Jump to content

კომპიუტერების ტიპოლოგია


Recommended Posts

კვირა დილაა, აზროვნება მეზარება და ამიტომ ჩემი პროექტის ერთ-ერთ ნაწილს გაგაცნობთ ახლა... ეს იქნება კომპიუტერის ტიპოლოგია. სტატიის ბმული სოსოს მოწოდებულია, რომელსაც მინდა ვუთხრა: სოსო სანამ იდეები გამომელია ან ცოტა წამეხმარე, ან გადამაყენე.

ახლა რაც შეეხება თვით თემას... ალბათ იცით, რომ სიტყვა "computer" უბრალოდ გამომთვლელს ნიშნავს და ამ სიტყვის უკან ბევრი რამ შეიძლება იმალებოდეს (სხვათაშორის ჩვეულებრივი კალკულატორიც კი). მოდით ჩამოვთვალოთ ეს ხელსაწყოები და კარგად დავიმახსოვროთ.

1. PC

Personal Computer, Minicomputer, იგივე PC, იგივე პერსონალური კომპიუტერი. განმარტების მიხედვით ეს არის კომპიუტერი, რომელიც გათვლილია ერთი ადამიანის მიერ მოხმარებაზე. ანუ არცერთი კომპიუტერი, რომელზეც თქვენს გარდა მამათქვენი, ბიძათქვენი, თქვენი და, ძმა ან ნებისმიერი სხვა ჯდება, PC არ არის 129fs4468377.gif . მხოლოდ განმარტების მიხედვით. სამწუხაროდ დღესდღეობით ლამერიზმი ისეთ დონემდე მივიდა, რომ ადამიანს Pc ჰგონია კომპიუტერი, რომელზეც Windows წერია, Mac-ს კი PC-დ არც კი აღიქვამენ. ეს საშინელი (მაგრამ არა გამოუსწორებელი) შეცდომაა. ამ კატეგორიის პიონერი თქვეთვის უკვე კარგად ნაცნობი IBM PC გახლავთ:bqzweq49z0l7vquyr1k6.jpg

ხოლო Mac-ის მხრიდან - Apple Macintosh. ცოტა არ იყოს ამაზრზენი იერი აქვს, მაგრამ მაინც:

qnlmtu3xl7vwm8pk388l.jpg

2. Desktop

განმარტება შემდეგნაირად ჟღერს: PC, რომელიც არ არის გათვლილი მობილურობაზე. ანუ იყიდი, დადგამ ერთ ადგილას და არ დააპროწიალებ აქეთ-იქით პლუშის დათუნიასავით. დღესდღეობით ფაქტობრივად ყველა "უძრავი" PC დესკტოპია. აი მაგალითად ეს:

5t59tljpke429yv31e7.jpg

3. Laptop

ბევრს ჰგონია, რომ ოფიციალური ტერმინი Notebook არის, მაგრამ სინამდვილეში დღესდღეობით სწორედ "Laptop" გახლავთ ოფიციალური ტერმინი, მისი განმარტება კი ასეთია: გადასატანი კომპიუტერი ინტეგრირებული დისპლეითა და კლავიატურით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია აკუმულატორით მუშაობა. ყველამ კარგად იცით როგორიცაა, მაგრამ სტატია მოითხოვს სურათს:

zmfl6cwkxmy6pjjent7.jpg

4. Netbook

როგორც სახელიდან ჩანს, ლეპტოპი, რომელიც ინტერნეტში სამუშაოდაა გათვლილი. ხშირად ლეპტოპზე მცირე ზომის, შეზღუდული ფუნქციებითა და აკუმულატორის გაზრდილი სიცოცხლისუნარიანობით.

3yvbgx34zkhkj29framp.jpg

5. Tablet PC

პლანშეტური კომპიუტერი, ანუ კომპიუტერი, რომელსაც ერთი სამუშაო სიბრტყე აქვს.

573px-Tablet.jpg

6. PDA

Personal Digital Assistant (პერსონალური ციფრული ასისტენტი) არის სენსორული ეკრანის მქონე მინი-კომპიუტერი Flash მეხსიერებით:

s9lfcy967olkhtnnl62r.jpg

როგორც სურათიდან ხედავთ, ძლიერ წააგავს ტელეფონს. პირველი PDA გახლდათ Apple Newton. მას სურათზე ხედავთ, iPhone-ს გვერდით:

800px-Apple_Newton_and_iPhone.jpg

7. Workstation

ეს გახლავთ დეკსტოპ-კომპიუტერი ძლიერი მახასიათებლებით (პროცესორი, RAM, HDD, გრაფიკური ადაპტერი), რომელიც გამოიყენება 3D გრაფიკისთვის ან CAD სისტემებში სამუშაოდ. პიონერი გახლდათ Xerox Alto მსოფლიოში პირველი 3D აქსელერატორითა და Ethernet კონტროლერით:

450px-Xerox_Alto.jpg

8. Server

კომპიუტერი, რომელიც სხვა კომპიუტერების, ან ინტერნეტ-ქსელის მომსახურედ გამოიყენება. იდეაში ჩვეულებრივი კომპიუტერი გაზრდილი ოპ. მეხსიერებით, ინფორმაციის მატარებლებითა და მძლავრი პროცესორებით. შეიძლება იყოს როგორც ჩვეულებრივი "Super Tower" ზომის, ასევე ეჭიროს მთელი ოთახი. გააჩნია სერვერის დონესა და სირთულეს.

Cray_2_Arts_et_Metiers_dsc03940.jpg

9. Mainframe

ეს არის უზარმაზარი კომპიუტერი, რომელიც სხვადასხვა, დიდი გამოთვლებისთვის გამოიყენება. იგივე "Macrocomputer". მაგალითისთვის გამოდგება IBM 704:

Ibm704.gif

10. Minicomputer

სახელწოდებამ არ შეგაცდინოთ, ეს არ არის კომპიუტერი, რომელიც კბილის პროთეზში, ან ყურში ეტევა. ეს არის მაკროკომპიუტერს (Mainframe) და მიკროკომპიუტერს (PC) შორის "მდგომი" კომპიუტერი. ანუ საშუალო დონისა და ზომის სერვერი. დღესდღეობით ეს ტერმინი ნაკლებად გამოიყენება, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ არ შეცდეთ.

11. Supercomputer

კომპიუტერი, რომელიც მილიონები ღირს, გამოდის ერთეულებად, ან საერთოდ ერთ ეგზემპლარად. გამოიყენება დიდი მოცულობის გამოთვლების ჩასატარებლად, ან სულაც გამოთვლითი სიმძლავრის რეკორდის დასამყარებლად. მაგალითად IBM Roadrunner:

800px-Roadrunner_supercomputer_HiRes.jpg

12. Wearable Computer

უბრალოდ, სატარებელი კომპიუტერი. ეს არის მობილური ტელეფონი (გარკვეულწილად), iPod, iTouch და ა.შ. მოკლედ ყველაფერი, რაც არის მობილური ტელეფონის ზომისა (ან მასზე პატარა) და არ არის PDA. მაგალითად:

5nf5vuhsmp7cysc7cp02.jpg

5zs8is6groubxk6h6jvv.jpg

საჭიროების შემთხვევაში ჩავამატებ სმარტფონს, ნეთტოპს, MID-ს და ყველაფერს, რასაც კიდევ მირჩევთ.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 7 months later...
  • 1 month later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.