Jump to content

CCNA Routing&Switching Exam 200-125 V3 FAQ


it19

Recommended Posts

IMG2_thumb%25255B3%25255D.jpg?imgmax=800

 

ჩემი უსაქმურობის ბოლო რამდენიმე საათი დარჩა ხვალ უნიში უნდა გავქანდე და გადავვარდე თავით სამართლის საკითხებში და კანონებში და ა.შ. ნუ ბევრ წუწუნს არ დავიწყებ და გადავალ საქმეზე. როცა CCNA R&S გამოცდას ვაბარებდი ვერსად ვერ ვიპოვე ქართულ ფორუმებზე კონკრეტული ინფორმაციები ამ გამოცდის შესახებ. ახლა კი როცა ჩავაბარე და ყველაფერი ვიცი იმ გამოცდის ფორმატზე და კითხვების თიპებზე გავუზიარებ იმ ადამიანებს ვინც აპირებს ამ გამოცდის ჩაბარებას. აქ დავწერ იმ კითხვებს რაც მე პირადად პასუხ გაუცემელი მქონდა გამოცდაზე გასვლის წინ და იმათაც რომლებსაც სხვადასხვა ფორუმებზე წავაწყდი. 

 

1)რამდენი კითხვაა გამოცდაზე და რა დრო მაქვს მათთვის პასუხუს გასაცემად? 

   გამოცდაზე შეგხვდებათ 58-60 კითხვა. გამოცდის ხანგრძლივობა 90 წუთია სტანდარტულად, მაგრამ როგორც არა ინგლისურ ენოვან ქვეყანას 30 წუთს გვიმატებენ, რაც საკმარისზე        მეტიც კი იყო პირადად ჩემთვის. 

 

2)რა ღირს გამოცდაზე გასვლა და რამდენია გამსვლელი ქულა? 

  გამოცდაზე გასვლის ღირებულება 295$ შეადგენს. 
  ბარიერი 825/1000 ქულიდან 

3)სამუდამოა CCNA სერთიფიკატი თუ არა ? 

  CCNA სერთიფიკატის ვადა 3 წელია. სამი წლის შემდეგ უნდა ჩააბაროთ მომდევნო საფეხურის გამოცდა ან იგივე საფეხური. 

4)მხოლოდ თეორიული კითხვებია გამოცდაზე თუ არის განსხვავებული ტიპის დავალებებიც ? 

  გამოცდაზე შეგხვდებათ 3-4 სიმულატორი სადაც უნდა შეიტანოთ კონფიგურაციები. 
  ყველაზე ხშირად გამოცდაზე მოდის 1)აქსეს ლისტის კონფიგურაცია 2)OSPF T-Shoot  3)EIGRP Config / T-Shoot 

5)რამდენი ქულით ფასდება სიმულატორები ? 

 გაითვალისწიეთ!!! თითოეული სიმულატორის შეფასება 80დან 100 ქულამდეა, ასერომ შეიძლება შეგეშალოთ კითხვები , მაგრამ თუ ერთი სიმულატორიც თუ ვერ გააკეთეთ ძალიან  მცირე შანსი გრჩებათ გამოცდის ჩაბარების. და თუ ერთზე მეტი შეგეშალათ უბრალოდ ადექით და გამოდით გამოცდიდან :D ორი ასქულიანი დავალების ჩაგდება ჩაჭრას ნიშნავს. 

6)მუშაობს თუ არა გამოცდაზე დამხმარე ღილაკები და შემოკლებული ბრძანებები "TAB და კითხვისნიშანი"    ?

 სიმულატორებში მუშაობს მხოლოდ კითხვისნიშანი. და დაივიწყეთ TAB. 
 გაკვირვებული დავჩი რა ლოგიკით შეზღუდეს ამ ღილაკის ფუნქციონირება, მაგრამ როცა ciscoსთან გვაქვს საქმე ბევრი უაზრო რამ გაგვაკვირვებს :D:D
 შემოკლებულ ბრძანებებს რაც შეეხება სრული ქაოსია მაგ მხრივ, მაგრამ ამ გამოცდაზე არ შეგხვდებათ ისეთი რთული კონფიგურაციები რომლის სრულად დაწერაც რაიმე დაბრკოლებას შეგიქმნით 

7)რა უნდა ვისწავლო CCNA გამოცდაზე გასასვლელად ? 

  საგამოცდო საკითხების შემოკლებული ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ აქ https://learningnetwork.cisco.com/community/certifications/ccna/ccna-exam/exam-topics

  ეს კი pdf ფაილი სადაც სრულად არის ჩამოთვლილი გამოცდაში შესული საკითები https://learningcontent.cisco.com/cln_storage/text/cln/marketing/exam-topics/200-125-ccna-v3.pdf

 

 

მაგრად მეძინება ახლა და გაგრძელებას ნელ ნელა იხილავთ. :D 

 

 

 

 

 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.