Jump to content
Sign in to follow this  
lasha1616

Adobe Premiere Pro CC 2015.4 ხმა და ვიდეო ერთმანეთს არ ემთხვევა.

Recommended Posts

გამარჯობათ

მგონი ეს პრობლემა ამგანყოფილებას შეესაბამება.

 

ჩემი პრობლემა იწყება იქიდან რომ, ვიდეოს დამუშავების შემდეგ, როდესაც ექსპორტზე გამაქვს ნამუშევარი, ხმა და ვიდეო გამოსახულება ერთმანეთს აღარ ემთხვევა. ხმასა და გამოსახულებას შორის სინქრონიზაციაა დარღვეული.

მიყენია Adobe Premiere Pro CC 2015.4, მაქვს სამი ვიდეო ფაილი H.264 კოდეკში რომელიც Variable Frame Rate რეჟიმითაა ჩაწერეილი. ეს სამი ვიდეო პრემიერში ერთმანეთზე უნდა გადავაბა, დავამუშაო როგორც მე მინდა და ბოლოს ექსპორტზე გავუშვა რომ დასრულებული ვიდეო იუთუბზე ავტვირთ.

ვიდეო და გამოსახულება, პრემიერში ნორმალურადაა, არანაირი სინქრონიზაციის დარღვევა არ ხდება. როდესაც ექსპორტზე ვუშვებ, აი ეს ვიდეო ფაილი გამოდის დამახინჯებული,ანუ სინქრონიზაცია დარღვეული. შესაბამისად ესეთი შედეგი არ მაწყობს.

როგორც ინტერნეტში გავარკვიე, ეს პრობლემა გამოწვეულია იმით რომ, პრემიერს სჭირდება ვიდეო ფაილები მუდმივი Frame Rate-თი და არა ცვალებადი.. ანუ ვიდეო რომლის განმავლობაში მისი თითოეული კადრის რაოდენობა წამში იქნება მუდმივად უცვლელი, მაგალითად 24, 30 ან 60... მოკლედ რაოდენობას მნიშვნელობა არააქ, მთავარია ვიდეო იყოს Constant Frame Rate.

კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნა, ჩემი სამი ვიდეო, რომელთა გადაბმა და გაერთიანება მსურს, FPS აქვთ ცვალებადი, რის გამოც, პრემიერი ურევს და ექსპორტზე გასული ვიდეო დამახინჯებულია, ანუ ხმა და ვიდეო გამოსახულება ერთმანეთს არ ემთხვევა, როდესაც თავად პრემიერში უპრობლემოდ მუშაობს სინქრონში. Handbrake ვიდეო კონვერტერის საშუალებით, შეიძლება ცვლაებადიდან მუდმივ FPS-ზე გადაყვანა ვიდეოების მაგრამ, ხარისხი დაუკარგა და ეს არ მაწყობს. ისიც არ ვიცი მართლა ცვალებადი FPS-ის ბრალია თუ არა რეალურად...

მოკლედ ვინც პრემიერში მუშაობთ ან სხვა პროგრამებში, ნაცნობი სიტუაცია იქნება თქვენთვის... იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ როგორ აღმოვხვრა ეს პრობლემა...

 

ასევე მიყენია Vegas Pro 13.0 (64-bit) და ვცადე გადაბმა მაგრამ, სამწუხაროდ ვეგასს H.264 კოდეკის მხარდაჭერა არ გააჩნია და ვერ ვხსნი, მხოლოდ აუდიო გადააქვს, ვიდეოს გარეშე...

თუ არის რამე საშუალება ან third party პროგრამა ან plug-in რომლის დაყენების შემდეგ ვეგასით შევძლებ H.264 კოდეკის ვიდეოების რედაქტირებას?

როგორც ინტერნეტში გავარკვიე, ვეგასს მსგავსი პრობლემა არ ახასიათებს რაც პრემიერს ემართება ხოლმე...

 

 

Share this post


Link to post
Share on other sites
Guest
This topic is now closed to further replies.
Sign in to follow this  

×
×
  • Create New...