Jump to content

Sailfish OS + installation


Recommended Posts

მოგესალმებით დღეს წარმოგიდგენთ linux-ს კიდევ ერთ სისტემას სმარტფონებისთვის, ესაა Sailfish OS.

Sailfish OS არის GNU/Linux-ზე დაფუძნებული მობილური ოპერაციული სისტემა, რომელიც არის ჟესტებით კონტროლირებადი მარტივად მოსახმარად. OS არის Linux MeeGo OS-ს გაგრძელება რომელიც შექმნილია Nokia და Intel-ს მიერ, რომელიც თავისმხრივ არის Maemo-ზე დაფუძნებული. MeeGo-ს კოდი შენარჩნებულია Mer კოდის 80%-ში. Mer სახელი მოდის MEego Reconstructed-დან. ის მუშაობს native-ად როგორც glibc (არა ანდროიდის bionic), აქვს bash და busybox (არა toolbox), იყენებს Qt UX-სთის, და სხვა opensource პროექტებს. ეს ოპერაციული სისტემა არის იგივე რაც Linux თქვენს desktop-ზე, უბრალოდ მას ჭირდება ანდროიდის დრაივერები ზოგ მობილურ ტელეფონებზე სამუშაოდ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ აქ ნახოთ. http://forum.xda-developers.com/jolla-sailfish/general/qa-sailfish-n4-thread-devices-t2727330

ამ ოპერაციულ სისტემას აქვს საშუალება გაუშვას ანდროიდის აპლიკაციები. ამისათვის ის იყენებს proprietary application layer-ს alien dalvik.  თუმცა ლიცენზიის პრობლემების გამო ის არ გვხვდება ამ OS-ს პორტირებულ ვერსიებში. ამიტომ ენთუზიასტებმა შექმნეს sfdroid. ეს არის andorid-ფანჯარაში. ანუ app-ად ეშვება ანდროიდი და შეგიძლიათ იქ დააყენოთ ანდროიდის აპლიკაციები. ვირტუალიზაცია OS-ს level-ზე ხდება. ანდროიდიც და sailfish-ც ერთიდაიმავე კერნელს იყენებენ ერთდროულად, ამიტომ performance გასაოცარი აქვს. აი რო ჩართოთ ანდროიდი და აიღოთ ტელეფონი ვერც კი მიხვდებით რომ არაა native სისტემა და აპივითაა გაშვებული. რადგან sailfish CM11-ს base სისტემაზეა დაშენებული ამიტომ ეს sfdroid მხოლოდ 16 MB-ია + gapps 100-150 MB. google play-ც და ყველაფერი იდიალურად მუშაობს. მიუხედავად ამისა მაინც მიმდინარეობს მუშაობა alien dalvik-ს პორტირებულ ვერსიებში გადმოსატანად.

მის მთავარი ღირსებებია:

  • დიზაინი, ის რომ არის ჟესტებზე დაფუძნებული რაც გულისხმობს იმას რომ აპლიკაციები მთელს ეკრანს იკავებენ.
  • სმარტფონების ისტორიაში საუკეთესო მულტიტასკინგი. ისეთი როგორიც არის დესკტოპებში.
  • თეორიული შესაძლებლობა Desktop linux-სთვის დაწერილი ნებისმიერი აპლიკაციის გაშვების.
  • ძლიერი და დაცული privacy და personalization ფიჩერები.
  • ღია კოდი. (ამჟამად ეს სისტემა გაცილებით ღიაა ვიდრე იგივე ანდროიდი დაკეტილია jolla-ს მიერ შექმნილი UI ანუ გარსი)

მხარდაჭერილი ტელეფონების სია და ასევე მუშა და არამუშა მოდულების ჩამონათვალი: https://wiki.merproject.org/wiki/Adaptations/libhybris

გაითვალისწინეთ nexus 4-ზე Dualboot თუ გსურთ და ძირითადი სისტემა თუ გაქვთ android lolipop ან ახალი საჭიროა radio.img v0.97

