Jump to content

მაუსი, ანუ ხელწრუწუნა


Recommended Posts

ის, რასაც ახლა ვაკეთებ, შეგიძლიათ მარაზმად მონათლოთ. მე თვითონ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაუსის ისტორიის დაწერა მარაზმია :xelitavi: მაგრამ როდესაც Ber0-მ ერთ-ერთ პოსტში "ხელწრუწუნა" ახსენა, გადავწყვიტე დამეწერა ამ "თაგვის" ისტორია...

d9b556662ffe.jpg

1. რა არის მაუსი?

ყველამ ვიცით, მაგრამ მეცნიერული განმარტება ასეთია: მაუსი (mouse, mouses, mice, mouse devices) არის მიმთითებელი ხელსაწყო, რომელიც ორგანზომილებიან სივრცეში მოქმედებს.

2. ცოტა რამ ისტორიიდან

მაუსის პირველი წინაპარი 1952 წელს შეიქმნა სამხედრო პროექტ "DATAR"-ისთვის, რომელიც სამხედრო ხომალდებისთვის განკუთვნილი "კომპიუტერიზებული" მოწყობილობა გახლდათ. თქვენ მის ფრაგმენტს სურათზე ხედავთ:

f53a82c67677.jpg

სწორედ DATAR-ს უკავშირდება მსოფლიოში პირველი ტრეკბოლი (იხ. სურ.). ტრეკბოლი ფაქტობრივად ამობრუნებული ბურთულიანი მაუსია და მასზე არ შევჩერდები...

93d595b5cdc7.jpg

შემდეგი ნაბიჯი უკვე ასე თუ ისე ნამდვილი მაუსი გახლდათ. ის სტენფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა დუგლას ენგელბარტმა შექმნა 1963 წელს უზარმაზარი პროგრამის ფარგლებში (პროგრამის მიზანი ადამიანის ინტელექტისა და შესაძლებლობების ამაღლება გახლდათ :crazy: ). სურათზე ზუსტად ამ "ზეადამიანის" პროგრამისთვის შექმნილ მაუსს ხედავთ:

a7e569784c1c.jpg

მომდევნო სურათზე შეგიძლიათ ნახოთ 1970 წლით დათარიღებული ნახაზები, სადაც მაუსის მექანიზმის სამი ვარიანტია მოყვანილი:

bafa9f0e9dd8.jpg

1974 წელს 8-ბიტიანი პერსონალური კომპიუტერი "Smacky" აღიჭურვება თავისი მაუსით. ეს კომპიუტერი:

455eb7d00b56.jpg

ესეც მისი "მაუსი":

4c7e1807cd2d.jpg

ახლა დროა აღვნიშნო ისიც, რომ მაუსს მაუსი არ ერქვა 1981 წლამდე. ამ წელს გამოვიდა კომპიუტერი Xerox 8010 Star, რომელსაც კომპლექტში მოყვებოდა მაუსი, ოფიციალური სახელით "mouse". თუმცა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მომხმარებელი მაუსს უარყოფითად შეხვდა და მისმა რეპუტაციამ მხოლოდ 1984 წელს, მაუსიანი "Apple Macintosh"-ის გამოსვლის შემდეგ დაიწყო გაუმჯობესება. აი მაუსიანი "მაკი":

aea4ecba8602.jpg

ეს მაუსებიც მაკისაა, მაგრამ უკვე 1986 წლის მოდელი:

da64e5465db7.jpg

მას შემდეგ შეიცვალა დიზაინი, მექანიზმები, ღილაკების რაოდენობა... ამდენს არ ვილაპარაკებ და გადავალ შემდეგ ნაწილზე...

3. ბურთულიანი მაუსი

ბურთულიანი მაუსი 70-იანი წლებით თარიღდება. მისი მოქმედების პრინციპი უკიდურესად მარტივია - ორი, X და Y ღერძი ბურთულას უკავშირდება და მისი მეშვეობით მოდის მოძრაობაში. აი ასეთია მექანიკური, ანუ ბურთულიანი მაუსი შიგნიდან:

8ba557124ff9.jpg

ეს კი მისი სქემაა:

8bf3b54ee863.jpg

1. მაუსის მოძრაობით ბურთულაც მოძრაობს;

2. ბურთულასთან დაკავშირებული X და Y ღერძებიც მოძრაობაში მოდის;

3. ოპტიკური კოდირების დისკებს ნახვრეტები აქვთ, რომლებშიც...

4. ... ინფრაწითელი LED-ები ანათებს დაბოლოს...

