მიშა Posted November 7, 2010 Share Posted November 7, 2010 კვირა დილაა, აზროვნება მეზარება და ამიტომ ჩემი პროექტის ერთ-ერთ ნაწილს გაგაცნობთ ახლა... ეს იქნება კომპიუტერის ტიპოლოგია. სტატიის ბმული სოსოს მოწოდებულია, რომელსაც მინდა ვუთხრა: სოსო სანამ იდეები გამომელია ან ცოტა წამეხმარე, ან გადამაყენე. ახლა რაც შეეხება თვით თემას... ალბათ იცით, რომ სიტყვა "computer" უბრალოდ გამომთვლელს ნიშნავს და ამ სიტყვის უკან ბევრი რამ შეიძლება იმალებოდეს (სხვათაშორის ჩვეულებრივი კალკულატორიც კი). მოდით ჩამოვთვალოთ ეს ხელსაწყოები და კარგად დავიმახსოვროთ. 1. PC Personal Computer, Minicomputer, იგივე PC, იგივე პერსონალური კომპიუტერი. განმარტების მიხედვით ეს არის კომპიუტერი, რომელიც გათვლილია ერთი ადამიანის მიერ მოხმარებაზე. ანუ არცერთი კომპიუტერი, რომელზეც თქვენს გარდა მამათქვენი, ბიძათქვენი, თქვენი და, ძმა ან ნებისმიერი სხვა ჯდება, PC არ არის . მხოლოდ განმარტების მიხედვით. სამწუხაროდ დღესდღეობით ლამერიზმი ისეთ დონემდე მივიდა, რომ ადამიანს Pc ჰგონია კომპიუტერი, რომელზეც Windows წერია, Mac-ს კი PC-დ არც კი აღიქვამენ. ეს საშინელი (მაგრამ არა გამოუსწორებელი) შეცდომაა. ამ კატეგორიის პიონერი თქვეთვის უკვე კარგად ნაცნობი IBM PC გახლავთ: ხოლო Mac-ის მხრიდან - Apple Macintosh. ცოტა არ იყოს ამაზრზენი იერი აქვს, მაგრამ მაინც: 2. Desktop განმარტება შემდეგნაირად ჟღერს: PC, რომელიც არ არის გათვლილი მობილურობაზე. ანუ იყიდი, დადგამ ერთ ადგილას და არ დააპროწიალებ აქეთ-იქით პლუშის დათუნიასავით. დღესდღეობით ფაქტობრივად ყველა "უძრავი" PC დესკტოპია. აი მაგალითად ეს: 3. Laptop ბევრს ჰგონია, რომ ოფიციალური ტერმინი Notebook არის, მაგრამ სინამდვილეში დღესდღეობით სწორედ "Laptop" გახლავთ ოფიციალური ტერმინი, მისი განმარტება კი ასეთია: გადასატანი კომპიუტერი ინტეგრირებული დისპლეითა და კლავიატურით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია აკუმულატორით მუშაობა. ყველამ კარგად იცით როგორიცაა, მაგრამ სტატია მოითხოვს სურათს: 4. Netbook როგორც სახელიდან ჩანს, ლეპტოპი, რომელიც ინტერნეტში სამუშაოდაა გათვლილი. ხშირად ლეპტოპზე მცირე ზომის, შეზღუდული ფუნქციებითა და აკუმულატორის გაზრდილი სიცოცხლისუნარიანობით. 5. Tablet PC პლანშეტური კომპიუტერი, ანუ კომპიუტერი, რომელსაც ერთი სამუშაო სიბრტყე აქვს. 6. PDA Personal Digital Assistant (პერსონალური ციფრული ასისტენტი) არის სენსორული ეკრანის მქონე მინი-კომპიუტერი Flash მეხსიერებით: როგორც სურათიდან ხედავთ, ძლიერ წააგავს ტელეფონს. პირველი PDA გახლდათ Apple Newton. მას სურათზე ხედავთ, iPhone-ს გვერდით: 7. Workstation ეს გახლავთ დეკსტოპ-კომპიუტერი ძლიერი მახასიათებლებით (პროცესორი, RAM, HDD, გრაფიკური ადაპტერი), რომელიც გამოიყენება 3D გრაფიკისთვის ან CAD სისტემებში სამუშაოდ. პიონერი გახლდათ Xerox Alto მსოფლიოში პირველი 3D აქსელერატორითა და Ethernet კონტროლერით: 8. Server კომპიუტერი, რომელიც სხვა კომპიუტერების, ან ინტერნეტ-ქსელის მომსახურედ გამოიყენება. იდეაში ჩვეულებრივი კომპიუტერი გაზრდილი ოპ. მეხსიერებით, ინფორმაციის მატარებლებითა და მძლავრი პროცესორებით. შეიძლება იყოს როგორც ჩვეულებრივი "Super Tower" ზომის, ასევე ეჭიროს მთელი ოთახი. გააჩნია სერვერის დონესა და სირთულეს. 9. Mainframe ეს არის უზარმაზარი კომპიუტერი, რომელიც სხვადასხვა, დიდი გამოთვლებისთვის გამოიყენება. იგივე "Macrocomputer". მაგალითისთვის გამოდგება IBM 704: 10. Minicomputer სახელწოდებამ არ შეგაცდინოთ, ეს არ არის კომპიუტერი, რომელიც კბილის პროთეზში, ან ყურში ეტევა. ეს არის მაკროკომპიუტერს (Mainframe) და მიკროკომპიუტერს (PC) შორის "მდგომი" კომპიუტერი. ანუ საშუალო დონისა და ზომის სერვერი. დღესდღეობით ეს ტერმინი ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ არ შეცდეთ. 11. Supercomputer კომპიუტერი, რომელიც მილიონები ღირს, გამოდის ერთეულებად, ან საერთოდ ერთ ეგზემპლარად. გამოიყენება დიდი მოცულობის გამოთვლების ჩასატარებლად, ან სულაც გამოთვლითი სიმძლავრის რეკორდის დასამყარებლად. მაგალითად IBM Roadrunner: 12. Wearable Computer უბრალოდ, სატარებელი კომპიუტერი. ეს არის მობილური ტელეფონი (გარკვეულწილად), iPod, iTouch და ა.შ. მოკლედ ყველაფერი, რაც არის მობილური ტელეფონის ზომისა (ან მასზე პატარა) და არ არის PDA. მაგალითად: საჭიროების შემთხვევაში ჩავამატებ სმარტფონს, ნეთტოპს, MID-ს და ყველაფერს, რასაც კიდევ მირჩევთ. 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Heartbreaker Posted June 11, 2011 Share Posted June 11, 2011 კომპიუტერის გამოგონებამ თითქმის მთლიანად შეცვალა კაცობრიობა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Mpizdav Posted August 5, 2011 Share Posted August 5, 2011 მთლა შეცვალა მთლა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted August 5, 2011 Share Posted August 5, 2011 :wow:Mpizdav Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.