N4-სთვის და google play-სა და google play service-ბისთვის თქვენ დაგჭრდებათ:

1 Cyanogenmod OS 11 M12 როგორც sailfish-ს base სისტემა: https://mega.nz/#!Vd1mjbCQ!a_eZg_XvBpZaVnANdHV4_qePaQWidLH3LssIPTUay-E
2 Sailfish OS-ს ბოლო ვერსიას აქ ნახავთ ხოლმე. gamma-ვერსიები უფრო ახლებია. http://images.devaamo.fi/sfe/mako/
3 თუ უბრალოდ ძირითად სისტემად აყენებთ ჩაიწერეთ ბოლო TWRP ვერსია თუ არადა მულტირომ აპი სისტემაში თავისი პაჩებით და ყველაფრით და მულტირომ TWRP recovery ეს ვერსია! https://s.basketbuild.com/filedl/devs?dev=Tassadar&dl=Tassadar/multirom/mako/TWRP_multirom_mako_20150630.img

N5-სთვის და ანდროიდის apk ფაილების დასაყენებლად (ჯერ-ჯერობით play store-სა და play service-ბის გარეშე მე კი ავამუშავე მარა ჯერ არაა სტაბილური talk.maemo-ზე და 4pda-ზეც ჩალიჩობენ და როცა დასტაბილურდება საინსტალაციოს გავაკეთებ და დავდებ) დაგჭირდებათ:

1 Cyanogenmod OS 12.1 https://mega.nz/#!BIcUGRIR!gy_8PeTgIAIT98jZluV6Cq_bu8-TO3BJP23d7RqP39E
2 Sailfish OS-ს ბოლო ვერსიას აქ ნახავთ ხოლმე. beta ვერსიები უფრო ახლებია. http://images.devaamo.fi/sfe/hammerhead/
3 თუ უბრალოდ ძირითად სისტემად აყენებთ ჩაიწერეთ ბოლო TWRP ვერსია თუ არადა მულტირომ აპი სისტემაში თავისი პაჩებით და ყველაფრით და მულტირომ TWRP recovery V28 ვერსია.

ძირითადზე დასაყენებლად შედიხართ recovery-ში:
1 ფლეშავთ CM-ს
2 ფლეშავთ SFOS-ს

მულტირომ recovery-დან dual boot-ში დასაყენებლად

1 advanced -> multirom -> add rom
2 choose rom type ირჩევთ SailfishOS
3 CyanogenMod ZIP file-ში ირჩევთ ზემოთ გადმოწერილი CM-ს ZIP ფაილს
4 Rootfs ZIP file-ში ირჩევთ Sailfish OS-ს და აჭირთ install-ს.
5 მხოლოდ Nexus 5-სთვის თუ მულტირომს იყენებთ მაშინ ეგ sensorsfix3.zip ასე დაფლეშეთ Advanced=>Multirom => List Roms => <Sailfish ROM> => Flash Zip

დაელოდეთ დასრულებას და დააჭირეთ reboot ჩართვისას აირჩიეთ Sailfish OS.

ანდროიდის აპლიკაციებისა და google play-ს დასაყენებლად გადაწერეთ ესენი:

Nexus 4:
Aliendalvik.rpm (ამის დაყენების შემდეგ apk ფაილებს დააყენებთ) - https://mega.nz/#!1V0RWBwK!jvyid9IWQBzROkkomodCNY4BjM9dsgt-ZOQEm6kI0pk
Gapps.rpm - https://mega.nz/#!tY8UEL6T!lx7H0TKCBhdU4uHa-qH2eHuQicSnGCczfF9H7lsSi08

Nexus 5:
Aliendalvik.rpm (ამის დაყენების შემდეგ apk ფაილებს დააყენებთ)- https://mega.nz/#!QMcnyJBR!JcKjXx3nYHey8pkbKB0e8vyVRbXvJoz9FvYvCV36TVU