5. ... სენსორი აგროვებს ინფორმაციას გატარებული ინფრაწითელი სხივების რაოდენობაზე და ამის მიხედვით გზავნის იმპულსებს კომპიუტერში.

4. ოპტიკური მაუსი

ოპტიკური მაუსი, რომელმაც ჩვენამდე შედარებით გვიან მოაღწია, სინამდვილეში თურმე 80-იან წლებში შეიქმნა. მასზე ორი სხვადასხვა ადამიანი სრულიად დამოუკიდებლად მუშაობდა, შედეგიც, რათქმაუნდა, განსხვავებული აღმოჩნდა. პირველ მოდელს სპეციალური "მაუსპედი" მოყვებოდა, რომელზეც უჯრედები იყო დახაზული. ეს იმისთვის, რომ მაუსს X და Y ღერძები "წაეკითხა". მეორე მოდელს ასეთი რამ არ სჭირდებოდა და სწორედ ის გახდა სერიული მოდელი და Xerox-ის კომპიუტერებთან ერთად იყიდებოდა...სურათზე - Xerox-ის ოპტიკური მაუსის ოპტიკური სენსორი.

b8f6e28aab25.jpg

თანამედროვე ოპტიკური მაუსები შემდეგი პრინციპით მუშაობენ - ოპტიკური სენსორი (რომელსაც წამში 1500-მდე კადრის დაჭერა შეუძლია) "კითხულობს" მის ქვეშ არსებულ ზედაპირს, გადასცემს მის მოძრაობაზე ინფორმაციას გმოსახულების გადამამუშავებელ ჩიპს, რომელიც უკვე კომპიუტერში გზავნის ინფორმაციას X და Y კოორდინატების ცვლილების შესახებ. სურათზე - Microsoft-ის მაუსის ოპტიკური სენსორი და გამოსახულების გადამამუშავებელი

4570a2b89427.jpg

რახან ოპტიკურს ვეხები, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ზოგიერთ მაუსს ჩვეულებრივი დიოდის მაგივრად ინფრაწითელი დიოდი აქვს, რაც ბევრად ზრდის ენერგოეკონომიურობასა და მაუსის სიზუსტეს. თუმცა ყველაზე ზუსტი ლაზერული მაუსებია. ისინი ზედაპირის წაკითხვისთვის ინფრაწითელ ლაზერის სხივს იყენებენ.

სურათზე - Logitech-ის ოპტიკური მაუსი.

375ecdae790d.jpg

მაუსის კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტია ინერციული, ანუ "გიროსკუპული" ხელწრუწუნა. მას არ სჭირდება არანაირი სამუშაო ზედაპირი - ასეთ მაუსს კორპუსში აქვს მოძრაობის სენსორი, რომელიც "იჭერს" მაუსის გადაადგილებით გამოწვეულ ინერციის ძალებს და ამის მიხედვით საზღვრავს X და Y ღერძების მდებარეობას. რათქმაუნდა ასეთი მაუსი ნებისმიერ ზედაპირზე მუშაობს, "ჰაერში" მუშაობის შესაძლებლობა მისი მხოლოდ ერთ-ერთი დამატებითი ფუნქციაა.

5. 3D-მაუსი

ცნობილია სახელებით "bat" და "flying mouse" (ღამურა და მფრინავი თაგვი). მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, როგორც უკვე ხვდებით ისაა, რომ ასეთ "ღამურას" სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა შეუძლია და შეუცვლელია 3D მოდელირებაში და CAD პროგრამებში. სურათზე ერთ-ერთ ასეთ "ღამურას" - 3Dconnexion SpaceNavigator-ს ხედავთ:

540af843e7f2.jpg

6. ინტერფეისი

თავდაპირველად მაუსისთვის გამოიყენებოდა RS-232 ინტერფეისი (ქვედა ორი):

1efde38bc521.jpg

ამავე დროს Apple-ს კომპიუტერებისთვის არსებობდა ცალკე ინტერფეისი - ADB (Apple Desktop Bus):

6ab97aa56a0e.png

1987 წლიდან ორივე ინტერფეისი ახლადშექმნილმა PS/2-მა ამოაგდო მოხმარებიდან:

f5af7b5da02f.png

ბოლოს PS/2-ი USB-მ თანამდებობიდან "გადააყენა" მისი უდავო უპირატესობის გამო...

7. ძირითადი ოპერაციები

მარცხენა კლავიშით ერთი დაწრუწუნება - ობიექტის მონიშვნა.

