Jump to content

Raspberry Pi 3


Recommended Posts

მოგესალმებით დღეს წარმოგიდგენთ Raspberry pi 3-ს.

რა არის raspberry pi? ეს არის დაბალფასიანი საკრედიტო ბარათის ზომის კომპიუტერი რომელიც უერთდება მონიტორს ან ტელევიზორს და იყენებს სტანდარტულ მაუსს და კლავიატურას. შესაძლებელია მისი გამოყენება პროგრამირების სასწავლად მაგალითად Scratch ან python-სთვის, რადგან მარტივებია და დამწყებებს შეაყვარებს პროგრამირებას. ის ყველაფერ იმას აკეთებს რასაც ჩვეულებრივი დესკტოპ კომპიუტერისგან მოელით დაწყებული ბრაუზინგით და HD ან Full HD ვიდეოების ჩვენებით, დამთავრებული Spreadsheet-თ word-თ და თამაშებით.

ის გამოიყენება უამრავ სხვადასხვა პროექტებში. შეგიძლიათ ააწყოთ მუსიკალური მანქანები, სახლის კინოთეატრი, ambilight ისეთი როგორიც philips-ს ტელევიზორებს აქვთ. დისტანციური მართვის მანქანები, ნავები, სათამაშოები.

რამდენიმე საინტერესო პროექტი

26560d4dff33.jpg

სუპერკომპიუტერი

a7717a654cf3.jpg

ტელეფონი

f66e1399c520.jpg

თვითბალანსირებადი დისტანციური მანქანა

და ა.შ. 

შესაძლებელია სხვადასხვა სენსორების მიერთება როგორიცაა კამერა, მანძილის საზომი, ტემპერატურის საზომი, სინათლის საზომი და ა.შ. და საინტერესო რაღაცების გაკეთება. ხშირად ასეთი კომპიუტერები home automation-შიც გამოიყენება.

ის შექმნილია იმისთვის რომ ახალგაზრდებმა და ბავშვებმა ისწავლონ პროგრამირება და გაიგონ თუ როგორ მუშაობს კომპიუტერი.

შეგიძლიათ მისი დამფუძნებლების შესახებ მეტი წაიკითხოთ აქ https://www.raspberrypi.org/about/

ყველაზე ძლიერი მოდელია Raspberry pi 3 რომლის ფასი 35$-ს შეადგენს

c0ccb80dfdd2.jpg

მისი მონაცემებია:

  • A 1.2GHz 64-bit quad-core ARMv8 CPU
  • 802.11n Wireless LAN
  • Bluetooth 4.1
  • Bluetooth Low Energy (BLE)
  • 1GB RAM
  • 4 USB ports
  • 40 GPIO pins
  • Full HDMI port
  • Ethernet port
  • Combined 3.5mm audio jack and composite video
  • Camera interface (CSI)
  • Display interface (DSI)
  • Micro SD card slot (now push-pull rather than push-push)
  • VideoCore IV 3D graphics core

Raspberry Pi 3-ს აქვს იგივე ფორმფაქტორი რაც 2 და 1 მოდელებს ქონდათ. ასევე ის სრულად თავსებადია ამ მოდელებთან.

ოფიციალურად მხარდაჭერილი სისტემებია:

გადმოსაწერი ლინკი: https://www.raspberrypi.org/downloads/

1c68d4c19bac.jpg

თუმცა მასზე მასზე ყენდება საკმაოდ ბევრი 3rd party linux სისტემა, ასევე windows 10 Iot. შეგიძლიათ გადმოწეროთ ოფიციალური საიტიდან

815fcb4b7044.jpg

ეს კიდევ ერთი საინტერესო პროექტი. შეადრება philips-ს ambilight-სა და raspberry pi 3-თ გაკეთებულ ვერსიას შორის.

ეს კი სახლის კინოთეატრი KODI-ს დახმარებით, რომლითაც შეგიძლიათ უამრავი არხიც გქონდეთ, ძალიან დიდი ფილმების ბაზა და ყველაფერი რაც კი სახლის კინოთეატრს მოეთხოვება. თვითონ KODI-ს პროგრამა მუშაობს ნებისმიერ სისტემაზე windows, linux, android, ios და ა.შ. 

 

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ძაან მაგარი ამბავი. Google ოფიციალურად დაუჭერს მხარს ამ პლატფორმაზე android-ს :)

http://arstechnica.com/gadgets/2016/05/google-to-bring-official-android-support-to-the-raspberry-pi-3/

კაი კაი რამეების გაკეთება შეიძლება მაგით. Remix OS-ს დააყენებ ან Android TV-ს ან KODI-ს ან თამაშებს და მაგრად გაერთობი. თანამედროვე ტელეებთან შედარებით სუსტია RPi3 მაგრამ მალე გამოდის შემდეგი მოდელი და სავარაუდოდ საკმაოდ ძლიერი იქნება 1080p-ზე მობილური თამაშებისთვის.

Link to comment
Share on other sites

ფანსტასტიური დევაისია :)

ანდროიდიც თუ ოფიციალურად იქნება ამაზე, ხომ მთლად მაგარი :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • Power_VANO changed the title to Raspberry Pi 3
  • 1 month later...

ჩავიგდე ეს მოწყობილობა ხელთ. კაი ძვირი კი დაჯდა ისე. ჩემთვის არ მიყიდია პატარა პროექტი მაქ გასაკეთებელი. კიტით დავითრიე + 8 არხიანი რელეც. ეხლა პატარა პროგი გავაკეთე უბრალოდ სანახავად.

ნათურა ავანთე ჩავაქრე სკრიპტით რამდენჯერმე. ეს აქ იგივე პონტია რაც პროგრამირების სწავლის დაწყებისას Hello World-ს რო აბეჭდინებენ ხოლმე :)

მინდა აღვნიშნო რომ უფრო ძლიერს მოველოდი. სამწუხაროდ არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი როგორიც მეგონა. თუმცა ეს მოწყობილობა სულ არაა გათვლილი სიმძლავრისთვის. უბრალოდ არ ჭირდება მას ეს. იმ საქმისთვის რისთვისაც შექმნილია იდიალურია! ნუ რაც მოყვა ეგ აყენია OS ეს თუ რამეს წყვეტს მაგ საკითხში. ანუ ubuntu ან windows არა. დროც არ მაქვს რო ეგენი დავაყენო მაგეებს მერე დავაყენებ და დავტესტავ ამ პროექტს რო მოვრჩები ჩემი საკუთარი მიზნებისთვისაც უნდა ვიყიდო. დროა მობილურით ვმართო სახლი :spiteful:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ხვალ ვამთავრებ პროექტს და მერე ეგრევე უნდა დავითრიო ჩემთვისაც ეს საოცარი მოწყობილობა. ძაან ბევრი რამე მიტრიალებს თავში და საინტერესო რამეების ჩალიჩი მინდა ამით.

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 5 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.