ქართულ კლავიატურას იწერთ ჩემი რეპოზიტორიდან. ან პირდაპირ ტელედან და აყენებთ ან იწერთ warehouse კლიენტიდან (შეიცავს ფონტებსაც ამიტომ მხოლოდ geo_keyboard დააყენეთ)

https://openrepos.net/user/7383/programs

 

იხილეთ სურათები

მუშაობს google play store და google-ს service-ბი. ხმოვანი ასისტენტი მუშაობს google-ს აპლიკაციის გახსნის შემდეგ. ან თითის დაჭერით ან ხმოვანი ბრძანება "Ok, Google"-თ.

Spoiler

ec2400b241e2.jpgdc35e45f9dcc.jpg

04956233148c.jpg

cb377c1e6e95.jpg

02d347de3959.jpg

 

 

Sfdroid-ს დასაყენებლად nexus 4/5-ში უნდა დაფლეშოთ ეს zip ფაილები sailfish os-სთვის.

nexus 4 https://www.dropbox.com/s/5yo0netk0srfnh6/sfdroid-mako-for_cm11.zip?dl=0

nexus 5 https://www.dropbox.com/s/hwt3tjceomsfqbx/sfdroid-hammerhead.zip?dl=0

TWRP-დან sailfish OS-ში დასაფლეშად ასე იქცევით:

  • MultiROM: Advanced->Multirom->List Roms->your rom->Flash Zip
  • გაჩნდება ახალი აპლიკაცია მენიუში ანდროიდის ნიშნით ეგ არის CM 11. სურვილისამებრ იმ ვერსიის შესაბამის gapps-ს იწერთ და ფლეშავთ ზუსტად ისე როგორც ეს zip ფაილი დაფლეშეთ.

მადლობთ ყურადღებისთვის. გისურვებთ წარმატებებს!

თემა მოამზადა მათემ. 

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

9 minutes ago, მიშო said:

ახალ ნექსუსებზე არ ყენდება? 6/6p/5x

მხარდაჭერილი ტელეფონების სია და ასევე მუშა და არამუშა მოდულების ჩამონათვალი: https://wiki.merproject.org/wiki/Adaptations/libhybris

Link to comment
Share on other sites

18 hours ago, მათე said:

მხარდაჭერილი ტელეფონების სია და ასევე მუშა და არამუშა მოდულების ჩამონათვალი: https://wiki.merproject.org/wiki/Adaptations/libhybris

არასწორად დავსვი კითხვა :დ

ახალ "ნექსუსებზე რატომ არ ყენდება?" უნდა მეკითხა :D

Link to comment
Share on other sites

On July 4, 2016 at 2:41 PM, მიშო said:

არასწორად დავსვი კითხვა :დ

ახალ "ნექსუსებზე რატომ არ ყენდება?" უნდა მეკითხა :D

არ არის პორტირებული როგორც ჩანს. პორტირება ნებისმიერს შეუძლია ვისაც ესმის პროგრამირება. დახმარებასაც სიამოვნებით გაუწევს sailfish-ს comunity. 

გადახედე https://sailfishos.org/develop/hadk/

HADK (Hardware Adaptation Development Kit) https://sailfishos.org/hadk_doc/SailfishOS-HardwareAdaptationDevelopmentKit-1.1.2.pdf

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

მშვენიერი სიახლე. sfdroid-ს რაც შეეხება ამიერიდან ყოველი ახალი ფანჯარა ვირტუალურ ანდროიდ-ში იქნება ახალი ფანჯარა sailfish OS-შიც. უყურეთ ვიდეოს და მიხვდებით რასაც ვამბობ. ხო ასევე base system-როგორც ვიდეოში ჩანს არის cm 12.1 :)

 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

so far so good-ო რო იტყვიან ისეა :)

მშვენივრად ძლებს ბატარეა და ეს პატარა პრობლემით. არის პროცესი რომელიც ზოგჯერ იჭედებასავით და 25%-ზე ტოვებს CPU-ს დაგრუზულს. ახლა ჩავამატე cronjob რომელიც ყოველ 20 წუთში არესტარტებს მაგ პროცესს. იდეაში აღარ უნდა ქონდეს ეგ პრობლემა და ერთი 20-30 წუთი უნდა დამიმატოს sot-ზე.

