3 და C6 - Disabled

Vcore (offset mode) - "+ 0.050"

დანარჩენი ყველაფერი, როგორც optimised default-ზეა ისე დავტოვე.

Prime95 12 საათიან ტესტში სისტემა სტაბილურია; გრადუსები (სრულ დატვირთვაზე): 68-72, მაქსიმალური გრადუსი: 75.

სრული დატვირთვის დროს Vcore - 1.352-1.360.

რაც შეეხება Desktop რეჟიმს, აქ Vcore - 1.040-1.048 მაქვს და სისტემა აქაც სტაბილურია, გრადუსები: 32-35.

ყველაფერი კარგად არის თითქოს, მაგრამ რაც არ მომწონს ეს არის, დესკტოპ რეჟიმში ვოლტაჟი წამიერად 1.400-ზე ვარდება და მერე ისევ დაიკლებს და რატომ არის ესე ვერ გავიგე, იქნებ მითხრათ.

და კიდევ, როგორ დავაგდო ამ შემთხვევაში ვოლტაჟი, რომ მინიმალური სტაბილური წერტილი ვიპოვო? თუ საერთოდ არ დავაგდო?

P.S ბოდიში ამხელა პოსტისთვის :) 

Link to comment
Share on other sites

მეც იგივენაირად მაქ თითქმის, x45 მიყენია უბრალოდ, 46 დან უკვე შედარებით ბევრი უნდა ვოლტაჟი, offset -მეც +0.050, C სთეითები არ გამითიშავს ოღონდ, შენ ფულ ლოუდზე რამდენიც გაქ - 1.352, ეგ ჩემი მაქსიმუმია, ფულ ლოუდზე 1.32V-ზე ჩამოდის. idle-ზე 1.000 ზე დგას ვოლტაჟი. 1.4 ზე რატო ადის ნამდვილად არ ვიცი, მე არ მქონია ეგეთი შემთხვევა.

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.