ორი კლიკი (მარცხ.) - ობიექტის გააქტიურება.

სამი კლიკი (მარცხ.) - ორი კლიკის "სწრაფი" ვერსია.

მარჯვენა კლავიშით დაწრუწუნება - ობიექტის კონტექსტური მენიუს გამოყვანა.

მარცხენა კლავიშით კლიკი და ხელის აუღებლად მაუსის გაწევა - გათრევა (Drag).

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველამ იცოდით, მაგრამ მაინც იყოს.......

8. ღილაკები. რამდენი გვჭირდება?

თავდაპირველად მაუსს მხოლოდ ერთი ღილაკი ჰქონდა, რომელიც თანამედროვე მარცხენა ღილაკის ფუნქციას ასრულებდა. სხვათაშორის 2005 წლამდე გამოსულ მაკინტოშის კომპიუტერებს სწორედ ერთღილაკიანი მაუსები მოყვებოდა, რომელთაგან ერთ-ერთსაც სურათზე ხედავთ:

0115f5575e0c.jpg

2005 წელს Apple-მ წარმოადგინა "Mighty Mouse", რომელსაც 4 ღილაკი აქვს. შესაძლებელია ოთხივე მათგანის სხვადასხვა ფუნქციით აღჭურვა

e12847108d35.jpg

ადრე ჩვეულებრივი ამბავი იყო სამღილაკიანი მაუსი:

d548f10510e1.jpg

იგი 1995 წლიდან თანდათანობით შეცვალა სქროლიანმა (scroll) მაუსმა, რომლის სქროლერს მესამე ღილაკის ფუნქციაც აქვს შეთავსებული. ამასთან ერთად სქროლერს "პეიჯის" ზევით-ქვევით მოძრაობა და Ctrl კლავიშთან ერთად გამოყენებისას - გამოსახულების გადიდება-დაპატარავების ფუნქციაც აქვს.

90e70ded7a58.jpg

ცხადია არც სამი, არც ოთხი ღილაკი მაქსიმუმი არ არის - გეიმერებისთვის იქმნება ბევრღიალკიანი მაუსები სპეციალური გირებით (სიმძიმის ცენტრის კორექციისთვის). ერთ-ერთი ასეთი მაუსი - Logitech G5 სურათზეა წარმოდგენილი.

c5fbe0a9f8fd.jpg

9. მაუსის სიჩქარე.

ძველად მაუსების სიჩქარე აღინიშნებოდა სიდიდით PPI (pulse per inch -პულსი დუიმზე). თანამედროვე მაუსის სიჩქარე იზომება ერთეულით "CPI" (Count Per Inch - "დათვლა დუიმზე"). თუმცა მომხმარებლები და მწარმოებლები სულ სხვა ერთეულს - DPI(Dots of pointer motion per inch - მაუსის მანიშნებელის მოძრაობის წერტილების რაოდენობა დუიმზე)-ს მიუთითებენ. რეალურად CPI უცვლელი სიდიდეა, DPI კი - ცვლადი. მაგრამ პროგრამას (ოპ. სისტემას) შეუძლია შეცვალოს DPI ისე, რომ იგი CPI-ზე მეტი, ან ნაკლები იყოს.

ახლა უკვე ყველაფერი დაწვრილებით იცით "ხელწრუწუნაზე". ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის :rolleyes:

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

კაი რამეა 3D მაუსი გაასწორებს.. აუ ბურთიანი მაუსები რა საშინელება იყო :D

Link to comment
Share on other sites

კაი რამეა 3D მაუსი გაასწორებს.. აუ ბურთიანი მაუსები რა საშინელება იყო :D

პს წავშლი შენ ავატარზე ცენზურა არ წაგიკითXავს ? ისევ იგივე დააყენე ?

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მომეწონა მიშა :) მაგარი ინფო იყო. მადლობა

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

ვა 3D მაუსი კაი იყო :chojinfc:

ერთი რამე მაინტერესებს.. ხელწრუწუნა (mouse)რატო შეარქვეს? :xeli:

Link to comment
Share on other sites

მანდ რომ ხატია ბურთიანი მაუსი, ეგ მეც მქონდა 3-4 წლის რომ ვიყავი. ბურთს ვიღებდი ხოლმე და ვწმინდავდი. მერე ჭედავდა.

და ეხლაც მაქვს ეგ მაუსი. შენახული :D

თან რა ტიპია, შუაში აქ კნოპკა. რისთვის არც ვიცი :eh:

Link to comment
Share on other sites

  • 3 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.