RAM-ს მოხმარება საოცარი აქვს მანდ სკრინზე ბრაუზერი 1 ტაბით, terminal, მუსიკა და რამდენიმე აპია გაშვებული მონიტორინგისთვის და 742 MB-ს მოიხმარს. idle-ზე 300-ზე ჩამოდის ხოლმე. ყველაზე დაბალი 274 MB დავაფიქსირე. ხო მართლა სრულად გადავედი ამ სისტემაზე მარტო ეს მიყენია.

ესეც შედეგები.

9060314949b6.png

d71dcb39006c.png

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

On July 30, 2016 at 8:21 PM, მათე said:

so far so good-ო რო იტყვიან ისეა :)

მშვენივრად ძლებს ბატარეა და ეს პატარა პრობლემით. არის პროცესი რომელიც ზოგჯერ იჭედებასავით და 25%-ზე ტოვებს CPU-ს დაგრუზულს. ახლა ჩავამატე cronjob რომელიც ყოველ 20 წუთში არესტარტებს მაგ პროცესს. იდეაში აღარ უნდა ქონდეს ეგ პრობლემა და ერთი 20-30 წუთი უნდა დამიმატოს sot-ზე.

RAM-ს მოხმარება საოცარი აქვს მანდ სკრინზე ბრაუზერი 1 ტაბით, terminal, მუსიკა და რამდენიმე აპია გაშვებული მონიტორინგისთვის და 742 MB-ს მოიხმარს. idle-ზე 300-ზე ჩამოდის ხოლმე. ყველაზე დაბალი 274 MB დავაფიქსირე. ხო მართლა სრულად გადავედი ამ სისტემაზე მარტო ეს მიყენია.

ესეც შედეგები.

კამერას როგორი ხარისხი აქვს ოფციალურ ანდროიდტან შედარებით?

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, gtsetsadze said:

კამერას როგორი ხარისხი აქვს ოფციალურ ანდროიდტან შედარებით?

nexus 4-`ზე რა ხარისხი უნდა შეადარო მარა არაფერი განსხვავებული, იგივეა რაც ვნახე.

P.S. სურათები ამოვშალე შენი დაქუოტებულიდან ძაან გაწელა გვერდი...

Link to comment
Share on other sites

ესეც ჩემი პროგრამა sailfish-სთვის.

wifi-სთან დაკავშირების დროს წერს ip მისამართს და username-ს რათა ssh/sftp-თი დაკავშირება შევძლო. გათიშვისას უბრალო შეტყობინება მოაქვს. ასევე notification-ს ტოვებს ეკრანზე.

დაკავშირებისას

Spoiler

62db83c299ff.jpg

გამორთვისას

Spoiler

87e0c6bb0344.jpg

ეს კი notification-ს სახით რაც რჩება ეკრანზე

Spoiler

1bf99e17722d.jpg

Link to comment
Share on other sites

თუ ვინმეს დაგჭირდებათ მაინც დავდებ. მოკლედ jolla-settings-powersave თუ გიყენიათ პროგრამა setting-ებში icon არ ჩანს მხოლოდ წარწერაა. 10 წუთიანი ძებნის მერე მივაგენი შეცდომას. ამ ფაილში  
/usr/share/jolla-settings/entries/powersave.json
გადააკეთეთ ეს ხაზი
"icon": "image://theme/icon-m-powersave",
ამად და იმუშავებს
"icon": "/usr/share/themes/jolla-ambient/meegotouch/icons/icon-m-powersave.png",

ხაზი მთლიანად წაიღეთ ბოლოში მძიმე არ დაგავიწყდეთ.

Link to comment
Share on other sites

აი ეხლა მივხვდი რას ნიშნავს კომპიუტერი ჯიბეში გამოთქმა. ჩემი pc-სთვის დაწერილი რამდენიმე პროგა გადავიტანე აქ და იმუშავა მცირედი შეცვლით. ნოტიფიკაცია სხვანაერად გამოდის აქ ტელეზე. ესეც შედეგი. ნოტიფიკაციაც რჩება lock screen-ზე როგორც andorid-შია ხოლმე გამოტოვებული ზარები ისეთ პონტში. ძაან მომეწონა ეს სისტემა. სასწაული შესაძლებლობები აქვს ფაქტობრივად იგივე რაც PC-ს.

ხო ასევე დღეს ვცადე ერთი პროგაა ტელეში იწერ linux-ს iso-ს და მაგ პროგაში ხსნი და ტელეფონს უერთებ კომპს და იმ linux-ს სისტემას boot-ავს :)

მოკლედ აწი თუ ტელეფონს გამოვცვლი ნომერ პირველი მოთხოვნა იქნება sailfish OS მუშაობდეს პრობლემების გარეშე. ჯერ რაც ვეძებე nexus 4-ზე ძლიერი ასეთი კარგი ტელე მხოლოდ nexus 5 და oneplus x-ა. ალბათ nexus 5 იქნება მომავალი ტელი. სამწუხაროდ ახალ nexus-ებზე არაა ჯერ დაპორტირებული ეს სისტემა.

09cac28b85db.png

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ამ სისტემის კიდევ ერთი სასწაული ram management...

33 აპლიკაცია გავხსენი setting-ების ჩათვლით. რაც მქონდა ტელეზე ყველაფერი მათ შორის ორი მარკეტი + ბრაუზერში youtube-ა გახსნილი და ვიდეო გაშვებული.

RAM - ს მოხმარება 1256 MB :D lag საერთოდ არ ქონდა აი იდიალურად მუშაობდა. ნებისმიერი ჩაკეცილი აპის გახსნა მყისიერად ხდებოდა.

ესეც RAM-ს მოხმარება და სხვა მაჩვენებლები

Spoiler

241af4d52246.png

ეს ენერგიის დანახარჯი

Spoiler

f12dab9ccf96.png

ეს კი 33-ვე აპლიკაცია :) სკრინები ისეა გადაღებული რომ მარტივად დათვალოთ ჩაკეცილი აპები (გაითვალისწინეთ ამ დროს ამ სისტემაში თითოეული მათგანი მუშაობს და მაგ პატარა ფანჯებს ანახლებს youtube-ს ვიდეოც ჩვეულებრივად გადის)

Spoiler

a64434f765a3.png

516cbf5f268c.png

55a7394084b2.png

c06ae51973d0.png

 

ეს პროცესები (არასრული)

Spoiler

5aa8e2a10120.png

 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მოიხოდა უკვე სისტემა.

აქ 98%-ზე დავტოვე და დილას 91.60% დამხვდა ბატარეა, მაგრამ გაითვალისწინეთ ეგ პროგრამა ანათვალს ყოველ 30 წამში იღებდა, სწორედ მაგან დასვა ასე.

idle-ზე აღარ შეინიშნება უკვე CPU-ს მოხმარების ავარდნები. RAM-ც სტაბილურად დაბლაა ხოლმე ეგ ბოლოს აიწია 271 MB-ზე ისე 260 MB იყო ის სწორი ხაზი, რაც საოცარი შედეგია. ამიტომ ეგ პროგრამა გადავრთე რეჟიმში როცა ყოველ 5 წუთში იღებს ანათვალს. აღარაა საჭირო დეტალური დაკვირვება.

734d665be417.png

Link to comment
Share on other sites

ქართული კლავიატურაც დავამატე სისტემას.  დეველოპერებს უნდა გავუგზავნო რომ ჩაამატონ სისტემაში default_ად :)

დიდი ასოები ანუ shift დაჭერილზე

508487857027.png

და პატარა ასოები ანუ shift-ს გარეშე

2dd89660e68f.png

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

 ქართული ფონტები და ჩემი გაკეთებული ქართული კლავიატურა გავუგზავნე jolla-ს და ვნახოთ იმედია დაამატებენ სისტემას ქართული ენის მხარდაჭერას :) თუ არადა პატარა პროგრამას გავაკეთებ მაგისთვის rpm-ს და openrepos-ზე შეიძლება თურმე უფასოდ განთავსება. ეგ არაოფიციალური მარკეტია და თუ რამე ღირბულია შექმნილი ამ OS-სთვის ყველაფერი მანდ დევს :)

ისე ამ OS-ს comunity სხვადასხვა ენებზე გადათარგმნაზე მუშაობს და თუ აფრინდა სისტემა გასაკეთებელი იქნება ეგ საქმე ჩვენი ენისთვისაც.

Link to comment
Share on other sites

იქნებ ვინმე დამეხმაროთ. ეხლა ვჩალიჩობ რომ როგორმე ოფიციალური support დავამატებინო ქართული ფონტებისა და კლავიატურის ამ სისტემაში. ეხლა მომწერეს პასუხი და კლავიატურა ჩემი გაკეთებული რადგანაა licence-ს ავირჩევ და იმით ჩაამატებენ, მაგრამ ფონტები რადგან ჩემი არაა ამიტომ ვერ ჩავამატებთო. ფონტები fonts.ge-დან გადავწერე აკადნუსხური, აკადმთავრული და სილფაენი და ხომ არ იცით რა ლიცენზიითაა?

sylfaen მგონი MS-საა ხო? და თუ იცით როგორ შეიძლება გაგება რა ლიცენზიითაა?

Link to comment
Share on other sites

7 hours ago, მათე said:

იქნებ ვინმე დამეხმაროთ. ეხლა ვჩალიჩობ რომ როგორმე ოფიციალური support დავამატებინო ქართული ფონტებისა და კლავიატურის ამ სისტემაში. ეხლა მომწერეს პასუხი და კლავიატურა ჩემი გაკეთებული რადგანაა licence-ს ავირჩევ და იმით ჩაამატებენ, მაგრამ ფონტები რადგან ჩემი არაა ამიტომ ვერ ჩავამატებთო. ფონტები fonts.ge-დან გადავწერე აკადნუსხური, აკადმთავრული და სილფაენი და ხომ არ იცით რა ლიცენზიითაა?

sylfaen მგონი MS-საა ხო? და თუ იცით როგორ შეიძლება გაგება რა ლიცენზიითაა?

კი sylfaen Microsoft-ისაა .

დაყენებული ფონტების Properties-ში რო შეხვიდე წესით უნდა გიჩვენოს რა ლიცენზიაა.

აი მაგალითად sylfaen

13a7bfa15940.png

Link to comment
Share on other sites

lol მაგარი რაღაცები გავაძრე. ნუ ისედაც იცოდით რო სისტემა ფაქტობრივად linux-ა ამიტომ არცაა გასაკვირი რომ ყველაფერს რასაც ეკრანზე აკეთებთ შეგიძლიათ command-ებით გაკეთოთ. აქ ნახავთ ბევრ ბრძანებას https://together.jolla.com/question/70745/command-line-equivalents-of-gui-commands/

ახლა ერთ საინტერესო რაღაცას ვაკეთებ და რო მოვრჩები განახებთ. საბოლოო ჯამში ასეთი რამე უნდა გამოვიდეს. დაკარგვის შემთვევაში როდესაც ტელეფონზე გავაგზავნი SMS-ს ჩემი არჩეული კოდური სიტყვით, უნდა ჩაირთოს mobile data (მალე ვიღებ კორპორაციულს და ამიტომ სულ მექნება), GPS და WIFI. მერე კი GPS-თ ან GSM-თ მიღებული (ეს თუ GPS არ იჭერს შენობებში ან სადმე  ტელე მაინც იჭერს ხოლმე ასეთ ადგილებში. ეს უკვე გავაკეთე, მაგრამ GSM-ს კოორდინატები ცდება საკმაოდ სადღაც 150 მეტრითაც კი. კიდე შეიძლება დახვეწა სხვა ქსელების დახმარებით ჯერ გასარკვევი მაქვს) კოორდინატები და wifi-ების რასაც ხედავს ჩამონათვალი (რა იცი იქნებ ცნობილი სახინკლის ან რესტორნის wifi დაინახოს სახელით რო მიხვდები :D ) უნდა გამომიგზავნოს სადმე, სიტყვაზე მეილზე.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

როგორც ჩანს რუსეთი საკუთარი მობილური ოპერაციული სისტემის გამოშვებას გეგმავს. როგორც ამ თემაში ამბობენ Sailfish OS-ზე იქნებაო დაფუძნებულიო. ასევე tizen-ზე დაფუძნებულსაც გააკეთებენ და ჯგუფს აგროვებენო რომლებიც აპლიკაციებს გადაწერენ ამ OS-ებისთვის. რაც ძალიან მაგარი ამბავია :)

Tizen არ ვიცი მაგრამ Sailfish android აპებს ისედაც უშვებს მაგრამ რათქმაუნდა native app ჯობია.

http://thehackernews.com/2016/06/russian-mobile-os.html

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

გამოვიდა ახალი ვერსია 2.0.2.51 Aurajoki ამჯერად მდინარეების სახელებზე გადავიდნენ. შესაძლებელია nexus-ების მასზე განახლებაც.

ესეც nexus 4-ს თემა XDA-ზე. იქაური სახელით ეს არის gamma 7 ვერსია! http://forum.xda-developers.com/nexus-4/development/rom-sailfish-os-community-port-t2969823

დაწვრილებით https://together.jolla.com/question/139603/release-notes-202aurajoki-released/?sort=votes&page=1#139603-upgrading-your-devices

ესეც რა შეიცვალა სრული ჩაინჯლოგი https://together.jolla.com/question/139609/changelog-202aurajoki/

ძალიან ბევრი ცვლილება და გაუმჯობესებებია. გადავალ ამ ვერსიაზე დღეს ჩემი nexus 4-თ.

Spoiler

Ambiences

  • Wallpapers are always copied to system memory to avoid losing ambiences when removing SD card

Backup

  • Simplified backup experience
  • Backup of local (personal, non-synced) calendar is now possible
  • Backups can be made to cloud services (supported for DropBox and OneDrive)

Browser

  • Open external links to new tabs
  • Fixes missing search engines

Connectivity

  • Fix missing LTE bands support in Jolla C

Customer specific features

  • Fix issues in SMS activation

Camera

  • Flash can now be used while taking video
  • Added reset to default settings option to Camera application
  • Improved Camera launch time

Cloud services

  • Added support for VK
  • Connectivity
  • Dual SIM support for devices with Dual SIM
  • Migrate Facebook features away from deprecated Graph API 2.0

Email

  • 3rd party email API supports attachments

Events view

  • 'Flashlight switch' for events view Actions and shortcuts
  • Five-day weather forecast updates now automatically

Gallery

  • Dropbox gallery integration.
  • OneDrive gallery integration.
  • Large photos open faster

Home and Lock screen

  • Press volume up and down together for 0.5 seconds to create a screenshot

HW adaptation & kernel

  • Support for Intex Aqua Fish & Jolla C
  • Fix support for certain SD cards that were failing

Positioning

  • Support for Mozilla Location Service positioning assistance, which can use nearby wifi access points and cell towers to help determine your location. This service is not available for Jolla1 and Jolla Tablet.

Localisation

  • Locale specific numbers are now supported around OS
  • Common smiley characters supported
  • Keyboard layouts and fonts added for Indian languages Telugu, Malayalam, Kannada, Punjabi, Tamil and Bengali
  • Keyboard layout for Greek
  • New Russian ruble symbol taken into use

Lock screen

  • Setting to add favorite actions and app shortcuts to lock screen pulley menu
  • Lock screen transition shortened
  • Media controls are hidden if no music is played for 30 minutes

Media

  • New layout for front page
  • Support for FM Radio (only on devices with FM radio hardware). Big thanks to Matti Lehtimäki (mal-) for writing its middleware plugin!

Messages

  • Setting to display remaining character counts for text messages (SMS)
  • Show MMS download progress

Office

  • Allow copying text to clipboard

People

  • Ability to delete and share multiple contacts at once

Phone

  • Long tap * in dialer for +
  • Setting to enable automatic call recording on Jolla C and Aqua Fish
  • Faster dialing transition

Settings

  • SD Card settings for formatting SD cards, and for safely removing them
  • Setting to add reboot button on top menu
  • Factory reset is not be allowed if battery is under 15%
  • Show app version number in Android app settings page
  • Storage space view with a simple file manager
  • "Flip-to-silence" gesture setting

SIMATK

  • Fix issues in Mobile electronic signature

Security 

  • Untrusted software installation no longer requires Jolla account

UI elements

  • New Sailfish logo

 

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

რეაკლამების საქმე როგორაა? ანდროიდის აპლიკაციები რომ დააყენო რეკლამები აქაც ჭამენ ტვინს?

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, gtsetsadze said:

რეაკლამების საქმე როგორაა? ანდროიდის აპლიკაციები რომ დააყენო რეკლამები აქაც ჭამენ ტვინს?

რათქმაუნდა. ეგ სისტემაზე არაა დამოკიდებული...

თუმცა მაგის მოგვარებას რაღა უნდა შე კაცო აიღე hosts ფაილი და ჩააგდე მის ადგილას, გინდა ანდროიდში გინდა ამ Sailfish OS-ში. მარტივად ნახავ გუგლში...

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

უძალიანმაგრესი ამბავი მაქვს aliendalvik-ს დაყენება გახდა შესაძლებელი nexus 4-ზე sailfish OS-ში. ამის მერე თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ანდროიდის აპლიკაცია ჩაწეროთ. ჩვეულებრივ ისევე როგორც ანდროიდზე ჩაწერდით. gmail, youtube და 2 უბრალო თამაში ჩავწერე და მუშაობს.

ამ წუთას ვეჩალიჩები რომ google play market ჩავწერო, რასაც google service-ბი უნდა. ეს სისტემა ბაზად იყენებს CM11-ს ამიტომ CM11-ს gapps-მოვნახე რომელსაც sfdroid-სთვის ხმარობენ ამ სისტემაზე დავშალე და core ნაწილები ამოვიღე და ხელით ჩავაყენე სისტემაში. ეხლა login-მდე მიმიშვა და გავიარე კიდეც ლოგინი მერე არ გაეშვა google play. როგორმე თუ მოვახერხე google play-ს გაშვება ეგრევე შემოვაჭრი და დავწერ აქ გაიდს. თუ ვერ მოვახერხე მაინც დავწერ apk-ების დაყენებაც არაა ცუდი საქმე ვისაც ეს სისტემაც უნდა და ანდროიდის აპებიც მშვენივრად გამოიყენებს ორივეს :)

update:

google-ს ხმოვანი ასისტენტიც ავამუშავე :)

update2:

google play store-ც ავამუშავე :)

ამის შესახებ ინფორმაცია იქნება პირველ პოსტში.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.